15 რჩევა, რაც ნებისმიერმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს

თარიღი June 16, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 15 რჩევა, რაც ნებისმიერმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს

ბიზნესის მართვა ბევრ უნარ-ჩვევას მოითხოვს: სამომავლო გეგმების დასახვიდან დაწყებული საუკეთესო შედეგების შენარჩუნებით დამთავრებული. არსებობს რამდენიმე ძირითადი რჩევა, რომლებიც ბიზნესის მფლობელებმა მხედველობაში უნდა იქონიონ.

მცირე ბიზნესის წარმოება მცირე შრომა არ არის და ნებისმიერი ბიზნესმენი გეტყვით, რომ საკმაოდ მძიმე ტვირთია: ოჯახსა და ინვესტორებზე ზრუნვა, კლიენტების მომსახურება და თანამშრომლებისთვის ყურადღების მიქცევა, საკუთარი მიზნებისა და იდეალების შენარჩუნება და ა.შ. იმისთვის, რომ ბიზნესის წარმატებული მეპატრონე გახდეთ, ჩვენ 15 რჩევა მოგიმზადეთ.

1. ყოველთვის გახსოვდეთ: ფული მეფეა

მოგება დრო და დრო იცვლება, მაგრამ თუ თქვენს კომპანიას მუდმივად ამის პრობლემა აქვს, მაშინ ბიზნესის წარმოების ხერხები უნდა შეცვალოთ. ამას რამდენიმე ახსნა აქვს: თქვენი gross margins ძალიან დაბალია, რასაც დაკლებული ფასები ან არაპირდაპირი ხარჯები იწვევს… შეიძლება გადასახადები ან ქირა გაქვთ საკმაოდ დიდი, თქვენი გადახდის მეთოდები ძალიან ლიბერალურია, ან საბილინგო სისტემა გაქვთ სუსტი… შეიძლება არაგადამხდელ მომხმარებლებს საკმაოდ დიდი ვალები აქვთ დაგროვილი და ა.შ. ბოლოსდაბოლოს, ისიც შესაძლებელია, რომ საკმარისზე მეტი ინვენტარი გაქვთ… თუ თანხებთან პრობლემები შეგექმნათ, ამ საკითხებს გადახედეთ და გაარკვიეთ, რომელი მათგანი უთხრის ძირს თქვენს საბანკო ანგარიშს.

2. მიუხედავად იმისა, რომ ფული მეფეა, მარტო ფულის კეთება მიზნად არ უნდა დაისახოთ

ბიზნესს და მის მფლობელს მსოფლიოზე მატერიალური გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ამაში მაინცდამაინც სოციალური პასუხისმგებლობა არ იგულისხმება. ჩვენ, უბრალოდ, მისიის ქონასა და მის შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ. ტიმ ო’რეილი, O’Reilly Media-დამფუძნებელი: „ჩემი პირველი ბიზნეს-მოდელი იყო „საინტერესო სამუშაო საინტერესო ადამიანებისთვის“. კომპანია, რომელიც მან დააარსა, ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. ის გარკვეულ დაპირებას ატარებს და, მიუხედავად კრიზისებისა, აყვავებასაც ახერხებს.

3. კულტურა მნიშვნელოვანია

Zappos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი ჰსიეშმა თავისი კომპანია იმის მიხედვით ჩამოაყალიბა, თუ რა სჭირდებოდა თანამშრომლებს კარგად მოპყრობისთვის. პასუხი? ინდივიდუალიზმი და ავტონომია, პესიმისტური, უგულოდ მომუშავე თანამშრომლების აღმოჩენა მანამ, სანამ საერთო გუნდურ სულს ძირს დასცემდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ზაპოსი განსაკუთრებულად დიდ ხელფასებს არ უხდის, მაგრამ კომპანიის კულტურისა და პოზიტიური ატმოსფერის გაძლიერების გამო, ტონი ჰსიეშმა 5 მილიარდ დოლარად შეფასებული ბიზნესი შექმნა.

