რაში უნდა დარწმუნდეთ ბიზნესის განვითარების წინ?!

თარიღი October 31, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რაში უნდა დარწმუნდეთ ბიზნესის განვითარების წინ?!

როგორ ფიქრობთ, მიაღწიეთ ყველა იმ მიზანს, რომელიც ბიზნესის დაწყების წინ დაისახეთ? თუ არა, მაშინ რა გაფერხებთ მათი განხორციელების პროცესში? იმ დროს, როდესაც კომპანიებს განსხვავებული საწარმოო პოტენციალი გააჩნიათ, არსებობს 10 ფაქტორი, რომელიც ყველა ბიზნესის განვითარებისათვის საერთოა:

  1. მომხმარებლებისა და ბაზრის მოთხოვნილების სიცხადე;
  2. კონკურენტული უპირატესობების გამოვლენა;
  3. გადაწყვეტილებათა შეთავაზების განმეორებითი ხასიათი;
  4. მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტურობა;
  5. გაყიდვების პროცესის მასშტაბურობა;
  6. გაყიდვების პროცესის მართვისა და პროგნოზის მაღალი ხარისხი;
  7. გაყიდვებისა და მარკეტინგული სისტემების  ეფექტურობა;
  8. პარტნიორული ურთიერთობის მაღალი ხარისხი;
  9. მომხმარებლებთან ურთიერთობის მაღალი ხარისხი;
  10. განვითარების, სიახლეების დანერგვისა და არსებული მომხმარებლების შენარჩუნების შესაძლებლობა.

თვითშეფასება

არ ხართ დარწმუნებული რომელი კომპონენტი განსაზღვრავს თქვენი კომპანიის წარმატებას? ქვემოთ მოცემულია 10 კითხვა, რომელიც ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ. თითოეულის პასუხებს მიანიჭეთ 1–10 ქულა: 1= ნაკლებად საინტერესო, … ,10=სრულიად დახელოვნებული ხართ საკითხში. მათ შორის შუალედურ პასუხებს კი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე 2–9 ქულა.

1. რამდენად მკაფიოდაა განსაზღვრული საერთო მახასიათებლები თქვენს სამომავლო პერსპექტივებსა და მომხმარებლებთან მიმართებაში?

ამ დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამდენად სწორად აფასებთ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, არამედ რამდენად შეგიძლიათ მათზე ადეკვატური რეაგირება.

2. რამდენად კარგად იცნობთ კონკურენტებს?

საჭიროა ზუსტად იცოდეთ კონკურენტების მიერ თქვენს სამიზნე სეგმენტთან ურთიერთობისას გამოყენებული მესიჯები, რადგან მოქმედების სტრატეგია სწორედ მასზე დაყრდნობით იქმნება. ძირითად შემთხვევაში მესიჯები იძლევა განმარტებებს რა უპირატესობა გენიჭებათ კონკურენტებთად შედარებით. შეუძლებელია იფიქროთ, რომ უნიკალური ხართ, თუ თქვენი ენა გაურკვეველი იქნება მომხმარებლისათვის.

3. მთლიანი შემოსავლის რა ნაწილს იკავებს სტანდარტული ოპერაციები?

პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზებისას განმეორებადი პროცესები და მოგების მუდმივი ზრდა შეუსაბამო ცნებებია. ამიტომ თითოეული გაყიდვა უნიკალურობას მოითხოვს.

4. რამდენად ეფექტურია  თქვენი სტრატეგია სასურველი შედეგების მისაღებად?

მნიშვნელოვანია იფიქროთ არა მხოლოდ მარკეტინგულ აქტივობებზე, არამედ მათ გაყიდვების პროცესთან შესაბამისობაზეც. ასევე საჭიროა გამოითვალოთ რა სახის და რა რაოდენობის რესურსები იხარჯება მოცემულ სიტუაციაში. როგორც პიტერ დრუკერი აღნიშნავდა: „რაც იზომება, ის გაკეთებადი საქმეა“.

5. რამდენად  წარმატებულია  გაყიდვების  პროცესი?

