როგორ ჩავატაროთ ეფექტური შეხვედრები

თარიღი June 16, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ჩავატაროთ ეფექტური შეხვედრები

ხშირი თათბირები არამარტო დიდი კორპორაციებისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაცაა დამახასიათებელი. როგორ ჩავატაროთ ეს შეხვედრები ისე, რომ დრო ტყუილად არ დავკარგოთ? ამისთვის რამდენიმე რჩევა არსებობს.

მოსაწყენი, უაზრო თათბირი ცუდი ორგანიზებისა და კომუნიკაციის სიმცირის შედეგია. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის არცერთ მონაწილეს არ სურს დროის კარგვა მათზე, რადგან არაეფექტურად მიიჩნევს.

ძალიან ბევრ მენეჯერს არარეალური წარმოდგენები აქვს თათბირის შედეგების შესახებ. მათი აზრით, ასეთ შეკრებებზე მცირე ბრეინშტორმინგის შედეგად ძვირფასი იდეები იბადება. გლენ პარკერის, გუნდური მუშაობის კონსულტანტის მიხედვით, თუკი კრეატიული ადამიანების შეკრება გვინდა რაიმე რეკლამის დასაგეგმად, ამისთვის შესაბამისი დრო და გარემო უნდა შევარჩიოთ. ცუდი ორგანიზება ცუდ იდეებს მოგვცემს. თათბირებს შეიძლება სხვადასხვა სახე მიეცეს: თავისუფალი, ღია საუბრებისგან დაწყებული, ერთი ადამიანის მსჯელობით დამთავრებული, რომელიც სამომავლო სტრატეგიას თანამშრომლებთან ერთად განიხილავს.

ზოგიერთი კომპანიისთვის ხშირი თათბირები არაპროდუქტიული მუშაობის შედეგია.ზოგერთისთვის კი ეფექტური კომუნიკაციისთვის აუცილებელი კომპონენტი. ყოველ შემთხვევაში, უამრავი გზაა იმის გასარკვევად, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენს მიერ ჩატარებული თათბირი.

თათბირები სხვადასხვა მიზანს ემსახურება და სწორედ ამის მიხედვით უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი მიდგომები. არსებობს რამდენიმე ტიპის შეხვედრა:

· მოქმედებაზე ორიენტირებული თათბირები: ასეთ დროს მწვავე პრობლემები განიხილება, რომელთა გადაჭრაც დროის მცირე მონაკვეთშია საჭირო. ასეთ დროს მთავარია დარწმუნდეთ, რომ ადამიანები თათბირზე მომზადებულნი მოვლენ და დროს მხოლოდ საუკეთესო შემოთავაზების არჩევაში დაკარგავთ. თანამშრომლები უნდა წააქეზოთ, რომ თამამად გამოთქვან იდეები და, საჭიროების შემთხვევაში, დაიცვან კიდეც.

· ბრეინშტორმინგი, ანუ კრეატიული თათბირები: ასეთ დროს საკვები და სასმელი წინასწარ უნდა მოიმარაგოთ – კრეატიული შეხვედრები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რამდენ ხანში დაასრულებთ შეხვედრას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი, რაც კრეატიულობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მაგალითად, თუ ოფისის ახალ დიზაინზე საუბრობთ, შეგიძლიათ ლეგოს კუბიკები შემოიტანოთ და თანამშრომლებს მათი საშუალებით ინტერიერის აწყობა სთხოვოთ.

· თათბირები მოკლევადიანი გეგმების დასასახად: ასეთ თათბირზე მეტი თანამშრომელი გჭირდებათ. მაგალითად, განიხილავთ რაღაც პროექტს, სადაც საჭიროა გაყიდვების, სარეკლამო და ბიზნესის განყოფილებები. უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ, როგორც მაღალმა, ასევე დაბალმა რგოლებმა.

· თათბირები გრძელვადიანი გეგმების დასასახავად: გრძელვადიანი გეგმების დასახვისას, ძირითადად, ტოპ მენეჯმენტი იკრიბება. მაგრამ, ზოგიერთი მცირე კორპორაცია ყველა თანამშრომელს უხმობს. თუ ძალიან ბევრი საკითხი გაქვთ გადასაწყვეტი იზრუნეთ, რომ ზემდგომმა თანამშრომლებმა თავიანთი გადაწყვეტილებები თანამშრომლებს გაუზიარონ და მათაც წამოაყენონ ის ცვლილებები, რაც, მათი აზრით, ხელს შეუწყობს კომპანიის წინსვლას.

სამი რჩევა წარმატებული თათბირისთვის:

1. არ ჩაატაროთ თათბირი მარტო იმიტომ, რომ სამშაბათია და ყოველ სამშაბათს თათბირობთ. ან იმიტომ, რომ უკვე ერთი თვეა არ გითათბირიათ და გრძნობთ, რომ უნდა შეიკრიბოთ. მეილები და ზარები ხშირად უკეთ აგვარებს მცირე პრობლემებს, ვიდრე საყოველთაო შეხვედრა.

2. კარგია, თუ თათბირის ჩასატარებლად მიზეზი გაქვთ, მაგრამ ეს მიზეზი თანამშრომლებმაც უნდა იცოდნენ, რათა მომზადებულნი მოვიდნენ. თითოეულს დღის წესრიგი შეიძლება დაურიგოთ და მონახაზი გაუკეთოთ იმისა, თუ რაზე უნდა მოახდინონ კონცენტრირება.

3. და მესამე, უნდა იცოდეთ, თუ ვინ გჭირდებათ თათბირზე. მთელი დეპარტამენტის პოზიცია ხშირად შეიძლება ერთმა ადამიანმა წარმოაჩინოს და ჩუმად მსხდომი აუდიტორია საჭირო სულაც არ იყოს.

ხშირად შეხვედრა სულაც არ არის საჭირო. თუკი, მაგალითად, სამაშველო კომპანიას ფლობთ და მთელი დღე ოფისში არ სხედხართ, თანამშრომლები უახლესი ტექნოლოგიით შეგიძლიათ აღჭურვოთ და ონლაინ კონფერენციები სხვადასხვა ადგილებიდან ჩაატაროთ. ეს არ გამორიცხავს პირისპირ შეხვედრებსაც, რომელიც თვეში ერთხელ შეგიძლიათ დაგეგმოთ.

წყარო: www.inc.com

კომენტარები

comments