რაში უნდა დარწმუნდეთ ბიზნესის განვითარების წინ?!
Posted on October 31, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რაში უნდა დარწმუნდეთ ბიზნესის განვითარების წინ?!
როგორ ფიქრობთ, მიაღწიეთ ყველა იმ მიზანს, რომელიც ბიზნესის დაწყების წინ დაისახეთ? თუ არა, მაშინ რა გაფერხებთ მათი განხორციელების პროცესში? იმ დროს, როდესაც კომპანიებს განსხვავებული საწარმოო პოტენციალი გააჩნიათ, არსებობს 10 ფაქტორი, რომელიც ყველა ბიზნესის განვითარებისათვის საერთოა:
- მომხმარებლებისა და ბაზრის მოთხოვნილების სიცხადე;
- კონკურენტული უპირატესობების გამოვლენა;
- გადაწყვეტილებათა შეთავაზების განმეორებითი ხასიათი;
- მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტურობა;
- გაყიდვების პროცესის მასშტაბურობა;
- გაყიდვების პროცესის მართვისა და პროგნოზის მაღალი ხარისხი;
- გაყიდვებისა და მარკეტინგული სისტემების ეფექტურობა;
- პარტნიორული ურთიერთობის მაღალი ხარისხი;
- მომხმარებლებთან ურთიერთობის მაღალი ხარისხი;
- განვითარების, სიახლეების დანერგვისა და არსებული მომხმარებლების შენარჩუნების შესაძლებლობა.
Read more
PR vs რეკლამა
Posted on October 24, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on PR vs რეკლამა
1. ფასიანი ან უფასო სარეკლამო სივრცე
რეკლამა – კომპანია იხდის თანხას სარეკლამო ადგილისათვის. ამ შემთხვევაში ზუსტადაა განსაზღვრული რეკლამის ხანგრძლივობა და ჩვენების დრო.
PR – მენეჯერების უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს კომპანიის ცნობადობის ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ამაღლება.
2. „კრეატიული კონტროლი“ ან კონტროლის არარსებობა
რეკლამა – ამ დროს კონტროლდება რეკლამის შინაარსი და გადმოცემის გზები.
PR – მედია საშუალებები თავად ირჩევენ კომპანიის შესახებ რა სახის ინფორმაციას და როგორ გამოიყენებენ. Read more
ESOP – თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა
Posted on September 26, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ESOP – თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა
გყავთ კომპანიაში ერთი ან რამდენიმე ისეთი ღირებულების მატარებელი თანამშრომელი, რომელთა დაკარგვასაც სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია? ექსპერტების აზრით, მადლიერების გამოსახატავად საკმაოდ გონივრული ნაბიჯია მათი თანამფლობელებად დაწინაურება, განსაკუთრებით მძიმე პერიოდში. ამის გაკეთება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი: მაგ. აქციების პირდაპირ შეძენა ან ბონუსად მიღება, თუმცა ყველაზე მიღებულ ფორმას წარმოადგენს თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა ( ESOP). იგი პირველად 1957 წელს შეიქმნა, თუმცა 1974 წლამდე ვერ მოიპოვა სათანადო აღიარება. 1980 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდება აღნიშნული პროგრამით დაინტერესებული კომპანიების რიცხვი. დღეისათვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11 000–ის ტოლია, რომელიც 13 მილიონ დასაქმებულს მოიცავს. Read more
ამერიკელი ბიზნეს–მაგნატის, რიჩარდ ბრენსონის წარმატების საიდუმლო
Posted on September 20, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ამერიკელი ბიზნეს–მაგნატის, რიჩარდ ბრენსონის წარმატების საიდუმლო
რიჩარდ ბრენსონმა კომპანია „Virgin“ 1970 წელს, 20 წლის ასაკში დააარსა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია მოქმედება. ის არის მეწარმე, რომელმაც ბიზნესის მართვა შესაბამისი განათლების გარეშე დაიწყო და შეძლო ჩამოეყალიბებინა 8 განსხვავებული პროფილის საწარმო. იგი აღნიშნავს, რომ ამ პროცესის ყველა დადებითი და უარყოფითი საკითხის შესწავლა საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას წაართმევდა. გთავაზობთ მისი წარმატების რამდენიმე საიდუმლოს:
- “ნუ გააკეთებთ, თუკი ეს სიამოვნებას არ განიჭებთ“– ბიზნესის მართვა საკმაოდ დიდ შრომასა და ცრემლების ღვრას მოითხოვს. თუმცა დღის ბოლოს უნდა არსებობდეს ისეთი რამ, რის გამოც სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ. ბრენსონი აღნიშნავს, რომ ბიზნესის დაწყებისას არ განუზრახავს გრანდიოზული ბიზნეს–იმპერიის შექმნა. უფრო მეტიც, მას არ გააჩნდა განსაკუთრებული იდეა ან მოქმედების სტრატეგიაც კი. ბრენსონისათვის ბიზნესის მართვა ის საქმიანობაა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს.