გაყიდვების პროცესი მთლიანად არის დოკუმენტირებული, თუ მხოლოდ ნაწილი და მოიცავს თუ არა ის მკაფიოდ განსაზღვრულ ძირითად ეტაპებს?

6. რამდენად აკურატულადაა შედგენილი ყოველკვირეული/ყოველთვიური/ყოველკვარტალური გაყიდვების პროგნოზი?

მხედველობაში უნდა გქონდეთ არა მხოლოდ საერთო გაყიდვების, არამედ თითოეული გუნდის მუშაობის შედეგები. საჭიროა გაირკვეს საქმიანობის დასაწყისში, შუა პერიოდში და ბოლო ეტაპზე არსებული ცვლილებები, შემდეგ კი შეედაროს ფაქტობრივი და მოსალოდნელი დონეები. შეუძლებელია კომპანიის გამართული ფუნქციონირება არასწორი მონაცემებით ხელმძღვანელობის შემთხვევაში.

7. რამდენადაა ინტეგრირებული გაყიდვებისა და მარკეტინგის სისტემა?

შეესაბამება გაყიდვების პროცესი მარკეტინგის სისტემას? ეს მხოლოდ მათ  ხელმისაწვდომობას არ გულისხმობს.  გასათვალისწინებელია დანერგვის გზები, შემადგენელი მონაცემების სიზუსტე, სისრულე, სარგებლიანობა და ხარისხი.

8. რამდენად დადებითად მოქმედებს პარტნიორული ურთიერთობები?

დაფიქრდით, რამდენად ეფექტურია პარტნიორებთან ურთიერთობა და შესაძლებელია თუ არა მათი ფულადი ფორმით გამოხატვა. აუცილებელი არაა ყველა კავშირი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვით სრულდებოდეს. კონტაქტი კომპანიას იდენტიფიკაციასა და მოქმედებების სწორად დაგეგმვაში უნდა ეხმარებოდეს.

 

9. მომხმარებლის თვალში აღიქმებით როგორც ვაჭრები თუ პარტნიორები?

ყოველი საწარმო ვალდებულია მთავარ ორიენტირად მომხმარებლები ჰყავდეს, რადგან შემოსავლის 80% სწორედ მათგან მოდის. ნებისმიერი „განსაკუთრებული შემთხვევის“ იგნორირება კლიენტებთან ურთიერთობის გამყარების შანსის დაკარგვას ნიშნავს.

10. შეგიძლიათ თუ არა განავითაროთ მომსახურება მომხმარებელთა მოთხოვნილებების ცვლილების პროპორციულად?

უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველა რესურსს თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. განხილვის საგანი არის არა მხოლოდ ღია პროცესები, რომლების კონტროლს მაღალკვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით შეძლებთ, არამედ სირთულეებთან დაკავშირებული მოქმედებები, რომელიც მცირე დროში პროდუქტიული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.

შედეგები:

  1. > 80% – საუკეთესოთა შორის ერთ–ერთი პირველი ხართ. გააგრძელეთ ასე მუშაობა. გამოიყენეთ სხვადასხვა საშუალება მიზნის მისაღწევად.
  2. 60-80%საქმეს უკვე კონკურენტებზე უკეთესად აკეთებთ, ამიტომ რა გიშლით ხელს მეტად განვითარებაში?!
  3. 40–60% – ცუდი არაა, მაგრამ ზოგიერთი საკითხი გამოსწორებას მოითხოვს. საჭიროა პრიორიტეტი მიანიჭოთ იმ სფეროებს, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს.
  4. 20–40% – უნდა გადაწყვიტოთ, ნამდვილად მზად ხართ თუ არა გაყიდვების პროცესის დროს რადიკალური ოპერაციების განხორციელებისათვის.
  5. 0–20% – ხართ თუ არა ნამდვილად წარმატებული კომპანია? თუ თქვენი საქმიანობა მხოლოდ მოტივაციას ემყარება, საჭიროა ძირეული ცვლილებები.

კომენტარები

comments