გახდი მსოფლიოს წევრი!

Posted on June 28, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on გახდი მსოფლიოს წევრი!

• ინტეგრირება საერთაშორისო სივრცეში;

• თქვენი რეკლამა საერთაშორისო ბაზარზე;

• 200 ქვეყანაში, 150 მილიონ კომპანიაში გაიგებენ თქვენს შესახებ!

ყოველი კომპანიისთვის აუცილებელია, იცოდეს რა ხდება ადგილობრივ და საზღვარგარეთის ბაზრებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად გახდეს ცნობადი. ამიტომ NCIB დაგეხმარებათ საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში გაწევრიანებაში, რათა თქვენი კომპანიის პროფილი ხელმისაწვდომი გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის. საერთაშორისო მონაცემთა ბაზებსა და NCIB-ის მონაცემთა ბაზაში განთავსებული კომპანიების ინფორმაციები უკვე თავისთავად წარმოადგენს მათ რეკლამას საერთაშორისო ბაზარზე.

ინფორმაციის სანდოობა და უტყუარობა ბიზნესში მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ NCIB-ის საერთაშორისო მონაცემთა ბაზები სანდო და კვარტალურად განახლებადია.

Read more

როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია Power Point-ში

Posted on June 17, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია Power Point-ში

“There’s something in the air.” სწორედ ამ სიტყვებით გახსნა სტივ ჯობსმა 2008 წელს მაკმსოლფიო პრეზნეტაცია. ჯობსს ხშირად იხსენიებენ ამერიკის საუკეთესო პრეზენტატორებს შორის, ამას თავის მიზეზიც აქვს: მან იცის, როგორ მოყვეს ამბავი. კარგმა პრეზენტაციამ აუდიტორიაში ემოციები უნდა აღძრას, თუნდაც საუბარი ფინანსურ საკითხებს ან ვალებს ეხებოდეს. მთავარია იცოდე, როგორ აიყოლიო ხალხი და როგორ გააფორმო მასალა ვიზუალურად. არ აქვს მნიშვნელობა, ინვესტორებს ახალ პროდუქტს წარუდგენთ თუ თქვენი კომპანიის წლიურ მუშაობას მიმოიხილავთ-კარგი POWER POINT პრეზენტაცია ყოველთვის დაგჭირდებათ.

ამის გაკეთება კი იმაზე ადვილია, ვიდრე ფიქრობთ. კარგი პრეზენტაციის გასაკეთებლად არ არის აუცილებელი კარგი დიზაინერი, მწერალი ან ორატორი იყოთ. მთავარია იცოდეთ, თუ როგორ მიიპყროთ აუდიტორიის ყურადღება და გააღვიძოთ ფანტაზია. ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

Read more

როგორ ჩავატაროთ ეფექტური შეხვედრები

Posted on June 16, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ჩავატაროთ ეფექტური შეხვედრები

ხშირი თათბირები არამარტო დიდი კორპორაციებისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაცაა დამახასიათებელი. როგორ ჩავატაროთ ეს შეხვედრები ისე, რომ დრო ტყუილად არ დავკარგოთ? ამისთვის რამდენიმე რჩევა არსებობს.

მოსაწყენი, უაზრო თათბირი ცუდი ორგანიზებისა და კომუნიკაციის სიმცირის შედეგია. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის არცერთ მონაწილეს არ სურს დროის კარგვა მათზე, რადგან არაეფექტურად მიიჩნევს.

ძალიან ბევრ მენეჯერს არარეალური წარმოდგენები აქვს თათბირის შედეგების შესახებ. მათი აზრით, ასეთ შეკრებებზე მცირე ბრეინშტორმინგის შედეგად ძვირფასი იდეები იბადება. გლენ პარკერის, გუნდური მუშაობის კონსულტანტის მიხედვით, თუკი კრეატიული ადამიანების შეკრება გვინდა რაიმე რეკლამის დასაგეგმად, ამისთვის შესაბამისი დრო და გარემო უნდა შევარჩიოთ. ცუდი ორგანიზება ცუდ იდეებს მოგვცემს. თათბირებს შეიძლება სხვადასხვა სახე მიეცეს: თავისუფალი, ღია საუბრებისგან დაწყებული, ერთი ადამიანის მსჯელობით დამთავრებული, რომელიც სამომავლო სტრატეგიას თანამშრომლებთან ერთად განიხილავს.

ზოგიერთი კომპანიისთვის ხშირი თათბირები არაპროდუქტიული მუშაობის შედეგია.ზოგერთისთვის კი ეფექტური კომუნიკაციისთვის აუცილებელი კომპონენტი. ყოველ შემთხვევაში, უამრავი გზაა იმის გასარკვევად, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენს მიერ ჩატარებული თათბირი.

Read more

15 რჩევა, რაც ნებისმიერმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს

Posted on June 16, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 15 რჩევა, რაც ნებისმიერმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს

ბიზნესის მართვა ბევრ უნარ-ჩვევას მოითხოვს: სამომავლო გეგმების დასახვიდან დაწყებული საუკეთესო შედეგების შენარჩუნებით დამთავრებული. არსებობს რამდენიმე ძირითადი რჩევა, რომლებიც ბიზნესის მფლობელებმა მხედველობაში უნდა იქონიონ.

მცირე ბიზნესის წარმოება მცირე შრომა არ არის და ნებისმიერი ბიზნესმენი გეტყვით, რომ საკმაოდ მძიმე ტვირთია: ოჯახსა და ინვესტორებზე ზრუნვა, კლიენტების მომსახურება და თანამშრომლებისთვის ყურადღების მიქცევა, საკუთარი მიზნებისა და იდეალების შენარჩუნება და ა.შ. იმისთვის, რომ ბიზნესის წარმატებული მეპატრონე გახდეთ, ჩვენ 15 რჩევა მოგიმზადეთ.

1. ყოველთვის გახსოვდეთ: ფული მეფეა

მოგება დრო და დრო იცვლება, მაგრამ თუ თქვენს კომპანიას მუდმივად ამის პრობლემა აქვს, მაშინ ბიზნესის წარმოების ხერხები უნდა შეცვალოთ. ამას რამდენიმე ახსნა აქვს: თქვენი gross margins ძალიან დაბალია, რასაც დაკლებული ფასები ან არაპირდაპირი ხარჯები იწვევს… შეიძლება გადასახადები ან ქირა გაქვთ საკმაოდ დიდი, თქვენი გადახდის მეთოდები ძალიან ლიბერალურია, ან საბილინგო სისტემა გაქვთ სუსტი… შეიძლება არაგადამხდელ მომხმარებლებს საკმაოდ დიდი ვალები აქვთ დაგროვილი და ა.შ. ბოლოსდაბოლოს, ისიც შესაძლებელია, რომ საკმარისზე მეტი ინვენტარი გაქვთ… თუ თანხებთან პრობლემები შეგექმნათ, ამ საკითხებს გადახედეთ და გაარკვიეთ, რომელი მათგანი უთხრის ძირს თქვენს საბანკო ანგარიშს.

Read more

როგორ შევქმნათ ერთიანი გუნდი

Posted on June 16, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ შევქმნათ ერთიანი გუნდი

როდესაც პირველად იწყებთ ბიზნესს და ქმნით კომპანიას, მცირე ბიუჯეტის გამო ხშირად ყველა პოზიციის დაკავება თავად გიწევთ, იქნება ეს მარკეტინგის, ბუღალტერიის, კვლევა/განვითარების თუ სხვა. თქვენ იკავებთ მენეჯერის პოზიციას, თქვენვე შეიმუშავებთ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რეკლამირებასაც თქვენ უკეთებთ და საბოლოოდ თქვენვე ყიდით.

ამ დროს თქვენ გჯერათ, რომ შესანიშნავად უმკლავდებით ყველა ამ საქმეს და უკეთესად ამას ვერავინ შეასრულებდა. მაგრამ თქვენი ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, თქვენ ხვდებით, რომ დამოუკიდებლად ყველაფრის მუდმივად კეთება შეუძლებელია. ამიტომ, თუ გსურთ გქონდეთ კომპანია, რომელიც დიდ ხანს იარსებებს, უნდა დაიქირავოთ ადამიანები და თქვენ გარშემო შეკრიბოთ თანატოლების გუნდი.

შესანიშნავი გუნდის შექმნა მართლაც რომ ძნელია და იშვიათად გეძლევათ შესაძლებლობა, თავიდანვე შექმნათ გუნდი, ასე რომ გამოიყენეთ ეს შანსი.

არ შეგეშინდეთ, თქვათ „არა“ – როდესაც სამსახურში აგყავთ ვინმე, რთულია შეხვდეთ იდეალურ კანდიდატს, ეს იგივეა რაც შეგიყვარდეთ. ამ დროს უნდა წარმოიდგინოთ, როგორ გაგყავთ მთელი დღეები ამ ადამიანთან ერთად. თუ ვერ შეძელით იმის წარმოდგენა, როგორ მუშაობთ ერთად, როგორ მიდიხართ ლანჩზე, ან ერთად სადილობთ, უბრალოდ უარი უთხარით. აჯობებს იმ „ერთს“ დაელოდოთ, ვიდრე დაიქირავოთ ის, ვისაც სამ თვეში მაინც დაემშვიდობებით.

Read more

5 ნაბიჯი წარმატებული ბიზნესის დასაწყებად

Posted on June 16, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 5 ნაბიჯი წარმატებული ბიზნესის დასაწყებად

ბიზნესის დაწყება მარტივი საქმე არაა. მაგრამ სანამ ბიზნესს წამოიწყებდეთ, უნდა გაითვალისწინოთ 5 საკვანძო ნაბიჯი, რომელთა მეშვეობითაც წარმატების მიღწევა უფრო ადვილია: თქვენი ბიზნესის დაფინანსების წყარო, ეფექტური მარკეტინგული გეგმის შექმნა, ფინანსების განკარგვა, მარკეტინგული კვლევის ჩატარება, წარმატებისკენ სწრაფვა.

თუ გაიგებთ და შეასრულებთ შემდეგ ნაბიჯებს, თქვენ უკვე წარამეტბისკენ მიმავალ ბილიკზე აღმოჩნდებით.

ყველაზე მთავარია სამოქმედო გეგმის შესრულება მანამ, სანამ კარს გაუღებთ თქვენს ახალ წამოწყებას. ეს ნიშნავს იპოვოთ განსხვავება ჰობისა და წარმატებულ ბიზნესს შორის.

ბიზნესის ჩავარდნის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ არასაკმარისი დაფინანსება ხდება. მნიშვნელობა არა აქვს იწყებთ ბიზნესს თუ მის განვითარებას აპირებთ, თქვენ უნდა მოიაზრებდეთ სხვადასხვა წყაროებს თქვენი ბიზნესის დაფინანსებისთვის და აცნობიერებდეთ თითოეულის დადებით და უარყოფით მხარეებს. უმჯობესია, თუ არ გარისკავთ და ბიზნესში საკუთარი ფულის ჩადებას მოერიდებით. ნუ შეიზღუდებით დაფინანსების მხოლოდ ერთი წყაროს მოპოვებით, მოიაზრეთ კაპიტალისტები, კომერციული ბანკები, ინვესტორები, მეგობრები, ოჯახი… ყველა შემთხვევაში სოლიდური ბიზნეს გეგმა აუცილებელია.

Read more

« go back

Recently


Categories


Archives