საკონსერვო კომპანიები პროდუქციას აძვირებენ

Posted on September 20, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on საკონსერვო კომპანიები პროდუქციას აძვირებენ

ქართული საკონსერვო ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშე “ბაზი” პროდუქციის გაძვირებას გეგმავს. როგორც რადიო “კომერსანტს” “ბაზში” განუცხადეს, ნედლეულის მკვეთრი გაძვირების გამო პროდუქციაზე ფასის მატება მოუწევთ. მათი განმარტებით, წინასწარი დათვლებით პროდუქციის გაძვირება მინიმუმ 20 პროცენტით მოუხდებათ.

Read more

რუსეთი ქართულ პატენტებს არ აღიარებს

Posted on September 20, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on რუსეთი ქართულ პატენტებს არ აღიარებს

რუსეთი არ აპირებს აღიაროს საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა და სხვა პროდუქციის დაცვას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, “საქპატენტმა” 18 დასახელების ღვინო და 19 ქართული კერძი დაარეგისტრირა, მათ შორის – სულუგუნი, გუდის ყველი, ქართული “ჭაჭა” და ჩურჩხელა.

Read more

Siemens-მა ატომური ინდუსტრიიდან გასვლის შესახებ განაცხადა

Posted on September 19, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Siemens-მა ატომური ინდუსტრიიდან გასვლის შესახებ განაცხადა

Spiegel


გერმანულმა კონცერნმა Siemens-მა ატომური ინდუსტრიიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის მხარდასაჭერად მიიღო, რომელიც ქვეყნის მიერ ატომურ ენერგიის გამოყენებაზე უარის თქმას გულისხმობს. „ეს თავი ჩვენთვის დასრულდა,“ – განაცხადა კონცერნის ხელმძღვანელმა პეტერ ლოშერმა.

Read more

Volkswagen-ს მსოფლიო ავტოწარმოების ლიდერობის ამბიცია გაუჩნდა

Posted on September 19, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Volkswagen-ს მსოფლიო ავტოწარმოების ლიდერობის ამბიცია გაუჩნდა

თითქმის 62,5 მილიარდი ევრო – ასეთი გიგანტური თანხის ჩადებას აპირებს გერმანული Volkswagen-ი საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. ნომერ პირველმა ევროპულმა ავტომწარმოებელმა  ამბიციური მიზანი დაისახა: ახალი მოდელების წყალობით მსოფლიო ლიდერი გახდეს. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა VW-ს არასასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს. კონცერნის ხელმძღვანელის მარტინ ვინტერკორნის განცხადებით, კომპანია 2016 წლამდე 62,4 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს, რათა „ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით მსოფლიოში საუკეთესო ავტომწარმოებელი გახდეს.“

Read more

ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველებისთვის კვირეული გაიმართება

Posted on September 19, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველებისთვის კვირეული გაიმართება

საქართველოში პირველად ტურიზმის კარიერის კვირეული გაიმართება. ორშაბათს კვირეულს ეკონომიკის მინისტრი და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გახსნიან. კვირეულში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს საშუალო განათლებით. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სემინარები CV–ს მომზადების, სამოტივაციო წერილის შედგენის და ინტერვიუს გავლის შესახებ.

24 სექტემბერს კი ჩატარდება “კარიერის დღე”, სადაც დასაქმების მსურველებს შეეძლებათ პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს ტურიზმის სფეროდან.

წყარო: www.commersant.ge

Read more

კომპანიებს კონკურენციის პირობების დარღვევისთვის მოგების 10%-მდე დააჯარიმებენ

Posted on September 19, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on კომპანიებს კონკურენციის პირობების დარღვევისთვის მოგების 10%-მდე დააჯარიმებენ

რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5

კერძო სექტორს კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევისათვის დააჯარიმებენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დეტალია კონკურენციის შესახებ კანონ-პროექტში. შეგახსენებთ: კონკურენციის სააგენტოს სახით ქვეყანაში ახალი ძლიერი მაკონტროლებელი იქმნება.  პროექტის თანახმად, კომპანიებს შეთანხმებული ფასების დაწესება აეკრძალებათ.

