10 რჩევა საყიდლებზე სიარულის მოყვარულთათვის

თარიღი September 4, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 რჩევა საყიდლებზე სიარულის მოყვარულთათვის

1. ნუ მოექცევით კონსულტანტის გავლენის ქვეშ

ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება კონსულტანტის დაჟინებულ მოთხოვნას ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვასთან დაკავშირებით. ისინი ხომ ხშირ შემთხვევაში იმის მიხედვით იღებენ გასამრჯელოს და ბონუსებს, რა რაოდენობის პროდუქციასაც შეიძენენ მომხმარებლები. ასე რომ, მათ ინტერესებშია რაც შეიძლება მეტი ტანსაცმელი გაყიდონ, მიუხედავად იმისა, გიხდებათ თუ არა კონკრეტული მოდელი. მაგ. როდესაც რჩევას აძლევთ მომხმარებელს სხვა ვარიანტის მოსინჯვასთან დაკავშირებით, 1 წუთის შემდეგ კონსულტანტი გადაწყვეტილებას აუცილებლად მოუწონებს და აღნიშნავს, რომ „შესანიშნავად გამოიყურება“. ვინ არის ამ დროს მართალი?!

2. ნუ დაიზარებთ ტანსაცმლის მოსინჯვას

დროის სიმცირის გამო, ბევრი ქალბატონი ტანსაცმლის შეძენას მოსინჯვის გარეშე ამჯობინებს იმ იმედით, რომ არასწორი ზომის შემთხვევაში გადაცვლიან ან დააბრუნებენ. თუმცა ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. დროის დაზოგვისთვის მოსინჯვაზე უარის თქმით, ისინი საბოლოო ჯამში უფრო მეტ დროს კარგავენ მაღაზიაში სიარულზე. ამას ემატება ტყუილად დახარჯული თანხა და შერჩენილი გამოუსადეგარი ნივთი.  გაითვალისწინეთ ეს და არასდროს დაიზაროთ მაღაზიაში გასასინჯი ოთახის სტუმრობა. დიახ, შესაძლებელია ერთი შეხედვით პროდუქტი საკმაოდ ლამაზია, მაგრამ ხშირად ის არც ისე მოხდენილია სხეულზე. ნუ გაებმებით მახეში!

3.    მოისინჯეთ რამდენიმე განსხვავებული მოდელი

მართალია, ბევრი მაღაზია ერთჯერადად მხოლოდ 5-6 მოდელის მოსინჯვის უფლებას იძლევა და ეს გაიძულებთ მაქსიმალურად სწორად შეარჩიოთ ისინი, თუმცა ეს ნუ დაგაბრკოლებთ. აიღეთ ყველა სასურველი ვარიანტი და ზომა, რომელიც მოგეწონებათ და თუ მაღაზიაში რაოდენობის შეზღუდვაა, ზედმეტ ტანსაცმელს დროებით კონსულტანტი შეგინახავთ. ეს უკეთესია, ვიდრე შემდეგი ნივთის ასაღებად ოთახიდან გამოსვლა და შემდეგ კვლავ დაბრუნება. მოისინჯეთ განსხვავებული სიდიდის ერთი და იგივე მოდელიც, რადგან ისინი შესაძლოა ყოველთვის არ დაემთხვეს თქვენს სტანდარტულ ზომას.

4.    ნუ იხელმძღვანელებთ ზომების ცხრილით და არა საკუთარი სხეულით

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ტანსაცმელს ბრმად, ზომების ცხრილის მიხედვით არჩევენ. სინამდვილეში, არავის აინტერესებს რა ზომა ტანსაცმელს იცვამთ. იარლიყი ხომ შიგნითაა და არა ყველასთვის დასანახ ადგილას?!  თუკი ეს მაინც გარკვეულ კომპლექსს გიჩენთ, მაშინ მოაშორეთ ყიდვისთანავე. ეს უკეთესია, ვიდრე გადაწყვეტილების ციფრებზე დაყრდნობით მიღება. ისინი შესაძლოა განსხვავდებოდეს მაღაზიებს შორის. თქვენ არ ხართ რიცხვი!