ეს კი გულისხმობს სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას და იმის ცოდნას, რომ ვიღაცის ცხოვრება მაინც შეიცვალა სასიკეთოდ.
- “იყავით ყურადღების ცენტრში“ – დარწმუნდით იმაში, რომ ჩნდებით გარეკანზე და არა ბოლო ფურცლებზე. ყოველთვის იმოქმედეთ, საჭიროების შემთხვევაში სულელადაც მოაჩვენეთ თავი. ბრენსონი ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ადამიანს შეხვდეს, რადგან არაერთი შესანიშნავი იდეა და შეთავაზება სწორედ ამ დროს იბადება.
- “ჭკვიანურად შეარჩიეთ ბრენდის სახელი“ – სწორედ უნიკალური სახელი წარმოადგენს Virgin–ის წარმატების ერთ–ერთ საიდუმლოს, რომლის იდეაც მოულოდნელად, მეგობრული შეკრების დროს გაჩნდა. ერთი შეხედვით ეს რისკზე წასვლას გულისხმობდა, თუმცა მან გაამართლა.
- “შეუძლებელია ბიზნესის მართვა რისკზე წასვლის გარეშე“ – ამ თემაზე საუბრისას ბრენსონი საყვარელ გამოთქმას იშველიებს: „გამბედავი ადამიანები სამუდამოდ არ ცხოვრობენ, თუმცა მშიშრები საერთოდ არ ცხოვრობენ.“ Read more
რა უნდა იცოდეთ სტუდენტური სესხის აღებამდე?!
Posted on August 30, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა იცოდეთ სტუდენტური სესხის აღებამდე?!
სტუდენტები უამრავ დროსა და რესურსებს ხარჯავენ არასრული განაკვეთით მუშაობისას, მასალების კვლევისას, პაემანზე სიარულისას, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის გატარებისას და ა. შ. თუმცა, ჩვეულებრივ, ისინი უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ GPA–ის მაჩვენებელს, ვიდრე დახარჯული თანხის მოცულობას, რომელსაც საკმაოდ სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია საკრედიტო ისტორიაზე. მისი შედგენა იმ წუთიდან იწყება, როგორც კი კრედიტზე მოთხოვნა გაჩნდება. ყოველი შემდეგი სესხის გაცემამდე კი სწორედ ამ ინფორმაციას იყენებენ. კრედიტ–ქულის დათვლის კრიტერიუმები თავად შემფასებელ სააგენტოზეა დამოკიდებული და ის 0-1000 შუალედში მერყეობს. ყოველი დარღვევის შესახებ ინფორმაცია კი 6 წლის განმავლობაში ინახება საკრედიტო ისტორიაში. დაბალი კრედიტ–ქულა ნიშნავს მაღალ გადასახადებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაგ. ავტო ან იპოთეკური სესხის აღებისას.
2010 წლის შემდეგ საკრედიტო ბარათის მფლობელი კომპანიები სტუდენტების მოსაზიდად დამატებით შეთავაზებებს აღარ აკეთებენ, რადგან ამის საჭიროება აღარ არსებობს. სტუდენტი 21 წელზე ახალგაზრდაც რომ იყოს, მაინც აქვს კრედიტის აღების საშუალება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის შემოსავალი გააჩნია, ან მის მშობლებს შეუძლიათ ვალის დაფარვა. Read more
ვალისგან თავის არიდების მსურველთათვის დამახასიათებელი 9 თვისება
Posted on August 15, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ვალისგან თავის არიდების მსურველთათვის დამახასიათებელი 9 თვისება
შემოსავლის მიღებისას ადამიანთა გარკვეული კატეგორია იმპულსურად მოქმედებს და მთელს თანხას არცთუ ისე საჭირო ნივთების შესაძენად იყენებს. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც წინასწარ ადგენენ რესურსების გადანაწილების გეგმას, რაც მათი თანხების მიზნობრივ ხარჯვას უზრუნველყოფს. ასეთი ადამიანებისათვის დამახასიათებელია ქვემოთ მოცემული 9 თვისება:
1. დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
მათ ყოველთვის იციან რა შესაძლებლობები გააჩნიათ, როგორ იცვლება ბიუჯეტი, სად შეიძლება დაზოგვა, რაში იხარჯება ყველაზე დიდი მოცულობის თანხები და ა.შ აღნიშნული ინფორმაცია ივსება Excel-ის ან სხვა სახის ფორმატში.
2. სტრესისგან განთავისუფლება
ცნობილია, რომ ვალი სტრესის გამომწვევი ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორია. მოვალეები მუდმივად წუხან ფულის ნაკლებობაზე, განიცდიან შიშს მომავალი თვის გადასახადებთან დაკავშირებით. ამის გამო დარღვეულია ძილის რეჟიმი, რაც ხშირად შრომისუნარიანობის დაკარგვას იწვევს. ვალის დაფარვა ამ მძიმე ტვირთისაგან განთავისუფლების საშუალებაა. Read more
ღიმილის 10 საიდუმლო
Posted on August 7, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ღიმილის 10 საიდუმლო
ღიმილი ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ კეთილგანწყობის გამოხატვა. ადამიანები ხშირად იცინიან, განსაკუთრებით მეგობრების გარემოცვაში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ბედნიერებას. ღიმილის ერთ–ერთი უმთავრესი ფუნქციაა სოცილური მიზნების მიღწევა, რომელიც სპეციალური სიგნალების საშუალებითაა განხორციელებადი.
ქვემოთ მოცემულია 10 მიზეზი, რის გამოც ღირს გაღიმება:
- ნდობის მოსაპოვებლად – დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ რთულია ადამიანთა კეთილგანწყობის დამსახურება. ერთადერთი სიგნალი ურთიერთობისას, რომელიც სხვებს თქვენს სანდოობაში დაარწმუნებს, გულწრფელი ღიმილია. ასეთ დროს ადამიანი უფრო ხელგაშლილად და ექსტრავერტად აღიქმება. ეკონომისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ღიმილს ღირებულებაც კი გააჩნია.
- შეწყნარებისათვის – არასასურველი ქმედების ჩადენისთანავე, ადამიანები თავის დაძვრენას გაღიმებით ცდილობენ. არის თუ არა ეს ბონუსი დამნაშავეთათვის? LaFrance and Hecht (1995) –ის კვლევა ადასტურებს, რომ დამნაშავეთა მიმართ უფრო შემწყნარებლები ხდებიან, თუ პასუხად ღიმილს იღებენ, განურჩევლად იმისა, ყალბია ის თუ გულწრფელი. Read more
იმეილ მარკეტინგის გამოყენების უპირატესობები
Posted on August 3, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on იმეილ მარკეტინგის გამოყენების უპირატესობები
ინტერნეტ მარკეტინგი 21–ე საუკუნის ბიზნესის განუყოფელი ნაწილი და არსებულ მარკეტინგის სტრატეგიებს შორის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. გაინტერესებთ რატომ ექცევა მას ასეთი დიდი ყურადღება?! მიზეზი ისაა, რომ სწორი დაგეგმვის პირობებში, მცირე რესურსების მქონე კომპანიებსაც კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ მიმდინარე პროცესებში. ქვემოთ მოცემულია ელ. ფოსტის გამოყენების 10 ძირითადი უპირატესობა:
ყიდით მეტს ნაკლების ფასად – ბილბორდები, საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამები, ელექტრონული წერილები ძალიან დიდ ფინანსურ და გონებრივ შესაძლებლობებს საჭიროებს. ელ. ფოსტით კონტაქტი კი მხოლოდ უმარტივეს კომპიუტერულ უნარებს მოითხოვს და მისი გამოყენება მხოლოდ ერთ ადამიანსაც შეუძლია.
მომენტალური კავშირის საშუალება – ელ. ფოსტის გამოყენების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა რაც შეიძლება ნაკლები დრო შეტყობინების გასაგზავნად და მისაღებად. მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერა საკმარისია იმისათვის, რომ წერილი წამებში გაჩნდეს ადრესატთან. აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებით ამართლებს დროზე დამოკიდებული სამუშაოების შემთხვევაში. Read more
ინტერვიუს 10 კითხვა, რომელმაც შესაძლოა მახეში გაგაბათ
Posted on July 31, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ინტერვიუს 10 კითხვა, რომელმაც შესაძლოა მახეში გაგაბათ
დიდი ხნის უმუშევრობის ან ცვლილების ძიების დროს ინტერვიუმ შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა იქონიოს როგორც თქვენი, ისე დამსაქმებლის გადაწყვეტილებებზე. გასაუბრებას ყოველთვის ახლავს დაძაბულობა, რადგან ხშირ შემთხვევაში კითხვები ორმაგი ბუნებისაა და დაფარული მიზანი გააჩნია. ისინი ემსახურება რაც შეიძლება მცირე დროში დაბალკვალიფიციური კადრებისაგან კანდიდატების გაფილტვრას. იცით როგორ ამოიცნოთ ინტერვიუს კითხვების ქვეტექსტი?
ქვემოთ მოცემულია 10 ძირითადი კითხვა, რომელიც თქვენს შეცდომაში შეყვანას ემსახურება:
1. „რატომ იყავით ამდენი ხნის განმავლობაში უმუშევარი და თქვენთან ერთად კიდევ რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს?“
ამას შესაძლოა მოსდევდეს უფრო კონკრეტული კითხვა: „რატომ გაგათავისუფლეს“. აღნიშნული ემსახურება იმის გარკვევას, გაქვთ თუ არა ისეთი პრობლემა, რომლის შესახებაც წინა სამსახურში უკვე აღმოაჩინეს. მასზე მცდარი ან ემოციური პასუხის ნაცვლად, უმჯობესია აღნიშნოთ, რომ ერთ–ერთი საუკეთესო თანამშრომელი იყავით, რომელიც იმაზე ბევრს აკეთებდა დღის განმავლობაში, ვიდრე ანაზღაურებას იღებდა და განთავისუფლების მიზეზი უცნობია თქვენთვის.
მხარჯველობა და მისი თავიდან აცილების გზები
Posted on July 25, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on მხარჯველობა და მისი თავიდან აცილების გზები
ბოლო პერიოდის კვლევები კრედიტების მოცულობასთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. არსებობს თუ არა ბერკეტი, რომელსაც ამ პროცესის შეჩერება შეუძლია?! პირველ რიგში მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, კერძოდ, საჭიროა ხარჯვის უნარის გადამოწმება.
შევეცდებით უფრო ახლოს გაგაცნოთ ის მიზეზები, რომელიც საკრედიტო ბარათების გამოყენების აუცილებლობას ქმნის და ფულის არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს.
იმაზე მეტი თანხის დახარჯვა, ვიდრე შემოსავალი გაქვთ – ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, შეუძლებელია 1200 ლარის გასავალი გქონდეთ მაშინ, როდესაც შემოსავალი მხოლოდ 1000 ლარია. თუმცა, ეს არც თუ ისე რთულია მეგობრებისათვის ფულის თხოვნის, საკრედიტო ბარათების გამოყენების და ა.შ. წყალობით.
ნუ გამოიყენებთ საკრედიტო ბარათს როდესაც ნაღდი ფული გაქვთ – შესაძლებელია ყველას სურდეს იყიდოს ნივთი გადახდის გარეშე, მაგრამ გაითვალისწინეთ – იმას, რისი გადახდაც არ გინდათ დღეს, ვერასდროს დაფარავთ მომავალში. Read more
« go back — keep looking »Recently
- სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე
- რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!
- დროის მართვის ხელოვნება
- კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
- რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!
- იმეილ მარკეტინგის უპირატესობები
- თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი
- როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად
- პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
- ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს
Categories
- ბიზნეს სიახლეები
- ინფოგრაფიკები
- კომპანიის სიახლეები
- საინტერესო სტატიები
- საკონკურსო ნამუშევრები
- სარეკლამო სტატიები
Archives
- November 2016
- October 2016
- September 2016
- July 2016
- June 2016
- May 2016
- April 2016
- March 2016
- February 2016
- January 2016
- December 2015
- November 2015
- October 2015
- September 2015
- August 2015
- July 2015
- June 2015
- May 2015
- April 2015
- March 2015
- February 2015
- January 2015
- December 2014
- November 2014
- September 2014
- August 2014
- May 2014
- March 2014
- January 2014
- November 2013
- October 2013
- September 2013
- July 2013
- May 2013
- February 2013
- January 2013
- December 2012
- November 2012
- October 2012
- September 2012
- August 2012
- July 2012
- June 2012
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- June 2011