როგორ გავზარდოთ ჩვენი ბიზნესის მომგებიანობა

თარიღი January 31, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავზარდოთ ჩვენი ბიზნესის მომგებიანობა

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ბიზნესით ხართ დაკავებული, თქვენი მომხმარებლები თქვენი ყურადღებით ყოველთვის კმაყოფილნი იქნებიან. მარტივი სიტყვა „მადლობა“ შეუფასებელი გზაა თქვენი მომხმარებლისადმი დადებითი და მადლიერების გამომხატველი დამოკიდებულების გამოსახატავად. აჩვენეთ მომხმარებლებს, რომ თქვენთვის პრიორიტეტული არა მხოლოდ გაყიდვები და მოგებაა, არამედ მათი კმაყოფილება.

 

წესი პირველი:

ყოველთვის გადაუხადეთ მადლობა თქვენს კლიენტებს და გააკეთეთ ეს მთელი გულით. შეხედეთ  და დაუკონკრეტეთ, თუ რისთვის უხდით მადლობას.

წესი მეორე:

დაწერეთ სამადლობელი ფრაზა ჩეკზე, ინვოისზე, ან სხვა შემთხვევაში ბარათზე ხელნაწერიც ეფექტურია წარწერით: „მადლობთ“. მიმართეთ პირადად კლიენტს და არა ზოგადად  კომპანიას.

წესი მესამე:

ხშირ კლიენტებს ფასდაკლებებს სთავაზობენ ხოლმე, გადასცემენ ფასდაკლების ბარათს, რათა მომავალ შენაძენზე უკვე ფასდაკლებით ანდა რაიმე კონკრეტული აქციით ისარგებლონ.

წესი მეოთხე:

გაუკეთეთ მომხმარებლებს საჩუქარი, ნიშნად იმისა, რომ მადლობელი ხართ. საჩუქარი შეიძლება იყოს თქვენი კომპანიის ლოგოთი გაფორმებული, კალენდარი, კალათი სხვადასხვა ნუგბარით და ა.შ. ეს თქვენი კომპანიის იმიჯისთვის მომგებიანი იქნება და თან მომხმარებლების გულსაც მოიგებთ, თანაც ამ ყველაფერს მარკეტინგული გათვლაც აქვს.

დაბოლოს:

აუცილებლად გაუგზავნეთ თქვენს მომხმარებლებს სადღესასწაულო  ელ-შეტყობინებები მისალოცად. სასურველია ფონად იყოს უბრალოდ ფოტო, სეზონის შესაბამისი, რათა რომელიმე კონკრეტული რელიგიური აღმსარებლობის ადამიანის გაღიზიანება არ მოხდეს. თუკი ბარათის გაგზავნას ამჯობინებთ, უმჯობესია ხელით გააკეთოთ მსგავსი ტიპის წარწერა: „მადლობა თქვენი საქმიანობისთვის“.

 

წარმატებას გისურვებთ!

 

 

 

კომენტარები

comments