რა მოხდება, თუკი Facebook–ის გამუდმებით შემოწმებას შეწყვეტთ?

თარიღი September 16, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა მოხდება, თუკი Facebook–ის გამუდმებით შემოწმებას შეწყვეტთ?

სოციალური მედია ადამიანებთან კავშირის შენარჩუნების, ახალი მეგობრების შეძენისა და ეფექტური სოციალიზაციის შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა დანიშნულებისამებრ არ იყენებს მას. ბევრისათვის “ფეისბუქის” ყოველწუთიერი შემოწმება სამსახურად გადაიქცა. პოსტები ე.წ. „ლაიქებისთვის“, სხვების საქმიანობის მუდმივი კონტროლი, ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ყოფნის სურვილი, ნებისმიერ თამაშსა თუ გამოკითხვაში მონაწილეობა – შესაძლოა აქ საკუთარი თავი ამოიცნოთ ან მსგავსი ჩვევების მქონე ადამიანს იცნობდეთ. თუ ასეა, იქნებ შეწყვეტის დროა?! წარმოგიდგენთ 10 შედეგს, რომელსაც დაინახავთ „ფეისბუქის“ გამუდმებით შემოწმების შეწყვეტისთანავე: იხილეთ სრულად

ქვემოდან რომ მეტი ინიციატივა მოდიოდეს!

თარიღი September 12, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ქვემოდან რომ მეტი ინიციატივა მოდიოდეს!

ქართულ ორგანიზაციებში მენეჯმენტის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ინიციატივების ნაკადის მიმართულების ცვლილება წარმოადგენს. უკვე ბევრი ხელმძღვანელი ხვდება, რომ თუ ქვემოდან წამოსული ინიციატივის რაოდენობა არ გაიზრდება, მენეჯმენტის მიერ გენერირებული იდეები არც საკმარისია, არც ხარისხითა და ორიგინალურობით გამოირჩევა და რაც მთავარია, მათი განხორციელება ძალიან ჭირს. მათ, ვისაც ზემოდან წამოსული იდეების იმპლემენტაცია უწევთ, ან არ მოსწონთ, ან არ ესმით ეს იდეები. ამის გამო იდეის ავტორ ხელმძღვანელს მთელი ძალისხმევის, ნებისყოფის, ავტორიტეტის და ძალაუფლების დახარჯვა უწევს წელიწადში სულ ორი-სამი მეტ-ნაკლებად ღირებული იდეის განსახორციელებლად. იხილეთ სრულად

“ბირეიტინგი” – „ბიას“ კიდევ ერთი ახალი პროექტი!

თარიღი September 8, 2014
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on “ბირეიტინგი” – „ბიას“ კიდევ ერთი ახალი პროექტი!

„ბიას“ ინოვაციურ და უნიკალურ პროექტებს – „ბიზნეს კატალოგს“ (www.bcat.ge), “პიარ იქსჩეინჯსა” (www.prx.ge) და „კრედიტინფო საქართველოს“ (www.creditinfo.ge) კიდევ ერთი ახალი პროექტი – „ბირეიტინგი“ შეემატა!

 „ბირეიტინგი“ საშუალებას გაძლევთ მოიძიოთ ნებისმიერ სფეროში წარმოდგენილი კომპანიების რეიტინგები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, რომლებიც შერჩეულია როგორც „ბიზნეს კატალოგის“ ბაზაზე დაყრდნობით, ასევე მისგან დამოუკიდებლად.

