10 გზა, რომელიც დაძაბული დღის განტვირთვაში დაგეხმარებათ

თარიღი November 8, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 გზა, რომელიც დაძაბული დღის განტვირთვაში დაგეხმარებათ

არ გიმართლებთ და ასეთი დღეები უკვე რამდენიმეჯერ განმეორდა კვირის განმავლობაში?! თუ ასეა, შემოუერთდით კლუბის წევრებს. ნებისმიერ საქმიან ადამიანს სულ მცირე ერთხელ მაინც ჰქონია ისეთი დღე, როდესაც ყველაფერი არცთუ ისე წარმატებულად მიდის. ძირითად შემთხვევაში ამ პროცესების გამომწვევი მიზეზი თქვენგან დამოუკიდებელია. როგორ რეაგირებთ უარყოფით პროცესებზე პირდაპირ კავშირშია გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრასა თუ მათ გამწვავებაზე. გამოსწორება თუ არა, მინიმუმ სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილება მაინც უნდა შეძლოთ. იმის გათვალისწინებით,  თუ რა განაპირობებს ცუდ დღეს, არსებობს გადაწყვეტილებათა რამდენიმე ვარიანტი:

1. ბოსი – ყველაზე მეტად შეუძლია თქვენს საქმიანობაზე ზემოქმედება, ამიტომ ისწავლეთ მისი ქცევის წაკითხვა. თუ თქვენი დღე არცთუ ისე წარმატებულად მიდის, ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მის უკმაყოფილებას გამოიწვევთ. იგივეს გირჩევენ ექსპერტები უფროსის ცუდ განწყობაზე ყოფნის შემთხვევაშიც. გადადეთ მასთან განსახილველი ყველა საკითხი, გარდა აუცილებელი დისკუსიებისა.

2. კოლეგები – კოლეგებთან ურთიერთობის კონტროლი ბევრად რთულია, რადგან მათთან კონტაქტი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ უარყოფითი განწყობა საქმის გაკეთების სტიმულია, ზოგჯერ კი პირიქით, აქვეითებს მას და სიტუაციის გამოსწორებას მოითხოვს. თუ პრობლემა კონკრეტული გარემო ფაქტორითაა გამოწვეული, ეცადეთ დისკუსია შესაბამის ადამიანთან გამართოთ. უფროსის ნებართვით აიღეთ შესვენება, რადგან სახლში მუშაობა თანაგუნდელების მოქმედების პოლიტიკისაგან ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ.

3. სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი – ნებისმიერი საქმიანი ადამიანის კარიერის განუყოფელი ნაწილია. გამოაცალკევეთ მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად საინტერესოსაგან და განსაზღვრეთ, რა დრო იხარჯება თითოეულ მათგანზე. მოამზადეთ გეგმა სამსახურში მისვლისთანავე და მიზნად დაისახეთ მისი შესრულება ლანჩის მოახლოებამდე. საუკეთესო მოტივაციაა იმის ცოდნა, რომ საქმის მოგვარების შესაძლებლობა გაქვთ.

4. ცვლილება – მოულოდნელი ცვლილებები გარდაუვალი პროცესია ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. დაიწყეთ შედეგებისა და მათი თქვენზე ზემოქმედების ანალიზით. საჭიროების შემთხვევაში განაგრძეთ ფიქრი მანამ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ. ხშირად ის ცვლილებები, რომელიც თქვენთვის ზიანის მომტანად აღიქმება, ბევრად დადებითად აისახება პერსონალის საქმიანობაზე.

5. ანაზღაურება და დაწინაურება – დაწინაურებას ან ხელფასის მომატებას ელოდით, თუმცა იმედი გაგიცრუვდათ?! ეს ხშირად გაღიზიანების მიზეზი ხდება. იფიქრეთ თქვენი საქმიანობის დადებით მხარეზე: გაქვთ გამოცდილება, მეგობრულ კოლექტივთან მუშაობის საშუალება, მოქნილი სამუშაო გრაფიკი. თუ ასე არაა, გააძლიერეთ ძალისხმევა ახალი სამუშაო პოზიციის მოსაძებნად.

6. არასრული მზადყოფნა – მიუხედავად საუკეთესო განზრახვისა, ზოგჯერ მომზადების დონე არასაკმარისი აღმოჩნდება ხოლმე დასახული მიზნის მისაღწევად. ეს შეიძლება იყოს არასწორად დაგეგმილი შეხვედრა ან ცუდად მომზადებული პროექტი. თუ თქვენც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, იმედს ნუ დაკარგავთ, გააკეთეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი. განაგრძეთ ინფორმაციის მოძიება თქვენთვის გაუგებარი კითხვების პასუხების საპოვნელად. სხვა საკითხებზე კონცენტრირებით შეძლებთ განმუხტვასა და ზედმეტი ზიანის თავიდან არიდებას.

7. უბედური შემთხვევა – პირად უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. განურჩევლად იმისა, უბედური შემთხვევა ხდება  სამსახურის მოულოდნელად დატოვების მიზეზი თუ სახლში არსებული საგანგებო მდგომარეობა, ასეთ სიტუაციაში ყველა პრობლემის ერთად გადაწყვეტას  იწყებთ. უმჯობესია არსებული მდგომარეობის შესახებ უფროსს შეატყობინოთ და დაკისრებული მოვალეობის შესრულება უფრო მნიშვნელოვანი საქმეების  მოგვარების შემდეგ განაგრძოთ.

8. პირადი უსიამოვნებები – ალბათ ყველას უნატრია შეიძლებოდეს არასასურველი სიახლეების თავიდან არიდება, თუმცა ეს მხოლოდ ელ. ფოსტის წაუკითხავად წაშლაზე არაა დამოკიდებული.  სამწუხაროდ, არასასიამოვნო ინფორმაცია რამდენიმე არხის საშუალებით აღწევს ჩვენამდე. რაც უფრო მეტად ეხება ის ჩვენს პირად ბედნიერებას, მით მეტად შეუძლია დღის თავდაყირა დაყენება. ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ჰკითხოთ საკუთარ თავს, ეს ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია,  თუ შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას და პრობლემის დღის ბოლოს მოგვარებას.

9.  ოჯახი და მეგობრები – თუ გყავთ ოჯახი, ან ისეთი მეგობრები, რომლებიც მუდმივად ითხოვენ თქვენს ყურადღებას და მხარდაჭერას,  დგება დროის გადანაწილების პრობლემა. ჩვეულებრივ, ასეთ საკითხებს გაგებით ეკიდებიან, მაგრამ თუ ასე არ ხდება, შეგიძლიათ აუხსნათ როდის მოახერხებთ მათთან დაკონტაქტებას. მაგ: „დაგირეკავ, როგორც კი შევძლებ“ ან „გესტუმრები, როგორც კი გავთავისუფლდები“.

10. ავადმყოფობა – ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ოფისში სულ უფრო ხშირია ავადმყოფობის შემთხვევები. შესაძლოა ამას ყურადღება არ მიაქციოთ და სამსახურში სიარული ამჯობინოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, ამით მხოლოდ გამოჯანმრთელების პროცესს გაიხანგრძლივებთ. თუ ვერ ახერხებთ დეტალებზე კონცენტრირებას, ნუ ივლით სამსახურში მხოლოდ უფროსის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

კომენტარები

comments