PRexchange Infographic

თარიღი February 23, 2012
კატეგორია: ინფოგრაფიკები, კომპანიის სიახლეები | Comments Off on PRexchange Infographic

გთავაზობთ PRexchange -ის თვიურ შემაჯამებელ ანგარიშს:

8 კრეატიული მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის უკეთ წარმოსაჩენად

თარიღი February 17, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 8 კრეატიული მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის უკეთ წარმოსაჩენად

დიდი ცვლილებების დრო დადგა მარკეტინგის სპეციალისტებისთვის. ახალი სოციალური მედიის პლათფორმები სოკოებივით მომრავლდა და ძნელია გაიგო, რომელია უფრო ეფექტური. დრო კი არ იცდის!

გთავაზობთ რჩევებს მარკეტინგის სფეროში თქვენი ძალისხმევის ეფექტურად წარმოსაჩენად.

1. ჰკითხეთ თქვენს მომხმარებლებს რამდენად კმაყოფილნი არიან თქვენი ბრენდით. მომხმარებელთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობისთვის.

2. ელ–ფოსტის აქტიური მოხმარება. ეკონტაქტეთ თქვენს კლიენტებს ელ-ფოსტით, გაუკეთეთ სხვადასხვა ტიპის შეთავაზება ან მიაწოდეთ ასევე ელ-ფოსტით სასარგებლო ინფორმაცია თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რასაკვირველია. იხილეთ სრულად

როგორ შევქმნათ მომხმარებლისთვის საინტერესო Facebook-ის Fan Page-ი

თარიღი February 9, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ შევქმნათ მომხმარებლისთვის საინტერესო Facebook-ის Fan Page-ი

Facebook-ი განაგრძობს fan page-ებზე სიახლეების დამატებას, რაც აღნიშნული გვერდის ადმინისტრატორებს თავსატეხს უჩენს, თუ როგორ გახადონ გვერდები უფრო ეფექტური და მომგებიანი თავიანთი კომპანიებისათვის. შესაბამისად, იმის გარდა, რომ კონკურენციაზე უნდა იფიქრონ ბიზნეს–მფლობელებმა, ასევე ფეხი უნდა აუწყონ სოციალური ქსელის ცვლილებებს.

ქვემოთ მოცემულია სასარგებლო და საინტერესო რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ Facebook-ის მეშვეობით ადვილად მოგძებნონ და თქვენც შესაბამისად მეტი მომხმარებელი შეიძინოთ.

 

წესი No.1 ბრენდირებული მისამართი. თუკი თქვენი გვერდის URL გაურკვეველია და შეიცავს უამრავ ციფრს, იცოდეთ, რომ თქვენსავე საქმეს ირთულებთ. Facebook–მა ახალი ფუნქცია დაამატა, რის შემდეგაც აუცილებელია გქონდეთ 25 like მაინც, რომ მიანიჭოთ თქვენს გვერდს ბრენდირებული მისამართი. ანუ ისღა დაგრჩენიათ, რომ აკრიფოთ www.facebook.com/username და შემდეგ დაარქვათ თქვენი კომპანიისა და თუ დაწესებულების სახელი და ჩასვათ ის URL-ში. მაგალითად, ნაცვლად მსგავსი ბმულისა, www.facebook.com/1283743hreu818, რომ გქონდეთ: www.Facebook.com/თქვენი კომპანიის სახელი.

წესი No.2  დაარქვით სათანადო სახელი. არის ასეთი წესი: როგორც კი მიაღწევთ Facebook-ზე 100 მეგობარს, თქვენ სახელის შეცვლა უკვე აღარ შეგიძლიათ. ამიტომაც, თავიდანვე კარგად იფიქრეთ სახელზე და სწორად შეარჩიეთ ის. სახელის იდეა უნდა იყოს მარტივი, რომ თქვენი ბრენდის სახელწოდება პოტენციურმა მომხმარებელმა მარტივად დაიმახსოვროს და სოციალურ ქსელშიც ძებნის დროს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდეს. აქვე გახსოვდეთ, რომ თუ 100–ზე ნაკლები „like” გაქვთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ ბრენდის სახელის შეცვლა.

იხილეთ სრულად

როგორ გავზარდოთ ჩვენი ბიზნესის მომგებიანობა

თარიღი January 31, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავზარდოთ ჩვენი ბიზნესის მომგებიანობა

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ბიზნესით ხართ დაკავებული, თქვენი მომხმარებლები თქვენი ყურადღებით ყოველთვის კმაყოფილნი იქნებიან. მარტივი სიტყვა „მადლობა“ შეუფასებელი გზაა თქვენი მომხმარებლისადმი დადებითი და მადლიერების გამომხატველი დამოკიდებულების გამოსახატავად. აჩვენეთ მომხმარებლებს, რომ თქვენთვის პრიორიტეტული არა მხოლოდ გაყიდვები და მოგებაა, არამედ მათი კმაყოფილება.

 

იხილეთ სრულად

5 აუცილებელი წესი, რომელიც ყველა ბოსს უნდა ახსოვდეს

თარიღი January 27, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 5 აუცილებელი წესი, რომელიც ყველა ბოსს უნდა ახსოვდეს

ყველას გვყოლია უფროსი,რომელიც არ გვყვარებია. ეს რასაკვირველია ცუდია, მაგრამ იმაზე ცუდი არაა, როცა ყოფილ ბოსებს ვემსგავსებით, სწორედ მათ, რომელიც არ მოგვწონდა. გსურთ არ მოგიწიოთ მსგავსი ფაქტის წინ დადგომამ? მაშინ ყოველ დილით სამუშაო დღის დაწყების წინ ამ წესებს დაუფიქრდით და გაიაზრეთ:

„მნიშვნელოვანი ვარ, მაგრამ არც თუ ისე ძალიან მნიშვნელოვანი“ – კვლევებმა აჩვენა, რომ ხელმძღვანელობის 10 პროცენტი ეწინააღდეგება კორპორატიულ მომგებიანობას. ზოგადად, ბიზნეს მფლობელს ყველაზე მეტი გავლენა აქვს საკუთარ თანამშრომლებზე, მაგრამ რაც უფრო იზრდება თანამშრომლების რაოდენობა, მით უფრო მცირდება უფროსის გავლენა. კარგი ლიდერობა არ  ნიშნავს ყველა პრობლემის გადაწყვეტას. გარკვეული ტიპის პრობლემები მოგვარდება ცუდი  ხელმძღვანელის პირობებშიც. იხილეთ სრულად

როგორ ვმართოთ სახლიდან მომუშავე თანამშრომლები

თარიღი January 16, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ვმართოთ სახლიდან მომუშავე თანამშრომლები

სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, თანამშრომლები რომლებიც სახლიდან მუშაობენ, უფრო კმაყოფილები არიან და ნაკლბი შანსია, რომ ისინი თქვენი კომპანიიდან სამუშაოდ სხვაგან წავიდნენ. თანაც ისინი ნაკლებს წუწუნებენ, ვიდრე ის მუშაკები, რომლებიც ოფისში მუშაობენ.

მაგრამ როგორ მუშაობენ ყოველდღიურად თქვენი „ვირტუალური“ თანამშრომლები? ქვემოთ ჩამოთვლილია 5 რჩევა მენეჯერებისთვის, ვისაც მსგავსი ტიპის თანამშრომლებთან აქვთ საქმე.

თუ დაიქირავეთ თანამშრომელი ვირტუალურ პოზიციაზე, ეს მშვენიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაიქირავოთ მუშაკი, რომელსაც ტრანსპორტის ხარჯებს არ დაუფარავთ.

იხილეთ სრულად

მეწარმე თუ ლიდერი?

თარიღი January 13, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მეწარმე თუ ლიდერი?

მეწარმეებსა და ბიზნეს ლიდერებს თავიანთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ ბიზნეს სფეროში. სწორედ მეწარმეა გზის გამკვალავი, ხოლო ბიზნეს ლიდერი ამ გზას გზატკეცილად აქცევს. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ მეწარმეები ჩვენს ცხოვრებას და, ზოგადად მსოფლიოს, ცვლიან. გაიხსენეთ სტივ ჯობსი (Apple), ჰერბ კელეჰერი (Southwest Airlines), ბილ გეითსი (Microsoft), ჰენრი ფორდი (Ford Motor Co.) ამ ადამიანებმა მხოლოდ ჩვენი კი არა, მსოფლიო დონეზე შეიტანეს ადამიანების ცხოვრებაში ცვლილებები.

როგორ გაიგოთ, მეწარმე ხართ თუ ბიზნეს ლიდერი? ჯერ ვნახოთ რა დამახასიათებლები აქვს ერთსა და მეორეს. უპასუხეთ მომდევნო კითხვებს, თუმცა გახსოვდეთ, სწორი და არასწორი არ არსებობს. იხილეთ სრულად

საუკეთესო ბოსის 5 ოქროს წესი

თარიღი January 6, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on საუკეთესო ბოსის 5 ოქროს წესი

დიდი ბიზნესმენები ჭეშმარიტად „დიდი“ ბიზნესმენები ხდებიან საკუთარი ქმედებების საფუძველზე. ყოველგვარი განზრახვა ფუჭია. მთავარია სიტყვა, ხოლო შედეგი კი ყველაზე მნიშვნელოვანი.
გთავაზობთ 5 სასარგებლო რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ კომპანიაში ჯანსაღი გარემოს შექმნა-შენარჩუნებაში.

1. განავითარეთ თითოეული თანამშრომელი. თუკი თქვენი ერთადერთი მიზანია მხოლოდ  მიზნისკენ სწრაფვა და შედეგზე ხართ ორიენტირებული, ამასობაში განხორიცელების პროცესის თავისებურებანი უკანა ფლანგზე რჩება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კარგი თანამშრომლების გარეშე ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევთ, რაც არ უნდა დიადი იყოს იგი. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ თქვენი სამუშაო გუნდის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მიაღწვს იმაზე მეტს, რისი უნარიც მას გააჩნია. ამიტომაც, თქვენი ვალია შეუქმნათ მათ ისეთი პირობები, რომ მეტი გააკეთონ. ის თანამშრომლებიც კი, რომლებიც საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ, ამის გარეშე ვერ დაიხვეწებიან. როგორც კარგმა მენეჯრმა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ სამუშაო გუნდი ტრენინგებით და სხვადასხვა გადამამზადებელი აქტივობით, რასაც ისინი იმსახურებენ და უბრალოდ, სჭირდებათ. მუშაობის პროცესში ყველა თანამშრომელს მოუსმინეთ და ადევნეთ თვალყური მათ პიროვნულ და პროფესიულ ზრდას. ეს კომპონენტები საჭიროა როგორც ინდივიდისთვის, ასევე საერთო საქმისთვის, რასაც თქვენი ბიზნესი ჰქვია. ეს, რა თქმა უნდა ხანგრძლივი პროცესია, თუმცა – აუცილებელი. იხილეთ სრულად

ყველაფერი Flashmob-ის შესახებ

თარიღი January 3, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველაფერი Flashmob-ის შესახებ

ადამიანები დროთა განმავლობაში მუდმივად ეძებდნენ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებას. ოცდამეერთე საუკუნე კი ნოვაციების საუკუნეა, რომელიც ტექნიკის, მეცნიერების და ა.შ. განვითარების ხარჯზე ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს. ფლეშმობიც ერთ-ერთი უნიკალური გამოხატვის საშუალებაა.
ფლეშ მობი (flashmob) არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იკრიბება მოულოდნელად საჯარო ადგილას, რათა შეასრულოს უჩვეულო, არაორდინალური ქმედება, მინი თეატრალური დადგმა, სატირული ტიპის აქტივობა, რომელიც ორგანიზებულია რაიმეს პოპულარიზაციის მიზნით და ა.შ. ეს ყველაფერი მოკლე დროში ხდება და შემდეგ ადამიანების ეს ჯგუფი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდება ხალხის მასაში, როგორც გამოჩნდა.
დღევანდელ მსოფლიოში ფლეშმობის ჩატარება ძალიან პოპულარული გახდა. მას იყენებენ სხვადასხვა კომპანიები საკუთარი რეკლამისთვისაც. ერთ-ერთი კარგად ორგანიზებული მასობრივი ფლეშმობის საუკეთესო მაგალითია:

იხილეთ სრულად

ყველა ბავშვს სულაც არ უხარია სანტას ნახვა

თარიღი January 3, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველა ბავშვს სულაც არ უხარია სანტას ნახვა

საახალწლო განყობისთვის პატარების კურიოზული ფოტოალბომი სანტასთან ერთად   🙂

 

NCIB  კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს ! 🙂

იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი