ქეთი ბოჭორიშვილი: ინვესტიციების შემოსვლის მხრივ სირთულეები არ არის
Posted on October 10, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on ქეთი ბოჭორიშვილი: ინვესტიციების შემოსვლის მხრივ სირთულეები არ არის
საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების მხრივ ამ ეტაპზე სირთულეები არ შეიმჩნევა. შეგახსენებთ: ევროპულ ბაზრებზე შექმნილ ვითარებას დასავლელი ანალიტიკოსები ახალი კრიზისის დაწყების ეტაპად აღიქვამენ.
ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, კვარტლების მიხედვით ინვესტიციები მზარდია და ამ ტენდენციის გათვალისწინებით წლის ბოლომდე საინვესტიციო გეგმა უნდა შესრულდეს. თუმცა, სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ფინანსური კრიზისის დღეს არსებული ნიშნები ინვესტორებში შებოჭილობას იწვევს და მათ აქტიურობას ამცირებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა კრიზისმა ინვესტორებს უბიძგოს ფული ფინანსური სექტორიდან წაიღონ და უფრო სტრატეგიულ სფეროებში სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკაში ჩადონ.
ცნობისთვის: 2011 წელს საქართველოს მთავრობა 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ელოდება.
წყარო: www.commersant.ge
მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ წელიწადში 6,9 მილიარდიდან 17,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
Posted on September 23, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ წელიწადში 6,9 მილიარდიდან 17,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
კომპანია Facebook-ის შემოსავლები 2011 წელს 4,27 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. ასეთი პროგნოზი კვლევითმა კომპანია EMarketer Inc-მა გამოაქვეყნა. ანალიტიკოსების მოლოდინის თანახმად, 2011 წელს რეკლამიდან სოციალური ქსელის შემოსავლები 3,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. რაც გასული წლის მაჩვენებელს 104%-ით აღემატება. ქსელის შიდა გადახდებისგან კი კომპანია 470 მილიონ დოლარს მიიღებს, ეს 2010 წლის მონაცემის გასამმაგებული რაოდენობაა. Read more
Hugo Boss–მა ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბოდიში მოიხადა
Posted on September 23, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Hugo Boss–მა ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბოდიში მოიხადა
მოდის გერმანულმა სახლმა Hugo Boss–მა ბოდიში მოიხადა იმ ადამიანების მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიის ფაბრიკაში მუშაობას აიძულებდნენ. საუბარია საწარმოზე, რომელიც ნაცისტების ფორმებს კერავდა.
„კავკასუს ონლაინი“ „სილქნეტის“ კონკურენციას „რბილ“ სარეკლამო კამპანიას დაუპირისპირებს
Posted on September 23, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on „კავკასუს ონლაინი“ „სილქნეტის“ კონკურენციას „რბილ“ სარეკლამო კამპანიას დაუპირისპირებს
“კავკასუსი” რეგიონებში პოზიციების გამყარებას იწყებს
ინტერნეტ-ბაზარზე კონკურენცია იზრდება. ოქტომბრიდან „კავკასუს ონლაინი“ სარეკლამო კამპანიას გაააქტიურებს, რომელიც კონკურენტ „სილქნეტის“ სარეკლამო კამპანიასთან შედარებით „მსუბუქი“ იქნება. ამის შესახებ „კავკასუს ონლაინის“ გენერალურმა დირექტორმა გია ადეიშვილმა commersant.ge-ს განუცხადა, თუმცა სარეკლამო პოლიტიკის დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ბილ გეიტსმა ყველაზე მდიდარი ამერიკელის ტიტული დაიბრუნა
Posted on September 22, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on ბილ გეიტსმა ყველაზე მდიდარი ამერიკელის ტიტული დაიბრუნა
ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, ბილ გეიტსი ყველაზე მდიდარი ამერიკელია.
55 წლის გეიტსის ქონება, რომელიც Microsoft-ის თანადამფუძნებელია, 59 მლრდ. დოლარს შეადგენს. რაც 20 მლრდ. დოლარით მეტია ვიდრე 81 წლის უორან ბაფეტის ქონება, რომელიც 39 მლრდ. დოლარს ფლობს.