4. სისტემა შეიძლება ჰუმანურიც იყოს

ნიკ სარილომ, Nick’s Pizza & Pub-ის მფლობელმა მენეჯმენტის „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“ ფორმა გამოიყენა. ის თვლის, რომ თანამშრომლებს ინიციატივის გამოჩენა უნდა შეეძლოთ: „მენეჯერები ხშირად მხოლოდ ბრძანებებს იძლევიან და თვლიან, რომ ყველას უნდა უთხრან, თუ რა გააკეთონ. ეს მათ თითქოს საკუთარი თავის რწმენას უძლიერებს. მაგრამ, ამას ხალხი ეჩვევა და ყოველთვის შემდგომ ინსტრუქციებს ელოდებიან. მმართველობის ასეთი ფორმა ეფექტური არ არის.“

5. პოტენციურ თანამშრომელში ხასიათის ძიება ყველაზე მნიშვნელოვანია

„ზოგადად, ის ადამიანი იღებს სამსახურს, რომელიც ყველაზე კარგად ლაპარაკობს და წარმოაჩენს თავს“-ამბობს Whole Foods-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ მაკი. მისი შეხედულება ამ უნარ-ჩვევების შესახებ მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, ვინაიდან საკმაოდ ბევრი ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი უნახავს. ის ახლა კარგი კომუნიკაციის უნარის მქონე თანამშრომლებს ეძებს. „მინდა ვითანამშრომლო პატიოსან, გაბედულ, ჭკვიან ადამიანებთან, რომლებსაც ბეჯითი შრომა უყვართ. მჭირდება ადამიანები, რომლებსაც ემოციური ინტელექტის მაღალი დონე აქვთ. ჩემი აზრით, წამყვან პოზიციებზე მუშაობის დროს ამას არანაკლები მნიშვნელობა აქვს.“

6. პროფესიული ზრდისთვის ნდობა აუცილებელია

იმისთვის, რომ ბიზნესი ჯანსაღად გაფართოვდეს, ნდობა აუცილებელია. დამფუძნებელი უნდა ენდობოდეს მენეჯერებს, მენეჯრები თავიანთ თანამშრომლებს და ა.შ. Craft Restaurant Group-ის მფლობელმა ტომ კოლიჩომ ეს კარგად გაიგო და მას შემდეგ მისი ბიზნესი უფრო და უფრო გაფართოვდა. „უნდა გაითვალისწინო, რომ უნდა ენდო თანამშრომლებს და მისცე მათ საშუალება, საქმეში სული და გული ჩადონ. თუ ნდობა არ გექნება, ერთად ვერც იმუშავებთ“.

7. გქონდეთ გეგმები შავი დღისთვის

ჯეკ სტეკი SRC Holdings-ის თავმჯდომარეა. ჯეკი თავის თანამშრომლებს ყოველწლიურ ტრეინინგებს უტარებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა რეცესია, საკრედიტო ცვლილებები და სხვა ბიზნეს-კატასტროფები. შედეგად, ფინანსური კრიზისის დროს კომპანიამ არამყარ და რთულ პროცესებში უპრობლემოდ ნავიგაცია შეძლო. სწორედ ესაა ჯეკ სტეკის რჩევა ბიზნესმენებისადმი: ყოველთვის გქონდეთ სათადარიგო გეგმა, სამომავლოდ თავის დასაზღვევად და, ასევე, კომპანიაში ნოვატორული სულის ჩასანერგად. „ვიცოდით, რომ რაც უფრო მრავალფეროვანი გეგმები გვექნებოდა, მით უფრო დაცულნი ვიქნებოდით“-ამბობს იგი.

8. პარტნიორებთან თანამშრომლობა: სათქმელად ადვილია, შესასრულებლად-რთული

კარგი სტრატეგიული პარტნიორი დაგეხმარებათ კომპანიაში ახალი გზის განვითარებაში და უფრო სწრაფ გაფართოებაში, მაგრამ თანამშრომლობა საკმაოდ რთულია. წინასწარ გამოიკვლიეთ თქვენი პოტენციური პარტნიორების რეპუტაცია და, ასევე, ჩამოაყალიბეთ მექანიზმი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში. პარტნიორობას ადვიალდ შეწყვეტს.

9. კარგი შედეგების შენარჩუნება იმაზე ძნელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

ხანდახან ყველაზე მარტივ შემთხვევებს შეუძლიათ პრობლემები შეგიქმნან. მაგალითად, ბევრი მცირე ბიზნესი კონტიგენტურ შრომაზეა დაფუძნებული. თუკი ადამიანური რესურსები კარგად არაა მართული, ეს ყველაფერი საგადასახადო და ლეგალურ დარღვევებთან მიგვიყვანს. უმეტეს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დამოუკიდებელ კონტრაქტორს წერილობითი კონტრაქტი დაუდოთ. დოკუმენტში ცხადად უნდა იყოს ნათქვამი, რომ ის ადამიანი კონტრაქტორია და ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული მისი სამუშაო ვალდებულებები. მაგრამ, არ უნდა ასახავდეს იმას, თუ როგორ შეასრულებს ამ სამუშაოს.

