15 ფრაზა, რომელიც ადამიანებს აახლოებს

თარიღი October 10, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 15 ფრაზა, რომელიც ადამიანებს აახლოებს

ბიზნესი იცვლება…  ასე ფიქრობენ ექსპერტებიც.  ყოველ დღე რამდენიმე ახალი სტატია ჩნდება ადამიანთა გახსნილობისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე,  თუმცა ეს ადვილად  გასათვალისწინებელი მხოლოდ მაღალი პოზიციების მენეჯერებისთვისაა. სხვა დანარჩენი სამყარო კვლავ „ბრძანება–კონტროლისა“ და  „ყველაფერი გამარჯვებულს“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ასე იყო ძველად და უახლოეს მომავალშიც ნაკლებად მოსალოდნელია დამაიმედებელი პროგნოზი. რეალურად, როდესაც სიტუაცია მწვავდება და ლიდერების რეპუტაციას საფრთხე ემუქრება, ისინი ნაკლებად ლმობიერები ხდებიან თანამშრომლებისადმი. უფრო ხშირად წყდება ლიბერალური ურთიერთობები და საკითხის მოგვარება „დახურულ კარს“ მიღმა მიმდინარეობს.

აქედან ჩნდება ეჭვი, რომ ბიზნესი მხოლოდ მცირედით შეიცვალა. სამუშაო ძირითად შემთხვევებში კვლავ არაპერმანენტული ხასიათის მცირე გამარჯვებებსა და პროგრესს გულისხმობს, თუმცა ყველაფერი კომუნიკაციით იწყება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სხეულის ენა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მესიჯია, თუმცა სიტყვები – უმთავრესია. ქვემოთ მოცემულია ფრაზები, რომელიც ადამიანების დაახლოებას უწყობს ხელს:

  1. „მადლობა“ – ბანალური ფრაზაა? გეთანხმებით. თუმცა გაიხსენეთ ბოლოს როდის გამოხატეთ გულწრფელი მადლიერება. მიუხედავად იმისა, ზოგადია თუ პირადი, ის დამატებითი ღირებულების შექმნის ერთ–ერთი წყაროა. ადამიანები მეტად მოხარულები არიან დახმარების გაწევისას, ვიდრე ბრძანებების შესრულებისას.
  2. „პატივს ვცემ თქვენს კრიტიკას“ –  ეს ფრაზა შეიძლება ასეც გავიგოთ: „ნებას გრთავთ“, „მჯერა თქვენი“ ან „შეუდექით მის განხორციელებას“. მსგავსი პასუხების მოსმენის შემდეგ მოტივაცია ბევრად მაღალია და ადამიანებიც მზად არიან თქვენი თხოვნის შესასრულებლად.
  3. „არ ვიცი“ – მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ყველა კითხვაზე პასუხი გქონდეთ,  ადამიანებს სიკვდილამდე აშინებთ საკუთარი არცოდნის გამოვლენა. ამ დროს საუკეთესო საშუალებაა დიალოგი. უცნობ საკითხზე კონცენტრირება და ფაქტების ერთად ძიება ყველაზე კარგად აახლოებს ადამიანებს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც გმართებთ,  სადისკუსიო თემის სწორად შერჩევაა.
  4. „მიამბეთ მეტი“ – „გულისყურით გისმენთ“.  როდესაც მზადყოფნას და ინტერესს გამოხატავთ მოსმენისათვის, ადამიანები უფრო გახსნილი ხდებიან.  გამოიყენეთ ფრაზები „თქვენ როგორ ფიქრობთ?“ ან „თქვენ როგორ მოიქცეოდით“ სხვისი აზრისადმი პატივისცემის გამოსახატავად. თუ ეს დაინტერესება გულწრფელია, მაშინ სასურველი შედეგის მიღების ალბათობაც ბევრად მატულობს.
  5. „როგორც გავიგე…“ – დაინტერესებულხართ ოდესმე გისმენენ თუ არა? დარწმუნდით იმაში, რომ ადამიანი, ვისთანაც საუბრობთ, ნამდვილად აკეთებს ამას. გააკეთეთ სხვისი ნათქვამის ციტირება. ამას ორმაგი სარგებლის მოტანა შეუძლია: I. იმის მანიშნებელია, რომ ჩართული ხართ საუბრის პროცესში და II. უფრო დეტალურად შეისწავლით საკითხს. ეს ნაბიჯი მომგებიანი იქნება მეორე მხარისთვისაც, რადგან მათი შრომა და მომზადება შედეგს გამოიღებს.
  6. „საქმეში ვარ“ – ხშირად იძახით შემდეგ ფრაზას: „დაისვენეთ, ნუ იღელვებთ, ყველაფერს პირადად მივხედავ“.  თუ საკუთარი პასუხისმგებლობის განსაკუთრებულად გამოხატვა გსურთ, დადეთ პირობა „სიტყვას გაძლევთ“. ეს უფრო ანგარიშვალდებულს გაგხდით და დაადასტურებს თქვენს ჩართულობას პროცესში.
  7. „კიდევ რით შემიძლია დაგეხმაროთ?“ – საუბარი ბევრისათვის არასასურველი საქმიანობაა. ხალხი არ რისკავს უარის თქმას, დაცინვას ან შურისძიებას, თუმცა არსებობს მათი ალაპარაკების მეთოდები. უნდა გაითვალისწინოთ, ნაკლებად მოსაუბრე ადამიანს უფრო მეტი დაფარული აქვს. გაუადვილეთ მას საუბრის პროცესი შემდეგი მიმართვის გამოყენებით. ნუ მოერიდებით პირადი საქმისათვის დახმარების თხოვნასაც. ადამიანებს უყვართ სხვისთვის ხელის გამართვა. როდესაც თავმდაბალი და დახმარებისათვის მზადმყოფი ადამიანი ხართ, საზოგადოება მათ ნაწილად აღგიქვამთ და გენდობიან, რადგან საკუთარ თავთან გაიგივებენ.
  8. „შენ გვერდით ვარ“ – ყველა ვუშვებთ სერიოზულ შეცდომებს. პირველ რიგში ამ დროს შემდეგი კითხვა გვიჩნდება: „გამათავისუფლებენ ამის გამო“? დასაქმებულებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა ყველაზე უარყოფითი სცენარის წარმოდგენა. ამ შემთხვევაში, გვერდში დაუდექით კოლეგას, გაამხნევეთ: „არ გაკრიტიკებ“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ერთად შევძლებთ მოგვარებას“ და ა.შ.
  9. „სიამოვნებით“ – ეს მოკრძალებული შეხსენება აძლიერებს მთავარ საკითხს – მზად ხართ სხვების დასახმარებლად, გაქვთ საჭირო დრო და სიამოვნებას განიჭებთ ამის გაკეთება.
  10. „რა მოხდება, თუ…“ – უწოდეთ რაც გნებავთ – ფანტაზია, ოცნება,  შთაგონება ან ხედვა. სწორედ „რატომაც არა“ დამოკიდებულება აძლევს ადამიანებს ოცნების, ახლის შექმნისა და ბარიერების გარღვევის სტიმულს. ბოლოს როდის გამოიყენეთ ფრაზები: „როგორ შევძლებთ ამის გაკეთებას?“ ან „მოდით, ვცადოთ…“? გაუხსენით მოქმედების არეალი ყველას და დაანახეთ ვარიანტების განხორციელების პოტენციალი. ნუ განსჯით მათ შეზღუდული ფულადი, დროითი თუ ადამიანური რესურსების გამო. მართალია ყველა იდეა არ იქნება მისაღები, თუმცა თქვენ ხომ იმ „საბადოს“ ეძებთ, რომელიც კომპანიას უფრო კონკურენტულს და სასიამოვნოს გახდის?!
  11. „მომეცით „ეშმაკის ადვოკატის“ როლის თამაშის უფლება“ – კრიტიკის დახვეწილ გზას ეძებთ? საუბარი გადააქციეთ სავარჯიშოდ, სადაც შემდეგ ფუნქციას შეასრულებთ: იმოქმედებთ ლოგიკაზე და დაგეგმავთ თავდასხმას. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წინა პლანზე წამოწევა გსურთ თუ მისი ორიენტირება დადებით თუ უარყოფით მხარეებზე ან ალტერნატივებზე.  ნებისმიერ შემთხვევაში ამ სტატეგიას იყენებთ იმისათვის, რომ პირადად არ ჩაერიოთ პროცესში.
  12. „ნება მომეცით ვიფიქრო ამასთან დაკავშირებით“ – დიახ, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას ჰგავს და ასეცაა … ზოგიერთ შემთხვევაში. ფაქტი ისაა, რომ ყოველთვის არ გაგაჩნიათ უფლებამოსილება ან გამოცდილება გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს ფრაზა დროის მოგებისა და ამოსუნთქვის საშუალებას გაძლევთ. იმისათვის, რომ ადამიანს ეჭვი არ შეეპაროს საკითხისადმი თქვენს სერიოზულ დამოკიდებულებაში, დაუკონკრეტეთ განხილვის ბოლო ვადა.
  13. „კარგი ნამუშევარია“  – უდავოდ კლიშეა, თუმცა ზოგჯერ მხოლოდ მადლობის გადახდა საკმარისი არაა. ადამიანებს სურთ გაიგონ კონკრეტულად რომელი ქმედება იყო კარგი და რატომ, რადგან სერიოზულ შრომასა და მონდომებას დებენ საკუთარ პროექტებში. მათ სჭირდებათ მეტი, ვიდრე მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ მიზანი მიღწეულია. ადამიანებს სურთ იცოდნენ, რომ მათი საქმიანობა განსაკუთრებული და ღირებული იყო ვინმესთვის.
  14. „მართალი ხარ“ – გსურთ, ვინმეს ყურადღების მიქცევა? უთხარით, რომ მართალია. საკმარისია ერთხელ მოამზადოთ ნიადაგი, მომავალში დამტკიცების გარეშე შეძლებთ ნდობის მოპოვებას. განწყობას ყოველთვის არ შეუძლია იმ ტყუილისა და თავშეუკავებლობის დაძლევა, რომელსაც ხვდებით ყოველ დღე.
  15. „გასაგებია“ –  ადამიანებს სოციალიზაციის თანდაყოლილი სურვილი აქვთ. მათ სურთ იცოდნენ, რომ მარტო არ არიან. დახმარება ყოველთვის შეთავაზებებსა და ზარებს არ გულისხმობს, საჭიროა თუნდაც მთქმელის საუბარზე ყურადღების გამახვილება. უმეტეს შემთხვევაში, ეს საკმარისია თქვენი ყურადღებიანობის გამოსახატავად.

წყარო:  http://www.forbes.com/sites/jeffschmitt/2012/12/03/15-phrases-that-build-bridges-between-people/

კომენტარები

comments