კრედიტით სარგებლობამდე…

თარიღი December 25, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on კრედიტით სარგებლობამდე…

ნებისმიერი მოცულობის კრედიტით სარგებლობა კარგად დაფიქრებას და ყველა გვერდითი მოვლენის გაანალიზებას მოითხოვს. ის დროებით წარმოშობილი ვალდებულებაა თანხის უკან დაბრუნების პირობით და არა საჩუქარი, შესაბამისად, საჭიროა ზუსტად იყოს განსაზღვრული მოსალოდნელი შედეგები და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები. ამაში კი შემდეგი კითხვები დაგვეხმარება:

 – საჭიროა თუ არა კრედიტის აღება ზუსტად ახლა?

ხშირად ის, რაც საჩქარო საქმედ მიგვაჩნია, სულაც არ წარმოადგენს აუცილებლობას და მათი დიდი ნაწილის გადადება შესაძლებელია საკმარისი თანხის დაზოგვამდე. ამის გაკეთება განსაკუთრებით მარტივია არასეზონური ნივთების შეძენისას. თანხა კი უფრო სწრაფად გროვდება გარკვეული მიზნის არსებობისას, რადგან ფულის დაზოგვის მოტივაცია ამ დროს გაცილებით დიდია.

 – შესაძლებელია თუ არა შედარებით ნაკლები ღირებულების გადახდა?

ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებისას თითქმის ყველა ადამიანი ცდილობს მაქსიმალური სარგებლის მიღებას, თუმცა ხშირად იგივე შედეგის განმეორება ნაკლებფასიან ნივთებსაც შეუძლია. მაგ., ავტომობილზე სრულიად შესაძლებელია ხარჯების ორჯერ შემცირება, თუ მას მხოლოდ რამდენიმე კრიტერიუმის გამო ვიძენთ, ის კი მარტივად შეიძლება გააჩნდეს გაცილებით მცირებიუჯეტიან მოდელებსაც.

 – რამდენად სწრაფად შეიძლება დაფარვა?

კრედიტის აღებისას განსაკუთრებით საყურადღებოა დაფარვის გრაფიკი. შეუძლებელია მატერიალური დოვლათის დაგროვება მაშინ, როდესაც გამუდმებით ვიღაცისთვის გვიწევს პროცენტის გადახდა. მხოლოდ ვალების გასტუმრების შემდეგაა შესაძლებელი ფინანსური მიზნების განსაზღვრა.

 – რა ხდება ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში?

კრედიტით სარგებლობისას არანაკლებ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრაც. მაგ. რა ხდება სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში? ამ დროს ადამიანს უწევს როგორც ვალის პროცენტების გადახდაზე, ასევე ახალი სამსახურის პოვნაზე ფიქრი, რადგან ყოველი დაგვიანებული შენატანი საკრედიტო რეიტინგის დაცემას გულისხმობს.

წყარო

კომენტარები

comments