PRexchange Infographic [April]

თარიღი May 11, 2012
კატეგორია: ინფოგრაფიკები, კომპანიის სიახლეები | Comments Off on PRexchange Infographic [April]

SEO–ს მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში

თარიღი May 8, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on SEO–ს მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში

 

 

SEO მოიცავს ყველანაირ ტერმინს, რომელიც აერთიანებს ყველა მოქმედებას, რაც საჭიროა ვებ საიტის ინტერნეტში ეფექტურად წარმოჩენისთვის. ეს პროცესი შეიძლება ძალიან ადვილი გვეგონოს, მაგრამ  მაღალი კონკურენციის პირობებში ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს. ყველაზე ეფექტურმა მარკეტინგულმა გეგმამაც კი შეიძლება კრახი განიცადოს, თუ საიტის გაუმჯობესება ხდება საჭიროების გარეშე.

გასული საუკუნის ყველაზე დიდ რევოლუციად, როგორც იცით, ინტერნეტი არის აღიარებული. მან დააკავშირა და დააახლოვა სამყარო. ინტერნეტმა გახსნა ფიზიკური საზღვრები ქვეყნებს შორის და შესაძლებელი გახადა კომუნიკაცია და კავშირი ყველასთვის ერთი კონტინეტიდან მეორეზეც კი. ასევე დიდი საქმე გააკეთა ბიზნესის შესაძლებლობების განვითარებისთვის.  ყველა კომპანიამ შექმნა თავისი საიტი ინტერნეტში, ხოლო “Search Engine Optimization”   (SEO)–ს ექსპერტების საქმეა, მოახვედროს საიტები საძიებო სისტემის შესაბამის რეზულტატებში . იხილეთ სრულად

როგორ უნდა შეიქმნას ლოგო

თარიღი May 3, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ უნდა შეიქმნას ლოგო

ლოგო უმნიშვნელოვანესია კომპანიის კორპორატიული იმიჯის შექმნაში. ის არამარტო შთაბეჭდილებას ქმნის კომპანიაზე, არამედ განიხილება როგორც ღირებული ინვესტიცია, ვინაიდან ეს არის ის, რასაც ხედავენ პოტენციური მომხმარებლები ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მიიღებენ თქვენი სერვისით სარგებლობის გადაწყვეტილებას.

კლიენტის აღქმის გათვალისწინების ოთხი გზა ლოგოს შექმნისას

  • ყველას უნდა, ჰქონდეს ისეთი ლოგო, რომელიც დატოვებს დადებით და ხანგრძლივ შთაბეჭდილებას. ადამიანებს მოსწონთ ადვილად ამოსაცნობი, კომპანიის იდენტობასთან გაიგივებული ლოგოები. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი ერთი შეხედვისთანავე უნდა ცნობდეს თქვენს ლოგოს, რომელსაც გააიგივებს თქვენს პროდუქტთან ან მომსახურებასთან.  ლოგო უნდა იწვევდეს პატივისცემას თქვენი კომპანიის მიმართ.
  • კლიენტის მეხსიერება და  აღქმა თქვენს კომპანიაზე დამოკიდებულია ლოგოს დიზაინზე. ლოგო არის ის, რის მიხედვითაც მომხმარებელი განგასხვავებთ კონკურენტებისგან. კომპანიის ლოგო ყოველთვის უნდა  ატარებდეს ინფორმაციას თქვენს ნიშაზე და პროდუქტზე რასაც ყიდით. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლოგო შეუმჩნეველი არ დარჩება თუ მას კარგი დიზაინი აქვს.
  • დიდი და პატარა კომპანიების ლოგოს შექმნისას წესები იცვლება, მაგრამ ძირითადი კონცეფცია იგივე რჩება. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდ კოპანიებს ბიუჯეტი მეტი აქვთ ვიდრე მცირე კომპანიებს. ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია ისიც, რომ არასდროს არ უნდა დაკარგოთ საკუთარი კომპანიის იდენტობა ლოგოს შექმნისას.
  • ლოგოს დიზაინის დაწყებას დაგეგმვის გარეშე ფატალურ შედეგამდე მივყავართ. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ მიზანი, უნდა ჩამოწერეთ იდეები, ამ დროს ავტომატურად გიჩნდებათ კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს ზედმიწევნით. ეს კი დაგანახებთ ნათელ სურათს და  დაგიცავთ სავალალო შეცდომებისგან.დიზაინერები ამ სავარჯიშოს „creative brief”-ს ან “brainstorming”–ს ეძახიან. არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდებთ ამას, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს  დიზაინის დაწყებამდე.

მოდით გავარკვიოთ, თქვენი ლოგოს დიზაინი აკმაყოფილებს თუ არა შემდეგ კითხვებს: იხილეთ სრულად

Google Drive – Keep everything, Share anything

თარიღი April 25, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on Google Drive – Keep everything, Share anything

ხელმისაწვდომია ყველგან

Google Drive ყველგან შენს გვერდითაა–ინტერნეტ სივრცეში, სახლში, ოფისში და მოგზაურობის დროსაც. ანუ სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ თქვენი ფაილები სულ ხელმისაწვდომია. მზადაა გამოყენებისთვის და “share”–სთვის.