Forbes-ის ინფორმაციით, გეიტსის ქონება ბოლო ერთ წელიწადში 5 მლრდ. დოლარით გაიზარდა, ხოლო ბაფეტმა წელიწადში 6 მლრდ. დოლარზე მეტი დაკარგა.
წყარო: www.ghn.ge
Google+ ყველა მსურველისთვის გაიხსნა
Posted on September 22, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Google+ ყველა მსურველისთვის გაიხსნა
Google-მა საკუთარ სოციალურ ქსელ Google+ ში დარეგისტრირების საშუალება ყველა მსურველს მისცა. კომპანიამ ქსელს ახალი ფუნქციებიც დაამატა. ესაა ძებნა თავად ქსელის შიგნით, რაც კომპანიის კონკურენტ Facebook-ს არ აქვს. Read more
წელს მცხეთა 150 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა
Posted on September 21, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on წელს მცხეთა 150 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა
წელს მცხეთა 150 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა. როგორც commersant.ge-ს მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი რევიამ განუცხადა, ვიზიტორების 40% უცხოელი, 60% კი ადგილობრივი ტურისტია. Read more
Apple-ი ჯობსის წასვლის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა
Posted on September 21, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Apple-ი ჯობსის წასვლის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა
ამერიკულმა კომპანია Apple-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად მოწყობილობებს – სმარტფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს უშვებს, საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით კვლავ გაუსწრო სანავთობო გიგანტ Exxon Mobil-ს. Read more
მეცნიერებმა მობილური სამზარეულო გამოიგონეს
Posted on September 21, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on მეცნიერებმა მობილური სამზარეულო გამოიგონეს
მეცნიერებმა მობილური სამზარეულო გამოიგონეს. Electrolux Mobile Kitchen სამ ისეთ ფუნქციას აერთიანებს, რომელთა გარეშე თანამედროვე სამზარეულო წარმოუდგენელი იქნებოდა – ინდუქციური ფილა, გამყოფი დაფა და სენსორული ეკრანი. მობილური სამზარეულო ელემენტზე მუშაობს, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ დატენოთ მზადების პროცესშიც კი. Read more
კონკურენციის სააგენტო მხოლოდ კომერციული საიდუმლოს კონფიდენციალობას დაიცავს
Posted on September 20, 2011
Filed Under ბიზნეს სიახლეები | Comments Off on კონკურენციის სააგენტო მხოლოდ კომერციული საიდუმლოს კონფიდენციალობას დაიცავს
ე.წ. ანტიმონოპოლიურ სამსახურს მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ექნება. ამის შესახებ საუბარია “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის” კანონპროექტში, რომელიც განსახილველად პარლამენტშია შესული.
keep looking »Recently
- სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე
- რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!
- დროის მართვის ხელოვნება
- კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
- რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!
- იმეილ მარკეტინგის უპირატესობები
- თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი
- როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად
- პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
- ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს
Categories
- ბიზნეს სიახლეები
- ინფოგრაფიკები
- კომპანიის სიახლეები
- საინტერესო სტატიები
- საკონკურსო ნამუშევრები
- სარეკლამო სტატიები
Archives
- November 2016
- October 2016
- September 2016
- July 2016
- June 2016
- May 2016
- April 2016
- March 2016
- February 2016
- January 2016
- December 2015
- November 2015
- October 2015
- September 2015
- August 2015
- July 2015
- June 2015
- May 2015
- April 2015
- March 2015
- February 2015
- January 2015
- December 2014
- November 2014
- September 2014
- August 2014
- May 2014
- March 2014
- January 2014
- November 2013
- October 2013
- September 2013
- July 2013
- May 2013
- February 2013
- January 2013
- December 2012
- November 2012
- October 2012
- September 2012
- August 2012
- July 2012
- June 2012
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- June 2011