იხილეთ სრულად

ბიზნეს ეტიკეტის სტანდარტები

თარიღი August 7, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ბიზნეს ეტიკეტის სტანდარტები

საქმიანი შეხვედრების დროს ხშირად ჩნდება უხერხული სიტუაციები, რომელიც მოქცევის სტანდარტების არცოდნითაა გამოწვეული. ბიზნეს ურთიერთობები განსხვავდება ყოველდღიური კონტაქტისგან, თუმცა პროფესიული ეტიკეტის წესების შესახებ საკმაოდ იშვიათად საუბრობენ ბიზნეს სკოლები. ბარბარა პექტერი წიგნში „ბიზნეს ეტიკეტის საფუძვლები“ განმარტავს ქცევის აუცილებელ სტანდარტებს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, თავის წარდგენის მანერასა და რესტორანში შეკვეთის კულტურასაც კი. გთავაზობთ რამდენიმე ნიუანსს, რომელიც გასათვალისწინებელია ბიზნეს ურთიერთობებისას.

იხილეთ სრულად

როგორ მოვხიბლოთ ხელმძღვანელი სამსახურის დაწყებისთანავე?!

თარიღი May 19, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ მოვხიბლოთ ხელმძღვანელი სამსახურის დაწყებისთანავე?!

არავინ ელის თქვენგან ყველაფრის ცოდნას სამსახურის დაწყებიდან პირველივე დღეს ან თუნდაც თვის განმავლობაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს კვლევა–ძიების პროცესში, კოლეგების მოხიბვლის შესაძლებლობას. მაშ ასე, პროფესიონალიზმი თუ არა, მაშინ რის დანახვას ელიან ახალი თანამშრომლებისგან საწყის ეტაპზე?

სტატიაში გაეცნობით 15 ახალგაზრდა მეწარმის პოზიციას კითხვაზე: „რის გაკეთებას ელით ახალი თანამშრომლისგან პირველ დღეებში იმაში დასარწმუნებლად, რომ გარანტირებულია მისი გრძელვადიანი წარმატება?“

იხილეთ სრულად

როგორ ვიმუშაოთ ზედმეტი გადატვირთვის გარეშე?!

თარიღი March 18, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ვიმუშაოთ ზედმეტი გადატვირთვის გარეშე?!

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა დღითიდღე ვითარდება, უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცით: დამსაქმებლები თავს არიდებენ თანამშრომელთა დაქირავებას და სურთ მეტად პროდუქტიული, რაც შეიძლება მცირე რაოდენობის თანამშრომლები. ეს ხდება იმ დასკვნის ფონზე, რომ ხანგრძლივი სამუშაო დღე სერიოზულად ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. დღევანდელი 24/7–ზე გრაფიკით მუშაობის პირობებში, როგორ შეგვიძლია გავამართლოთ კომპანიის მოლოდინი ისე, რომ არ უგულებელვყოთ პირადი ცხოვრებაც? ეს ის კითხვაა, რომელიც ყველას აინტერესებს.

ღრმად ჩაისუნთქეთ და გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი მიზნები დაისახოს კომპანიამ, ის მხოლოდ თქვენი მისაღწევი არაა. მუდმივად იმეორეთ, რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ზრუნავს თქვენზე, დილით სარკიდან გიყურებდათ. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც კვირის განმავლობაში ნაკლებად დატვირთვაში დაგეხმარებათ.

იხილეთ სრულად

რატომ არ სჯერათ ლიდერების?!

თარიღი January 28, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რატომ არ სჯერათ ლიდერების?!

სულ ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიო ნელსონ მანდელას, როგორც შესანიშნავი ლიდერის დაკარგვას გლოვობდა. მას ბევრი მიმდევარი და მიმბაძველი ჰყავდა ღირსეული თვისებების და მიზანდასახულობის გამო, რადგან ზუსტად იცოდა, რისი მიღება სურდა ცხოვრებისაგან: სიმშვიდის, კეთილდღეობისა და ერთიანობის არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მანდელას შესწევდა უნარი გაეკეთებინა ის, რაც ბევრისათვის წარმოუდგენელი იყო. მისი ცნობილი გამონათქვამის თანახმად „ყველაფერი შეუძლებელია მანამ, სანამ გაკეთდება“.

