როგორ შეიძლება დავკარგოთ საუკეთესო თანამშრომელი
Posted on January 27, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ შეიძლება დავკარგოთ საუკეთესო თანამშრომელი
ყველას ჰყავს გამორჩეული კადრი, ვისთან ერთადაც შეუძლია გვიანობამდე შეყოვნდეს დარჩენილი სამუშაოს შესასრულებლად ან ბოლო წუთში მისცეს მნიშვნელოვანი დავალება პრეზენტაციის წარმატებით ჩასატარებლად. მსგავსი თანამშრომლის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდებოდა, ამიტომ ხელმძღვანელები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და კომფორტის შექმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გარეშე მოუწევთ მოქმედება.
როგორც CAP კვლევამ აჩვენა, მხოლოდ საშუალო დონის კადრის შეცვლა მისი წლიური ანაზღაურების 20% ჯდება, საუკეთესო თანამშრომლის შემთხვევაში კი ხარჯები, შესაძლოა, 213%–ც კი გაიზარდოს. ამას ემატება ისიც, რომ ახალ თანამშრომელს სრული პროდუქტიულობის მისაღწევად 1 წელი მაინც სჭირდება (2012 Allied Workforce Mobility Survey).
ამ მაჩვენებლებს თუ გავითვალისწინებთ, არავინ ისურვებდა საუკეთესო კადრის დაკარგვას. ამიტომ ეცადეთ თავი აარიდოთ შემდეგ შეცდომებს: Read more
რაზე გავამახვილოთ ყურადღება ახალ, 2015 წელს
Posted on January 13, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რაზე გავამახვილოთ ყურადღება ახალ, 2015 წელს
თუ არ გსურთ ეს წელი ისეთივე ჩვეულებრივი იყოს, როგორც გასული, მიჰყევით სტატიას და გაიგეთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
1. განათლება
ტრეინინგი, სწავლა და განათლება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დამსაქმებლები საკმარისად არ ცდილობენ საუკეთესო კადრების შენარჩუნებას და მათ განვითარებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენეთ შემდეგი გზები: Read more
რა არ უნდა გააკეთოთ კორპორაციულ საღამოზე, ხუმრობითაც კი
Posted on December 26, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა არ უნდა გააკეთოთ კორპორაციულ საღამოზე, ხუმრობითაც კი
მოვიდა დრო, როცა ყველა მოუთმენლად ელოდება საოცარ კორპორაციულ საღამოს. ალბათ ყველას მოგისმენიათ შოკისმომგვრელი ისტორია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თანამშრომლის ზღვარგადასული ქმედების და ფეხშიშველი სეირნობის შესახებ, რომელიც ორშაბათს სირცხვილის კორიდორის გავლით სრულდება.
ნუ მისცემთ დღესასწაულებს სანანებელი ქმედების პროვოცირების უფლებას. წარმოგიდგენთ ქცევებს, რომლისგანაც შორს უნდა დაიჭიროთ თავი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოსი ხართ.
რა უნდა იცოდეთ გასაუბრებისას
Posted on December 18, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა იცოდეთ გასაუბრებისას
დამსაქმებელთან გასაუბრებაზე კანდიდატები ხშირად ბევრს საუბრობენ, შესაბამისად იქცევა ინტერვიუერიც, თუმცა წარმოგიდგენთ იმ საკითხებს, რომელზეც რეალურადაა საჭირო ყურადღების გამახვილება. Read more
მარტივი წესები ბედნიერებისთვის
Posted on December 12, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on მარტივი წესები ბედნიერებისთვის
გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც გაცილებით გაგიადვილებთ ცხოვრებას.
1. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს
უკლებლივ ყველა ადამიანი განსხვავებული ადგილიდან იწყებს ცხოვრებაში მოგზაურობას, თუმცა არავინ იცის, საით წაიყვანს მათ გზა. ამიტომ საკუთარი თავის ვინმესთან გაიგივება მხოლოდ დროის ფუჭი ფლანგვაა. Read more
რა უნარებს მოითხოვენ დამსაქმებლები ახალგაზრდებისგან 2015 წელს
Posted on December 5, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნარებს მოითხოვენ დამსაქმებლები ახალგაზრდებისგან 2015 წელს
კარგად გამოგდით გუნდში მუშაობა, გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაწყვეტა? ეს ის აუცილებელი უნარებია, რომელსაც დამსაქმებლები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ახალი კადრების შერჩევისას. გარდა ამისა, ითვალისწინებენ თანამშრომლებთან და ორგანიზაციებთან ვერბალური კომუნიკაციისა და პოზიციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ უნარებსაც, თუმცა ისინი ნაკლებად გადამწყვეტია პირველ სამეულსა და საქმის დამოუკიდებლად დაგეგმვის შესაძლებლობასთან შედარებით. Read more
უფროსობა გსურთ?! იაზროვნეთ ბოსივით
Posted on November 26, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on უფროსობა გსურთ?! იაზროვნეთ ბოსივით
ადამიანთა უმრავლესობას უყვარს უფროსობა და ბიზნესის მართვა, თუმცა მხოლოდ მცირედი ნაწილი ახერხებს სურვილის ასრულებას, დანარჩენები კი რიგით თანამშრომლებად რჩებიან. გახდებით თუ არა ჯგუფის მთავარი წევრი, თქვენს მენტალიტეტზეა დამოკიდებული. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მეწარმე.
15 გაუმართლებელი მიზეზი, თუ რატომ არ იწყებთ საკუთარ ბიზნესს
Posted on November 17, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 15 გაუმართლებელი მიზეზი, თუ რატომ არ იწყებთ საკუთარ ბიზნესს
ჯეფ ჰედენის აზრით, დროის სიმცირის გარდა, არაერთი არარეალური მიზეზი არსებობს საკუთარი ბიზნესის არქონის გასამართლებლად. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
1. „მეშინია“
შემოუერთდით კლუბს! ყველა მეწარმეს ეშინია, თუმცა არჩევანის გაკეთების საშუალება გაქვთ: მისცეთ შიშს თქვენი შეფერხების უფლება ან გამოიყენოთ წარმატების მიღწევის მოტივატორად. თვითკმაყოფილება წინსვლის მტერია, თუმცა, საბედნიეროდ, საკუთარი ოცნებების ვერგანხორციელების შიში აკავებს მას.
როგორ წავახალისოთ თანამშრომლები?!
Posted on November 7, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ წავახალისოთ თანამშრომლები?!
გსურთ, შეინარჩუნოთ თანამშრომელთა პროდუქტიულობა და სამუშაოს მიმართ კეთილგანწყობა?! ამ კითხვამ განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც დამსაქმებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ ნაკლები რაოდენობის თანამშრომლებით მეტი შედეგის მიღწევას.
ენერგიული, კრეატიული და გონებაგახსნილი ადამიანების დასაქმების შემდეგ, საჭიროა, სწორად შეირჩეს წახალისების პირობები გონებრივი შესაძლებლობების და პიროვნების შინაგანი ბუნების გათვალისწინებით, რათა მენტალურად და ემოციურად მოტივირებული კადრები არ დავკარგოთ. მოტივაციაზე საუბრისას არ შეიძლება დანიელ პინკის ყველაზე გაყიდვადი წიგნის “Drive” გვერდის ავლა. მასში ხაზგასმულია ადამიანთა დამოუკიდებლად მუშაობის უპირატესობები და დაფასების დადებითი შედეგები. პინკის თქმით, არა ხელფასი, არამედ დაფასებაა საუკეთესო მოტივატორი – ის, რომ იყვნენ რეალური მოთამაშეები და არა „პაიკები“. პინკის აზრით, Google–ის მიერ თანამშრომლების თავისუფლებისათვის გამოყოფილი სამუშაო დროის 20% ნათელი მაგალითია, როგორ მოქმედებს შინაგანი მოტივაცია ადამიანზე. Read more
რა მოხდება, თუკი Facebook–ის გამუდმებით შემოწმებას შეწყვეტთ?
Posted on September 16, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა მოხდება, თუკი Facebook–ის გამუდმებით შემოწმებას შეწყვეტთ?
სოციალური მედია ადამიანებთან კავშირის შენარჩუნების, ახალი მეგობრების შეძენისა და ეფექტური სოციალიზაციის შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა დანიშნულებისამებრ არ იყენებს მას. ბევრისათვის “ფეისბუქის” ყოველწუთიერი შემოწმება სამსახურად გადაიქცა. პოსტები ე.წ. „ლაიქებისთვის“, სხვების საქმიანობის მუდმივი კონტროლი, ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ყოფნის სურვილი, ნებისმიერ თამაშსა თუ გამოკითხვაში მონაწილეობა – შესაძლოა აქ საკუთარი თავი ამოიცნოთ ან მსგავსი ჩვევების მქონე ადამიანს იცნობდეთ. თუ ასეა, იქნებ შეწყვეტის დროა?! წარმოგიდგენთ 10 შედეგს, რომელსაც დაინახავთ „ფეისბუქის“ გამუდმებით შემოწმების შეწყვეტისთანავე: Read more
Recently
- სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე
- რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!
- დროის მართვის ხელოვნება
- კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
- რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!
- იმეილ მარკეტინგის უპირატესობები
- თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი
- როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად
- პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
- ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს
Categories
- ბიზნეს სიახლეები
- ინფოგრაფიკები
- კომპანიის სიახლეები
- საინტერესო სტატიები
- საკონკურსო ნამუშევრები
- სარეკლამო სტატიები
Archives
- November 2016
- October 2016
- September 2016
- July 2016
- June 2016
- May 2016
- April 2016
- March 2016
- February 2016
- January 2016
- December 2015
- November 2015
- October 2015
- September 2015
- August 2015
- July 2015
- June 2015
- May 2015
- April 2015
- March 2015
- February 2015
- January 2015
- December 2014
- November 2014
- September 2014
- August 2014
- May 2014
- March 2014
- January 2014
- November 2013
- October 2013
- September 2013
- July 2013
- May 2013
- February 2013
- January 2013
- December 2012
- November 2012
- October 2012
- September 2012
- August 2012
- July 2012
- June 2012
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- June 2011