Siemens-მა ატომური ინდუსტრიიდან გასვლის შესახებ განაცხადა

თარიღი September 19, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Siemens-მა ატომური ინდუსტრიიდან გასვლის შესახებ განაცხადა

Spiegel


გერმანულმა კონცერნმა Siemens-მა ატომური ინდუსტრიიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის მხარდასაჭერად მიიღო, რომელიც ქვეყნის მიერ ატომურ ენერგიის გამოყენებაზე უარის თქმას გულისხმობს. „ეს თავი ჩვენთვის დასრულდა,“ – განაცხადა კონცერნის ხელმძღვანელმა პეტერ ლოშერმა.

მისი სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება არის პასუხი „გერმანიის საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მკაფიო პოზიციაზე ატომურ ენერგიაზე უარის თქმის შესახებ „ფუკუშიმა 1“-ის ავარიის შემდეგ.“

Siemens-ის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ ის შეწყვეტს მონაწილეობას ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაში. გარდა ამისა, გერმანულმა კომპანიამ უარი თქვა რუსულ სახელმწიფო კორპორაცია „როსატომთან“ ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმებზე.

კომპანი Siemens-ი 1847 წელს დაარსდა და ელექტროტექნიკის, ელექტრონიკის, ტრანსპორტის, სამედიცინო მოწყობილობებისა და სხვა სფეროების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია.

წყარო: www.commersant.ge

კომენტარები

comments