მეწარმე თუ ლიდერი?
Posted on January 13, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on მეწარმე თუ ლიდერი?
მეწარმეებსა და ბიზნეს ლიდერებს თავიანთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ ბიზნეს სფეროში. სწორედ მეწარმეა გზის გამკვალავი, ხოლო ბიზნეს ლიდერი ამ გზას გზატკეცილად აქცევს. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ მეწარმეები ჩვენს ცხოვრებას და, ზოგადად მსოფლიოს, ცვლიან. გაიხსენეთ სტივ ჯობსი (Apple), ჰერბ კელეჰერი (Southwest Airlines), ბილ გეითსი (Microsoft), ჰენრი ფორდი (Ford Motor Co.) ამ ადამიანებმა მხოლოდ ჩვენი კი არა, მსოფლიო დონეზე შეიტანეს ადამიანების ცხოვრებაში ცვლილებები.
როგორ გაიგოთ, მეწარმე ხართ თუ ბიზნეს ლიდერი? ჯერ ვნახოთ რა დამახასიათებლები აქვს ერთსა და მეორეს. უპასუხეთ მომდევნო კითხვებს, თუმცა გახსოვდეთ, სწორი და არასწორი არ არსებობს. Read more
საუკეთესო ბოსის 5 ოქროს წესი
Posted on January 6, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on საუკეთესო ბოსის 5 ოქროს წესი
დიდი ბიზნესმენები ჭეშმარიტად „დიდი“ ბიზნესმენები ხდებიან საკუთარი ქმედებების საფუძველზე. ყოველგვარი განზრახვა ფუჭია. მთავარია სიტყვა, ხოლო შედეგი კი ყველაზე მნიშვნელოვანი.
გთავაზობთ 5 სასარგებლო რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ კომპანიაში ჯანსაღი გარემოს შექმნა-შენარჩუნებაში.
1. განავითარეთ თითოეული თანამშრომელი. თუკი თქვენი ერთადერთი მიზანია მხოლოდ მიზნისკენ სწრაფვა და შედეგზე ხართ ორიენტირებული, ამასობაში განხორიცელების პროცესის თავისებურებანი უკანა ფლანგზე რჩება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კარგი თანამშრომლების გარეშე ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევთ, რაც არ უნდა დიადი იყოს იგი. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ თქვენი სამუშაო გუნდის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მიაღწვს იმაზე მეტს, რისი უნარიც მას გააჩნია. ამიტომაც, თქვენი ვალია შეუქმნათ მათ ისეთი პირობები, რომ მეტი გააკეთონ. ის თანამშრომლებიც კი, რომლებიც საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ, ამის გარეშე ვერ დაიხვეწებიან. როგორც კარგმა მენეჯრმა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ სამუშაო გუნდი ტრენინგებით და სხვადასხვა გადამამზადებელი აქტივობით, რასაც ისინი იმსახურებენ და უბრალოდ, სჭირდებათ. მუშაობის პროცესში ყველა თანამშრომელს მოუსმინეთ და ადევნეთ თვალყური მათ პიროვნულ და პროფესიულ ზრდას. ეს კომპონენტები საჭიროა როგორც ინდივიდისთვის, ასევე საერთო საქმისთვის, რასაც თქვენი ბიზნესი ჰქვია. ეს, რა თქმა უნდა ხანგრძლივი პროცესია, თუმცა – აუცილებელი. Read more
ყველაფერი Flashmob-ის შესახებ
Posted on January 3, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველაფერი Flashmob-ის შესახებ
ადამიანები დროთა განმავლობაში მუდმივად ეძებდნენ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებას. ოცდამეერთე საუკუნე კი ნოვაციების საუკუნეა, რომელიც ტექნიკის, მეცნიერების და ა.შ. განვითარების ხარჯზე ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს. ფლეშმობიც ერთ-ერთი უნიკალური გამოხატვის საშუალებაა.
ფლეშ მობი (flashmob) არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იკრიბება მოულოდნელად საჯარო ადგილას, რათა შეასრულოს უჩვეულო, არაორდინალური ქმედება, მინი თეატრალური დადგმა, სატირული ტიპის აქტივობა, რომელიც ორგანიზებულია რაიმეს პოპულარიზაციის მიზნით და ა.შ. ეს ყველაფერი მოკლე დროში ხდება და შემდეგ ადამიანების ეს ჯგუფი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდება ხალხის მასაში, როგორც გამოჩნდა.
დღევანდელ მსოფლიოში ფლეშმობის ჩატარება ძალიან პოპულარული გახდა. მას იყენებენ სხვადასხვა კომპანიები საკუთარი რეკლამისთვისაც. ერთ-ერთი კარგად ორგანიზებული მასობრივი ფლეშმობის საუკეთესო მაგალითია:
ყველა ბავშვს სულაც არ უხარია სანტას ნახვა
Posted on January 3, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველა ბავშვს სულაც არ უხარია სანტას ნახვა
საახალწლო განყობისთვის პატარების კურიოზული ფოტოალბომი სანტასთან ერთად 🙂
NCIB კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს ! 🙂
NCIB გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს! :)
Posted on December 21, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on NCIB გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს! :)
- 1. ჩართეთ ვიდეო.
- 2. დაელოდეთ, სანამ ბოლომდე ჩაიტვირთება.
- 3. კლავიატურის გამოყენებით ააწყვეთ საახალწლო მელოდიები 🙂
Jingle Bells: 3 3 3 – 3 3 3 – 3 5 1 2 3 – – -4 4 4 4 4 3 3 3 3 3 2 2 3 2 – 5 –
Merry Christmas: 2–5 5 6 5 4–3 1 1 — 6 6 7 6 5 — 4 2 2 — 7 7 8 7 6 — 5 3 2 2 3 — 3 6 3 4
Silent Night: 5 6 5 3 5 6 5 3 9 9 7 8 8 5 6 6 8 7 6 5 6 5 3 6 6 8 7 6 5 6 5 3
მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ვებ-გვერდების პირვანდელი სახე
Posted on December 15, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ვებ-გვერდების პირვანდელი სახე
1. Google
კომპანიის დიზაინს მართალია ძირეული ცვლილებები არ განუცდია, მაგრამ შეიცვალა მისი უამრავი მომსახურება და შესაძლებლობა. Google-ი შექმნეს სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტურანტურის კურსდამთავრებულებმა სერგეი ბრინმა და ლარი ფეიჯმა. Google პირველად ქსელში გაეშვა 1998 წლის 4 სექტემბერს. ინტერფეისი ძალიან მარტივი და უბრალო იყო, რადგან დამფუძნებლებმა არ იცოდნენ HTML–ის არსებობის შესახებ.
10 მსოფლიო კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად შთააგონებს მომხმარებლებს
Posted on December 9, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 მსოფლიო კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად შთააგონებს მომხმარებლებს
ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, 1533 გამოკითხული ამერიკელი მომხმარებლისგან შეირჩა კომპანიების სია, რომლებსაც ყველაზე სასურველად და შთამაგონებლად მიიჩნევენ ა.შ.შ.–ს მოქალაქეები. კომპანიების შესახებ მომხმარებლებს კითხვაზე პასუხი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაეცათ: რამდენად ასრულებს კომპანია დანაპირებს, ცდილობს თუ არა პირველობას ბაზარზე, არის თუ არა ინოვაციებზე ორიენტირებული და ცდილობს თუ არა მსოფლიო მასშტაბით დაიმკვიდროს საელი და ა.შ.
გთავაზობთ რჩეული კომპანიების ათეულს:
No.1 Apple
2010 წელს კომპანია Apple მე-3 ადგილს იკავებდა
როგორ არ უნდა მოიქცეთ კორპორატიულ წვეულებაზე
Posted on December 8, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ არ უნდა მოიქცეთ კორპორატიულ წვეულებაზე
ნუ დაიგივიანებთ
სანამ წვეულება დაიწყება, საუკეთესო შანსი გეძლევათ, მეგობრული საუბარი წარმართოთ აღმასრულებელ ხელმძღანელობასთან. ეს დაგეხმარებათ მათი კეთილგანწყობის მოპოვებაში. Read more
როგორ უნდა მოიქცეს ახალი თანამშრომელი, რომ არ მოგიხდეთ მისი სამსახურიდან გათავისუფლება
Posted on November 21, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ უნდა მოიქცეს ახალი თანამშრომელი, რომ არ მოგიხდეთ მისი სამსახურიდან გათავისუფლება
ყველა მცირე ბიზნესის მფლობელი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ახალი კადრის აყვანასთან დაკავშირებით, ხშირად შეცდომას უშვებს. რაც არ უნდა მკაცრი იყოთ გასაუბრებისას, ნუ იფიქრებთ, რომ რაც ნახეთ რესპონდენტის სახით, იმავეს მიიღებთ მისი მუშაობის დროს.
მუშაობის დასაწყისში ძალიან ძნელია მიხვდეთ, რამდენად გაამართლებს თქვენს მოლოდინს ახალი თანამშრომელი. ენთუზიაზმი, დადებითი დამოკიდებულება… ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც შეიძლება ახალი თანამშრომელი გთავაზობდეთ.
როგორც წესი, მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები თავს იჩენს ხოლმე სამუშაოს დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს პროცესი შეიძლება აისბერგის პრინციპსაც შევადაროთ. Read more
ყველაზე ცუდი მიზეზი იმისთვის, რომ სახლიდან არ იმუშაოთ
Posted on October 18, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველაზე ცუდი მიზეზი იმისთვის, რომ სახლიდან არ იმუშაოთ
რატომ უნდათ ადამიანებს სახლიდან მუშაობა? მიზეზი ბევრია… დაუსვით თავს კითხვა: რატომ გინდათ ეს?
– მექნებოდა მეტი დრო და გარემო სამუშაოდ, სადაც დროს უსარგებლოდ არ დავკარგავდი;
– მშვიდ გარემოში უფრო პროდუქტიულად ვმუშაობ და მუშაობის პროცესს არ მაწყვეტინებენ;
– არაფერია ჩემს სამუშაოში ისეთი, რომ ოფისში ვიჯდე. რატომ არ შეიძლება ვიმუშაო იქ, სადაც თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობ?
– სახლიდან მუშაობა დამეხმარება არ მოვწყდე დედობას და მეტი დრო მქონდეს შვილთან ურთიერთობისთვის… მას ხომ სხვა უვლის იმ საათებში, როცა მე ვმუშაობ;
– ფულს დავზოგავდი, ბევრ ფულს, რომელიც ყოველდღე ძიძას უნდა ვუხადო!
რეალობა კი სხვაგვარია… ვერასდროს იმუშავებთ ეფექტურად და პროდუქტიულად, თუ მთელი ყურადღება შვილზე გექნებათ გადატანილი.
თანაც, დარწმუნებული იყავით, რომ არც თქვენს ბოსს მოეწონება, თუ გაიგებს, რომ ბავშვის მოვლასა და სამუშაოს, რომლის შესრულებასაც სახლში აპირებთ, ერთსადაიმავე დროს უთმობთ. ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა სამსახურის მიმართ. Read more
« go back — keep looking »Recently
- სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე
- რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!
- დროის მართვის ხელოვნება
- კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
- რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!
- იმეილ მარკეტინგის უპირატესობები
- თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი
- როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად
- პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
- ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს
Categories
- ბიზნეს სიახლეები
- ინფოგრაფიკები
- კომპანიის სიახლეები
- საინტერესო სტატიები
- საკონკურსო ნამუშევრები
- სარეკლამო სტატიები
Archives
- November 2016
- October 2016
- September 2016
- July 2016
- June 2016
- May 2016
- April 2016
- March 2016
- February 2016
- January 2016
- December 2015
- November 2015
- October 2015
- September 2015
- August 2015
- July 2015
- June 2015
- May 2015
- April 2015
- March 2015
- February 2015
- January 2015
- December 2014
- November 2014
- September 2014
- August 2014
- May 2014
- March 2014
- January 2014
- November 2013
- October 2013
- September 2013
- July 2013
- May 2013
- February 2013
- January 2013
- December 2012
- November 2012
- October 2012
- September 2012
- August 2012
- July 2012
- June 2012
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- June 2011