5.    ნუ შეიძენთ დიზაინერის იარლიყის გამო

საკმაოდ ადვილია ამ მახეში გაბმა, რადგან მეტნაკლებად ყველას უყვარს სიმდიდრე და ზოგჯერ გადაწყვეტილებაც დიზაინერთა გავლენით მიიღება. ასეთ პროდუქციასაც სწორედ ამ მცირე სიმდიდრის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ვიძენთ,  თუმცა ცნობილი იარლიყი იმის დასტური არაა, რომ მოდელი ზუსტად მოერგება თქვენს სილუეტს. შედეგად, ეს ნაბიჯი შესაძლოა ძვირადღირებული შეცდომა აღმოჩნდეს. შეიძინეთ დიზაინერების კოლექცია მხოლოდ მაშინ, თუ დარწმუნებული ხართ არჩევანის სისწორეში. ამ დროს არის „ინვესტიცია“ ღირებული.

6.    ნუ შეიძენთ ფასდაკლების და არა საჭიროების გამო

ბევრს უყვარს ვაჭრობა – ჩვენში მონადირეა, რომელიც საუკეთესო შანსს ელოდება, თუმცა მხოლოდ პროდუქციის იაფად შეძენა სარფიან გარიგებას არ გულისხმობს. ისეთი ტანსაცმლის ყიდვა, რომელსაც არასდროს გამოიყენებთ და მხოლოდ ადგილს დაიკავებს გარდერობში, ფულის გაფლანგვაა, მიუხედავად მისი ოდენობისა. ფასდაკლებების დროს ყურადღება მიაქციეთ შეძენის პროცესს ემოციური მხარე ხომ არ განსაზღვრავს, ნამდვილად შეესაბამება თუ არა მოდელი თქვენს გარდერობს.

7.    შეისწავლეთ საკუთარი გარეგნობა სათანადოდ

პროპორციების, ფერების და სხეულის აგებულების ცოდნას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს როგორი სტილის ტანსაცმელი გჭირდებათ. შესაფერისი გარდერობის შერჩევა ხომ დამაჯერებლობას გმატებთ და თავსაც უფრო კარგად გრძნობთ, განსხვავებით არასწორად შერჩეული მოდელებისაგან. ცალკე ინვესტიციას და დროს მოითხოვს შესაფერისი სამოსის პოვნაც, თუმცა მათი აღმოჩენა გაცილებით გაგიადვილებთ საყიდლებზე სიარულის პროცესს.

8.    იშოფინგეთ გეგმით

არაერთ გარდერობში აღმოაჩენთ მსგავს ნივთებს, რომელთა მფლობელებს უბრალოდ დაავიწყდათ მათი არსებობა.  რამდენ ფულს ხარჯავენ ადამიანები მათთვის გამოუსადეგარ ნივთებში, რომლებიც ღირებულებას არ სძენს მათ გარდერობებს?! საყიდლებზე წასვლამდე ჩაატარეთ მცირე კვლევა რეალურად რა გჭირდებათ, რაც დაგაზოგვინებთ თითოეულ თეთრს.

9.    ნუ იყიდით „განსხვავებულობისთვის“

მართლაც ძალიან ადვილია მოდაში არსებული სტილის გავლენის ქვეშ მოქცევა, რაც ხშირად უბიძგებს მყიდველებს „განსხვავებული“ ნივთების შეძენისაკენ, თუმცა სახლში მიტანისთანავე ბევრი მათგანი რწმუნდება, რომ „ეს მათი არაა“. ჩაცმის კულტურას თავად პიროვნების ხასიათი განსაზღვრავს, ამიტომ მისგან ძალიან შორს წასვლა დისკომფორტს იწვევს.  მოსინჯეთ მცირე და არა რადიკალური ცვლილებები, რაც უფრო წარმატებული ნაბიჯი იქნება.

10. ნუ წახვალთ საყიდლებზე მოუწესრიგებელი

შოფინგი გულისხმობს საკუთარი თავის სარკეში თვალიერებას გარკვეული დროის განმავლობაში, ამიტომ სახლის დატოვებამდე მოწესრიგდით. ეს დაგეხმარებათ ტანსაცმლის სწორად შეფასებაში, რადგან ფორმაში არყოფნის დროს თავს საშინლად მიიჩნევთ.

 

წყარო: http://www.insideoutstyleblog.com/2012/03/10-costly-shopping-mistakes-to-avoid.html

კომენტარები

comments