6 საიდუმლო წარმატებული ბიზნესის წამოსაწყებად

Posted on February 24, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 6 საიდუმლო წარმატებული ბიზნესის წამოსაწყებად

ყველა კომპანიას უჩნდება საქმიანობის დასაწყისში კითხვა: განვითარდება ეს ბიზნესი და მომიტანს ის შემოსავალს? ყველა ბიზნეს კომპანიას საქმიანობის დასაწყებად სჭირდება სოლიდური ბიზნეს გეგმა. უმნიშვნელოვანესია ასევე ხარისხიანი პროდუქტი და მაღალი დონის მომსახურება. თუმცა, უნდა  აღინიშნოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია თვითონ მეწარმის დამოკიდებულება საქმისადმი. შეიძლება იყოს 25 წლის მეწარმე ძალიან დიდი გამოცდილებით, რომლის კომპანიაც ბრწყინავს და ასევე არსებობდეს 45 წლის მეწარმე, რომლის ბიზნესის პროდუქტიულობა ზემოთხსენებულს ჩამოუვარდება. გთავაზობთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს, რაც თქვენს საქმიანობაშ აუცილებლად გამოგადგებათ. Read more

PRexchange Infographic

Posted on February 23, 2012
Filed Under ინფოგრაფიკები, კომპანიის სიახლეები | Comments Off on PRexchange Infographic

გთავაზობთ PRexchange -ის თვიურ შემაჯამებელ ანგარიშს:

8 კრეატიული მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის უკეთ წარმოსაჩენად

Posted on February 17, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 8 კრეატიული მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის უკეთ წარმოსაჩენად

დიდი ცვლილებების დრო დადგა მარკეტინგის სპეციალისტებისთვის. ახალი სოციალური მედიის პლათფორმები სოკოებივით მომრავლდა და ძნელია გაიგო, რომელია უფრო ეფექტური. დრო კი არ იცდის!

გთავაზობთ რჩევებს მარკეტინგის სფეროში თქვენი ძალისხმევის ეფექტურად წარმოსაჩენად.

1. ჰკითხეთ თქვენს მომხმარებლებს რამდენად კმაყოფილნი არიან თქვენი ბრენდით. მომხმარებელთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობისთვის.

2. ელ–ფოსტის აქტიური მოხმარება. ეკონტაქტეთ თქვენს კლიენტებს ელ-ფოსტით, გაუკეთეთ სხვადასხვა ტიპის შეთავაზება ან მიაწოდეთ ასევე ელ-ფოსტით სასარგებლო ინფორმაცია თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რასაკვირველია. Read more

როგორ შევქმნათ მომხმარებლისთვის საინტერესო Facebook-ის Fan Page-ი

Posted on February 9, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ შევქმნათ მომხმარებლისთვის საინტერესო Facebook-ის Fan Page-ი

Facebook-ი განაგრძობს fan page-ებზე სიახლეების დამატებას, რაც აღნიშნული გვერდის ადმინისტრატორებს თავსატეხს უჩენს, თუ როგორ გახადონ გვერდები უფრო ეფექტური და მომგებიანი თავიანთი კომპანიებისათვის. შესაბამისად, იმის გარდა, რომ კონკურენციაზე უნდა იფიქრონ ბიზნეს–მფლობელებმა, ასევე ფეხი უნდა აუწყონ სოციალური ქსელის ცვლილებებს.

ქვემოთ მოცემულია სასარგებლო და საინტერესო რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ Facebook-ის მეშვეობით ადვილად მოგძებნონ და თქვენც შესაბამისად მეტი მომხმარებელი შეიძინოთ.

 

წესი No.1 ბრენდირებული მისამართი. თუკი თქვენი გვერდის URL გაურკვეველია და შეიცავს უამრავ ციფრს, იცოდეთ, რომ თქვენსავე საქმეს ირთულებთ. Facebook–მა ახალი ფუნქცია დაამატა, რის შემდეგაც აუცილებელია გქონდეთ 25 like მაინც, რომ მიანიჭოთ თქვენს გვერდს ბრენდირებული მისამართი. ანუ ისღა დაგრჩენიათ, რომ აკრიფოთ www.facebook.com/username და შემდეგ დაარქვათ თქვენი კომპანიისა და თუ დაწესებულების სახელი და ჩასვათ ის URL-ში. მაგალითად, ნაცვლად მსგავსი ბმულისა, www.facebook.com/1283743hreu818, რომ გქონდეთ: www.Facebook.com/თქვენი კომპანიის სახელი.

წესი No.2  დაარქვით სათანადო სახელი. არის ასეთი წესი: როგორც კი მიაღწევთ Facebook-ზე 100 მეგობარს, თქვენ სახელის შეცვლა უკვე აღარ შეგიძლიათ. ამიტომაც, თავიდანვე კარგად იფიქრეთ სახელზე და სწორად შეარჩიეთ ის. სახელის იდეა უნდა იყოს მარტივი, რომ თქვენი ბრენდის სახელწოდება პოტენციურმა მომხმარებელმა მარტივად დაიმახსოვროს და სოციალურ ქსელშიც ძებნის დროს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდეს. აქვე გახსოვდეთ, რომ თუ 100–ზე ნაკლები „like” გაქვთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ ბრენდის სახელის შეცვლა.

Read more

Recently


Categories


Archives