Read more

აჭარის რესტორნებსა და სასტუმროებში ფასების შემცირებაზე სახელმწიფო უწყებები იზრუნებენ

Posted on September 19, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on აჭარის რესტორნებსა და სასტუმროებში ფასების შემცირებაზე სახელმწიფო უწყებები იზრუნებენ

ვაჟა დიასამიძე: ხავერდოვან სეზონზე ტურისტებს დაბალი  ფასებით მივიზიდავთ


აჭარის სასტუმროები და რესტორნები ერთიან საფასო პოლიტიკაში ერთვებიან, რის შედეგადაც „ხავერდოვან სეზონზე“ ფასებს 20–25%–ით შეამცირებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაჟა დიასამიძის თქმით, ბათუმის მერიასთან ერთად მომსახურების ობიექტებში უკვე დაიწყო საკოორდინაციო სამუშაოები, რომელთა მიზანი ფასების დაკლებაა.„ცხადია, რესტორნებსა და სასტუმროებს ვერ ვაიძულებთ, ფასები დააკლონ, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ბათუმის ყველა რესტორანი და სასტუმრო თანახმაა ტარიფები შეამციროს. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ეს მათი

Read more

Facebook-ი ”დროისმჭამელთა” ქსელში ლიდერობს

Posted on September 16, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Facebook-ი ”დროისმჭამელთა” ქსელში ლიდერობს

სხვადასხვა სოციალურ საიტსა და ბლოგოჰიტს შორის სოციალურმა ქსელმა Facebook-მა მასში გატარებული დროის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა. Nielsen-ის ამ კვირას გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2011 წლის მაისში ამერიკელებმა Facebook-ისთვის 53 მილიარდი წუთი დახარჯეს.

წამყვან სოციალურ ქსელს მოსდევს პლატფორმა-ბლოგების საძიებლად Blogger-ი, რომელიც Google-ს ეკუთვნის. მასში ამერიკელებმა “მხოლოდ”723 მილიონი წუთი გაატარეს. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს მიკრობლოგების მომსახურეობის სერვისებმა Tumblr-მა, Twitter-მა და სოციალურმა ქსელმა LinkedIn-მა (საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად).

“სოციალური მედია არა მარტო მომხმარებელს აკავშირებს ერთმანეთს, არამედ ყველა ადგილს, რომელსაც ეწვევიან, უყურებენ და ყიდულობენ”, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ Nielsen -ის ექსპერტები მას შემდეგ, რაც გამოკითხეს აშშ-ის მცხოვრები 1865 მოზრდილი ადამიანი.

Read more

PRexchange Infographic

Posted on September 16, 2011
Filed Under ინფოგრაფიკები, კომპანიის სიახლეები | Comments Off on PRexchange Infographic


Read more

ხელფასით მილიარდერი

Posted on September 15, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ხელფასით მილიარდერი

“მაიკროსოფტის” გენერალურ დირექტორ სტივ ბალმერს აღმოსავლეთევროპული ფესვები და ამერიკული მიზანდასახულობა აქვს. მას მსოფლიოში ყველაზე შრომისმოყვარე მილიარდერი შეარქვეს და ჭეშმარიტად ერთადერთია, ვინც ნამდვილად დაიმსახურა ეს სახელი.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ნუსხაში “მაიკროსოფტის” გენერალური დირექტორის, სტივ ბალმერის ფიგურა გამორჩეულია: ის პირველი და ერთადერთია მსოფლიოს მილიარდერთა კლუბიდან, ვინც უზარმაზარი ქონება, არც მეტი, არც ნაკლები, იმ ხელფასით დააგროვა, რომელსაც კერძო კომპანიაში დაქირავებულ მენეჯერად მუშაობისთვის უხდიდნენ; მით უფრო, რომ ის არც ამ კომპანიის დამფუძნებელი ყოფილა და არც დამფუძნებლის ნათესავი.

ყველაფერი 1980-იანი წლებიდან დაიწყო. სწორედ მაშინ მიხვდა ბილ გეიტსი, რომ მის სწრაფმზარდ ბიზნესს პროფესიონალი ბიზნესმენეჯერი სჭირდებოდა და ყოფილ მეზობელს ჰარვარდის საერთო საცხოვრებლიდან წინადადება შესთავაზა. “მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა 24 წლის ბალმერი წლიურ 50-ათას დოლარსა და აქციების 7%-ზე დაიყოლია. ბალმერმა სტენფორდის ბიზნესსკოლა უყოყმანოდ მიატოვა.

იმხანად კომპანიაში სულ რაღაც 23 თანამშრომელი იყო, გაყიდვის წლიური მოცულობა კი $12,5 მლნ-ს არ აღემატებოდა. ახალბედა მენეჯერის პირველი ნაბიჯი იყო კომპანიის ხანგრძლივი სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შტატების გაორმაგება. ასე დაიბადა ერთ-ერთი უშესანიშნავესი პარტნიორობა თანამედროვე ბიზნესის ისტორიაში: გეიტსის ტექნოლოგიური გაქანებები, პლუს ბალმერის ბიზნესსტრატეგია და ფინანსური პოლიტიკაა.

Read more

« go backkeep looking »

Recently


Categories


Archives