10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

თარიღი October 22, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

თავდაჯერებულობა ესაა სხვაობა მოსაზრებების გამოთქმისაგან თავშეუკავებლობასა და არსებულ კომპლექსებს შორის. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება სხვების მიერ თქვენი შეფასების უმთავრესი ინდიკატორია. რეალობაა, რომ რაც უფრო თავდაჯერებული ხართ, მით  მეტია წარმატების შანსი.

თვითშეფასებაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთაგან უმრავლესობის კონტროლი შესაძლებელია. ქვემოთ მოცემული 10 სტრატეგია დაგეხმარებათ მენტალური მხარდაჭერის მოპოვებაში, რაც საბოლოო ჯამში პირდაპირ აისახება თქვენს პოტენციალზე.

  1. შეიმოსეთ სათანადოდ მართალია ტანსაცმელს ადამიანის შექმნა არ შეუძლია, თუმცა სერიოზულად მოქმედებს განწყობაზე. არავინაა უფრო მეტად კომპეტენტური თქვენს გარეგნობასთან დაკავშირებით, ვიდრე თქვენ თვითონ. როდესაც ფორმაში არ ხართ, ეს ზემოქმედებს როგორც საკუთარი თავის პრეზენტაციაზე, ისე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე.  გამოიყენეთ აღნიშნული მიდგომა უპირატესობის მოსაპოვებლად, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ჩაცმაზე ბევრის დახარჯვის აუცილებლობას. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი წესი „დახარჯეთ ორჯერ მეტი, ორჯერ უფრო ნაკლებზე“. უამრავი იაფი ტანსაცმლის ყიდვას, სჯობს შეიძინოთ ცოტა, თუმცა ხარისხიანი. გრძელვადიან პერიოდში ეს გაწეულ ხარჯებს შეგიმსუბუქებთ, რადგან ძვირადღირებული ტანსაცმელი, ხშირ შემთხვევაში, უფრო ხარისხიანია და მოდიდანაც შედარებით გვიან გადადის.
  2. იმოძრავეთ უფრო სწრაფადადამიანის განწყობის გამოცნობის ერთ–ერთი მარტივი მეთოდია მოძრაობის სიჩქარეზე დაკვირვება.  შენელებული, დაღლილი, მტკივნეული თუ ენერგიული და მიზანმიმართული?! თავდაჯერებული ადამიანები უფრო სწრაფად გადაადგილდებიან, რადგან მათ იციან სად, ვისთან მიდიან და რა მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ მოსაგვარებელი. მაშინაც კი, თუ არ გეჩქარებათ, თავდაჯერებულად წარმოჩენა უფრო ენერგიული ნაბიჯებით შეგიძლიათ. 25%–ით უფრო სწრაფად გადაადგილება შედარებით მნიშვნელოვან პერსონად წარმოგაჩენთ.
  3. მართეთ სხეულის მდგომარეობაანალოგიურად, ადამიანის შესახებ ამბის მოყოლა შეუძლია მისი სხეულის მდგომარეობასაც. მოშვებული მხრები და შენელებული მოძრაობები თავდაჯერებულობის სიმცირის მანიშნებელია. ასეთი ადამიანები ენთუზიაზმით არ უდგებიან საკუთარ საქმეს და თავსაც არ თვლიან მნიშვნელოვან ფიგურად. სხეულის სწორი დგომის გამომუშავება ავტომატურად შეგმატებთ თავდაჯერებულობას. გაიმართეთ, ასწიეთ თავი და დაამყარეთ თვალით კონტაქტი. შედეგად დადებით გავლენას მოახდენთ გარშემომყოფებზე.
  4. პირადი მოტივაცია – თავდაჯერებულობის განმტკიცების  ერთ–ერთი საუკეთესო გზაა სამოტივაციო სიტყვის მოსმენა. სამწუხაროდ, საუკეთესო სპიკერების მოსმენის შესაძლებლობა საკმაოდ მცირეა, თუმცა დანაკლისის შევსება პირადი მაგალითით შეგიძლიათ. დაწერეთ 30-60 წამიანი მოხსენება, რომელიც გამოკვეთს თქვენს უპირატესობებს და მიზნებს, შემდეგ კი ხმამაღლა (ან ჩუმად, თუკი ასე გირჩევნიათ) წაიკითხეთ სარკის წინ.
