როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია Power Point-ში

თარიღი June 17, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია Power Point-ში

“There’s something in the air.” სწორედ ამ სიტყვებით გახსნა სტივ ჯობსმა 2008 წელს მაკმსოლფიო პრეზნეტაცია. ჯობსს ხშირად იხსენიებენ ამერიკის საუკეთესო პრეზენტატორებს შორის, ამას თავის მიზეზიც აქვს: მან იცის, როგორ მოყვეს ამბავი. კარგმა პრეზენტაციამ აუდიტორიაში ემოციები უნდა აღძრას, თუნდაც საუბარი ფინანსურ საკითხებს ან ვალებს ეხებოდეს. მთავარია იცოდე, როგორ აიყოლიო ხალხი და როგორ გააფორმო მასალა ვიზუალურად. არ აქვს მნიშვნელობა, ინვესტორებს ახალ პროდუქტს წარუდგენთ თუ თქვენი კომპანიის წლიურ მუშაობას მიმოიხილავთ-კარგი POWER POINT პრეზენტაცია ყოველთვის დაგჭირდებათ.

ამის გაკეთება კი იმაზე ადვილია, ვიდრე ფიქრობთ. კარგი პრეზენტაციის გასაკეთებლად არ არის აუცილებელი კარგი დიზაინერი, მწერალი ან ორატორი იყოთ. მთავარია იცოდეთ, თუ როგორ მიიპყროთ აუდიტორიის ყურადღება და გააღვიძოთ ფანტაზია. ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

1) თხრობის მანერა: “ყოველთვის ვცდილობ, რომ პრეზენტაციაში ლოგიკური შინაარსის ისტორია ჩავდო” – ამბობს ჯანეტ ბორნემანი, PowerPoint Studio-ს დირექტორი. კომპანია კორპორატიულ კლიენტებზე მუშაობს. “წარმოდგენილ ამბავს უნდა ჰქონდეს დასაწყისი, შუა ნაწილი და დაბოლოება. დასაწყისში აღნიშნავ, თუ რის თქმას აპირებ. შუაში ამბობ და ბოლოში იხსენებ, თუ რა თქვი შუა ნაწილში”. ბორნემანის რჩევით, სტრიქონი, მაქსიმუმ, ხუთი სიტყვისგან უნდა შედგებოდეს, ხოლო სლაიდი ხუთი ასეთი სტრიქონისგან.

გაი კავასაკის თავისი ხერხი აქვს: “პრეზენტაცია ოც წუთზე მეტი არ უნდა შედგებოდეს და ათ სლაიდს მოიცავდეს: პრობლემას, თქვენეულ გადაწყვეტას, ბიზნეს მოდელს, ტექნოლოგიის ხაზგასმას, მარკეტინგს და გაყიდვებს, შეჯიბრს, გუნდს, გეგმებსა და ეტაპებს, სტატუსს, ვადებს და, ბოლოს, შეჯამებას.

2) რაც ნაკლები-მით უკეთესი: ყველას გვინახავს მთელი პარაგრაფებით გატენილი პრეზენტაციები. რაც უფრო მეტ ფაქტს ჩამოწერთ ერთ სლაიდზე, მით უფრო ნაკლებს გაიგებს ხალხი.

ბორნემანის მიხედვით, კარგი პრეზენტაცია მთავარ დებულებებს უნდა უსვამდეს ხაზს. სტივ ჯობსი, მაგალითად, ხშირად ტექსტს საერთოდ არ იყენებს: ახალი პროდუქტის ფოტო და დანარჩენს ამბობს. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ ვისთვის აკეთებთ პრეზენტაციას. არის შემთხვევები, როდესაც ტექსტი ვიზუალურ მხარესთან ერთად აუცილებლად უნდა ჩანდეს სლაიდზე. ადამიანები დაიღლებიან, თუ სიტყვების მუდმივი კორიანტელი იდგება. მათ დრო სჭირდებათ, რომ ერთ კონკრეტულ იდეაზე იფიქრონ და შემდეგ გადავიდნენ სხვა სლაიდზე. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ სლაიდზე მხოლოდ ერთი ფოტოს განთავსების, რისკზე წასვლით შეიძლება უკეთ გაყიდოთ პროდუქტი.

3) ბრენდინგი გამოსავალია: კლიპ-არტი ნებისმიერი სერიოზული პრეზენტაციის მტერია. მათი მეშვეობით, თქვენი ბრენდი ვადაგასულს ემსგავსება და მთელი ეს ანიმაციები გამოუსადეგარი ხდება. ბოლოს და ბოლოს, ყველას, ვისაც კი ოდესმე მაიკროსოფტთან შეხება ჰქონია, ისინი უკვე ნანახი ექნება და ამით ვერავის ვერ გააკვირვებთ.

ბორნემანის მიხედვით, მთავარი უფრო ფონტი და ფერებია. ასე უკეთ გადმოსცემ მთავარ მესიჯს. თუკი გრაფიკებს იყენებთ, მთავარია, შინაარსს შეუსაბამოთ და განყენებულად არ წარმოაჩინოთ.

4) რეპეტიცია, რეპეტიცია და, კიდევ ერთხელ, რეპეტიცია: არანაკლები ყურადღება ექცევა თავად პრეზენტატორს. ხშირად საუბარი საკმაოდ დუნედ მიდის. თუკი თავად არ იქნებით მონდომებული და საკუთარი პროდუქტით აღფრთოვანებული, ვის მოეწონება იგი? როგორც წესი, პრეზენტატორებს ორი ნაკლი აქვთ: არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულნი ან სწორად ვერ იგებენ, თუ რა შინაარსს გამოიტანს აუდიტორია პრეზენტაციიდან. თუკი თავად პრეზენტაციის შექმნას ამდენ დროს ახმართ, რეპეტიციებიც ხშირად გაიარეთ. ხელში არ დაიჭიროთ ქაღალდები. თქვენ აუდიტორიით უნდა დაკავდეთ და არა-ქაღალდებით.

ნებისმიერი პრეზენტაცია რაღაცის გაყიდვაში გეხმარებათ, თუნდაც ეს მხოლოდ იდეა ან თავად პრეზენტატორი იყოს. ამიტომ, მთავარ დებულებებს ხაზი გაუსვით და აუდიტორია უსარგებლო ინფორმაციით არ გადატვირთოთ.

კომენტარები

comments