როგორ გავზარდოთ ჩვენი ბიზნესის მომგებიანობა

Posted on January 31, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავზარდოთ ჩვენი ბიზნესის მომგებიანობა

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ბიზნესით ხართ დაკავებული, თქვენი მომხმარებლები თქვენი ყურადღებით ყოველთვის კმაყოფილნი იქნებიან. მარტივი სიტყვა „მადლობა“ შეუფასებელი გზაა თქვენი მომხმარებლისადმი დადებითი და მადლიერების გამომხატველი დამოკიდებულების გამოსახატავად. აჩვენეთ მომხმარებლებს, რომ თქვენთვის პრიორიტეტული არა მხოლოდ გაყიდვები და მოგებაა, არამედ მათი კმაყოფილება.

 

Read more

5 აუცილებელი წესი, რომელიც ყველა ბოსს უნდა ახსოვდეს

Posted on January 27, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 5 აუცილებელი წესი, რომელიც ყველა ბოსს უნდა ახსოვდეს

ყველას გვყოლია უფროსი,რომელიც არ გვყვარებია. ეს რასაკვირველია ცუდია, მაგრამ იმაზე ცუდი არაა, როცა ყოფილ ბოსებს ვემსგავსებით, სწორედ მათ, რომელიც არ მოგვწონდა. გსურთ არ მოგიწიოთ მსგავსი ფაქტის წინ დადგომამ? მაშინ ყოველ დილით სამუშაო დღის დაწყების წინ ამ წესებს დაუფიქრდით და გაიაზრეთ:

„მნიშვნელოვანი ვარ, მაგრამ არც თუ ისე ძალიან მნიშვნელოვანი“ – კვლევებმა აჩვენა, რომ ხელმძღვანელობის 10 პროცენტი ეწინააღდეგება კორპორატიულ მომგებიანობას. ზოგადად, ბიზნეს მფლობელს ყველაზე მეტი გავლენა აქვს საკუთარ თანამშრომლებზე, მაგრამ რაც უფრო იზრდება თანამშრომლების რაოდენობა, მით უფრო მცირდება უფროსის გავლენა. კარგი ლიდერობა არ  ნიშნავს ყველა პრობლემის გადაწყვეტას. გარკვეული ტიპის პრობლემები მოგვარდება ცუდი  ხელმძღვანელის პირობებშიც. Read more

როგორ ვმართოთ სახლიდან მომუშავე თანამშრომლები

Posted on January 16, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ვმართოთ სახლიდან მომუშავე თანამშრომლები

სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, თანამშრომლები რომლებიც სახლიდან მუშაობენ, უფრო კმაყოფილები არიან და ნაკლბი შანსია, რომ ისინი თქვენი კომპანიიდან სამუშაოდ სხვაგან წავიდნენ. თანაც ისინი ნაკლებს წუწუნებენ, ვიდრე ის მუშაკები, რომლებიც ოფისში მუშაობენ.

მაგრამ როგორ მუშაობენ ყოველდღიურად თქვენი „ვირტუალური“ თანამშრომლები? ქვემოთ ჩამოთვლილია 5 რჩევა მენეჯერებისთვის, ვისაც მსგავსი ტიპის თანამშრომლებთან აქვთ საქმე.

თუ დაიქირავეთ თანამშრომელი ვირტუალურ პოზიციაზე, ეს მშვენიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაიქირავოთ მუშაკი, რომელსაც ტრანსპორტის ხარჯებს არ დაუფარავთ.

Read more

მეწარმე თუ ლიდერი?

Posted on January 13, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on მეწარმე თუ ლიდერი?

მეწარმეებსა და ბიზნეს ლიდერებს თავიანთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ ბიზნეს სფეროში. სწორედ მეწარმეა გზის გამკვალავი, ხოლო ბიზნეს ლიდერი ამ გზას გზატკეცილად აქცევს. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ მეწარმეები ჩვენს ცხოვრებას და, ზოგადად მსოფლიოს, ცვლიან. გაიხსენეთ სტივ ჯობსი (Apple), ჰერბ კელეჰერი (Southwest Airlines), ბილ გეითსი (Microsoft), ჰენრი ფორდი (Ford Motor Co.) ამ ადამიანებმა მხოლოდ ჩვენი კი არა, მსოფლიო დონეზე შეიტანეს ადამიანების ცხოვრებაში ცვლილებები.

