PR vs რეკლამა

თარიღი October 24, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on PR vs რეკლამა

1. ფასიანი ან უფასო სარეკლამო სივრცე

რეკლამა – კომპანია იხდის თანხას სარეკლამო ადგილისათვის. ამ შემთხვევაში ზუსტადაა განსაზღვრული რეკლამის ხანგრძლივობა და ჩვენების დრო.

PR – მენეჯერების უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს კომპანიის ცნობადობის ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ამაღლება.

2. „კრეატიული კონტროლი“ ან კონტროლის არარსებობა

რეკლამა – ამ დროს კონტროლდება რეკლამის შინაარსი და გადმოცემის გზები.

PR – მედია საშუალებები თავად ირჩევენ კომპანიის შესახებ რა სახის ინფორმაციას და როგორ გამოიყენებენ.

3. შენახვის პერიოდი

რეკლამა –სარეკლამო ადგილის (დროის) ყიდვის შემდეგ, სიახლეების განთავსება შესაძლებელია ფულადი რესურსების ამოწურვამდე.

PR – რედაქტორი არ გამოაქვეყნებს ერთსა და იმავე პრეს–რელიზს რამდენიმეჯერ.

4. ჭკვიანი მომხმარებლები

რეკლამა – მომხმარებელი ხვდება, რომ მიზანი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვაა, რის გამოც საკმაოდ ფრთხილად კითხულობს მას.

PR – როდესაც მომხმარებელი ხედავს თქვენი კომპანიის შესახებ მესამე პირის მიერ გაცემულ ინფორმაციას, უფრო მეტი ნდობა უჩნდება.

5. კრეატიულობა ან რუტინა

რეკლამა – გაძლევთ წარმოსახვითი უნარის სრულად გამოყენების შესაძლებლობას.

PR – სიახლეები გადაიცემა შაბლონურად.

6. შიდა სამზარეულო ან ფართო აუდიტორია

რეკლამა – სარეკლამო კომპანიაში მუშაობისას მთავარი საკონტაქტო პირები არიან კოლეგები და სააგენტოს კლიენტები.

PR – ურთიერთობა მოიცავს როგორც „შიდა სამზარეულოს“, ისე მედია–კონტაქტებსაც.

7. ლიმიტირებული ან შეუზღუდავი კონტაქტები

რეკლამა – რეკლამის შექმნის პროცესში მონაწილეთა ნაწილს უშუალო კონტაქტი აქვთ კლიენტებთან, ნაწილი კი საერთოდ არ იცნობს მათ.

PR – მენეჯერი ღიაა სრულიად მედია სივრცისათვის, რის გამოც ხშირად მიმართავენ კომენტარის გასაკეთებლად.

8. განსაკუთრებული ღონისძიებები

რეკლამა – ღონისძიების დასპონსორების  შემთხვევაში, მედია საშუალებები საკუთარი ინიციატივით აშუქებენ მას.

PR – თქვენ აგზავნით პრეს–რელიზს, რომელსაც მედია საკუთარი შეხედულებისამებრ ეპყრობა: იყენებს მას ან სრულიად უგულებელჰყოფს.

9. წერის მანერა

რეკლამა – იყიდეთ პროდუქტი! იმოქმედეთ! დაგვიკავშირდით დღესვე! ეს ის ფრაზებია, რომელიც რეკლამის შემთხვევაში გამოიყენება. იგი მომხმარებლის მოტივაციის გაზრდას ემსახურება.

PR – მკაცრადაა განსაზღვრული წერის მანერა და ფორმატი. ნებისმიერი „ხმაურით“ ნათქვამი ფრაზა მედია–კრიტიკას განიცდის და უარყოფილია.

კომენტარები

comments