ჩვევები, რომელთა ყოველდღიური გამოყენება გაბედნიერებთ
Posted on July 18, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ჩვევები, რომელთა ყოველდღიური გამოყენება გაბედნიერებთ
სულ მცირე ცვლილებებსაც კი ყოველდღიურ ცხოვრებაში საბოლოო ჯამში შეუძლია საკმაოდ დიდი კვალი დაამჩნიოს თქვენს კარიერას. ბედნიერება, რეალურად, ადამიანის წარმატების ერთადერთი სწორი საზომია. სხვების გაბედნიერების უნარი კიდევ უფრო დიდი ნიჭია, რომელიც წარუმატებელ ადამიანებს ნაკლებად ახასიათებთ.
წარმოგიდგენთ 9 მარტივ ქმედებას, რომელიც განგასხვავებთ ყოველდღიური რუტინული ცხოვრების მქონე ადამიანებისგან და თქვენს სიცოცხლეს უფრო სახალისოს გახდის: Read more
ბიზნეს ინფორმაცია – კომპანიის წარმატების უმთავრესი საზომი
Posted on May 14, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ბიზნეს ინფორმაცია – კომპანიის წარმატების უმთავრესი საზომი
ბიზნეს ინფორმაცია საინფორმაციო სფეროს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მას განსაკუთრებით გაყიდვებისა და მარკეტინგული აქტივობების, ადამიანური რესურსებისა და სტრატეგიის დაგეგმვისას იყენებენ. სწორედ ამიტომ, კომპანიათა უმრავლესობა შიდა თუ გარე წყაროების საშუალებით ცდილობს ფლობდეს მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას. თუმცა რა იძლევა იმის გარანტიას, რომ არსებული ბიზნეს ინფორმაცია ნამდვილად ღირებულია და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას უწყობს ხელს?! Read more
რა უნდა იცოდეთ ფასდაკლებების საიტებით სარგებლობისას
Posted on February 20, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა იცოდეთ ფასდაკლებების საიტებით სარგებლობისას
ბიზნესის წარმატების საზომად 2 მაჩვენებელი გამოიყენება: მომხმარებელთა რაოდენობა და წლიური ბრუნვა. შესაძლებელია მათი ერთდროულად გაზრდა? ამის დიდი იმედით, მეწარმეები სულ უფრო აქტიურად მიმართავენ ყოველდღიური ფასდაკლებების საიტებს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი შეთავაზებები თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის გამოიყენოთ:
კომუნიკაციის 10 ყველაზე დიდი შეცდომა
Posted on February 11, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on კომუნიკაციის 10 ყველაზე დიდი შეცდომა
როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ლიდერობის დამადასტურებელი მესიჯების სწორად გადაცემას? ძალიან დიდი, რადგან ის განსაზღვრავს თქვენს წარმატებასა თუ მარცხს ხელმძღვანელის პოზიციაზე. 4000 პროფესიონალისა და 268 აღმასრულებელი დირექტორის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელია ლიდერული უნარ–ჩვევების გამოვლენა. „მმართველის“ წოდებისათვის საჭიროა გქონდეთ გარკვეული შარმი, შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი და მოწესრიგებული ვიზუალი.
აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა მათი ქონა ლიდერობის გარანტია არაა. როგორ შეიძლება პრობლემების თავიდან აცილება? ქვემოთ მოცემულია კომუნიკაციის 10 ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც თქვენი განვითარების ტემპების შენელება შეუძლია. Read more
გადააქციეთ მოსაწყენი საქმიანობა სასიამოვნო პროცესად
Posted on January 31, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on გადააქციეთ მოსაწყენი საქმიანობა სასიამოვნო პროცესად
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს სამსახურში, არსებობს მომენტები, როდესაც მუშაობის სურვილი იკარგება. ეს შეიძლება გაგრძელდეს დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში. რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? რა თქმა უნდა უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ მისი დატოვება და ახალი სამსახურის მოძებნა, თუმცა რამდენად მიზანშეწონილია ამის გაკეთება დღევანდელ შრომის ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში? თვითდასაქმება კიდევ ერთი გამოსავალია, თუმცა მასაც გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები.
თუ ახალი სამსახურის მოძიებას დარჩენა ამჯობინეთ, არსებობს 10 ნაბიჯი მუშაობის სასიამოვნო პროცესად გარდაქმნისათვის: Read more
რას უნდა ითვალისწინებდნენ ქალი ლიდერები?!
Posted on January 21, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რას უნდა ითვალისწინებდნენ ქალი ლიდერები?!