სამწუხაროდ, რწმენა ნაკლებად მომგებიანი გახდა თანამედროვეობაში, რადგან ადამიანებს ერთმანეთის ნდობის პრობლემა გაუჩნდათ. იგივე დამოკიდებულება მოქმედებს სამსახურშიც, ლიდერებსა და მათ დაქვემდებარებულთა შორის. ამას თან სდევს ხშირი უკმაყოფილება მოულოდნელ შედეგებთან დაკავშირებით, რადგან საქმის დეტალებს მხოლოდ ფაქტის დადგომის შემდეგ ეცნობიან და არა მანამდე. მათ სურთ იცოდნენ რას მოელიან ხელმძღვანელები და იმსახურებდნენ გამოსწორების შანსს იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან კვალიფიკაციის ან პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო. იხილეთ სრულად

რა მნიშვნელობა აქვს ფერებს ლოგოს დიზაინის შექმნის დროს?!

თარიღი November 4, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა მნიშვნელობა აქვს ფერებს ლოგოს დიზაინის შექმნის დროს?!

ჩვენი გონება დაპროგრამებულია ფერების აღქმაზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემოციებსა და ფიქრებზე. კვლევების თანახმად, მან ყიდვის გადაწყვეტილებაც კი სხვა მიმართულებით შეიძლება წაიყვანოს. ეს განსაკუთრებით ინტერნეტით ვაჭრობის, რეკლამებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების შემთხვევაში მოქმედებს.  ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი ფერები და მათი მნიშვნელობა: იხილეთ სრულად

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

თარიღი October 22, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

თავდაჯერებულობა ესაა სხვაობა მოსაზრებების გამოთქმისაგან თავშეუკავებლობასა და არსებულ კომპლექსებს შორის. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება სხვების მიერ თქვენი შეფასების უმთავრესი ინდიკატორია. რეალობაა, რომ რაც უფრო თავდაჯერებული ხართ, მით  მეტია წარმატების შანსი.

თვითშეფასებაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთაგან უმრავლესობის კონტროლი შესაძლებელია. ქვემოთ მოცემული 10 სტრატეგია დაგეხმარებათ მენტალური მხარდაჭერის მოპოვებაში, რაც საბოლოო ჯამში პირდაპირ აისახება თქვენს პოტენციალზე. იხილეთ სრულად

15 ფრაზა, რომელიც ადამიანებს აახლოებს

თარიღი October 10, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 15 ფრაზა, რომელიც ადამიანებს აახლოებს

ბიზნესი იცვლება…  ასე ფიქრობენ ექსპერტებიც.  ყოველ დღე რამდენიმე ახალი სტატია ჩნდება ადამიანთა გახსნილობისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე,  თუმცა ეს ადვილად  გასათვალისწინებელი მხოლოდ მაღალი პოზიციების მენეჯერებისთვისაა. სხვა დანარჩენი სამყარო კვლავ „ბრძანება–კონტროლისა“ და  „ყველაფერი გამარჯვებულს“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ასე იყო ძველად და უახლოეს მომავალშიც ნაკლებად მოსალოდნელია დამაიმედებელი პროგნოზი. რეალურად, როდესაც სიტუაცია მწვავდება და ლიდერების რეპუტაციას საფრთხე ემუქრება, ისინი ნაკლებად ლმობიერები ხდებიან თანამშრომლებისადმი. უფრო ხშირად წყდება ლიბერალური ურთიერთობები და საკითხის მოგვარება „დახურულ კარს“ მიღმა მიმდინარეობს.

აქედან ჩნდება ეჭვი, რომ ბიზნესი მხოლოდ მცირედით შეიცვალა. სამუშაო ძირითად შემთხვევებში კვლავ არაპერმანენტული ხასიათის მცირე გამარჯვებებსა და პროგრესს გულისხმობს, თუმცა ყველაფერი კომუნიკაციით იწყება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სხეულის ენა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მესიჯია, თუმცა სიტყვები – უმთავრესია. ქვემოთ მოცემულია ფრაზები, რომელიც ადამიანების დაახლოებას უწყობს ხელს: იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი