რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დამწყები ბიზნესმენებისათვის

თარიღი November 27, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დამწყები ბიზნესმენებისათვის

ბიზნესი–ესაა საქმიანობა, რომელიც საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია და ძილის დროსაც კი შეუძლია თქვენი მყუდროების დარღვევა.  განსაკუთრებულ ყურადღებას  ის საქმიანობის პირველ ეტაპზე, ახალი იდეების გაჩენის პროცესში საჭიროებს, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საიდუმლო, რომელიც ბიზნესის უკეთ მართვაში დაგეხმარებათ:

  1. კარგი მსახიობები სესხულობენ იდეებს, საუკეთესოები კი იპარავენ მას – უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა გონივრული იდეა „ბორბლის გამოგონება“ არაა.   მაგ:   Twitter არის მიკრო ბლოგის ნაირსახეობა, Quora ფორუმის, iPod  mp3-ფლეიერების და ა.შ. ამიტომ ნუ იდარდებთ, თუ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება სრულიად ინოვაციური შეთავაზება არაა. იხილეთ სრულად

10 გზა, რომელიც დაძაბული დღის განტვირთვაში დაგეხმარებათ

თარიღი November 8, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 გზა, რომელიც დაძაბული დღის განტვირთვაში დაგეხმარებათ

არ გიმართლებთ და ასეთი დღეები უკვე რამდენიმეჯერ განმეორდა კვირის განმავლობაში?! თუ ასეა, შემოუერთდით კლუბის წევრებს. ნებისმიერ საქმიან ადამიანს სულ მცირე ერთხელ მაინც ჰქონია ისეთი დღე, როდესაც ყველაფერი არცთუ ისე წარმატებულად მიდის. ძირითად შემთხვევაში ამ პროცესების გამომწვევი მიზეზი თქვენგან დამოუკიდებელია. როგორ რეაგირებთ უარყოფით პროცესებზე პირდაპირ კავშირშია გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრასა თუ მათ გამწვავებაზე. გამოსწორება თუ არა, მინიმუმ სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილება მაინც უნდა შეძლოთ. იმის გათვალისწინებით,  თუ რა განაპირობებს ცუდ დღეს, არსებობს გადაწყვეტილებათა რამდენიმე ვარიანტი: იხილეთ სრულად

რაში უნდა დარწმუნდეთ ბიზნესის განვითარების წინ?!

თარიღი October 31, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რაში უნდა დარწმუნდეთ ბიზნესის განვითარების წინ?!

როგორ ფიქრობთ, მიაღწიეთ ყველა იმ მიზანს, რომელიც ბიზნესის დაწყების წინ დაისახეთ? თუ არა, მაშინ რა გაფერხებთ მათი განხორციელების პროცესში? იმ დროს, როდესაც კომპანიებს განსხვავებული საწარმოო პოტენციალი გააჩნიათ, არსებობს 10 ფაქტორი, რომელიც ყველა ბიზნესის განვითარებისათვის საერთოა:

  1. მომხმარებლებისა და ბაზრის მოთხოვნილების სიცხადე;
  2. კონკურენტული უპირატესობების გამოვლენა;
  3. გადაწყვეტილებათა შეთავაზების განმეორებითი ხასიათი;
  4. მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტურობა;
  5. გაყიდვების პროცესის მასშტაბურობა;
  6. გაყიდვების პროცესის მართვისა და პროგნოზის მაღალი ხარისხი;
  7. გაყიდვებისა და მარკეტინგული სისტემების  ეფექტურობა;
  8. პარტნიორული ურთიერთობის მაღალი ხარისხი;
  9. მომხმარებლებთან ურთიერთობის მაღალი ხარისხი;
  10. განვითარების, სიახლეების დანერგვისა და არსებული მომხმარებლების შენარჩუნების შესაძლებლობა.
    იხილეთ სრულად

PR vs რეკლამა

თარიღი October 24, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on PR vs რეკლამა

1. ფასიანი ან უფასო სარეკლამო სივრცე

რეკლამა – კომპანია იხდის თანხას სარეკლამო ადგილისათვის. ამ შემთხვევაში ზუსტადაა განსაზღვრული რეკლამის ხანგრძლივობა და ჩვენების დრო.

PR – მენეჯერების უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს კომპანიის ცნობადობის ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ამაღლება.

2. „კრეატიული კონტროლი“ ან კონტროლის არარსებობა

რეკლამა – ამ დროს კონტროლდება რეკლამის შინაარსი და გადმოცემის გზები.

PRმედია საშუალებები თავად ირჩევენ კომპანიის შესახებ რა სახის ინფორმაციას და როგორ გამოიყენებენ. იხილეთ სრულად

ESOP – თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა

თარიღი September 26, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ESOP – თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა

გყავთ კომპანიაში ერთი ან რამდენიმე ისეთი ღირებულების მატარებელი თანამშრომელი, რომელთა დაკარგვასაც სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია?  ექსპერტების აზრით, მადლიერების გამოსახატავად საკმაოდ გონივრული ნაბიჯია მათი თანამფლობელებად დაწინაურება, განსაკუთრებით მძიმე პერიოდში. ამის გაკეთება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი: მაგ. აქციების პირდაპირ შეძენა ან ბონუსად მიღება, თუმცა ყველაზე მიღებულ ფორმას წარმოადგენს  თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა ( ESOP). იგი პირველად 1957 წელს შეიქმნა, თუმცა 1974 წლამდე ვერ მოიპოვა სათანადო აღიარება. 1980 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდება აღნიშნული პროგრამით დაინტერესებული კომპანიების რიცხვი. დღეისათვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11 000–ის ტოლია, რომელიც 13 მილიონ დასაქმებულს მოიცავს. იხილეთ სრულად

ამერიკელი ბიზნეს–მაგნატის, რიჩარდ ბრენსონის წარმატების საიდუმლო

თარიღი September 20, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ამერიკელი ბიზნეს–მაგნატის, რიჩარდ ბრენსონის წარმატების საიდუმლო

რიჩარდ ბრენსონმა კომპანია „Virgin“ 1970 წელს, 20 წლის ასაკში დააარსა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია მოქმედება. ის არის მეწარმე, რომელმაც ბიზნესის მართვა შესაბამისი განათლების გარეშე დაიწყო და შეძლო ჩამოეყალიბებინა 8 განსხვავებული პროფილის საწარმო. იგი აღნიშნავს, რომ ამ პროცესის ყველა დადებითი და უარყოფითი საკითხის შესწავლა საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას წაართმევდა. გთავაზობთ მისი წარმატების რამდენიმე საიდუმლოს:

  1. ნუ გააკეთებთ, თუკი ეს სიამოვნებას არ განიჭებთბიზნესის მართვა საკმაოდ დიდ შრომასა და ცრემლების ღვრას მოითხოვს. თუმცა დღის ბოლოს უნდა არსებობდეს ისეთი რამ, რის გამოც სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ. ბრენსონი აღნიშნავს, რომ ბიზნესის დაწყებისას არ განუზრახავს გრანდიოზული ბიზნეს–იმპერიის შექმნა. უფრო მეტიც, მას არ გააჩნდა განსაკუთრებული იდეა ან მოქმედების სტრატეგიაც კი. ბრენსონისათვის ბიზნესის მართვა ის საქმიანობაა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს. ეს კი გულისხმობს სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას და იმის ცოდნას, რომ ვიღაცის ცხოვრება მაინც შეიცვალა სასიკეთოდ.
  2. “იყავით ყურადღების ცენტრში“ –  დარწმუნდით იმაში, რომ ჩნდებით გარეკანზე და არა ბოლო ფურცლებზე. ყოველთვის იმოქმედეთ, საჭიროების შემთხვევაში სულელადაც მოაჩვენეთ თავი. ბრენსონი ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ადამიანს შეხვდეს, რადგან არაერთი შესანიშნავი იდეა და შეთავაზება სწორედ ამ დროს იბადება.
  3. ჭკვიანურად შეარჩიეთ ბრენდის სახელი“ – სწორედ უნიკალური სახელი წარმოადგენს Virgin–ის წარმატების ერთ–ერთ საიდუმლოს, რომლის იდეაც მოულოდნელად, მეგობრული შეკრების დროს გაჩნდა. ერთი შეხედვით ეს რისკზე წასვლას გულისხმობდა, თუმცა მან გაამართლა.
  4. შეუძლებელია ბიზნესის მართვა რისკზე წასვლის გარეშე“  – ამ თემაზე საუბრისას ბრენსონი საყვარელ გამოთქმას იშველიებს: „გამბედავი ადამიანები სამუდამოდ არ ცხოვრობენ, თუმცა მშიშრები საერთოდ არ ცხოვრობენ.“ იხილეთ სრულად