რა აქვთ საერთო წარმატებულ ქალბატონებს? ფიქრობთ ესაა მაგიური, მულტიგანვითარებული უნარები, მოტივაციის უმაღლესი დონე ან უბრალოდ კარგი ოჯახი?! სინამდვილეში უმთავრესი მათი ბრძოლის უნარია – მიუხედავად სტატუსისა „სუსტი სქესის წარმომადგენლები“, მიაღწიონ სასურველ პოზიციას. კვლევის თანახმად, მსოფლიოს წარმატებულ 500 კომპანიაში ქალბატონებს დირექტორის პოზიცია მხოლოდ 4%–ში უკავიათ. მართალია ჰარვარდისა და უორტონის უნივერსიტეტების MBA პროგრამების კურსდამთავრებულთა სტატისტიკის მიხედვით პროგნოზი დამაიმედებელია, თუმცა სრული გენდერული ბალანსი ჯერ კიდევ არაა მიღწეული. როგორც მეცნიერი რობერტ ჯარვიკი აღნიშნავს „ლიდერი – ეს არის ადამიანი ცუდად განვითარებული შიშის გრძნობით“. მსოფლიოს წარმატებული კომპანიების ლიდერები ბიზნესში მოღვაწე ქალბატონებს შემდეგი საკითხებისადმი ყურადღების გამახვილებას ურჩევენ: Read more
6 ნაბიჯი პროდუქტიულობის ხარისხის გასაზრდელად
Posted on January 11, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 6 ნაბიჯი პროდუქტიულობის ხარისხის გასაზრდელად
ყველასათვის ცნობილია, რომ არაერთი ადამიანი აღწევს დიდ წარმატებას კარიერაში და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, კვლავ ახერხებს მოგზაურობას, მეგობრებთან შეხვედრას, წიგნების კითხვას, ვარჯიშს, საყვარელი კერძების მომზადებას, სრულფასოვან ძილს და ა.შ ეს ყველაფერი განაპირობებს მათ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ოჯახში. უცნაურად ჟღერს, თუმცა ფაქტია. რა არის ამის მიზეზი?! მათაც ხომ იგივე 24 საათი აქვთ დღის განმავლობაში, რაც ყველა სხვა დანარჩენს?!
ქვემოთ მოცემულია 6 ნაბიჯი, რომელიც საკუთარი პროდუქტიულობის ხარისხის გაზრდაში დაგეხმარებათ: Read more
რა უნდა გაითვალისწინოთ უფროსი თაობის მართვისას
Posted on December 25, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა გაითვალისწინოთ უფროსი თაობის მართვისას
როგორ უნდა დაიმსახუროთ პატივისცემა მათგან, ვინც არაა ჩვეული შვილისხელა ლიდერისაგან შენიშვნებისა და მითითებების მიღებას?! უფროსი თაობის ხელმძღვანელობა დიდ მოთმინებას, მოსმენის უნარს და ძველიდან ახალ მეთოდებზე ფრთხილ გადასვლას მოითხოვს. როგორც ახალგაზრდა ლიდერს, მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენს კოლეგებს ასეთი ენთუზიაზმი მანამდეც უნახავთ, ამიტომ ეჭვის თვალით უყურებენ ყოველგვარ ახალს. Read more
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დამწყები ბიზნესმენებისათვის
Posted on November 27, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დამწყები ბიზნესმენებისათვის
ბიზნესი–ესაა საქმიანობა, რომელიც საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია და ძილის დროსაც კი შეუძლია თქვენი მყუდროების დარღვევა. განსაკუთრებულ ყურადღებას ის საქმიანობის პირველ ეტაპზე, ახალი იდეების გაჩენის პროცესში საჭიროებს, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საიდუმლო, რომელიც ბიზნესის უკეთ მართვაში დაგეხმარებათ:
კარგი მსახიობები სესხულობენ იდეებს, საუკეთესოები კი იპარავენ მას – უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა გონივრული იდეა „ბორბლის გამოგონება“ არაა. მაგ: Twitter არის მიკრო ბლოგის ნაირსახეობა, Quora ფორუმის, iPod mp3-ფლეიერების და ა.შ. ამიტომ ნუ იდარდებთ, თუ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება სრულიად ინოვაციური შეთავაზება არაა. Read more
10 გზა, რომელიც დაძაბული დღის განტვირთვაში დაგეხმარებათ
Posted on November 8, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 გზა, რომელიც დაძაბული დღის განტვირთვაში დაგეხმარებათ
არ გიმართლებთ და ასეთი დღეები უკვე რამდენიმეჯერ განმეორდა კვირის განმავლობაში?! თუ ასეა, შემოუერთდით კლუბის წევრებს. ნებისმიერ საქმიან ადამიანს სულ მცირე ერთხელ მაინც ჰქონია ისეთი დღე, როდესაც ყველაფერი არცთუ ისე წარმატებულად მიდის. ძირითად შემთხვევაში ამ პროცესების გამომწვევი მიზეზი თქვენგან დამოუკიდებელია. როგორ რეაგირებთ უარყოფით პროცესებზე პირდაპირ კავშირშია გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრასა თუ მათ გამწვავებაზე. გამოსწორება თუ არა, მინიმუმ სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილება მაინც უნდა შეძლოთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა განაპირობებს ცუდ დღეს, არსებობს გადაწყვეტილებათა რამდენიმე ვარიანტი: Read more
Recently
- სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე
- რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!
- დროის მართვის ხელოვნება
- კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
- რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!
- იმეილ მარკეტინგის უპირატესობები
- თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი
- როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად
- პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
- ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს
Categories
- ბიზნეს სიახლეები
- ინფოგრაფიკები
- კომპანიის სიახლეები
- საინტერესო სტატიები
- საკონკურსო ნამუშევრები
- სარეკლამო სტატიები
Archives
- November 2016
- October 2016
- September 2016
- July 2016
- June 2016
- May 2016
- April 2016
- March 2016
- February 2016
- January 2016
- December 2015
- November 2015
- October 2015
- September 2015
- August 2015
- July 2015
- June 2015
- May 2015
- April 2015
- March 2015
- February 2015
- January 2015
- December 2014
- November 2014
- September 2014
- August 2014
- May 2014
- March 2014
- January 2014
- November 2013
- October 2013
- September 2013
- July 2013
- May 2013
- February 2013
- January 2013
- December 2012
- November 2012
- October 2012
- September 2012
- August 2012
- July 2012
- June 2012
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- June 2011