Google Drive ხელმისაწვდომია

  • PC და Mac–ზე
  • iPhone და iPad–ზე (coming soon)
  • ანდროიდულ მოწყობილობებზე

იხილეთ სრულად

დიდი წითელი ღილაკი

თარიღი April 20, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on დიდი წითელი ღილაკი

სარეკლამო კომპანია: Duval Guillaume Modem

ბელგიაში  სატელევიზიო არხის TNT-ს გასაშვებად, გაკეთდა დიდი წითელი ღილაკი საშუალო ზომის ფლამანდიურ მოედანზე, წარწერით “Push to add drama”.

 

 

 

რა განსხვავებაა მენეჯერსა და ლიდერს შორის

თარიღი April 18, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა განსხვავებაა მენეჯერსა და ლიდერს შორის

სტატიის ავტორი: მაიკლ ვილკინსონი

ბევრი ღიზიანდება მენეჯერსა და ლიდერს შორის არსებული განსხვავებების გამო. რა თქმა უნდა ერთსაც და მეორესაც მნიშვნელოვანი ორგანიზაციული როლი გააჩნიათ კომპანიაში. გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი განსხვავება:

  • მენეჯერი ზედამხედველობს ხალხს, ლიდერი კი შთააგონებს
  • მენეჯერი წყვეტს პრობლემას, ლიდერი კი აღმოფხვრის
  • მენეჯერი პასუხობს კლიენტების მოთხოვნებს, ლიდერი წინასწარ განსჭვრეტს მათ
  • მენეჯერი ნერგავს ხედვას, ლიდერი კი აყალიბებს
  • მენეჯერი რეაქტიულია, ლიდერი პროაქტიულია
  • მენეჯერი აქცენტს აკეთებს აწმყოზე, ლიდერი მომავალზე
  • მენეჯერი აცნობს კორპორატიულ პოლიტიკას თანამშრომლებს, ლიდერი თანამშრომლებთან ერთად ქმნის პოლიტიკას.
  • მენეჯერი მოითხოვს ხალხისგან სამუშაოს სწორად შესრულებას, ლიდერი  კი ზრუნავს, რომ ხალხმა აკეთოს ღირებული საქმე. “not to do a job right but to do a right job”.

  იხილეთ სრულად

რომელ სოციალურ ქსელებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა და რატომ

თარიღი April 17, 2012
კატეგორია: ინფოგრაფიკები | Comments Off on რომელ სოციალურ ქსელებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა და რატომ

იხილეთ სრულად

PRexchange Infographic [March]

თარიღი April 2, 2012
კატეგორია: ინფოგრაფიკები, კომპანიის სიახლეები | Comments Off on PRexchange Infographic [March]

კომპანიები შეუდარებლად კარგი მარკეტინგით

თარიღი March 5, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on კომპანიები შეუდარებლად კარგი მარკეტინგით

მარკეტინგი სექსივითაა. ყველას ჰგონია, რომ ძალიან კარგად გამოსდის, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია, როგორც ყველაფერი ამქვეყნად.

და მაინც  რა არის კარგი მარკეტინგი? კარგი მარკეტინგია ის, რაც ძალიან კარგად ფუთავს კონკრეტულ პროდუქტს და შემდეგ „აიძულებს“  მომხმარებელს შეიძინოს სწორედ ეს პროდუქტი. კარგად დაგეგმილ მარკეტინგულ გეგმას შეუძლია თავისუფლად დაჩრდილოს კონკურენტები.

გთავაზობთ მსოფლიოში ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანიების ჩამონათვალს, რომელთაც გასაოცრად კარგი მარკეტინგის გუნდი ჰყავს. იხილეთ სრულად

6 საიდუმლო წარმატებული ბიზნესის წამოსაწყებად

თარიღი February 24, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 6 საიდუმლო წარმატებული ბიზნესის წამოსაწყებად

ყველა კომპანიას უჩნდება საქმიანობის დასაწყისში კითხვა: განვითარდება ეს ბიზნესი და მომიტანს ის შემოსავალს? ყველა ბიზნეს კომპანიას საქმიანობის დასაწყებად სჭირდება სოლიდური ბიზნეს გეგმა. უმნიშვნელოვანესია ასევე ხარისხიანი პროდუქტი და მაღალი დონის მომსახურება. თუმცა, უნდა  აღინიშნოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია თვითონ მეწარმის დამოკიდებულება საქმისადმი. შეიძლება იყოს 25 წლის მეწარმე ძალიან დიდი გამოცდილებით, რომლის კომპანიაც ბრწყინავს და ასევე არსებობდეს 45 წლის მეწარმე, რომლის ბიზნესის პროდუქტიულობა ზემოთხსენებულს ჩამოუვარდება. გთავაზობთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს, რაც თქვენს საქმიანობაშ აუცილებლად გამოგადგებათ. იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი