5 აუცილებელი წესი, რომელიც ყველა ბოსს უნდა ახსოვდეს

თარიღი January 27, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 5 აუცილებელი წესი, რომელიც ყველა ბოსს უნდა ახსოვდეს

ყველას გვყოლია უფროსი,რომელიც არ გვყვარებია. ეს რასაკვირველია ცუდია, მაგრამ იმაზე ცუდი არაა, როცა ყოფილ ბოსებს ვემსგავსებით, სწორედ მათ, რომელიც არ მოგვწონდა. გსურთ არ მოგიწიოთ მსგავსი ფაქტის წინ დადგომამ? მაშინ ყოველ დილით სამუშაო დღის დაწყების წინ ამ წესებს დაუფიქრდით და გაიაზრეთ:

„მნიშვნელოვანი ვარ, მაგრამ არც თუ ისე ძალიან მნიშვნელოვანი“ – კვლევებმა აჩვენა, რომ ხელმძღვანელობის 10 პროცენტი ეწინააღდეგება კორპორატიულ მომგებიანობას. ზოგადად, ბიზნეს მფლობელს ყველაზე მეტი გავლენა აქვს საკუთარ თანამშრომლებზე, მაგრამ რაც უფრო იზრდება თანამშრომლების რაოდენობა, მით უფრო მცირდება უფროსის გავლენა. კარგი ლიდერობა არ  ნიშნავს ყველა პრობლემის გადაწყვეტას. გარკვეული ტიპის პრობლემები მოგვარდება ცუდი  ხელმძღვანელის პირობებშიც.

„ჭკვიანი ვარ, მაგრამ არც თუ ისე ჭკვიანი“ იმიტომ, რომ თქვენ კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესის საქმის კურსში ხართ, არ ნიშნავს, რომ თქვენი აზრი ყველაზე ძლიერი და გადამწყვეტია. ნუ ჩაერევით უხეშად თანამშრომლების სპეციალობაში და ნუ გასცემთ ასევე უხეშად განკარგულებებს ყველას თანდასწრებით. არაა აუცილებელი ყოველთვის იმის დემონსტრირება, რომ თქვენ მეტი ძალაუფლება გაქვთ. მშვიდად  მოუსმინეთ სხვებს მაშინ, როცა კონკრეტულ საკითხში არ ხართ კომპეტენტური.

არც ისეთი ენაკვიმატი ვარ იყოთ კომპანიის სათავეში გავს იმას, რომ იყოთ პოპულარული. თანამშრომლები სხვანაირად გეპყრობიან თქვენი განსხვავებული პოზიციის გამო. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი აზრები არაა ყველაზე ღრმა და არც თქვენი ხუმრობები – ყველაზე სასაცილო. თუკი ამჩნევთ, რომ თქვენი მეგობრები ისეთი აღფრთოვანებულნი არ არიან თქვენით, როგორც თანამშრომლები, ეს იმას ნიშნავს, რაზეც წინა პუნქტში მოგახსენეთ…

ჩემი თანამშრომლები ჩემი მეგობრები არ არიან თქვენი სამსახურია მომხმარებლების მოზიდვა, ხარჯების შემცირება და ზოგადად წარმატებული მუშაობა. სამსახურში სამუშაო გუნდთან  მეგობრობა – ეს სამუშაოს ნაწილი სულაც არაა. იყავით მეგობრული, მაგრამ არა მათი მეგობარი. ნუ იტყვით, რომ  დააბალანსებთ ურთიერთობებს, რადგან ამის კარგი გონებრივი და ზოგადად, შინაგანი შესაძლებლობები გაქვთ, იმიტომ რომ ეს არარეალურია. ნუ შექმნით ისეთ სიტუაციას, რომ თქვენმა კოლეგებმა სამსახურს გარეთ მეგობრად აღგიქვან. გაატარეთ მეტი დრო ოჯახთან და სხვა მეგობრებთან, რომლებიც სამსახურისგან დამოუკიდებლად გყავთ. დისტანცია საჭიროა სამსახურში, ასე უფრო კარგი ლიდერი იქნებით.

ჩემს თანამშრომლებს ნაკლებად ადარდებთ, ვიდრე მე – დიახ, ისინი ვერასდროს იდარდებენ ისე, როგორც თქვენ და არცაა საჭირო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად  მოტივირებული და დამოკიდებულია ადამიანი სამსახურზე, ეს ხომ თქვენი ბიზნესია?! შესაბამსიადმ თქვენ მეტად ღელავთ მასზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა. სამსახურში იხელმძღვანელეთ მაღალი სტანდარტებით და იგივეს მოელოდეთ, თუმცა ზუსტად იდენტურს ნუ დაელოდებით სხვებისგან, რასაც თავად გააკეთებთ. მოახერხეთ იმდენი, რომ შთააგონოთ და მოტივაცია ჩაუნერგოთ თქვენს თანამშრომლებს, რათაც დასახონ მათ მიზნები და შემდეგ დაეხმარეთ მათ განხორციელებაში. გაქვთ რაიმე მსგავსი შეგონებები საკუთარი თავისთვის, რომელსაც სამსახურში იყენებთ? გაგვიზიარეთ!

 

კომენტარები

comments