როგორ გამოველაპარაკოთ უცნობებს ღონისძიებაზე

თარიღი April 8, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გამოველაპარაკოთ უცნობებს ღონისძიებაზე

  ხელმძღვანელებისთვის კოლეგებთან და მომხმარებლებთან დაკონტაქტების ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებად  სხვადასხვა ტიპის ღონისძიება  მიიჩნევა. კორპორაციული შეხვედრები, კონფერენციები და კოქტეილის საღამოები ახალი ადამიანების გაცნობის შესანიშნავი ადგილია. თუმცა, თუ პროფესიონალებით სავსე ოთახში უცნობებთან გამოლაპარაკების კომპლექსი გაქვთ, ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს პროცესებზე. კომუნიკაცია საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ბიზნესის განსავითარებელი ახალი გზების გამოსავლენად, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გაქვთ ამის მიმართ. ბევრი მენეჯერი ესწრება ღონისძიებებს, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს მას ეფექტური ურთიერთობების დასამყარებლად. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ უცნობებთან გასაუბრებაზე, მით ნაკლებად იღელვებთ.  თავდაჯერებულობა ხიბლავს ადამიანებს, რაც დაგეხმარებათ „მორიგ ბიზნეს კონტაქტზე“ მეტი ღირებულება შეიძინოთ.

        გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები მომდევნო ღონისძიებაზე წასვლისას.

1.      განივითარეთ საჯარო გამოსვლის უნარები

     ადამიანებთან საუბარი ისეთივე მომზადებას საჭიროებს, როგორც პრეზენტაცია. გაიუმჯობესეთ შესაბამისი უნარები ყოველთვის, როცა ამის საშუალება მოგეცემათ. მხოლოდ მას შემდეგ წარსდექით სიტყვით საზოგადოების წინაშე, როცა დარწმუნებული იქნებით საკუთარ შესაძლებლობებში.

2.      მიესალმეთ ხელის ჩამორთმევით

     რეკომენდირებულია, ხელი ზომიერად ძლიერად ჩამოარვათ, რადგან ეს ჟესტი ბევრ რამეს უსვამს ხაზს.  დაამყარეთ თვალით კონტაქტი, გაიღიმეთ და წარუდგინეთ თავი. არავერბალური კომუნიკაცია უკვე ახდენს საპირისპირო მხარეზე გავლენას და კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

3.      დაიმახსოვრეთ სახელი

     სახელების დამახსოვრება საკმაოდ მნიშვნელოვანი იარაღია საუბრისას. როდესაც სახელით მიმართავთ, ეს უფრო ახლობელ ადამიანად აგრძნობინებს მოსაუბრეს. თუ პირველად ხვდებით ადამიანს, მაშინ ხშირად  მიმართეთ მას სახელით. თუ დაგავიწყდათ ვინმეს სახელი, მისალმებისას გაუწოდეთ ხელი და წარმოუდექით, რადგან ისიც იმავეს გაიმეორებს.

4.      გამოხატეთ დაინტერესება

     მენეჯერთა დიდი ნაწილის მსგავსად, ღონისძიებებზე საუბარს არასწორი გზით ნუ წარმართავთ და რაც შეიძლება ბევრი ახალი სავიზიტო ბარათის მოპოვებაზე ნუ გააკეთებთ აქცენტს.  პროფესიონალური კონტაქტის დასამყარებლად გამოიჩინეთ გულწრფელი დაინტერესება, გამოხატეთ მოსაზრებები და ისაუბრეთ თუნდაც თქვენი ჰობის შესახებ. დასვით ღია და გულწრფელი კითხვები, განსაკუთრებით მაშინ, თუ საუბრის ინიციატორი თავად ბრძანდებით.

5.      დაიხმარეთ გარშემომყოფები

     როდესაც მსგავს ღონისძიებას პირველად ესწრებით, დაიხმარეთ მასპინძელი წარგადგინოთ ინტერესის სუბიექტთან. ბევრი სიამოვნებით გააკეთებს ამას.

6.      შეაქეთ გულწრფელად

     ყველას სიამოვნებს კომპლიმენტების მიღება, განსაკუთრებით უცნობებისგან, ამიტომ მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებაზე. სასურველია, კომპლიმენტი პროფესიული იყოს და ადამიანის ნიჭს უსვამდეს ხაზს.  ფიზიკურ ატრიბუტებზე მხოლოდ მაშინ გაამახვილეთ ყურადღება, თუ სხვა სათქმელი არ გაქვთ.

7.      გაცვალეთ იდეები

      გამოიყენეთ მსგავსი შეხვედრები სოციალური და პროფესიული კაპიტალის დასაგროვებლად. გაესაუბრეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და დაუსვით მათ დარგის აქტუალური კითხვები. მიეცით მოსაუბრეს აზრის დაფიქსირების საშუალება. ეცადეთ მასში პრობლემის არსი ამოიცნოთ, რათა მათი გადაჭრის გზებზე იზრუნოთ.

8.      ისწავლეთ ამბის მოყოლა

      კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო გზად საკუთარი თავგადასავლის მოყოლა ითვლება. რაღაც სათქმელი ყველას აქვს. მათი ამბების გასაგებად მხოლოდ სწორი კითხვების დასმაა საჭირო. შეგიძლიათ ჰკითხოთ თანამოსაუბრეს, ვინ იქონია მასზე ყველაზე დიდი გავლენა პროფესიის არჩევისას. ეს პროფესიული კითხვაა, რომელიც გახსნაში ეხმარება ადამიანს.

წყარო

კომენტარები

comments