Christmas Words

თარიღი December 30, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on Christmas Words

NCIB გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს 2012-ში 🙂

შეავსეთ ჩვენი Christmas Words-ი და ისიამოვნეთ წინასაახალწლო განწყობით!

 

PRexchange Infographic

თარიღი December 30, 2011
კატეგორია: ინფოგრაფიკები, კომპანიის სიახლეები | Comments Off on PRexchange Infographic

იხილეთ სრულად

NCIB გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს! :)

თარიღი December 21, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on NCIB გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს! :)

  • 1. ჩართეთ ვიდეო.
  • 2. დაელოდეთ, სანამ ბოლომდე ჩაიტვირთება.
  • 3. კლავიატურის გამოყენებით ააწყვეთ საახალწლო მელოდიები 🙂

 

Jingle Bells: 3 3 3   –  3 3 3  – 3 5 1 2     3 – – -4 4 4 4     4  3 3 3 3    3  2 2 3     2 – 5 –
Merry Christmas: 2–5 5 6 5 4–3 1 1 — 6 6 7 6 5 — 4 2 2 — 7 7 8 7  6 — 5 3 2 2 3  — 3 6 3  4
Silent Night: 5 6 5 3    5 6 5 3    9 9 7    8 8 5    6 6 8 7 6    5 6 5 3    6 6 8 7 6     5 6 5 3



იხილეთ სრულად

მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ვებ-გვერდების პირვანდელი სახე

თარიღი December 15, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ვებ-გვერდების პირვანდელი სახე

1. Google

კომპანიის დიზაინს მართალია ძირეული ცვლილებები არ განუცდია, მაგრამ შეიცვალა მისი უამრავი მომსახურება და შესაძლებლობა. Google-ი შექმნეს სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტურანტურის კურსდამთავრებულებმა სერგეი ბრინმა და ლარი ფეიჯმა. Google პირველად ქსელში გაეშვა 1998 წლის 4 სექტემბერს. ინტერფეისი ძალიან მარტივი და უბრალო იყო, რადგან დამფუძნებლებმა არ იცოდნენ HTML–ის არსებობის შესახებ.

იხილეთ სრულად

რატომ უნდა აირჩიოთ „თბილმიკროკრედიტი“

თარიღი December 12, 2011
კატეგორია: სარეკლამო სტატიები | Comments Off on რატომ უნდა აირჩიოთ „თბილმიკროკრედიტი“

შპს მისო „თბილმიკროკრედიტი“ შეიქმნა 2008 წლის ოქტომბერში. კომპანია ფინანსურ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესს, უზრუნველყოფს საფინანსო ინსტრუმენტებით საქმიან ადამიანებსა და ბიზნეს ერთეულებს.

კომპანია გასცემს სესხებს მსესხებელთა ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, თუმცა მეორადი გარანტიის სახით მოითხოვება უძრავი ქონების იპოთეკაც. „თბილმიკროკრედიტი“ მსესხებლებს სთავაზობს შემდეგ სასესხო პროდუქტებს:

  1. ექსპრეს-სესხი                                                           2%
  2. იპოთეკური სესხი                                                     2,5%
  3. სამომხმარებლო სესხი                                             2,5%
  4. საკრედიტო ხაზი                                                       3%
  5. ავტოლომბარდი                                                        4-4,5%
  6. ლომბარდი (ოქრო და ძვირფასი ქვები)                 3%

სესხების დამტკიცება ხდება უმოკლეს ვადებში, უმრავლეს შემთხვევაში სესხები გაიცემა მიმართვიდან მეორე ან მესამე დღეს, შესაძლებელია სხვაგან აღებული ძვირი სესხების ჩანაცვლება შედარებით იაფი კრედიტით.

გარდა ზემოაღნიშნული პროდუქტებისა, „თბილმიკროკრედიტი“ მოსახლეობას სთავაზობს ისეთ სერვისებს როგორიცაა ვალუტის გაცვლა, ფულადი გზავნილებით მომსახურება ქვეყნის შიგნით და საზღვარდარეთ, კომუნალური გადასახადების მიღება და სხვა.

კომპანიის საქმიანობის არანაკლებ საინტერესო სფეროს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დროებით თავისუფალი სახსრების მოზიდვა. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები ერთერთი ყველაზე მიმზიდველია ანალოგიურ სერვისებს შორის. „თბილმიკროკრედიტი“ იზიდავს ფინანსურ რესურსებს წლიური 18 %-იანი სარგებლით. სესხებზე პროცენტის დარიცხვა ხორციელდება ყოველთვიურად, რაც ფინანსური რესურსების მფლობელებს დამატებით სტიმულს უქმნით საქმიანობის ამ სფეროში თანამშრომლობისათვის.

 

მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 157

ტელ.: 2951552, 571 530253

www.tbmc.ge

10 მსოფლიო კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად შთააგონებს მომხმარებლებს

თარიღი December 9, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 მსოფლიო კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად შთააგონებს მომხმარებლებს

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, 1533 გამოკითხული ამერიკელი მომხმარებლისგან შეირჩა კომპანიების სია, რომლებსაც ყველაზე სასურველად და შთამაგონებლად მიიჩნევენ ა.შ.შ.–ს მოქალაქეები. კომპანიების შესახებ მომხმარებლებს კითხვაზე პასუხი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაეცათ: რამდენად ასრულებს კომპანია დანაპირებს, ცდილობს თუ არა პირველობას ბაზარზე, არის თუ არა ინოვაციებზე ორიენტირებული და ცდილობს თუ არა მსოფლიო მასშტაბით დაიმკვიდროს საელი და ა.შ.

