6 ნაბიჯი პროდუქტიულობის ხარისხის გასაზრდელად

თარიღი January 11, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 6 ნაბიჯი პროდუქტიულობის ხარისხის გასაზრდელად

ყველასათვის ცნობილია, რომ არაერთი ადამიანი აღწევს დიდ წარმატებას კარიერაში და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, კვლავ ახერხებს მოგზაურობას, მეგობრებთან შეხვედრას, წიგნების კითხვას, ვარჯიშს, საყვარელი კერძების მომზადებას, სრულფასოვან ძილს და ა.შ  ეს ყველაფერი განაპირობებს მათ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ოჯახში. უცნაურად ჟღერს, თუმცა ფაქტია. რა არის ამის მიზეზი?!  მათაც ხომ იგივე 24 საათი აქვთ დღის განმავლობაში, რაც ყველა სხვა დანარჩენს?!

ქვემოთ მოცემულია 6 ნაბიჯი, რომელიც საკუთარი პროდუქტიულობის ხარისხის გაზრდაში დაგეხმარებათ:

გამოყავით პრიორიტეტული საკითხები – გააკეთეთ არჩევანი თქვენთვის მნიშვნელოვან და ნაკლებად პრიორიტეტულ დავალებებს შორის. ეცადეთ დროის უდიდესი ნაწილი დაუთმოთ იმ საქმეს, რაც კარგად გამოგდით და სიამოვნებას განიჭებთ. თუ დიდი ოჯახი გსურთ, არავინ გიშლით. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები უდიდეს დროს, ენერგიასა და ცხოვრების განსხვავებულ სტილს მოითხოვენ.

იბრძოლეთ ეფექტურობისათვის – შეუძლებელია ყველაფერს ერთნაირად მაღალ დონეზე აკეთებდეთ. ჩვეულებრივ, სასურველი საქმიანობა უფრო ნაკლებ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ ნუ მოკიდებთ ხელს თქვენთვის რთულად შესასრულებელ  დავალებებს.  მოაწყეთ საკუთარი ცხოვრება ისე, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ მასში თავი და ნუ შეგეშინდებათ ისეთ წინადადებებზე უარის თქმა, რომელიც თქვენს შესაძლებლობებს სცილდება. ეცადეთ აქციოთ ცხოვრება გართობად და არა ვალდებულებად.

გააერთიანეთ  პრიორიტეტები – ბევრ ადამიანს ჭკუიდან შლის იმაზე ფიქრი, როგორ გადაანაწილოს დრო ოჯახის წევრებზე, სამსახურსა თუ მეგობრებზე. შეწყვიტეთ მათ შორის ბალანსის მოძებნა, ეცადეთ გააერთიანოთ პრიორიტეტები. მაგალითად, მოიძიეთ საერთო ინტერესების მქონე მეგობრები სამსახურში. გაითვალისწინეთ, რომ თუ გარემოს და თქვენ შორის სინქრონი დარღვეულია, ცვლილებასაც ეკარგება აზრი. ეს კი სტრესის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

ეფექტურად გადაანაწილეთ ყურადღება „დროის მფლანგველებზე“ – სოციალური მედია, ოჯახი, მეგობრები, კოლეგები – ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენი გონების გაფანტვა, თუ ამის ნებას მისცემთ. ჩადეთ ინვესტირება საჭირო აქტივობებში. სოციალური მედია ყველაზე დიდი „შავი ხვრელია“ დროის განაწილებისა და პროდუქტიულობისათვის. გამოიყენეთ იგი სათანადოდ, სოციალური მიზნებისათვის და არა Farmville–ის სათამაშოდ.

შეინარჩუნეთ “მოსწავლის” სტატუსი –ალბათ ფიქრობთ, რომ ეს უდიდეს მონდომებასა და საკმაოდ დიდ დროით რესურსებს მოითხოვს, თუმცა ყოველთვის არსებობს ახალი გზები და საშუალებები მათ დასაზოგად და პრიორიტეტებზე კონცენტრირებისათვის.  ამიტომ ეცადეთ იპოვოთ ისინი ნებისმიერ სიტუაციაში. 

გამხნევდით – ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგიერთი საკითხი უყურადღებოდ გრჩებათ. ამის მიზეზი ხშირად ისაა, რომ სხვა საქმე მოითხოვს თქვენგან მეტ ძალისხმევას. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მსოფლიო არ წყვეტს არსებობას მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეთ.  იზეიმეთ პროგრესი და იზრუნეთ წარმატების მიღწევის გზების დახვეწაზე.

 მართალია საშუალოდ 30 დღე სჭირდება გარკვეული ჩვევის ჩამოყალიბებას და მხოლოდ 1 დღე მის დაკარგვას, თუმცა მთელი წელი წინაა.

წარმატებებს გისურვებთ!

 

წყარო: http://www.inc.com/kevin-daum/6-things-really-productive-people-do.html

კომენტარები

comments