10. დააინტერესეთ თანამშრომლები

Tasty Catering-ს სამი საბჭო მართავს, რომელიც ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს. კომპანიის სამი მფლობელიდან თითოეული საბჭოს ხელმძღვანელობს. ეს საბჭოები განსაზღვრავენ ბიზნესს, ცვლიან პაკეტებს, მუშაობენ ნაბიჯებზე, თუ როგორ შეხვდნენ რეცესიას. ყველა გადაწყვეტილებას საბჭო არ იღებს. მენეჯერები იტოვებენ უფლებას, რომ წაახალისონ თანამშრომლები და შედეგად იღებენ კომპანიას, სადაც თანამშრომლებიც ჩართული არიან და ფინანსური მაჩვენებლებიც მყარია.

11. კლიენტთა მომსახურება დეპარტმენტი არ არის, ეს ცხოვრების წესია

მოგზაურთა საიტის kayak.com-ის დამფუძნებელი პოლ ინგლიში აიძულებს თავის ინჟინრებს, რომ მომხარებელთა ზარებს აუცილებლად უპასუხონ. „თუკი ისინი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უპასუხებენ მომხარებელთა პრეტენზიებს, შემდეგ უვკე გამოასწორებენ იმ შეცდომებს და ამ შეკითხვებსაც აღარ მივიღებთ.“

12. საუკეთესო გაყიდვების აგენტები უარს სათავისოდ იყენებენ

კლოტერ რაფაელმა (ფსიქოანალიტიკოსი ფლორიდიდან) შეისწავლა გაყიდვებში მომუშავე ხალხი და დაადგინა, რომ საუკეთესონი არიან ისინი, რომლებიც უარს არ უშინდებიან და დამატებითი სტიმული ეძლევათ. ის მათ „ბედნიერ უიღბლოებს“ უწოდებს. „ისინი უარის გამო ფარ-ხმალს არ ყრიან, პირიქით, სხვა გზებს ეძებენ.“ ისინი ცდილობენ შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები, იმპროვიზაცია, არ სჯერთ, რომ გაყიდვები „დიახ“-ის თქმის შემდეგ მთავრდება. ისინი მუდამ ცდილობენ გაყიდონ, და მხოლოდ მაშინ წყვეტენ გაყიდვას, როდესაც კლიენტი შეჩერებას სთხოვთ.

13. კლიენტების კონტროლი ხელოვნებაა

„ჩემი აზრით, ჩემი საუკეთესო პროფესიული თვისება იყო „არას“ ცოდნა“ – ამბობს კელი კატრონი, პუბლიცისტი და ორგანიზატორი – „ისწავლეთ ეს სიტყვა და დაისვით შემდეგ კლიენტები, უთხარით, რომ რაღაც არ გამოვა. კარგ მოგზაურს უნდა ჰგავდეთ, რომელიც ნეპალში დადის. გჭირდებათ ვიღაც, ვინც მთის წვერზე მეოქცევა და გეტყვით „ნუ დალევთ წყალს მთლიანად, რადგან მეტი აღარ გექნებათ“.

14. წარუმატებლობებიც კარგია

დონა ფენი, upstart-ის რედაქტორი ამბობს, რომ ყველაზე წარმატებული კომპანიები დაინტერესებულნი არიან კომპანიის ზრდის კრეატიული პროცესით, თავისი წარუმატებლობებით, შეცდომებით და უკან გადადგმული ნაბიჯებით. „როდესაც ბიზნესს დიდი მიზნით იწყებთ, გამოცდილებას ყოველდღიური საქმიანობისგან იღებთ. თუკი ეს ყველაფერი გიყვართ და ამისგან სწავლობთ, მიზანი უკვე მეორეხარისხოვანი ხდება. შეიძლება დაგროვებული ცოდნა უფრო დიდი მიზნისთვისაც კი გამოიყენოთ. სწორედ ესაა მთავარი: არა საბოლოო მიზანზე ჩაციკვლა, არამედ წარმატებისკენ მიმავალი გზა“.

15. დაიტოვეთ დრო ოცნებისთვის

ბიზნესმენი კრეატიული პერსონაა. მაგრამ კომპანიის ზრდის შემდეგ შეიძლება ყველაზე ნოვატორულ პროცესს ჩამოშორდეთ. არ დაუშვათ ეს. ყოველი დღე ბრეინშტორმინგით დაიწყეთ, იკითხეთ მეტი და იოცენებთ ისეთ რამეზე, რაც დიდად არ ეხება საქმეს. ეს დაგეხმარებთ კრეატიულ დირექტორად დარჩენაში და კომპანიასაც წაადგება.

www.inc.com

კომენტარები

comments