ყველაზე ცუდი მიზეზი იმისთვის, რომ სახლიდან არ იმუშაოთ

Posted on October 18, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველაზე ცუდი მიზეზი იმისთვის, რომ სახლიდან არ იმუშაოთ

რატომ უნდათ ადამიანებს სახლიდან მუშაობა? მიზეზი ბევრია… დაუსვით თავს კითხვა: რატომ გინდათ ეს?

 

–        მექნებოდა მეტი დრო და გარემო სამუშაოდ, სადაც დროს უსარგებლოდ  არ დავკარგავდი;

–        მშვიდ გარემოში უფრო პროდუქტიულად ვმუშაობ და მუშაობის პროცესს არ მაწყვეტინებენ;

–        არაფერია ჩემს სამუშაოში ისეთი, რომ ოფისში ვიჯდე. რატომ არ შეიძლება ვიმუშაო იქ, სადაც თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობ?

–        სახლიდან მუშაობა დამეხმარება  არ მოვწყდე დედობას და მეტი დრო მქონდეს შვილთან ურთიერთობისთვის… მას ხომ სხვა უვლის იმ საათებში, როცა მე ვმუშაობ;

–        ფულს დავზოგავდი, ბევრ ფულს, რომელიც ყოველდღე ძიძას უნდა ვუხადო!

რეალობა კი სხვაგვარია… ვერასდროს იმუშავებთ ეფექტურად და პროდუქტიულად, თუ მთელი ყურადღება  შვილზე გექნებათ  გადატანილი.

თანაც, დარწმუნებული იყავით, რომ არც თქვენს ბოსს მოეწონება, თუ გაიგებს,  რომ ბავშვის მოვლასა და სამუშაოს, რომლის შესრულებასაც სახლში აპირებთ, ერთსადაიმავე დროს უთმობთ. ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა სამსახურის მიმართ. Read more

ათი შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ გასაუბრების დროს

Posted on October 17, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ათი შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ გასაუბრების დროს

გასაუბრების დროს პოტენციური მენეჯერის საკუთარი მჭერმეტყველობით მოხიბვლა ყველაზე ნაკლებად უნდა გადარდებდეთ. არის რამდენიმე შეცდომა, რომლის დაშვებამაც ძნელ შეკითხვაზე არანაკლები პრობლემა შეიძლება შეგიქმნათ.

გთავაზობთ კადრების მენეჯერების გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი გასაუბრების დროს  დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომების ჩამონათვალს. არ გაიმეოროთ, თუკი გსურთ, რომ გასაუბრების მეორე ეტაპზეც მიგიწვიონ.

1) არ დაიგვიანოთ. თუ იგვიანებთ, აუცილებლად დარეკეთ.

ყველანი ადამიანები ვართ: ხშირად ხდება თვითმფრინავის რეისების გადადება, საგზაო მოძრაობა ხშირად გადატვირთულია… ინტერვიუერებს ეს ყველაფერი ესმით. რაც უფრო მალე დარეკავთ და შეატყობინებთ თქვენი დაგვიანების შესახებ, სამსახურის დაწყების მეტი შანსი გაქვთ. საუკეთესო შემთხვევაში ათი წუთით ადრე უნდა მიხვიდეთ. Read more

HR მენეჯმენტის შეცდომები

Posted on October 17, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on HR მენეჯმენტის შეცდომები

ჩვენ ალბათ, ყველას გვსმენია ადამიანური რესურსების  მართვის  შესახებ. ისიც კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და ერთიანი გუნდი კომპანიისთვის.  ამ საკითხზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად მრავალი კვლევაა ჩატარებული. სტატიაში თავმოყრილია HR მენეჯერების მიერ დაშვებული შეცდომებიდან  ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი.

1. დაფასების დავიწყება: ალბათ უკვე ბევრი გაქვთ წაკითხული თანამშრომლების მოტივაციაზე, მაგრამ იმავდროულად არ უნდა დაივიწყოთ მათი ყოველდღიური მუშაობის დაფასება. ზოგჯერ რაღაცები, რაც ერთი შეხედვით ტრივიალურად გეჩვენებათ,  კომპანიის გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ განსხვავებას ქმნის. –  HR აღმასრულებელი დირექტორი,  BPO

2. განუსაზღვრელი ამოცანები: ისწავლეთ ამოცანების ზუსტად და მარტივად განსაზღვრა. შეეცადეთ რაც შეიძლება ნათლად ახსნათ დავალება. უმეტეს შემთხვევაში, ამოცანა რჩება შეუსრულებელი არა იმიტომ, რომ თანამშრომელი არასაკმარისი ძალისხმევით ეკიდება საქმეს, არამედ იმიტომ,  რომ მან ვერ გაიგო, რა უნდა გაეკეთებინა. – გრაფიკული დიზაინერი, Ecommerce