რა უნდა იცოდეთ სტუდენტური სესხის აღებამდე?!

თარიღი August 30, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა იცოდეთ სტუდენტური სესხის აღებამდე?!

სტუდენტები უამრავ დროსა და რესურსებს ხარჯავენ არასრული განაკვეთით მუშაობისას, მასალების კვლევისას, პაემანზე სიარულისას, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის გატარებისას და ა. შ. თუმცა, ჩვეულებრივ, ისინი უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ GPA–ის მაჩვენებელს, ვიდრე დახარჯული თანხის მოცულობას, რომელსაც საკმაოდ სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია საკრედიტო ისტორიაზე. მისი  შედგენა იმ წუთიდან იწყება, როგორც კი კრედიტზე მოთხოვნა გაჩნდება. ყოველი შემდეგი სესხის გაცემამდე კი სწორედ ამ ინფორმაციას იყენებენ. კრედიტ–ქულის დათვლის კრიტერიუმები თავად შემფასებელ სააგენტოზეა დამოკიდებული და ის 0-1000 შუალედში მერყეობს. ყოველი დარღვევის შესახებ ინფორმაცია კი 6 წლის განმავლობაში ინახება საკრედიტო ისტორიაში.  დაბალი კრედიტ–ქულა ნიშნავს მაღალ გადასახადებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაგ. ავტო ან იპოთეკური სესხის აღებისას.

2010 წლის შემდეგ საკრედიტო ბარათის მფლობელი კომპანიები სტუდენტების მოსაზიდად დამატებით  შეთავაზებებს აღარ აკეთებენ, რადგან ამის საჭიროება აღარ არსებობს. სტუდენტი 21 წელზე ახალგაზრდაც რომ იყოს, მაინც აქვს კრედიტის აღების საშუალება იმ  შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის შემოსავალი  გააჩნია, ან მის მშობლებს შეუძლიათ ვალის დაფარვა. იხილეთ სრულად

ვალისგან თავის არიდების მსურველთათვის დამახასიათებელი 9 თვისება

თარიღი August 15, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ვალისგან თავის არიდების მსურველთათვის დამახასიათებელი 9 თვისება

შემოსავლის მიღებისას ადამიანთა გარკვეული კატეგორია იმპულსურად მოქმედებს და მთელს თანხას არცთუ ისე საჭირო ნივთების შესაძენად იყენებს.  არსებობენ ისეთებიც, რომლებიც წინასწარ ადგენენ რესურსების გადანაწილების გეგმას, რაც მათი თანხების მიზნობრივ  ხარჯვას უზრუნველყოფს. ასეთი ადამიანებისათვის დამახასიათებელია ქვემოთ მოცემული 9 თვისება:

1. დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა

მათ ყოველთვის იციან რა შესაძლებლობები გააჩნიათ, როგორ იცვლება ბიუჯეტი,  სად შეიძლება დაზოგვა, რაში იხარჯება ყველაზე დიდი მოცულობის თანხები და ა.შ  აღნიშნული ინფორმაცია ივსება Excel-ის ან სხვა სახის ფორმატში.

