როგორ ავიცილოთ კრედიტი
თარიღი July 23, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ავიცილოთ კრედიტი
ფინანსური პრობლემები, გაკოტრების საშიშროება თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. არასწორი დაგეგმვა, რესურსების გადახარჯვა, დანაზოგების შემცირება, მზარდი კრედიტები, დაზღვევის არარსებობა – ის ფაქტორებია, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. დანახარჯების მუდმივი კონტროლი საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ გაკოტრების საფრთხე და მშვიდად იყოთ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამაში დაგეხმარებათ შემდეგი ქმედებები:
დაგეგმეთ ბიუჯეტი – წინასწარ განსაზღვრული ხარჯების ლიმიტი დაგიცავთ იმპულსური და გაუაზრებელი ქმედებებისგან და დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ თანხა გადასახადებზე, საკვებზე, გართობაზე და ა.შ.
მუდმივად აკონტროლეთ კომპანიის თუ პირადი ფინანსური შედეგები და გადახდების გრაფიკი – სწორად აღრიცხვა თავიდან აგაცილებთ გადასახადთა ზრდას. ამისათვის ერთ–ერთი ხერხია მათი დაფარვისთანავე გაიაროთ კონსულტაცია ფინანსისტებთან და დაადგინოთ ყოველთვიური საშუალო მაჩვენებელი.
კრედიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, როდესაც მის დაფარვას რამდენიმე თვეში შეძლებთ – წინასწარ დადგენილივადის გარეშე სესხის აღება დაუფიქრებელი, უპასუხისმგებლო საქციელია და საკმაოდ რთულ მდგომარეობამდე შეიძლება მიგიყვანოთ. რაც უფრო გვიან ფარავთ მას, გადახდილ
ი სარგებლის მოცულობა სულ უფრო გაიზრდება და მეტ და მეტ ხარჯებში აისახება.
ნუ მიაქცევთ ყურადღებას საკრედიტო შემოთავაზებებს – მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი შეთავაზება მიიღეთ, არ ნიშნავს მისი გამოყენების აუცილებლობას. მათი მომენტალურად უარყოფა დაგეხმარებათ თავი აიცილოთ პოტენციური ფინანსური მახისგან.
მუდმივად მზად იყავით „შავი დღისათვის“ – უზრუნველყავით შემოსავლის ნაწილის დანაზოგებში ავტომატური გადადება/გადარიცხვა. შეეცადეთ შეინახოთ იმ ოდენობის თანხა, რომელიც უზრუნველგყოფთ 6 თვის განმავლობაში სამსახურის დაკარგვის ან ფინანსური სიძნელეების დროს.
გამოიყენეთ დაზღვევა – ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევა გაკოტრებისაგან თავის არიდების უპირველესი ფაქტორებია. გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯები, წყალდიდობითა და ხანძრით გამოწვეული ზარალი უდიდეს ფინანსურ ზიანს აყენებს ადამიანებს.

NCIB Facebook
NCIB Twitter
NCIB Google +
NCIB Youtube
NCIB Flickr