რატომ უნდა აირჩიოთ „თბილმიკროკრედიტი“
Posted on December 12, 2011
Filed Under სარეკლამო სტატიები | Comments Off on რატომ უნდა აირჩიოთ „თბილმიკროკრედიტი“
შპს მისო „თბილმიკროკრედიტი“ შეიქმნა 2008 წლის ოქტომბერში. კომპანია ფინანსურ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესს, უზრუნველყოფს საფინანსო ინსტრუმენტებით საქმიან ადამიანებსა და ბიზნეს ერთეულებს.
კომპანია გასცემს სესხებს მსესხებელთა ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, თუმცა მეორადი გარანტიის სახით მოითხოვება უძრავი ქონების იპოთეკაც. „თბილმიკროკრედიტი“ მსესხებლებს სთავაზობს შემდეგ სასესხო პროდუქტებს:
- ექსპრეს-სესხი 2%
- იპოთეკური სესხი 2,5%
- სამომხმარებლო სესხი 2,5%
- საკრედიტო ხაზი 3%
- ავტოლომბარდი 4-4,5%
- ლომბარდი (ოქრო და ძვირფასი ქვები) 3%
სესხების დამტკიცება ხდება უმოკლეს ვადებში, უმრავლეს შემთხვევაში სესხები გაიცემა მიმართვიდან მეორე ან მესამე დღეს, შესაძლებელია სხვაგან აღებული ძვირი სესხების ჩანაცვლება შედარებით იაფი კრედიტით.
გარდა ზემოაღნიშნული პროდუქტებისა, „თბილმიკროკრედიტი“ მოსახლეობას სთავაზობს ისეთ სერვისებს როგორიცაა ვალუტის გაცვლა, ფულადი გზავნილებით მომსახურება ქვეყნის შიგნით და საზღვარდარეთ, კომუნალური გადასახადების მიღება და სხვა.
კომპანიის საქმიანობის არანაკლებ საინტერესო სფეროს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დროებით თავისუფალი სახსრების მოზიდვა. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები ერთერთი ყველაზე მიმზიდველია ანალოგიურ სერვისებს შორის. „თბილმიკროკრედიტი“ იზიდავს ფინანსურ რესურსებს წლიური 18 %-იანი სარგებლით. სესხებზე პროცენტის დარიცხვა ხორციელდება ყოველთვიურად, რაც ფინანსური რესურსების მფლობელებს დამატებით სტიმულს უქმნით საქმიანობის ამ სფეროში თანამშრომლობისათვის.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 157
ტელ.: 2951552, 571 530253
ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი
Posted on June 29, 2011
Filed Under სარეკლამო სტატიები | Comments Off on ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი
“ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი” დაფუძნდა 2005 წელს. კომპანიაში მუშაობს 22 მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა სერთიფიკატების მქონე სპეციალისტები, ესენია: აუდიტორები, შემფასებლები, იურისტები, ბუღალტრები და სახელმწიფო შესყიდვების ექსპერტები.
ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი თავის კლიენტებს აუთსორსინგის საშუალებით უწევს შემდეგი სახის მომსახურებებს: ფინანსური აუდიტი, საგადასახადო აუდიტი, საგადასახადო კონსალტინგი, ბუღალტრული მომსახურება, იურიდიული საკონსულტაციო მომსახურება (სამეწარმეო და სამოქალაქო საკითხებში), უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება, კონსულტაციები სახელმწიფო შესყიდვებში, უძრავი ქონების ლეგალიზება და დაკანონება. კომპანიას გაფორმებული აქვს მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროს როგორც სამეწარმეო რეესტრთან, ასევე სამოქალაქო რეესტრთან.
„თბილმიკროკრედიტი“ აგრესიულ მარკეტინგულ პოლიტიკას ირჩევს
Posted on June 29, 2011
Filed Under სარეკლამო სტატიები | Comments Off on „თბილმიკროკრედიტი“ აგრესიულ მარკეტინგულ პოლიტიკას ირჩევს
თბილმიკროკრედიტი სესხებს ყოველთვიური 2-3 პროცენტიანი სარგებლით გასცემს, ხოლო ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან სესხებს წლიურ 21 პროცენტად იზიდავს.
ქართული საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უკავიათ, მათ შორის კი მისო „თბილმიკრკრედიტი“ ერთერთი მოწინავეა. გარდა სტანდარტული იპოთეკური სესხებისა, კომპანიას გააჩნია ისეთი საფინანსო პროდუქტები, როგორიცაა საკრედიტო ხაზები, კომერციული კრედიტები, სალომბარდო სესხები და ფულადი გზავნილებით მომსახურება. ბოლო პერიოდში კომპანიის აქტივობა საგრძნობლად ამაღლდა, გაიზარდა კომპანიის კაპიტალი, მნიშვნელოვნად დაიკლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა და ამის პარალელურად საგრძნობლად მოიმატა მოზიდული სესხების სარგებელმა.
