14 მავნე ჩვევა, რომელმაც შეიძლება სამსახური დაგაკარგვინოთ

თარიღი September 24, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 14 მავნე ჩვევა, რომელმაც შეიძლება სამსახური დაგაკარგვინოთ

ყველას გვაქვს მავნე ჩვევები. ზოგი საქმის შესრულებას აგვიანებს, ზოგს ჭორაობა უყვარს, ზოგი კი ნაკლებად პუნქტუალურობით ხასიათდება. მართალია აღნიშნული ჩვევები საშინელ ადამიანად არ გაქცევთ, თუმცა დასაქმების შემთხვევაში, შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს იმიჯზე და სამსახურიც კი შეიწიროს.  როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კარიერის დანგრევის ამ მიზეზს იშვიათად აქცევენ ყურადღებას.

ქვემოთ მოცემულია იმ მავნე ჩვევების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს: იხილეთ სრულად

10 რჩევა საყიდლებზე სიარულის მოყვარულთათვის

თარიღი September 4, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 რჩევა საყიდლებზე სიარულის მოყვარულთათვის

1. ნუ მოექცევით კონსულტანტის გავლენის ქვეშ

ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება კონსულტანტის დაჟინებულ მოთხოვნას ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვასთან დაკავშირებით. ისინი ხომ ხშირ შემთხვევაში იმის მიხედვით იღებენ გასამრჯელოს და ბონუსებს, რა რაოდენობის პროდუქციასაც შეიძენენ მომხმარებლები. ასე რომ, მათ ინტერესებშია რაც შეიძლება მეტი ტანსაცმელი გაყიდონ, მიუხედავად იმისა, გიხდებათ თუ არა კონკრეტული მოდელი. მაგ. როდესაც რჩევას აძლევთ მომხმარებელს სხვა ვარიანტის მოსინჯვასთან დაკავშირებით, 1 წუთის შემდეგ კონსულტანტი გადაწყვეტილებას აუცილებლად მოუწონებს და აღნიშნავს, რომ „შესანიშნავად გამოიყურება“. ვინ არის ამ დროს მართალი?! იხილეთ სრულად

ჩვევები, რომელთა ყოველდღიური გამოყენება გაბედნიერებთ

თარიღი July 18, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ჩვევები, რომელთა ყოველდღიური გამოყენება გაბედნიერებთ

სულ მცირე ცვლილებებსაც კი ყოველდღიურ ცხოვრებაში საბოლოო ჯამში შეუძლია საკმაოდ დიდი კვალი დაამჩნიოს თქვენს კარიერას. ბედნიერება, რეალურად, ადამიანის წარმატების ერთადერთი სწორი საზომია. სხვების გაბედნიერების უნარი კიდევ უფრო   დიდი ნიჭია, რომელიც წარუმატებელ ადამიანებს ნაკლებად ახასიათებთ.

წარმოგიდგენთ 9 მარტივ ქმედებას, რომელიც განგასხვავებთ ყოველდღიური რუტინული ცხოვრების მქონე ადამიანებისგან და თქვენს სიცოცხლეს უფრო სახალისოს გახდის: იხილეთ სრულად

ბიზნეს ინფორმაცია – კომპანიის წარმატების უმთავრესი საზომი

თარიღი May 14, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ბიზნეს ინფორმაცია – კომპანიის წარმატების უმთავრესი საზომი

ბიზნეს ინფორმაცია საინფორმაციო სფეროს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მას განსაკუთრებით გაყიდვებისა და მარკეტინგული აქტივობების, ადამიანური რესურსებისა და სტრატეგიის დაგეგმვისას იყენებენ. სწორედ ამიტომ, კომპანიათა უმრავლესობა შიდა თუ გარე წყაროების საშუალებით ცდილობს ფლობდეს მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას. თუმცა რა იძლევა იმის გარანტიას, რომ არსებული ბიზნეს ინფორმაცია ნამდვილად ღირებულია და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას უწყობს ხელს?! იხილეთ სრულად

რა უნდა იცოდეთ ფასდაკლებების საიტებით სარგებლობისას

თარიღი February 20, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა იცოდეთ ფასდაკლებების საიტებით სარგებლობისას

ბიზნესის წარმატების საზომად 2 მაჩვენებელი გამოიყენება: მომხმარებელთა რაოდენობა და წლიური ბრუნვა. შესაძლებელია მათი ერთდროულად გაზრდა? ამის დიდი იმედით, მეწარმეები სულ უფრო აქტიურად მიმართავენ ყოველდღიური ფასდაკლებების საიტებს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი შეთავაზებები თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის გამოიყენოთ:

იხილეთ სრულად

კომუნიკაციის 10 ყველაზე დიდი შეცდომა

თარიღი February 11, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on კომუნიკაციის 10 ყველაზე დიდი შეცდომა

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ლიდერობის დამადასტურებელი მესიჯების სწორად გადაცემას? ძალიან დიდი, რადგან ის განსაზღვრავს თქვენს წარმატებასა თუ მარცხს ხელმძღვანელის პოზიციაზე. 4000 პროფესიონალისა და 268 აღმასრულებელი დირექტორის  გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელია ლიდერული უნარ–ჩვევების გამოვლენა.  „მმართველის“  წოდებისათვის საჭიროა გქონდეთ გარკვეული შარმი, შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი და მოწესრიგებული ვიზუალი.

აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა მათი ქონა ლიდერობის გარანტია არაა. როგორ შეიძლება პრობლემების თავიდან აცილება? ქვემოთ მოცემულია კომუნიკაციის 10 ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც თქვენი განვითარების ტემპების შენელება შეუძლია. იხილეთ სრულად

გადააქციეთ მოსაწყენი საქმიანობა სასიამოვნო პროცესად

თარიღი January 31, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on გადააქციეთ მოსაწყენი საქმიანობა სასიამოვნო პროცესად

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს სამსახურში, არსებობს მომენტები, როდესაც მუშაობის სურვილი იკარგება. ეს შეიძლება გაგრძელდეს დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში. რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? რა თქმა უნდა უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ მისი დატოვება და ახალი სამსახურის მოძებნა, თუმცა რამდენად მიზანშეწონილია ამის გაკეთება დღევანდელ შრომის ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში? თვითდასაქმება კიდევ ერთი გამოსავალია, თუმცა მასაც გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები.

თუ ახალი სამსახურის მოძიებას დარჩენა ამჯობინეთ, არსებობს 10 ნაბიჯი მუშაობის სასიამოვნო პროცესად გარდაქმნისათვის: იხილეთ სრულად

რას უნდა ითვალისწინებდნენ ქალი ლიდერები?!

თარიღი January 21, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რას უნდა ითვალისწინებდნენ ქალი ლიდერები?!

რა აქვთ საერთო წარმატებულ ქალბატონებს? ფიქრობთ ესაა მაგიური, მულტიგანვითარებული უნარები, მოტივაციის უმაღლესი დონე ან უბრალოდ კარგი ოჯახი?!  სინამდვილეში უმთავრესი მათი ბრძოლის უნარია –  მიუხედავად სტატუსისა „სუსტი სქესის წარმომადგენლები“,  მიაღწიონ სასურველ პოზიციას. კვლევის თანახმად, მსოფლიოს წარმატებულ 500 კომპანიაში ქალბატონებს დირექტორის პოზიცია მხოლოდ 4%–ში უკავიათ. მართალია ჰარვარდისა და უორტონის უნივერსიტეტების MBA პროგრამების კურსდამთავრებულთა სტატისტიკის მიხედვით პროგნოზი დამაიმედებელია, თუმცა სრული გენდერული ბალანსი ჯერ კიდევ არაა მიღწეული. როგორც მეცნიერი რობერტ ჯარვიკი აღნიშნავს „ლიდერი – ეს არის ადამიანი ცუდად განვითარებული შიშის გრძნობით“. მსოფლიოს წარმატებული კომპანიების ლიდერები ბიზნესში მოღვაწე ქალბატონებს შემდეგი საკითხებისადმი ყურადღების გამახვილებას ურჩევენ: იხილეთ სრულად

6 ნაბიჯი პროდუქტიულობის ხარისხის გასაზრდელად

თარიღი January 11, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 6 ნაბიჯი პროდუქტიულობის ხარისხის გასაზრდელად

ყველასათვის ცნობილია, რომ არაერთი ადამიანი აღწევს დიდ წარმატებას კარიერაში და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, კვლავ ახერხებს მოგზაურობას, მეგობრებთან შეხვედრას, წიგნების კითხვას, ვარჯიშს, საყვარელი კერძების მომზადებას, სრულფასოვან ძილს და ა.შ  ეს ყველაფერი განაპირობებს მათ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ოჯახში. უცნაურად ჟღერს, თუმცა ფაქტია. რა არის ამის მიზეზი?!  მათაც ხომ იგივე 24 საათი აქვთ დღის განმავლობაში, რაც ყველა სხვა დანარჩენს?!

ქვემოთ მოცემულია 6 ნაბიჯი, რომელიც საკუთარი პროდუქტიულობის ხარისხის გაზრდაში დაგეხმარებათ: იხილეთ სრულად

რა უნდა გაითვალისწინოთ უფროსი თაობის მართვისას

თარიღი December 25, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა გაითვალისწინოთ უფროსი თაობის მართვისას

როგორ უნდა დაიმსახუროთ პატივისცემა მათგან, ვინც არაა ჩვეული შვილისხელა ლიდერისაგან შენიშვნებისა და მითითებების მიღებას?! უფროსი თაობის ხელმძღვანელობა დიდ მოთმინებას, მოსმენის უნარს და ძველიდან ახალ მეთოდებზე ფრთხილ  გადასვლას მოითხოვს. როგორც ახალგაზრდა ლიდერს, მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენს კოლეგებს ასეთი ენთუზიაზმი მანამდეც უნახავთ, ამიტომ ეჭვის თვალით უყურებენ ყოველგვარ ახალს. იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი