რა უნდა იცოდეთ სტუდენტური სესხის აღებამდე?!
Posted on August 30, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა იცოდეთ სტუდენტური სესხის აღებამდე?!
სტუდენტები უამრავ დროსა და რესურსებს ხარჯავენ არასრული განაკვეთით მუშაობისას, მასალების კვლევისას, პაემანზე სიარულისას, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის გატარებისას და ა. შ. თუმცა, ჩვეულებრივ, ისინი უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ GPA–ის მაჩვენებელს, ვიდრე დახარჯული თანხის მოცულობას, რომელსაც საკმაოდ სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია საკრედიტო ისტორიაზე. მისი შედგენა იმ წუთიდან იწყება, როგორც კი კრედიტზე მოთხოვნა გაჩნდება. ყოველი შემდეგი სესხის გაცემამდე კი სწორედ ამ ინფორმაციას იყენებენ. კრედიტ–ქულის დათვლის კრიტერიუმები თავად შემფასებელ სააგენტოზეა დამოკიდებული და ის 0-1000 შუალედში მერყეობს. ყოველი დარღვევის შესახებ ინფორმაცია კი 6 წლის განმავლობაში ინახება საკრედიტო ისტორიაში. დაბალი კრედიტ–ქულა ნიშნავს მაღალ გადასახადებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაგ. ავტო ან იპოთეკური სესხის აღებისას.
2010 წლის შემდეგ საკრედიტო ბარათის მფლობელი კომპანიები სტუდენტების მოსაზიდად დამატებით შეთავაზებებს აღარ აკეთებენ, რადგან ამის საჭიროება აღარ არსებობს. სტუდენტი 21 წელზე ახალგაზრდაც რომ იყოს, მაინც აქვს კრედიტის აღების საშუალება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის შემოსავალი გააჩნია, ან მის მშობლებს შეუძლიათ ვალის დაფარვა. Read more
ვალისგან თავის არიდების მსურველთათვის დამახასიათებელი 9 თვისება
Posted on August 15, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ვალისგან თავის არიდების მსურველთათვის დამახასიათებელი 9 თვისება
შემოსავლის მიღებისას ადამიანთა გარკვეული კატეგორია იმპულსურად მოქმედებს და მთელს თანხას არცთუ ისე საჭირო ნივთების შესაძენად იყენებს. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც წინასწარ ადგენენ რესურსების გადანაწილების გეგმას, რაც მათი თანხების მიზნობრივ ხარჯვას უზრუნველყოფს. ასეთი ადამიანებისათვის დამახასიათებელია ქვემოთ მოცემული 9 თვისება:
1. დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
მათ ყოველთვის იციან რა შესაძლებლობები გააჩნიათ, როგორ იცვლება ბიუჯეტი, სად შეიძლება დაზოგვა, რაში იხარჯება ყველაზე დიდი მოცულობის თანხები და ა.შ აღნიშნული ინფორმაცია ივსება Excel-ის ან სხვა სახის ფორმატში.
2. სტრესისგან განთავისუფლება
ცნობილია, რომ ვალი სტრესის გამომწვევი ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორია. მოვალეები მუდმივად წუხან ფულის ნაკლებობაზე, განიცდიან შიშს მომავალი თვის გადასახადებთან დაკავშირებით. ამის გამო დარღვეულია ძილის რეჟიმი, რაც ხშირად შრომისუნარიანობის დაკარგვას იწვევს. ვალის დაფარვა ამ მძიმე ტვირთისაგან განთავისუფლების საშუალებაა. Read more
ღიმილის 10 საიდუმლო
Posted on August 7, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ღიმილის 10 საიდუმლო
ღიმილი ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ კეთილგანწყობის გამოხატვა. ადამიანები ხშირად იცინიან, განსაკუთრებით მეგობრების გარემოცვაში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ბედნიერებას. ღიმილის ერთ–ერთი უმთავრესი ფუნქციაა სოცილური მიზნების მიღწევა, რომელიც სპეციალური სიგნალების საშუალებითაა განხორციელებადი.