ცნობილი ინდოელი კრეატიული  დირექტორი ამას შემდეგნაირად განმარტავს: ”თუ წერილის 3–ჯერ გადაკითხვის შემდეგაც ვერ გავიგე რა უნდოდათ ეთქვათ წერილში, ეს წერილიც უაზრობაა და შესამაბისად, შესრულებული დავალებაც დიდი უაზრობა იქნება”. Read more

მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა

Posted on October 17, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა

კარგი კადრები კონკურენტ კომპანიებში მიდიან მაშინ, როცა მათ კომპანიაში არასასიამოვნო გარემოა.  ამიტომ აუცილებელია, თავი ავარიდოთ შეცდომებს, რომლებიც კადრების დაკარგვას იწვევს. ჟურნალმა „Computerwoche“ მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა გამოაქვეყნა.

შეცდომა 1: საკუთარი იდეების აკრძალვა

მენეჯერები ხშირად ფიქრობენ, რომ  მათი გადაწყვეტილება ყოველთვის სწორია. ამ დროს ისინი ვერ ხვდებიან და არ ითვალისწინებენ იმას, რომ კადრებსაც ბევრი კრეატიული იდეა აქვთ. მენეჯერების ასეთი ქმედება არამარტო თანამშრომლების იდეებს ბლოკავს, არამედ ზეგავლენას ახდენს კომპანიის გარემოსა და პოტენციალზე.  როდესაც კარგ კადრს არ ეძლევა საშუალება  იფიქროს მუშაობისას, ის აუცილებლად მოძებნის სხვა სამუშაოს.

კადრის კრეატულობას ხელი უნდა შეუწყოს ნებისმიერმა კომპანიამ და მისცეს მას თავისი შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალება. ასე იქცევა უმსხვილესი კომპანია Google: იქ მომუშავე ინჟინრები სამუშაო დროის 20%-ს  საკუთარი იდეების განვითარებაზე ხარჯავენ. Read more

7 მომაკვდინებელი სიტყვა, რომელთა ამოღება თქვენი ლექსიკონიდან ცხოვრებას უკეთესს გახდის

Posted on October 11, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 7 მომაკვდინებელი სიტყვა, რომელთა ამოღება თქვენი ლექსიკონიდან ცხოვრებას უკეთესს გახდის

 


უკეთესი ცხოვრების შექმნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება მცირე ძალისხმევის შედეგადაც შესაძლებელია, თუმცა თუ გინდათ მეტი შემოსავალი, თუ გსურთ იყოთ უფრო ჯანმრთელი, მოიპოვოთ წინსვლა კარიერაში, გქონდეთ უკეთესი ურთიერთობები და ა.შ. – უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ამ ყველაფრის მიღწევაში კი ქვემოთჩამოთვლილი სიტყვების ლექსიკონიდან ამოღება  ძალიან დაგეხმარებათ:

1. როცა... ეს ისეთი სიტყვაა, რომელიც ზემოთჩამოთვლილი მიზნების მიღწევაში აუცილებლად ხელს შეგიშლით. გეცნობათ მსგავსი ტიპის  ფრაზა?

„როცა 5 კილოგრამს დავიკლებ, მერე წავალ პაემანზე“ და ა.შ…

ძირითადად „როცა“ იმდენად დიდხანს გრძელდება და გვაშორებს მიზანს, რომ ხშირად გვავიწყდება კიდეც ჩვენი სურვილები. ამიტომ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „იქნება თუ არა ჩემი ქმედება არასამართლებრივი, არაეთიკური ან ამორალური?“ თუ პასუხია­  „არა“, მაშინ არ დაელოდოთ „როცას“.

2. ოდესმე… რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ სამომავლო გეგმები გქონდეთ… მაგრამ თუკი შენიშნეთ, რომ დღევანდელი დღის განრიგი ცარიელია, აუცილებლად გადმოიტანეთ რომელიმე სამომავლო გეგმა დღეისთვის და გააკეთეთ რამე საინტერესო. „ოდესმე“ ძალიან მაცდური სიტყვაა და ხშირად შეცდომაში შევყავართ, ამიტომაა რომ ჩვენი სურვილები თვეობით და ზოგჯერ წლობითაც განუხორციელებელი გვრჩება.

Read more

Pixar-ის დნმ

Posted on October 10, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on Pixar-ის დნმ

ჰო­ლი­ვუდ­ში სტივ ჯობ­სის ბი­ო­პი­კის  გა­და­ღე­ბას გეგ­მა­ვენ

ყო­ველ­თ­ვის ასეა – დი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ კვალს მხო­ლოდ იმ სფე­რო­ში არ ტო­ვე­ბენ, რო­მელ­შიც მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბას მო­ი­პო­ვე­ბენ, რად­გან მხო­ლოდ ერ­თი გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი მათ­თ­ვის არას­დ­როს კმა­რა. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ნამ­დ­ვილ გე­ნი­ოს­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვ­ლილ სტივ ჯობ­ს­ზეც, რო­მე­ლიც უკ­ვე იქ­ცა ჩვე­ნი ეპო­ქის სიმ­ბო­ლოდ, კა­ცობ­რი­ო­ბას კი უდი­დე­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და­უ­ტო­ვა. უკ­ვე სა­უბ­რო­ბენ სტივ ჯობ­სის შე­სა­ხებ ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებთ.

მა­ნამ­დე კი გე­ნი­ო­სის ცხოვ­რე­ბის იმ დე­ტალ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა ბევრს არ სმე­ნია (უფ­რო სწო­რად, არ სმე­ნია მათ კავ­შირ­ზე) – ეს გახ­ლავთ სტუ­დია Pixar-ი, თა­ნა­მედ­რო­ვე ანი­მა­ცი­ის ჯა­დოს­ნუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მელ­მაც სწო­რედ ჯობ­სის მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო დი­დე­ბა და უამ­რა­ვი ჯილ­დო, მათ შო­რის 13 “ოს­კა­რი”.

Read more

ქეთი ბოჭორიშვილი: ინვესტიციების შემოსვლის მხრივ სირთულეები არ არის

Posted on October 10, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on ქეთი ბოჭორიშვილი: ინვესტიციების შემოსვლის მხრივ სირთულეები არ არის


საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების მხრივ ამ ეტაპზე სირთულეები არ შეიმჩნევა. შეგახსენებთ: ევროპულ ბაზრებზე შექმნილ ვითარებას დასავლელი ანალიტიკოსები ახალი კრიზისის დაწყების ეტაპად აღიქვამენ.

ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, კვარტლების მიხედვით ინვესტიციები  მზარდია და ამ ტენდენციის გათვალისწინებით წლის ბოლომდე საინვესტიციო გეგმა უნდა შესრულდეს. თუმცა, სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ფინანსური კრიზისის დღეს არსებული ნიშნები ინვესტორებში შებოჭილობას იწვევს და მათ აქტიურობას ამცირებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა კრიზისმა ინვესტორებს უბიძგოს ფული ფინანსური სექტორიდან წაიღონ და უფრო სტრატეგიულ სფეროებში სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკაში ჩადონ.

ცნობისთვის: 2011 წელს საქართველოს მთავრობა 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ელოდება.

წყარო:  www.commersant.ge

 

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

Posted on October 6, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

დაივიწყეთ მისი სამსახურში დაბრუნების შესახებ! დაივიწყეთ Macintosh, iPod და iPad… დაივიწყეთ ყველაფერი, რის შესახებაც Apple-ი მომავალში განაცხადებს! Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივენ პოლ ჯობსის ცხოვრება პრაქტიკულად მთელი ისტორია იყო, ბრწყინვალე ისტორია – შეიძლება ასეც ითქვას. ეს ისტორია დასრულდა ოთხშაბათს… ჯობსი 56 წლის იყო.

„სტივი ოჯახის გარემოცვაში მშვიდად გარდაიცვალა“, – განაცხადა ჯობსის ოჯახმა კომპანია Apple-ის მეშვეობით, – „მისი საზოგადოებრივი ცხოვრება ცნობილი იყო, როგორც სამაგალითოდ აქტიური, ხოლო პირად ცხოვრებას რაც შეეხება, სტივ ჯობსი სათუთად უვლიდა და უფრთხილდებოდა საკუთარ ოჯახს.“

ჯობსი სან ფრანცისკოში დაიბადა 1955 წლის 24 თებერვალს. მისი ბიოლოგიური მშობლები იყვნენ იოანა შიბლი და აბდულფატა ჯანდალი. შემდეგ კი პატარა სტივენი პოლ და კლარა ჯობსებმა იშვილეს. მოგვიანებით ისინი სტივთან ერთად საცხოვრებლად სან მატეოში (კალიფორნია) გადავიდნენ.

ჯობსს სიმდიდრის მისაღწევად ტრადიციული გზებისთვის არ მიუმართავს. Oregon’s Reed College-ში ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ, სტივმა მიატოვა კოლეჯი და კალიფორნიაში დაბრუნა. 1976 წელს მან ავტოფარეხში Apple-ის პირველი კომპიუტერი ააწყო თავის მეგობარ სტივ ვოზნიაკთან ერთად, რომელიც ასევე კოლეჯიდან იყო გამოქცეული.

1980 წელს ჯობსმა აქციები საზოგადოებას მიჰყიდა. ბიჭების შემდეგი შექმნილი კომპიუტერი Macintosh კი უკვე კომპანიის პირველი ჰიტი გახდა. Macintosh პირველი კომპიუტერია, რომელიც ფართო ბაზარზე გრაფიკული ინტერფეისით და ე.წ. „მაუსით“ მოევლინა მომხმარებელს.

Read more

Recently


Categories


Archives