GAU-ს ბიზნესის სკოლა
Posted on June 29, 2011
Filed Under სარეკლამო სტატიები | Comments Off on GAU-ს ბიზნესის სკოლა
• თანამედროვე და მრავალმხრივი სასწავლო პროგრამები
ხორციელდება სამივე დონის სწავლება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). დოქტორანტურის ეფექტურ ფუნქციონირებას განაპირობებს მძლავრი სამეცნიერო ჯგუფის არსებობა და ფუნქციონირება.
• პროფესორთა კვალიფიცირებული გუნდი
სწავლება მიმდინარეობს ინტენსიურად მაღალი მოთხოვნების პირობებში.
ლექციები ძირითადად ქ ა რ თ უ ლ ე ნ ა ზ ე იკითხება
• გამორჩეული საბიბლიოთეკო ფონდი.
ფონდი დაკომპლექტებულია ახალი აპრობირებული ევროპულ–ამერიკული სახელმძღვანელოებით. საბიბლიოთეკო ფონდის განახლებას უზრუნველყოფს GAU-ს მჭიდრო საქმიანი კავშირები საერთაშორისო გამომცემლობებთან (Pearson, McGraw Hill, Cengage, Wiley, Springer).
“იმედი ელი”
Posted on June 29, 2011
Filed Under სარეკლამო სტატიები | Comments Off on “იმედი ელი”
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმატება პირდაპირპროპორციულია მოსახლეობაში დაზღვევის კულტურის შეუქცევად ამაღლებასთან. დღეისათვის ქართულ რეალობაში მომსახურების ხარისხი საკმაოდ მგრძნობიარე და აქტუალური თემაა. შესაბამისად, კომპანიისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მიდგომების მუდმივი სრულყოფა, მაღალი ხარისხის სტანდარტით შექმნილი და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პროდუქტების განვითარება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კლიენტთა ლოიალურობასა და კმაყოფილებაზე აისახება.
ალიანს ჯგუფი კაპიტალი
Posted on June 29, 2011
Filed Under სარეკლამო სტატიები | Comments Off on ალიანს ჯგუფი კაპიტალი
“ალიანს ჯგუფი კაპიტალს” კავშირი აქვს დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და კერძო ინვესტორებთან. პარტნიორი კომპანიებია: GML International, GIA Inc. და სხვა…
ირაკლი ტყებუჩავა: “დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან და უცხოელ ინვესტორებთან მჭიდრო კავშირი, ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა, პროფესიონალთა გუნდი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ჩვენი კომპანიის უპირატესობაა. სწორედ ესაა ჩვენი წარმატებისა და წინსვლის საწინდარი”.
“ალიანს ჯგუფი კაპიტალს” 4 ძირითადი მიმართულება აქვს. პირველი, ადგილობრივი კომპანიებისთვის ინვესტიციებისა და ფულადი სახსრების მოზიდვაა როგორც სესხის, ასევე კაპიტალში ინვესტიციის სახით. მეორე, საკონსულტაციო მომსახურება – ბიზნესგეგმების შედგენა, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბაზრის კვლევები, კომპანიების შეფასება… მესამე, უძრავი ქონების მიმართულებაა, რაც გულისხმობს პერსპექტიული პროექტების დაფინანსებას ამ მიმართულებით. 2009 წელს კი კომპანიამ ახალი მიმართულება დანერგა – ენერგეტიკის პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა და მართვა.
თბილღვინო
Posted on June 28, 2011
Filed Under სარეკლამო სტატიები | Comments Off on თბილღვინო
დაარსებიდან დღემდე…
დაარსდა 1962 წლის მაისში. რიგით მესამე და ყველზე დიდი ღვინის ქარხანა საქართველოში იმ დროისთვის უახლესი ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ “თბილღვინო” გაიყო რამდენიმე სხვადასხვა კომპანიად. დღეს ეს რთული პერიოდი წარსულს ჩაბარდა, მდგომარეობა საქართველოში შეიცვალა და მთავრობის ხელშეწყობით ს.ს “თბილღვინომ” უწინდელი ბრწყინვალება დაიბრუნა.
რაც შეეხება სახელს, “თბილღვინო” კომპანიას პირველად 1974 წლის სექტემბერში ეწოდა. 1996 წელს კი ქარხანა ზურაბ და გიორგი მარგველაშვილებმა ჩაიბარეს, რის შემდეგაც მოხდა კომპანიის რეკონსტრუქცია.
დაარსების დღიდან მოყოლებული კომპანია მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული სხვადასხვა დიპლომებითა და მედლებით ღვინის მსოფლიო კონკურსებზე. 2009 წელი კი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა და ნომერ პირველ ღვინის ექსპორტიორ კომპანიად დასახელდა.
2009 წელს კომპანიამ ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემა) და ISO 22000 (საკვების უვნებლობის მართვის სისტემა) სერტიფიკატები მიიღო. კომპანიის სასერტიფიკატო აუდიტი მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა აუდიტორულმა და მაინსპექტირებელმა კომპანია SGS-Societe Generale de Surveillance-მა ჩაატარა. მასერტიფიცირებელი ორგანო UKAS – The United Kingdom Accreditation Service, ასევე მსოფლიოში აღიარებული და გავლენიანი საერთაშორისო სტანდარტების მაკრედიტებელი ორგანო გახლდათ.
საინფორმაციო მომსახურების ბაზარი საქართველოში
Posted on June 18, 2011
Filed Under სარეკლამო სტატიები | Comments Off on საინფორმაციო მომსახურების ბაზარი საქართველოში
საუკუნეების წინ, ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს გროვდებოდა ინფორმაციები და მონაცემები საქართველოში მაცხოვრებლებისა და მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. მაშინ კი, როდესაც საქართველოს ანექსირებული ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, მონაცემები შეგროვდა და შეუერთდა რუსეთის მონაცემებს. საბჭოთა დროს ყველაფერი სისტემატიზირებული იყო და მას მხოლოდ არქივის სახე ჰქონდა; ინფორმაცია არ იყო ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. 1926 წელს კი დაარსდა საინფორმაციო ცენტრი ”09”, რომელსაც იმ პერიოდში ”ცნობარი 09“ ეწოდა და ნუმერაციაც მაშინ მიენიჭა. ეს უკვე იყო სატელეფონო მომსახურება, რომელიც ყველა დიდ ქალაქში გახდა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს აბონენტების ტელეფონის ნომრებსა და მისამართებს სთავაზობდა. მაშინ არ იყო არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი და, შესაბამისად, არც ელექტრობული მონაცემებთა ბაზა არსებობდა. იქ მომუშავე ადამიანები კი გამუდმებით საქაღალდეებსა და არქივებში ეძებდნენ ინფორმაციას მომხამრებლებისთვის.
2001 წელს „09“ კერძო მფლობელმა შეისყიდა და დღეს ის მომხმარებელს 40-ზე მეტ სერვისს სთვაზობს.
ინგა კურცხალია, საინორმაციო ცენტრ „09“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე: “ახალ სერვისებს მომხმარებელს, ძირითადად, მოთხოვნის შესაბამისად ვთავაზობთ. ბაზა კომპიუტერიზებული გვაქვს და ეს საშუალებას გვაძლევს, აბონენტს ოპერატიულად მოვემსახუროთ. ოპერატიულობაში იმას ვგულისხმობ, რომ კარგი ოპერატორი აბონენტს ამომწურავ ინფორმაციას 40 წამამდე დროში უნდა აწვდიდეს, ხოლო თუ ოპერატორი ინფორმაციის მიწოდებას 40-დან 60 წამამდე ანდომებს, ის დამწყებად ითვლება და სწავლების პროცესშია“.
Recently
- სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე
- რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!
- დროის მართვის ხელოვნება
- კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
- რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!
- იმეილ მარკეტინგის უპირატესობები
- თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი
- როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად
- პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
- ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს
Categories
- ბიზნეს სიახლეები
- ინფოგრაფიკები
- კომპანიის სიახლეები
- საინტერესო სტატიები
- საკონკურსო ნამუშევრები
- სარეკლამო სტატიები
Archives
- November 2016
- October 2016
- September 2016
- July 2016
- June 2016
- May 2016
- April 2016
- March 2016
- February 2016
- January 2016
- December 2015
- November 2015
- October 2015
- September 2015
- August 2015
- July 2015
- June 2015
- May 2015
- April 2015
- March 2015
- February 2015
- January 2015
- December 2014
- November 2014
- September 2014
- August 2014
- May 2014
- March 2014
- January 2014
- November 2013
- October 2013
- September 2013
- July 2013
- May 2013
- February 2013
- January 2013
- December 2012
- November 2012
- October 2012
- September 2012
- August 2012
- July 2012
- June 2012
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- June 2011