ქვემოთ მოცემულია 10 მიზეზი, რის გამოც ღირს გაღიმება:
- ნდობის მოსაპოვებლად – დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ რთულია ადამიანთა კეთილგანწყობის დამსახურება. ერთადერთი სიგნალი ურთიერთობისას, რომელიც სხვებს თქვენს სანდოობაში დაარწმუნებს, გულწრფელი ღიმილია. ასეთ დროს ადამიანი უფრო ხელგაშლილად და ექსტრავერტად აღიქმება. ეკონომისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ღიმილს ღირებულებაც კი გააჩნია.
- შეწყნარებისათვის – არასასურველი ქმედების ჩადენისთანავე, ადამიანები თავის დაძვრენას გაღიმებით ცდილობენ. არის თუ არა ეს ბონუსი დამნაშავეთათვის? LaFrance and Hecht (1995) –ის კვლევა ადასტურებს, რომ დამნაშავეთა მიმართ უფრო შემწყნარებლები ხდებიან, თუ პასუხად ღიმილს იღებენ, განურჩევლად იმისა, ყალბია ის თუ გულწრფელი. Read more
იმეილ მარკეტინგის გამოყენების უპირატესობები
Posted on August 3, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on იმეილ მარკეტინგის გამოყენების უპირატესობები
ინტერნეტ მარკეტინგი 21–ე საუკუნის ბიზნესის განუყოფელი ნაწილი და არსებულ მარკეტინგის სტრატეგიებს შორის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. გაინტერესებთ რატომ ექცევა მას ასეთი დიდი ყურადღება?! მიზეზი ისაა, რომ სწორი დაგეგმვის პირობებში, მცირე რესურსების მქონე კომპანიებსაც კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ მიმდინარე პროცესებში. ქვემოთ მოცემულია ელ. ფოსტის გამოყენების 10 ძირითადი უპირატესობა:
ყიდით მეტს ნაკლების ფასად – ბილბორდები, საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამები, ელექტრონული წერილები ძალიან დიდ ფინანსურ და გონებრივ შესაძლებლობებს საჭიროებს. ელ. ფოსტით კონტაქტი კი მხოლოდ უმარტივეს კომპიუტერულ უნარებს მოითხოვს და მისი გამოყენება მხოლოდ ერთ ადამიანსაც შეუძლია.
მომენტალური კავშირის საშუალება – ელ. ფოსტის გამოყენების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა რაც შეიძლება ნაკლები დრო შეტყობინების გასაგზავნად და მისაღებად. მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერა საკმარისია იმისათვის, რომ წერილი წამებში გაჩნდეს ადრესატთან. აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებით ამართლებს დროზე დამოკიდებული სამუშაოების შემთხვევაში. Read more
Recently
- სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე
- რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!
- დროის მართვის ხელოვნება
- კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
- რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!
- იმეილ მარკეტინგის უპირატესობები
- თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი
- როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად
- პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
- ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს
Categories
- ბიზნეს სიახლეები
- ინფოგრაფიკები
- კომპანიის სიახლეები
- საინტერესო სტატიები
- საკონკურსო ნამუშევრები
- სარეკლამო სტატიები
Archives
- November 2016
- October 2016
- September 2016
- July 2016
- June 2016
- May 2016
- April 2016
- March 2016
- February 2016
- January 2016
- December 2015
- November 2015
- October 2015
- September 2015
- August 2015
- July 2015
- June 2015
- May 2015
- April 2015
- March 2015
- February 2015
- January 2015
- December 2014
- November 2014
- September 2014
- August 2014
- May 2014
- March 2014
- January 2014
- November 2013
- October 2013
- September 2013
- July 2013
- May 2013
- February 2013
- January 2013
- December 2012
- November 2012
- October 2012
- September 2012
- August 2012
- July 2012
- June 2012
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- June 2011