  5. გამოხატეთ მადლიერება – როდესაც ზედმეტად აკეთებთ აქცენტს იმაზე, რაც ძალიან გსურთ, ტვინი ქმნის მისი დაბრკოლების გზებს, რაც თქვენს სუსტ მხარეებს ააქტიურებს. შეხედეთ ყველაფერს მადლიერების თვალით. ყოველ დღე გაიხსენეთ წარმატებული ნაბიჯები, უნიკალური თვისებები, სასურველი ურთიერთობები და სხვა პოზიტიური მომენტები. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მოტივაცია იქნება ეს ბრძოლის პროცესში შემდეგი წარმატების მისაღწევად.
  6. შეაქეთ ადამიანები – საკუთარი თავისადმი უარყოფითი განწყობა სხვა ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახება და ხშირად თქვენი მხრიდან ჭორაობის ან შეურაცხყოფის ფორმით გამოიხატება. ასეთი ნეგატიურობის წრის დასაშლელად გამოიყენეთ კომპლიმენტები სხვა ადამიანების მიმართ, უარი თქვით ჭორების განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე და ნუ დაიშურებთ დადებით შეფასებებს გარშემომყოფებზე. ამით მოიპოვებთ ნდობას და თავდაჯერებასაც შემატებთ საკუთარ თავს. სხვა ადამიანებში საუკეთესო თვისებების ძიებით თქვენს თავსაც მოუტანთ ირიბ სარგებელს.
  7. დაიკავეთ წინა ადგილებისკოლაში, ოფისებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები იბრძვიან ბოლო ადგილების დასაკავებლად. ამას ხშირად სხვების მიერ შემჩნევის შიშით აკეთებენ, რაც დაბალი თვითშეფასების პირდაპირი მესიჯია. ნუ მოერიდებით წინა პოზიციების დაკავებას, რადგან ეს საპირისპიროზე მიუთითებს. ამასთან, უფრო ადვილად შემჩნევადი იქნებით იმ მნიშვნელოვანი ფიგურებისათვის, ვინ სიტყვით გამოდიან.
  8. ისაუბრეთდისკუსიების დროს ბევრი ადამიანი ჩუმად ყოფნას ამჯობინებს იმის შიშით, რომ მას გაკიცხავენ რაიმე სისულელის თქმის გამო. ეს შიში ნამდვილად არაა გასამართლებელი. ჩვეულებრივ, საზოგადოება იმაზე მეტად დამყოლია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ფაქტობრივად, ადამიანთა უმრავლესობას საერთო შიში აწუხებს. ყოველ ჯგუფურ განხილვაში თუნდაც ერთხელ ხმის ამოღებით უფრო კარგ მოსაუბრედ ჩამოყალიბდებით, მეტად თავდაჯერებული გახდებით (უფრო მეტად დარწმუნდებით საკუთარ პოზიციებში) და თანასწორებშიც ლიდერის სტატუსს მოიპოვებთ.
  9. ივარჯიშეთისევე როგორც განწყობას, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასაც მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა შეუძლია თავდაჯერებულობაზე. როდესაც ფორმაში არ ხართ, თავს დაუცველად და ნაკლებად მომხიბლავად გრძნობთ, განიცდით ენერგიის დეფიციტსაც. ვარჯიში დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ფიზიკური მდგომარეობა, შემატოთ თავს ძალა და მიაღწიოთ დადებით შედეგებს. ეს კულტურა არა მხოლოდ იმაში დაგეხმარებათ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ, არამედ იძლევა პოზიტიურ იმპულსებს, რომელიც მთელს დარჩენილ დღეზე ახდენს გავლენას.
  10. შეიტანეთ წვლილი – ხშირად სურვილების ტყვეობაში ვექცევით, რის შედეგადაც მთლიანად საკუთარ თავზე ვაკეთებთ აქცენტს და სხვა ადამიანების საჭიროებები ყურადღების არეალის მიღმა რჩება. თუკი შეწყვეტთ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს და დარჩენილ სამყაროში წვლილის შეტანაზე იზრუნებთ, არც საკუთარი შეცდომები გაგაღიზიანებთ იმავე დოზით. ეს შეგმატებთ თავდაჯერებულობას და თქვენი საქმიანობის მაქსიმალურ ეფექტიანობას განაპირობებს. რაც უფრო მეტად შეუწყობთ ხელს მსოფლიოს განვითარებას, მით უფრო მეტად დაჯილდოვდებით წარმატებებითა და აღიარებით.

წყარო – http://www.pickthebrain.com/blog/10-ways-to-instantly-build-self-confidence/

კომენტარები

comments