რუსეთი ქართულ პატენტებს არ აღიარებს

თარიღი September 20, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on რუსეთი ქართულ პატენტებს არ აღიარებს

რუსეთი არ აპირებს აღიაროს საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა და სხვა პროდუქციის დაცვას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, “საქპატენტმა” 18 დასახელების ღვინო და 19 ქართული კერძი დაარეგისტრირა, მათ შორის – სულუგუნი, გუდის ყველი, ქართული “ჭაჭა” და ჩურჩხელა.

რუსული მხარის განმარტებით, “საქპატენტის” მიერ ეროვნული კერძების რეგისტრაციაზე გაცემულ დოკუმენტს რუსეთის ტერიტორიაზე ძალა არ ექნება”. “საქპატენტის” თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის განცხადებით კი, რუსეთი ვალდებულია, მის ტერიტორიაზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების უფლებრივი დაცვა უზრუნველყოს, რადგან 2004 წელს მათ შორის ამ საკითხებზე შეთანხმებაა გაფორმებული.

წყარო: www.commersant.ge

კომენტარები

comments