2. სტრესისგან განთავისუფლება

ცნობილია, რომ  ვალი სტრესის გამომწვევი ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორია. მოვალეები მუდმივად  წუხან ფულის ნაკლებობაზე, განიცდიან შიშს მომავალი თვის გადასახადებთან დაკავშირებით. ამის გამო დარღვეულია ძილის რეჟიმი, რაც ხშირად  შრომისუნარიანობის დაკარგვას იწვევს.  ვალის დაფარვა ამ მძიმე ტვირთისაგან განთავისუფლების საშუალებაა. იხილეთ სრულად

ღიმილის 10 საიდუმლო

თარიღი August 7, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ღიმილის 10 საიდუმლო

ღიმილი  ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ კეთილგანწყობის გამოხატვა. ადამიანები ხშირად იცინიან, განსაკუთრებით მეგობრების გარემოცვაში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ბედნიერებას. ღიმილის ერთ–ერთი უმთავრესი ფუნქციაა სოცილური მიზნების მიღწევა, რომელიც სპეციალური სიგნალების საშუალებითაა განხორციელებადი.

ქვემოთ მოცემულია 10 მიზეზი, რის გამოც ღირს გაღიმება:

  1. ნდობის მოსაპოვებლად – დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ რთულია ადამიანთა კეთილგანწყობის დამსახურება. ერთადერთი სიგნალი ურთიერთობისას, რომელიც სხვებს თქვენს სანდოობაში დაარწმუნებს, გულწრფელი ღიმილია. ასეთ დროს ადამიანი უფრო ხელგაშლილად და ექსტრავერტად აღიქმება.  ეკონომისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ღიმილს ღირებულებაც კი გააჩნია.
  2. შეწყნარებისათვის – არასასურველი ქმედების ჩადენისთანავე, ადამიანები თავის დაძვრენას გაღიმებით ცდილობენ.  არის თუ არა ეს ბონუსი დამნაშავეთათვის? LaFrance and Hecht (1995) –ის კვლევა ადასტურებს, რომ დამნაშავეთა მიმართ უფრო შემწყნარებლები ხდებიან, თუ პასუხად ღიმილს იღებენ, განურჩევლად იმისა, ყალბია ის თუ გულწრფელი. იხილეთ სრულად

იმეილ მარკეტინგის გამოყენების უპირატესობები

თარიღი August 3, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on იმეილ მარკეტინგის გამოყენების უპირატესობები

ინტერნეტ მარკეტინგი 21–ე საუკუნის ბიზნესის განუყოფელი ნაწილი და არსებულ მარკეტინგის სტრატეგიებს შორის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. გაინტერესებთ რატომ ექცევა მას ასეთი დიდი ყურადღება?!  მიზეზი ისაა, რომ სწორი დაგეგმვის პირობებში, მცირე რესურსების მქონე კომპანიებსაც კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ მიმდინარე პროცესებში. ქვემოთ მოცემულია ელ. ფოსტის გამოყენების  10 ძირითადი  უპირატესობა:

ყიდით  მეტს ნაკლების ფასად – ბილბორდები, საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამები, ელექტრონული წერილები ძალიან დიდ ფინანსურ და გონებრივ შესაძლებლობებს საჭიროებს. ელ. ფოსტით კონტაქტი კი მხოლოდ უმარტივეს კომპიუტერულ უნარებს მოითხოვს და მისი გამოყენება მხოლოდ ერთ ადამიანსაც შეუძლია.

მომენტალური კავშირის საშუალება – ელ. ფოსტის გამოყენების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა რაც შეიძლება ნაკლები დრო შეტყობინების გასაგზავნად და მისაღებად. მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერა საკმარისია იმისათვის, რომ წერილი წამებში გაჩნდეს ადრესატთან. აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებით ამართლებს დროზე დამოკიდებული სამუშაოების შემთხვევაში. იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი