რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დამწყები ბიზნესმენებისათვის

თარიღი November 27, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დამწყები ბიზნესმენებისათვის

ბიზნესი–ესაა საქმიანობა, რომელიც საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია და ძილის დროსაც კი შეუძლია თქვენი მყუდროების დარღვევა.  განსაკუთრებულ ყურადღებას  ის საქმიანობის პირველ ეტაპზე, ახალი იდეების გაჩენის პროცესში საჭიროებს, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საიდუმლო, რომელიც ბიზნესის უკეთ მართვაში დაგეხმარებათ:

  1. კარგი მსახიობები სესხულობენ იდეებს, საუკეთესოები კი იპარავენ მას – უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა გონივრული იდეა „ბორბლის გამოგონება“ არაა.   მაგ:   Twitter არის მიკრო ბლოგის ნაირსახეობა, Quora ფორუმის, iPod  mp3-ფლეიერების და ა.შ. ამიტომ ნუ იდარდებთ, თუ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება სრულიად ინოვაციური შეთავაზება არაა.
  2. მიუდექით მარტივად – ბევრ ახალგაზრდა მმართველს ათობით კარგი იდეა აქვს და მათი განხორციელებისათვის იბრძვის. უკეთესია აქცენტი საუკეთესო ვარიანტზე გაკეთდეს და მის დანერგვაზე ზრუნავდეთ. ნუ დაიწყებთ ციდან რამდენიმე ვარსკვლავის ერთად მოწყვეტას, რადგან ეს შესაძლოა სერიოზული მარცხით დასრულდეს.
  3. მისამართი, მისამართი, მისამართი – ხელსაყრელი მდებარეობა მხოლოდ უძრავი ქონებისათვის არ წარმოადგენს ღირებულების საზომს.  თუ გსურთ თქვენი ბიზნესი ყოველთვის აღქმადი იყოს,  მიუახლოვდით მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, როცა კომპანია რეგიონის გარეთ გაქვთ განთავსებული, კარგად დაფიქრდით, რეალურად რამდენადაა ამის საჭიროება.
  4. რიცხვები სიტყვებზე მნიშვნელოვანია – თუკი ბიზნეს გეგმის შედგენა კვირებს მოითხოვს, ნუ დაუთმობთ მას ამდენ დროს. უმჯობესია სამომავლო გეგმები ელექტრონულ ცხრილში, რიცხვების საშუალებით გამოსახოთ.
  5. სრულყავით პირველი მოქმედება – მაგ. ნუ დაიქირავებთ გამოუცდელ გრაფიკულ დიზაინერს მხოლოდ იმიტომ, რომ შედარებით იაფია. არასწორად გაკეთებული მასალის გადახედვა და შეცვლა ბევრად ძვირი დაგიჯდებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ დროითი რესურსის ხარჯზე.
  6. მოიძიეთ თანამშრომლები, რომელთაც მხოლოდ “წიგნის კითხვა” კი არა, მისი დაწერაც შეუძლიათ – დაიქირავეთ პერსონალი, რომელიც დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებასთან ერთად, ღირებულებას შესძენს თქვენს კომპანიას.
  7. ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებელი სწავლის საუკეთესო საშუალებაა  – გახსოვდეთ, რომ მომხმარებელთა ჩივილი ბევრად კარგი წყაროა ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად, ვიდრე მათი კომპლიმენტების მოსმენა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ დიდ ნაწილს ხშირად ახლობლები შეადგენენ, ისინი კი შენიშვნების აღნიშვნისას საკმარისად ობიექტურები არ არიან. უკმაყოფილო მომხმარებელი თავისუფლად მიგითითებთ შეცდომებისაკენ.
  8. ცხოვრების სტრატეგიის შერჩევა ბიზნესის დაგეგმამდე–სანამ გრანდიოზული გეგმების განხორციელებას შეუდგებით, დარწმუნდით, რომ მყარი ფინანსური მდგომარეობა გაქვთ. დაყავით პირადი და კომპანიის რესურსები.  მართალია ბიზნესი ხელს უწყობს უკეთესად ცხოვრებას, მაგრამ პირადი ცხოვრება თქვენი საქმიანობის წარმატების გარანტია არაა.

როგორც ამბობენ, ფული ბედნიერების საზომი არაა. საქმის კეთება მოსვენების დაკარგვის ტოლფასია, თუმცა თუ ერთხელ შეძლებთ ბორბლის დატრიალებას, ბევრად ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება გექნებათ.

 

 

 

კომენტარები

comments