Apple, შესაძლოა, სმარტფონების წარმოების ლიდერი გახდეს

Posted on September 15, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Apple, შესაძლოა, სმარტფონების წარმოების ლიდერი გახდეს

წლის ბოლომდე, შესაძლოა, Apple-მა “ჭკვიანი ტელეფონების” წარმოებაში Nokia-ს გადაასწროს, ამის შესახებ ინფორმაციას ტაილანდური ინტერნეტ-რესურსი Digitimes Research-ი ავრცელებს.

სმარტფონების მწარმოებელი ათი კომპანიიდან წელს მხოლოდ Nokia-მ შეამცირა სმარტფონების წარმოება.

Digitimes-ის ინფორმაციით, 2011 წელს მსხვილმა მწარმოებლებმა 460 მლნ. “ჭკვიანი ტელეფონი” აწარმოეს, რაც გასულ წელთან შედარებით 60 %-ითაა გაზრდილი

Read more

რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 42.4%-ით გაიზარდა

Posted on September 15, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 42.4%-ით გაიზარდა

2011 წლის აგვისტოში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 42.4%-ით გაიზარდა და 4 587 ერთეული შეადგინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან 98.1% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 1.9% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი). სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.048 დონეზე დაფიქსირდა.

2011 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 8.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 21.6%-ით შემცირდა.

Read more

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომავალი წლის სეზონისთვის სამზადისს იწყებს

Posted on September 15, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომავალი წლის სეზონისთვის სამზადისს იწყებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მომავალი წლის სეზონისთვის სამზადისს იწყებს. დეპარტამენტს მთავრობისთვის კონკრეტული გეგმის წარმოდგენა კი 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე დაევალა.

ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის წევრებსა და ბათუმის მერ რობერტ ჩხაიძესთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტში გასული სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაციას დაესწრო.

Read more

“ბორჯომთან” ერთად რუსულ ბაზარზე, შესაძლოა, “ნაბეღლავიც” დაბრუნდეს

Posted on September 15, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on “ბორჯომთან” ერთად რუსულ ბაზარზე, შესაძლოა, “ნაბეღლავიც” დაბრუნდეს

“ბორჯომთან” ერთად რუსულ ბაზარზე შესაძლოა, “ნაბეღლავიც” დაბრუნდეს.

პირWელის ცნობით, როგორც “Известия” წერს, “როსპატენტმა” მინერაული წყლის მწარმოებელი ქართული კომპანია “Healthy Water”-ისგან სავაჭრო ნიშან “ნაბეღლავის” რეგისტრაციის შესახებ განცხადება მიიღო.

მისივე ცნობით, კომპანია იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ხელსაყრელი შედეგი იქნება მიღწეული.

“თუ ეს საკითხი დარეგულირდება, მაშინ ჩვენს რუსეთში დაბრუნებას ხელს არაფერი შეუშლის. ჩვენ ვმუშაობდით ამ ბაზარზე და რუსეთში ჩვენი პროდუქცია ცნობილია, ამდენად ჩვენთვის დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს”, – განაცხადა კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა ლევან ჩიქოვანმა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, “ბორჯომის” მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც “როსპოტრებნადზორს” უკვე აქტიურად ეკონტაქტებიან და თავისთან მის ექსპერტებს ელიან, “Healthy Water”-ს აღნიშნული უწყებისთვის ჯერ-ჯერობით არ მიუმართავს.

Read more

ინვესტიციები: რატომ ვიყიდოთ ოქრო?

Posted on September 15, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on ინვესტიციები: რატომ ვიყიდოთ ოქრო?

ლარის მიმართებაში დოლარის და ევროს კურსი იცვლება. ამას მოსახლეობის ბიუჯეტზე დიდი ზეგავლენა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობას დეპოზიტები დოლარში ან ევროში აქვთ შენახული.

2010 წლიდან მოყოლებული, ევროს და დოლარის კურსები მუდმივად იცვლება. აქედან გამომდინარე, ქართული ანგარიშების მფლობელები სარისკო მდგომარეობაში არიან. მათ დაბეჯითებით არ იციან რომელი ვალუტა არის ყველაზე საიმედო, რომელი არის ფულის შესანახად ყველაზე ხელსაყრელი და რომლის ღირებულება არ შემცირდება.

Read more

საქართველოში ელექტრონული წიგნების გამოშვება იწყება

Posted on September 15, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on საქართველოში ელექტრონული წიგნების გამოშვება იწყება

გამომცემლობა „სანდროს წიგნები” პირველად საქართველში, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ქართული ელექტრონული წიგნების გამოშვებას იწყებს – იუწყება რადიო კომერსანტი Navigator.ge-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ელექტრონული წიგნების გამოშვებით წელიწადზე მეტია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც“ არის დაინტერესებული, თუმცა ისინი პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუ როდის გამოჩნდება ინტერნეტში მათი პირველი წიგნი. მსოფლიოს მასშტაბით e-book-ებზე მოთხოვნა რეკორდულ ციფრებს უტოლდება.

Read more

ნოემბრიდან საქართველოში „ადიდასის“ პროდუქცია შეიკერება

Posted on September 15, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on ნოემბრიდან საქართველოში „ადიდასის“ პროდუქცია შეიკერება

რადიო კომერსანტის ცნობით, საქართველოში „ადიდასის“ პროდუქცია ნოემბრიდან შეიკერება.

ამის შესახებ commersant.ge-ს საფეიქრო საწარმო  „აჭარა ტექსტილში” განუცხადეს. მათი თქმით,  კომპანიამ „ადიდასის“ შეკვეთების შესასრულებლად ახალი საწარმო ააშენა, თუმცა დირექტორატის გადაწყვეტილებით, ნოემბრამდე ამ საწარმოში „პუმას“ პროდუქცია შეიკერება.

ცნობისთვის: აჭარა ტექ სტილი ”  „პუმას” შემდეგ კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის „ადიდასის” კონტრაქტორიც გახდა. „ადიდასის” ბათუმურ საწარმოში მსოფლიო ს სხვადასხვა ქვეყნებისთვის შეიკერება პროდუქცია. საწარმოში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 500 ათასიდან მილიონ დოლარამდე მერყეობს. „აჭარა ტექსტილს” კიდევ ერთი ფაბრიკა ქობულეთში აქვს, სადაც „პუმას” შეკვეთებს ასრულებს.

Read more

რაში გვეხმარება ინფოგრაფიკები

Posted on September 1, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რაში გვეხმარება ინფოგრაფიკები

დღესდღეობით ინფოგრაფიკა ახალი ხილია მედიასა და ინტერნეტსივრცეში, მაგრამ ამ ფერადი აღნიშვნებისა და ილუსტრაციების პოპულარობა თანდათან იმატებს, რადგანაც ის ნამდვილად ამართლებს ბიზნესის სფეროში და არასდროს რჩება ყურადღების მიღმა.

სწრაფი ვებ ძიების ფუნქცია მომავალში გაზრდის ინფოგრაფიკის მრავალფეროვნებას ნებისმიერ საკითხში. როგორც ვიზუალური საკომუნიკაციო სქემა, ინფოგრაფიკები საჭირო ხდება სტატისტიკური მონაცემებისა და რთული სქემების ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ არავინ იცის სად მთავრდება მათი მნიშვნელობა. ფაქტობრივად, ინფოგრაფიკებს შეუძლია ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადმოცემა ფოტოს სახით გაცილებით უკეთესად და ზუსტად, ვიდრე ყველაზე გამართულ ტექსტსაც კი.

ინფოგრაფიკებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმატის სახეც. განლაგება, მიმართულება და სტილი დამოკიდებულია დიზაინერის კრეატიულობაზე. მომავალში თანდათან დაიხვეწება მოძრავი ინფოგრაფიკაც (მოძრავი ინფოგრაფიკა მოძრავი ელემენტებით, რაც აუდიტორიის მეტ ჩართულობას იწვევს).

ზოგისთვის შესაძლოა დამაბნეველი იყოს ინფოგრაფიკების შექმნის პროცესი, მაგრამ საქმე გაცილებით მარტივია: შექმენით რაიმე მიმზიდველი და შესაფერისი, რაც თქვენს აუდიტორიასთან დაგაკავშირებთ და გაცილებით მარტივად მიაწვდით ინფორმაციას. სწორედ კომუნიკაციის სტილი და სიმარტივე მეტყველებს ორგანიზაციის ან ბრენდის ხარისხზე.

აი, რით უნდა იწყებოდეს ყველა ინფოგრაფიკა – კომუნიკაციით. ყოველ დღე ჩვენ ვიყენებთ კომუნიკაციის საკმაოდ ბევრ მეთოდს, რათა სრულვყოთ ჩვენი გეგმები, გავიუმჯობესოთ ცოდნა და სხვებს გავუზიაროთ იდეები. ამრიგად, ყველა ინფოგრაფიკიკის მესიჯი უნდა იყოს ნათელი და სწორად მორგებული კონკრეტულ მიზანზე.

Read more

« go back

Recently


Categories


Archives