როგორ გაიგოთ, მეწარმე ხართ თუ ბიზნეს ლიდერი? ჯერ ვნახოთ რა დამახასიათებლები აქვს ერთსა და მეორეს. უპასუხეთ მომდევნო კითხვებს, თუმცა გახსოვდეთ, სწორი და არასწორი არ არსებობს. Read more

საუკეთესო ბოსის 5 ოქროს წესი

Posted on January 6, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on საუკეთესო ბოსის 5 ოქროს წესი

დიდი ბიზნესმენები ჭეშმარიტად „დიდი“ ბიზნესმენები ხდებიან საკუთარი ქმედებების საფუძველზე. ყოველგვარი განზრახვა ფუჭია. მთავარია სიტყვა, ხოლო შედეგი კი ყველაზე მნიშვნელოვანი.
გთავაზობთ 5 სასარგებლო რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ კომპანიაში ჯანსაღი გარემოს შექმნა-შენარჩუნებაში.

1. განავითარეთ თითოეული თანამშრომელი. თუკი თქვენი ერთადერთი მიზანია მხოლოდ  მიზნისკენ სწრაფვა და შედეგზე ხართ ორიენტირებული, ამასობაში განხორიცელების პროცესის თავისებურებანი უკანა ფლანგზე რჩება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კარგი თანამშრომლების გარეშე ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევთ, რაც არ უნდა დიადი იყოს იგი. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ თქვენი სამუშაო გუნდის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მიაღწვს იმაზე მეტს, რისი უნარიც მას გააჩნია. ამიტომაც, თქვენი ვალია შეუქმნათ მათ ისეთი პირობები, რომ მეტი გააკეთონ. ის თანამშრომლებიც კი, რომლებიც საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ, ამის გარეშე ვერ დაიხვეწებიან. როგორც კარგმა მენეჯრმა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ სამუშაო გუნდი ტრენინგებით და სხვადასხვა გადამამზადებელი აქტივობით, რასაც ისინი იმსახურებენ და უბრალოდ, სჭირდებათ. მუშაობის პროცესში ყველა თანამშრომელს მოუსმინეთ და ადევნეთ თვალყური მათ პიროვნულ და პროფესიულ ზრდას. ეს კომპონენტები საჭიროა როგორც ინდივიდისთვის, ასევე საერთო საქმისთვის, რასაც თქვენი ბიზნესი ჰქვია. ეს, რა თქმა უნდა ხანგრძლივი პროცესია, თუმცა – აუცილებელი. Read more

ყველაფერი Flashmob-ის შესახებ

Posted on January 3, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველაფერი Flashmob-ის შესახებ

ადამიანები დროთა განმავლობაში მუდმივად ეძებდნენ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებას. ოცდამეერთე საუკუნე კი ნოვაციების საუკუნეა, რომელიც ტექნიკის, მეცნიერების და ა.შ. განვითარების ხარჯზე ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს. ფლეშმობიც ერთ-ერთი უნიკალური გამოხატვის საშუალებაა.
ფლეშ მობი (flashmob) არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იკრიბება მოულოდნელად საჯარო ადგილას, რათა შეასრულოს უჩვეულო, არაორდინალური ქმედება, მინი თეატრალური დადგმა, სატირული ტიპის აქტივობა, რომელიც ორგანიზებულია რაიმეს პოპულარიზაციის მიზნით და ა.შ. ეს ყველაფერი მოკლე დროში ხდება და შემდეგ ადამიანების ეს ჯგუფი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდება ხალხის მასაში, როგორც გამოჩნდა.
დღევანდელ მსოფლიოში ფლეშმობის ჩატარება ძალიან პოპულარული გახდა. მას იყენებენ სხვადასხვა კომპანიები საკუთარი რეკლამისთვისაც. ერთ-ერთი კარგად ორგანიზებული მასობრივი ფლეშმობის საუკეთესო მაგალითია:

Read more

ყველა ბავშვს სულაც არ უხარია სანტას ნახვა

Posted on January 3, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველა ბავშვს სულაც არ უხარია სანტას ნახვა

საახალწლო განყობისთვის პატარების კურიოზული ფოტოალბომი სანტასთან ერთად   🙂

 

NCIB  კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს ! 🙂

Read more

Recently


Categories


Archives