როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა

თარიღი September 16, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა

იმის მიუხედავად, ახალ ბიზნესს იწყებთ თუ არსებულის განვითარებას გეგმავთ, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ბიზნეს გეგმის, წარმატების მიღწევის გზის დასახვა. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არა ის, დაწეროთ თუ არა ბიზნეს გეგმა, არამედ როგორ შეადგინოთ ის ისე, რომ სასურველი მიმართულებით წაიყვანოთ საქმიანობა. ბიზნეს გეგმა წარმოადგენს პასუხს მთელ რიგ შეკითხვებზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია–რა არის ბიზნესის პროგრამა მაქსიმუმი, ანუ საით მიგყავთ საქმე? რას ელით სამი, ხუთი ან თუნდაც ათი წლის შემდეგ? რა შემოსავალი და მოგება გიფიქსირდებათ მოცემულ მომენტში? რამდენი ადამიანია დასაქმებული? გაქვთ თუ არა ფილიალები და ა.შ.

სწორედ ამ და სხვა არაერთ კითხვას უნდა პასუხობდეს ბიზნეს გეგმა, თუმცა შედარებით მოკლევადიან პერიოდში, ჩვეულებრივ ერთ წელზე გაანგარიშებით. ჩამოწერეთ ის მიზნებიც, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც ჩათვლით თავს წარმატებულად. გთავაზობთ საკითხებს, რომელთა განხილვაც გარდაუვალია ნებისმიერი ბიზნესის გეგმის შედგენისას: იხილეთ სრულად

მანამ, სანამ ანაზღაურების მომატებას მოითხოვთ

თარიღი September 11, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მანამ, სანამ ანაზღაურების მომატებას მოითხოვთ

მიუხედავად იმისა, საქმე რამდენიმე თვის კადრს ეხება თუ დიდი ხნის თანამშრომელს, ანაზღაურებაზე საუბრისას მთავარი კომუნიკაციის სწორი მეთოდის შერჩევაა.  Salary.com–ის გამოკითხვამ გამოავლინა, რომ დასაქმებულთა მხოლოდ 37% საუბრობს მენეჯმენტთან ამ თემასთან დაკავშირებით, 18% კი ყოველთვის თავს არიდებს მას. მართალია, კომუნიკაცია გარკვეულ უხერხულობას ბადებს, თუმცა მისგან თავის შორს დაჭერა გაცილებით ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ლინდა ბაბქოკის კვლევის თანახმად, ქალბატონების მხოლოდ 7%, მამაკაცების შემთხვევაში კი 57% საუბრობს დამსაქმებელთან ანაზღაურების დეტალებზე, რასაც შედეგად 7%–იანი ზრდა მოსდევს. მართალია, ეს არც ისე ბევრია, თუმცა იმდენივეთი ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანს რამდენიმე წლით მეტით მუშაობა მოუწევს პენსიაზე გასვლისას იდენტური დანაზოგი მოსაგროვებლად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, საქმე პირველ სამსახურს ეხება თუ მეხუთეს, გაბედეთ მენეჯმენტთან გასაუბრება. გთავაზობთ რჩევებს, რომელიც ამ დროს დაგეხმარებათ: იხილეთ სრულად

რჩევები დროის სწორად გადასანაწილებლად

თარიღი September 3, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რჩევები დროის სწორად გადასანაწილებლად

კარიერის დასაწყისში და არამარტო დროის სწორად გადანაწილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაშინაც კი, თუ გულდასმით მუშაობთ, უამრავ დროს შეიძლება გართმევდეთ რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება ან 1–წუთიანი დეტალები. ასაკის და გამოცდილების მატებასთან ერთად, დროის მართვის უნარები გამომუშავებადია. მანამდე კი გთავაზობთ იმ მნიშვნელოვან პუნქტებს, რომელიც დროის სწორად გადანაწილებაში დაგეხმარებათ.

იხილეთ სრულად

PRexchange – აგვისტოს შემაჯამებელი ანგარიში

თარიღი September 1, 2015
კატეგორია: ინფოგრაფიკები, კომპანიის სიახლეები | Comments Off on PRexchange – აგვისტოს შემაჯამებელი ანგარიში

რჩევები ახალგაზრდა ლიდერებს

თარიღი August 21, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რჩევები ახალგაზრდა ლიდერებს

ადამიანთა უმრავლესობა ნაკლებად მოიაზრება ხელმძღვანელის პოზიციაზე კარიერის დასაწყისშივე. ამის მიზეზი მათდამი ნდობის დაბალი დონე და გამოცდილების ნაკლებობაა, თუმცა სწორი მიდგომით, დაკვირვებითა და სწავლის სურვილით, ახალგაზრდა ლიდერსაც შეუძლია შესაფერისად გაუძღვეს გუნდს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დამწყები ლიდერებისთვის: იხილეთ სრულად

რა მნიშვნელობა აქვს სამსახურში მეგობრის ყოლას?!

თარიღი August 18, 2015
კატეგორია: ინფოგრაფიკები | Comments Off on რა მნიშვნელობა აქვს სამსახურში მეგობრის ყოლას?!

რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად დასაქმებულებს?

თარიღი August 12, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად დასაქმებულებს?

ნაკლებად გსიამოვნებთ სამსახურში მისვლა? ეს ხშირად ბუნებრივია, რადგან მრავალი ადამიანი მუშაობს ზეგანაკვეთურად ნაკლები ანაზღაურების და მომატებული სტრესის ფონზე. უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება საზოგადოების განვითარებასთან ერთად. ამასთან, ასაკოვანი ადამიანები გაცილებით პესიმისტურად არიან განწყობილი და დაუცველად გრძნობენ თავს. რეალურად მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ღირებულ კადრად მიაჩნდეს დამსაქმებელს.  ქვემოთ წარმოდგენილია 10 ყველაზე გავრცელებული ჩივილი დამსაქმებელთა მიმართ. იხილეთ სრულად

საუკეთესო ლიდერების ეფექტური კომუნიკაციის 9 საიდუმლო

თარიღი August 7, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on საუკეთესო ლიდერების ეფექტური კომუნიკაციის 9 საიდუმლო

კარგი კომუნიკაციის უნარის გარეშე წარმოუდგენელია წარმატებული ლიდერების საქმიანობა. მათი ყოველი გამოსვლა ემოციურ დონეზე უკავშირდება თითოეულ ადამიანს და იმაზე მეტის გაკეთებისკენ უბიძგებს, ვიდრე წარმოედგინათ. გთავაზობთ მათ მიერ გამოყენებულ 10 საიდუმლოს, რომელიც ხელს უწყობს მსმენელში მესიჯის ადეკვატურად აღქმას. გამოიყენეთ თქვენც და დააკვირდით საზოგადოების რეაქციას.

იხილეთ სრულად

PRexchange – ივლისის შემაჯამებელი ანგარიში

თარიღი August 3, 2015
კატეგორია: ინფოგრაფიკები, კომპანიის სიახლეები | Comments Off on PRexchange – ივლისის შემაჯამებელი ანგარიში

რა უფრო მნიშვნელოვანია, საბოლოო შედეგი თუ მიზნის მიღწევის ეტაპები?!

თარიღი July 22, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უფრო მნიშვნელოვანია, საბოლოო შედეგი თუ მიზნის მიღწევის ეტაპები?!

ცხოვრების ყველაზე დიდ სირთულეს არა მიზნის დასახვა, არამედ მისი შესრულების პროცესის სწორად დაგეგმვა წარმოადგენს. ყველას სურს ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევა, თუმცა ხშირად ნაკლებ ყურადღებას უთმობენ გასავლელი ეტაპების მკაფიოდ განსაზღვრას, რომელსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.

რა განსხვავებაა მიზნის მიღწევის პროცესსა და დასახულ მიზანს შორის?! იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი