ინტერვიუს 10 კითხვა, რომელმაც შესაძლოა მახეში გაგაბათ

Posted on July 31, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ინტერვიუს 10 კითხვა, რომელმაც შესაძლოა მახეში გაგაბათ

დიდი ხნის უმუშევრობის ან ცვლილების ძიების დროს ინტერვიუმ შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა იქონიოს როგორც თქვენი, ისე დამსაქმებლის გადაწყვეტილებებზე.  გასაუბრებას ყოველთვის ახლავს დაძაბულობა, რადგან ხშირ შემთხვევაში კითხვები ორმაგი ბუნებისაა და დაფარული მიზანი გააჩნია. ისინი ემსახურება რაც შეიძლება მცირე დროში დაბალკვალიფიციური კადრებისაგან კანდიდატების გაფილტვრას. იცით როგორ ამოიცნოთ ინტერვიუს კითხვების ქვეტექსტი?

ქვემოთ მოცემულია 10 ძირითადი კითხვა, რომელიც თქვენს შეცდომაში შეყვანას ემსახურება:

1.    „რატომ იყავით ამდენი ხნის განმავლობაში უმუშევარი და თქვენთან ერთად კიდევ რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს?“

ამას შესაძლოა მოსდევდეს უფრო კონკრეტული კითხვა: „რატომ გაგათავისუფლეს“. აღნიშნული ემსახურება იმის გარკვევას, გაქვთ თუ არა ისეთი პრობლემა, რომლის შესახებაც წინა სამსახურში უკვე აღმოაჩინეს. მასზე მცდარი ან ემოციური პასუხის ნაცვლად, უმჯობესია აღნიშნოთ, რომ  ერთ–ერთი საუკეთესო თანამშრომელი იყავით, რომელიც იმაზე ბევრს აკეთებდა დღის განმავლობაში, ვიდრე ანაზღაურებას იღებდა და განთავისუფლების მიზეზი უცნობია თქვენთვის.

Read more

მხარჯველობა და მისი თავიდან აცილების გზები

Posted on July 25, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on მხარჯველობა და მისი თავიდან აცილების გზები

ბოლო პერიოდის კვლევები კრედიტების მოცულობასთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. არსებობს თუ არა ბერკეტი, რომელსაც ამ პროცესის შეჩერება შეუძლია?! პირველ რიგში მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, კერძოდ, საჭიროა ხარჯვის უნარის გადამოწმება.

 შევეცდებით უფრო ახლოს გაგაცნოთ ის მიზეზები, რომელიც საკრედიტო ბარათების გამოყენების აუცილებლობას ქმნის და ფულის არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს.

იმაზე მეტი თანხის დახარჯვა, ვიდრე შემოსავალი გაქვთ – ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, შეუძლებელია 1200 ლარის გასავალი გქონდეთ მაშინ, როდესაც შემოსავალი მხოლოდ 1000 ლარია. თუმცა, ეს არც თუ ისე რთულია მეგობრებისათვის ფულის თხოვნის, საკრედიტო ბარათების გამოყენების და ა.შ. წყალობით.

ნუ გამოიყენებთ საკრედიტო ბარათს როდესაც ნაღდი ფული გაქვთ – შესაძლებელია ყველას სურდეს იყიდოს ნივთი გადახდის გარეშე, მაგრამ გაითვალისწინეთ – იმას, რისი გადახდაც არ გინდათ დღეს, ვერასდროს დაფარავთ მომავალში. Read more

როგორ ავიცილოთ კრედიტი

Posted on July 23, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ავიცილოთ კრედიტი

ფინანსური პრობლემები, გაკოტრების საშიშროება თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. არასწორი დაგეგმვა, რესურსების გადახარჯვა, დანაზოგების შემცირება, მზარდი კრედიტები, დაზღვევის არარსებობა – ის ფაქტორებია, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. დანახარჯების მუდმივი კონტროლი საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ გაკოტრების საფრთხე და მშვიდად იყოთ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამაში დაგეხმარებათ შემდეგი ქმედებები:

დაგეგმეთ ბიუჯეტი – წინასწარ განსაზღვრული ხარჯების ლიმიტი დაგიცავთ იმპულსური და გაუაზრებელი ქმედებებისგან და  დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ თანხა გადასახადებზე, საკვებზე, გართობაზე და ა.შ.

მუდმივად აკონტროლეთ კომპანიის თუ პირადი ფინანსური შედეგები და გადახდების გრაფიკი – სწორად აღრიცხვა თავიდან აგაცილებთ გადასახადთა ზრდას. ამისათვის ერთ–ერთი ხერხია მათი დაფარვისთანავე გაიაროთ კონსულტაცია ფინანსისტებთან და დაადგინოთ ყოველთვიური საშუალო მაჩვენებელი. Read more

როგორ გავუმკლავდეთ კომუნიკაციის პრობლემას

Posted on July 17, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავუმკლავდეთ კომუნიკაციის პრობლემას

1. თანამშრომლები გულგრილად უყურებენ ყველა თქვენს წამოწყებას?!
2. თქვენი დავალებები არ სრულდება?!
3. სერიოზულად არ აღგიქვამენ?!
4. თქვენს სიტყვებს უარყოფითი რეაქცია მოსდევს?!
5. თქვენი გაკეთებული საქმეებიდან არაფერია ცნობილი?!

თუ აღნიშნული საკითხებიდან ერთ–ერთი მაინც გაწუხებთ, ე.ი. კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს.

არ არსებობს საუკეთესო ლიდერი კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარის გარეშე, რაც მხოლოდ გამართულ მეტყველებასა  და მდიდარ ლექსიკურ მარაგს არ გულისხმობს. ეფექტური კომუნიკაციის გასაღები საკმაოდ რთულად მოსაპოვებელია, რადგან  მისი აკადემიურ დონეზე შესწავლა შეუძლებელია. გადახედეთ მსოფლიოში აღიარებულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარი იდეების შესახებ ისე საუბრობენ, თითქოს თქვენს ემოციებსა და შთაგონებას გამოხატავენ. მათთვის ცნობილია, რომ სიტყვა მაშინაა სწორად გაგებული, თუ აუდიტორიაში ღრმად გაიდგამს ფესვებს.

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორგანიზაციული პრობლემების საკმაოდ დიდი ნაწილი არასწორი კომუნიკაციითაა გამოწვეული და ლიდერთა უმრავლესობა ბევრს ფიქრობს მის გამოსწორებაზე როგორც შიდა პერსონალურ, ისე ჯგუფურ დონეზე. საუკეთესო ლიდერებს ერთი რამ აერთიანებთ – ზუსტად აღიქვამენ სიტუაციას, საუკეთესო მსმენელები არიან და გონივრულ დასკვნებს აკეთებენ. ეს მიიღწევა აუდიტორიის განწყობის, დინამიკის, დამოკიდებულების, ღირებულებების შესწვლით, მათი საჭიროებებისა და მოლოდინის გამოვლენით.

რა არის საჭირო კარგი კომუნიკაციისათვის? ამაში ქვემოთ მოცემული 10 ქმედება დაგეხმარებათ: Read more

10 გზა უფროსის მოსატყუებლად

Posted on July 6, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 გზა უფროსის მოსატყუებლად


ყველა ადამიანი განსხვავებულად მოქმედებს  შედარებით მაღალ საფეხურზე მყოფ და მეტი ძალაუფლების მქონე პირებთან.  ამ დროს დამახასიათებელია: უფროსების შეუპოვრად დაცვა, თავის არიდება მათ შესახებ უარყოფითი მოსაზრებების მოსმენისაგან, განსაკუთრებული ინტერესი უფროსის ყოველი მოძრაობისადმი, გადაწყვეტილებებზე  შეწინააღმდეგების გარეშე დათანხმება და ა.შ.  ეს ყველაფერი გაუაზრებლად ხდება, რადგან ქვეცნობიერად იგრძნობა შიში და ზეწოლა ხელმძღვანელობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, სამუშაო პროცესში პატივისცემის გამოხატვა საკმაოდ ყალბი გამოდის.

გირჩევთ, იყოთ გულწრფელები ნებისმიერი პროფესიული ურთიერთობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბოსი მოულოდნელად გამოჩნდება და „ფსიქოლოგიური ბუნკერის“ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არის – ტყუილი. თუმცა, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ბოროტი და კეთილი ტყუილი, რადგან მათ შორის არსებითი განსხავებაა. Read more

Recently


Categories


Archives