გთავაზობთ რჩეული კომპანიების ათეულს:

No.1  Apple

2010 წელს კომპანია Apple მე-3 ადგილს იკავებდა

 

იხილეთ სრულად

როგორ არ უნდა მოიქცეთ კორპორატიულ წვეულებაზე

თარიღი December 8, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ არ უნდა მოიქცეთ კორპორატიულ წვეულებაზე

ნუ დაიგივიანებთ

სანამ წვეულება დაიწყება, საუკეთესო შანსი გეძლევათ,  მეგობრული საუბარი წარმართოთ აღმასრულებელ ხელმძღანელობასთან.  ეს დაგეხმარებათ მათი კეთილგანწყობის მოპოვებაში. იხილეთ სრულად

როგორ უნდა მოიქცეს ახალი თანამშრომელი, რომ არ მოგიხდეთ მისი სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი November 21, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ უნდა მოიქცეს ახალი თანამშრომელი, რომ არ მოგიხდეთ მისი სამსახურიდან გათავისუფლება

ყველა მცირე ბიზნესის მფლობელი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ახალი კადრის აყვანასთან დაკავშირებით, ხშირად შეცდომას უშვებს. რაც არ უნდა მკაცრი იყოთ გასაუბრებისას, ნუ იფიქრებთ, რომ რაც ნახეთ რესპონდენტის სახით, იმავეს მიიღებთ მისი მუშაობის დროს.

მუშაობის დასაწყისში ძალიან ძნელია მიხვდეთ, რამდენად გაამართლებს თქვენს მოლოდინს ახალი თანამშრომელი. ენთუზიაზმი, დადებითი დამოკიდებულება… ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც შეიძლება ახალი თანამშრომელი გთავაზობდეთ.

როგორც წესი, მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები თავს იჩენს ხოლმე სამუშაოს დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს პროცესი შეიძლება აისბერგის პრინციპსაც შევადაროთ.  იხილეთ სრულად

ყველაზე ცუდი მიზეზი იმისთვის, რომ სახლიდან არ იმუშაოთ

თარიღი October 18, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველაზე ცუდი მიზეზი იმისთვის, რომ სახლიდან არ იმუშაოთ

რატომ უნდათ ადამიანებს სახლიდან მუშაობა? მიზეზი ბევრია… დაუსვით თავს კითხვა: რატომ გინდათ ეს?

 

–        მექნებოდა მეტი დრო და გარემო სამუშაოდ, სადაც დროს უსარგებლოდ  არ დავკარგავდი;

–        მშვიდ გარემოში უფრო პროდუქტიულად ვმუშაობ და მუშაობის პროცესს არ მაწყვეტინებენ;

–        არაფერია ჩემს სამუშაოში ისეთი, რომ ოფისში ვიჯდე. რატომ არ შეიძლება ვიმუშაო იქ, სადაც თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობ?

–        სახლიდან მუშაობა დამეხმარება  არ მოვწყდე დედობას და მეტი დრო მქონდეს შვილთან ურთიერთობისთვის… მას ხომ სხვა უვლის იმ საათებში, როცა მე ვმუშაობ;

–        ფულს დავზოგავდი, ბევრ ფულს, რომელიც ყოველდღე ძიძას უნდა ვუხადო!

რეალობა კი სხვაგვარია… ვერასდროს იმუშავებთ ეფექტურად და პროდუქტიულად, თუ მთელი ყურადღება  შვილზე გექნებათ  გადატანილი.

თანაც, დარწმუნებული იყავით, რომ არც თქვენს ბოსს მოეწონება, თუ გაიგებს,  რომ ბავშვის მოვლასა და სამუშაოს, რომლის შესრულებასაც სახლში აპირებთ, ერთსადაიმავე დროს უთმობთ. ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა სამსახურის მიმართ. იხილეთ სრულად

ათი შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ გასაუბრების დროს

თარიღი October 17, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ათი შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ გასაუბრების დროს

გასაუბრების დროს პოტენციური მენეჯერის საკუთარი მჭერმეტყველობით მოხიბვლა ყველაზე ნაკლებად უნდა გადარდებდეთ. არის რამდენიმე შეცდომა, რომლის დაშვებამაც ძნელ შეკითხვაზე არანაკლები პრობლემა შეიძლება შეგიქმნათ.

გთავაზობთ კადრების მენეჯერების გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი გასაუბრების დროს  დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომების ჩამონათვალს. არ გაიმეოროთ, თუკი გსურთ, რომ გასაუბრების მეორე ეტაპზეც მიგიწვიონ.

1) არ დაიგვიანოთ. თუ იგვიანებთ, აუცილებლად დარეკეთ.

ყველანი ადამიანები ვართ: ხშირად ხდება თვითმფრინავის რეისების გადადება, საგზაო მოძრაობა ხშირად გადატვირთულია… ინტერვიუერებს ეს ყველაფერი ესმით. რაც უფრო მალე დარეკავთ და შეატყობინებთ თქვენი დაგვიანების შესახებ, სამსახურის დაწყების მეტი შანსი გაქვთ. საუკეთესო შემთხვევაში ათი წუთით ადრე უნდა მიხვიდეთ. იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი