HR მენეჯმენტის შეცდომები

თარიღი October 17, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on HR მენეჯმენტის შეცდომები

ჩვენ ალბათ, ყველას გვსმენია ადამიანური რესურსების  მართვის  შესახებ. ისიც კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და ერთიანი გუნდი კომპანიისთვის.  ამ საკითხზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად მრავალი კვლევაა ჩატარებული. სტატიაში თავმოყრილია HR მენეჯერების მიერ დაშვებული შეცდომებიდან  ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი.

1. დაფასების დავიწყება: ალბათ უკვე ბევრი გაქვთ წაკითხული თანამშრომლების მოტივაციაზე, მაგრამ იმავდროულად არ უნდა დაივიწყოთ მათი ყოველდღიური მუშაობის დაფასება. ზოგჯერ რაღაცები, რაც ერთი შეხედვით ტრივიალურად გეჩვენებათ,  კომპანიის გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ განსხვავებას ქმნის. –  HR აღმასრულებელი დირექტორი,  BPO

2. განუსაზღვრელი ამოცანები: ისწავლეთ ამოცანების ზუსტად და მარტივად განსაზღვრა. შეეცადეთ რაც შეიძლება ნათლად ახსნათ დავალება. უმეტეს შემთხვევაში, ამოცანა რჩება შეუსრულებელი არა იმიტომ, რომ თანამშრომელი არასაკმარისი ძალისხმევით ეკიდება საქმეს, არამედ იმიტომ,  რომ მან ვერ გაიგო, რა უნდა გაეკეთებინა. – გრაფიკული დიზაინერი, Ecommerce

ცნობილი ინდოელი კრეატიული  დირექტორი ამას შემდეგნაირად განმარტავს: ”თუ წერილის 3–ჯერ გადაკითხვის შემდეგაც ვერ გავიგე რა უნდოდათ ეთქვათ წერილში, ეს წერილიც უაზრობაა და შესამაბისად, შესრულებული დავალებაც დიდი უაზრობა იქნება”. იხილეთ სრულად

მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა

თარიღი October 17, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა

კარგი კადრები კონკურენტ კომპანიებში მიდიან მაშინ, როცა მათ კომპანიაში არასასიამოვნო გარემოა.  ამიტომ აუცილებელია, თავი ავარიდოთ შეცდომებს, რომლებიც კადრების დაკარგვას იწვევს. ჟურნალმა „Computerwoche“ მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა გამოაქვეყნა.

შეცდომა 1: საკუთარი იდეების აკრძალვა

მენეჯერები ხშირად ფიქრობენ, რომ  მათი გადაწყვეტილება ყოველთვის სწორია. ამ დროს ისინი ვერ ხვდებიან და არ ითვალისწინებენ იმას, რომ კადრებსაც ბევრი კრეატიული იდეა აქვთ. მენეჯერების ასეთი ქმედება არამარტო თანამშრომლების იდეებს ბლოკავს, არამედ ზეგავლენას ახდენს კომპანიის გარემოსა და პოტენციალზე.  როდესაც კარგ კადრს არ ეძლევა საშუალება  იფიქროს მუშაობისას, ის აუცილებლად მოძებნის სხვა სამუშაოს.

კადრის კრეატულობას ხელი უნდა შეუწყოს ნებისმიერმა კომპანიამ და მისცეს მას თავისი შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალება. ასე იქცევა უმსხვილესი კომპანია Google: იქ მომუშავე ინჟინრები სამუშაო დროის 20%-ს  საკუთარი იდეების განვითარებაზე ხარჯავენ. იხილეთ სრულად

7 მომაკვდინებელი სიტყვა, რომელთა ამოღება თქვენი ლექსიკონიდან ცხოვრებას უკეთესს გახდის

თარიღი October 11, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 7 მომაკვდინებელი სიტყვა, რომელთა ამოღება თქვენი ლექსიკონიდან ცხოვრებას უკეთესს გახდის

 


უკეთესი ცხოვრების შექმნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება მცირე ძალისხმევის შედეგადაც შესაძლებელია, თუმცა თუ გინდათ მეტი შემოსავალი, თუ გსურთ იყოთ უფრო ჯანმრთელი, მოიპოვოთ წინსვლა კარიერაში, გქონდეთ უკეთესი ურთიერთობები და ა.შ. – უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ამ ყველაფრის მიღწევაში კი ქვემოთჩამოთვლილი სიტყვების ლექსიკონიდან ამოღება  ძალიან დაგეხმარებათ:

1. როცა... ეს ისეთი სიტყვაა, რომელიც ზემოთჩამოთვლილი მიზნების მიღწევაში აუცილებლად ხელს შეგიშლით. გეცნობათ მსგავსი ტიპის  ფრაზა?

„როცა 5 კილოგრამს დავიკლებ, მერე წავალ პაემანზე“ და ა.შ…

ძირითადად „როცა“ იმდენად დიდხანს გრძელდება და გვაშორებს მიზანს, რომ ხშირად გვავიწყდება კიდეც ჩვენი სურვილები. ამიტომ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „იქნება თუ არა ჩემი ქმედება არასამართლებრივი, არაეთიკური ან ამორალური?“ თუ პასუხია­  „არა“, მაშინ არ დაელოდოთ „როცას“.

2. ოდესმე… რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ სამომავლო გეგმები გქონდეთ… მაგრამ თუკი შენიშნეთ, რომ დღევანდელი დღის განრიგი ცარიელია, აუცილებლად გადმოიტანეთ რომელიმე სამომავლო გეგმა დღეისთვის და გააკეთეთ რამე საინტერესო. „ოდესმე“ ძალიან მაცდური სიტყვაა და ხშირად შეცდომაში შევყავართ, ამიტომაა რომ ჩვენი სურვილები თვეობით და ზოგჯერ წლობითაც განუხორციელებელი გვრჩება.

იხილეთ სრულად

Pixar-ის დნმ

თარიღი October 10, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on Pixar-ის დნმ

ჰო­ლი­ვუდ­ში სტივ ჯობ­სის ბი­ო­პი­კის  გა­და­ღე­ბას გეგ­მა­ვენ

ყო­ველ­თ­ვის ასეა – დი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ კვალს მხო­ლოდ იმ სფე­რო­ში არ ტო­ვე­ბენ, რო­მელ­შიც მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბას მო­ი­პო­ვე­ბენ, რად­გან მხო­ლოდ ერ­თი გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი მათ­თ­ვის არას­დ­როს კმა­რა. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ნამ­დ­ვილ გე­ნი­ოს­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვ­ლილ სტივ ჯობ­ს­ზეც, რო­მე­ლიც უკ­ვე იქ­ცა ჩვე­ნი ეპო­ქის სიმ­ბო­ლოდ, კა­ცობ­რი­ო­ბას კი უდი­დე­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და­უ­ტო­ვა. უკ­ვე სა­უბ­რო­ბენ სტივ ჯობ­სის შე­სა­ხებ ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებთ.

მა­ნამ­დე კი გე­ნი­ო­სის ცხოვ­რე­ბის იმ დე­ტალ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა ბევრს არ სმე­ნია (უფ­რო სწო­რად, არ სმე­ნია მათ კავ­შირ­ზე) – ეს გახ­ლავთ სტუ­დია Pixar-ი, თა­ნა­მედ­რო­ვე ანი­მა­ცი­ის ჯა­დოს­ნუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მელ­მაც სწო­რედ ჯობ­სის მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო დი­დე­ბა და უამ­რა­ვი ჯილ­დო, მათ შო­რის 13 “ოს­კა­რი”.

იხილეთ სრულად

ქეთი ბოჭორიშვილი: ინვესტიციების შემოსვლის მხრივ სირთულეები არ არის

თარიღი October 10, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on ქეთი ბოჭორიშვილი: ინვესტიციების შემოსვლის მხრივ სირთულეები არ არის


საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების მხრივ ამ ეტაპზე სირთულეები არ შეიმჩნევა. შეგახსენებთ: ევროპულ ბაზრებზე შექმნილ ვითარებას დასავლელი ანალიტიკოსები ახალი კრიზისის დაწყების ეტაპად აღიქვამენ.

ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, კვარტლების მიხედვით ინვესტიციები  მზარდია და ამ ტენდენციის გათვალისწინებით წლის ბოლომდე საინვესტიციო გეგმა უნდა შესრულდეს. თუმცა, სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ფინანსური კრიზისის დღეს არსებული ნიშნები ინვესტორებში შებოჭილობას იწვევს და მათ აქტიურობას ამცირებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა კრიზისმა ინვესტორებს უბიძგოს ფული ფინანსური სექტორიდან წაიღონ და უფრო სტრატეგიულ სფეროებში სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკაში ჩადონ.

ცნობისთვის: 2011 წელს საქართველოს მთავრობა 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ელოდება.

წყარო:  www.commersant.ge

 

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

თარიღი October 6, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

დაივიწყეთ მისი სამსახურში დაბრუნების შესახებ! დაივიწყეთ Macintosh, iPod და iPad… დაივიწყეთ ყველაფერი, რის შესახებაც Apple-ი მომავალში განაცხადებს! Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივენ პოლ ჯობსის ცხოვრება პრაქტიკულად მთელი ისტორია იყო, ბრწყინვალე ისტორია – შეიძლება ასეც ითქვას. ეს ისტორია დასრულდა ოთხშაბათს… ჯობსი 56 წლის იყო.

„სტივი ოჯახის გარემოცვაში მშვიდად გარდაიცვალა“, – განაცხადა ჯობსის ოჯახმა კომპანია Apple-ის მეშვეობით, – „მისი საზოგადოებრივი ცხოვრება ცნობილი იყო, როგორც სამაგალითოდ აქტიური, ხოლო პირად ცხოვრებას რაც შეეხება, სტივ ჯობსი სათუთად უვლიდა და უფრთხილდებოდა საკუთარ ოჯახს.“

ჯობსი სან ფრანცისკოში დაიბადა 1955 წლის 24 თებერვალს. მისი ბიოლოგიური მშობლები იყვნენ იოანა შიბლი და აბდულფატა ჯანდალი. შემდეგ კი პატარა სტივენი პოლ და კლარა ჯობსებმა იშვილეს. მოგვიანებით ისინი სტივთან ერთად საცხოვრებლად სან მატეოში (კალიფორნია) გადავიდნენ.

ჯობსს სიმდიდრის მისაღწევად ტრადიციული გზებისთვის არ მიუმართავს. Oregon’s Reed College-ში ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ, სტივმა მიატოვა კოლეჯი და კალიფორნიაში დაბრუნა. 1976 წელს მან ავტოფარეხში Apple-ის პირველი კომპიუტერი ააწყო თავის მეგობარ სტივ ვოზნიაკთან ერთად, რომელიც ასევე კოლეჯიდან იყო გამოქცეული.

1980 წელს ჯობსმა აქციები საზოგადოებას მიჰყიდა. ბიჭების შემდეგი შექმნილი კომპიუტერი Macintosh კი უკვე კომპანიის პირველი ჰიტი გახდა. Macintosh პირველი კომპიუტერია, რომელიც ფართო ბაზარზე გრაფიკული ინტერფეისით და ე.წ. „მაუსით“ მოევლინა მომხმარებელს.

იხილეთ სრულად

მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ წელიწადში 6,9 მილიარდიდან 17,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

თარიღი September 23, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ წელიწადში 6,9 მილიარდიდან 17,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

კომპანია Facebook-ის შემოსავლები 2011 წელს 4,27 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. ასეთი პროგნოზი კვლევითმა კომპანია EMarketer Inc-მა გამოაქვეყნა. ანალიტიკოსების მოლოდინის თანახმად, 2011 წელს რეკლამიდან სოციალური ქსელის შემოსავლები 3,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. რაც გასული წლის მაჩვენებელს 104%-ით აღემატება. ქსელის შიდა გადახდებისგან კი კომპანია 470 მილიონ დოლარს მიიღებს, ეს 2010 წლის მონაცემის გასამმაგებული რაოდენობაა. იხილეთ სრულად

Hugo Boss–მა ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბოდიში მოიხადა

თარიღი September 23, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Hugo Boss–მა ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბოდიში მოიხადა

მოდის გერმანულმა სახლმა Hugo Boss–მა ბოდიში მოიხადა იმ ადამიანების მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიის ფაბრიკაში მუშაობას აიძულებდნენ. საუბარია საწარმოზე, რომელიც ნაცისტების ფორმებს კერავდა.

იხილეთ სრულად

„კავკასუს ონლაინი“ „სილქნეტის“ კონკურენციას „რბილ“ სარეკლამო კამპანიას დაუპირისპირებს

თარიღი September 23, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on „კავკასუს ონლაინი“ „სილქნეტის“ კონკურენციას „რბილ“ სარეკლამო კამპანიას დაუპირისპირებს

“კავკასუსი” რეგიონებში პოზიციების გამყარებას იწყებს

ინტერნეტ-ბაზარზე კონკურენცია იზრდება. ოქტომბრიდან „კავკასუს ონლაინი“ სარეკლამო კამპანიას გაააქტიურებს, რომელიც კონკურენტ „სილქნეტის“ სარეკლამო კამპანიასთან შედარებით „მსუბუქი“ იქნება. ამის შესახებ „კავკასუს ონლაინის“ გენერალურმა დირექტორმა გია ადეიშვილმა commersant.ge-ს განუცხადა, თუმცა სარეკლამო პოლიტიკის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

იხილეთ სრულად

ბილ გეიტსმა ყველაზე მდიდარი ამერიკელის ტიტული დაიბრუნა

თარიღი September 22, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on ბილ გეიტსმა ყველაზე მდიდარი ამერიკელის ტიტული დაიბრუნა

ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, ბილ გეიტსი ყველაზე მდიდარი ამერიკელია.

55 წლის გეიტსის ქონება, რომელიც Microsoft-ის თანადამფუძნებელია, 59 მლრდ. დოლარს შეადგენს. რაც 20 მლრდ. დოლარით მეტია ვიდრე 81 წლის უორან ბაფეტის ქონება, რომელიც 39 მლრდ. დოლარს ფლობს.

Forbes-ის ინფორმაციით, გეიტსის ქონება ბოლო ერთ წელიწადში 5 მლრდ. დოლარით გაიზარდა, ხოლო ბაფეტმა წელიწადში 6 მლრდ. დოლარზე მეტი დაკარგა.

წყარო: www.ghn.ge

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი