ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი – დაჯილდოება

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი – დაჯილდოება

ჩვენს ვებ–გვერდზე www.ncib.ge ჩატარებული გამოკითხვა დასრულდა. ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი გამოვლინდა – ქეთი მელუა მთელი გამოკითხვის მსვლელობის დროს აშკარა ფავორიტი იყო და პირველ ადგილს მუდმივად ინარჩუნებდა. მეორე ადგილი ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ, მესამე კი ნონა გაფრინდაშვილმა დაიკავა. ია კიწმარიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, მაკა ასათიანი, მაია რჩეულიშვილი… იყვნენ სხვა კანდიდატებიც.

36 კანდიდატს შორის მარათონი 1 კვირას გრძელდებოდა და გამარჯვებული 8 მარტს გამოვლინდა.

 

იხილეთ სრულად

ალიანს ჯგუფი კაპიტალი

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: სარეკლამო სტატიები | Comments Off on ალიანს ჯგუფი კაპიტალი

 

შპს “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა” 2006 წელს აგვისტოში დააარსა შვილობილი კომპანია “ალიანს ჯგუფი კაპიტალი”. არსებობის მოკლე პერიოდის მიუხედავად, “ალიანს ჯგუფი კაპიტალი” გახდა ერთ-ერთი სწრაფად მზარდი საინვესტიციო კომპანია საქართველოში, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს პერსპექტიულ და მაღალრენტაბელურ პროექტებში.ირაკლი ტყებუჩავა, პროექტის მენეჯერი: “კომპანია შეიქმნა იმისთვის, რომ დავხმარებოდით ქართველ მეწარმეებს და ქართულ ბიზნესს, რათა გამხდარიყვნენ წარმატებული, გაფართოებულიყვნენ და მოეზიდათ უცხოური ინვესტიციები. ჩვენი პრიორიტეტი საექსპორტო პოტენციალის მქონე საწარმოებია”. 

“ალიანს ჯგუფი კაპიტალს” კავშირი აქვს დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და კერძო ინვესტორებთან. პარტნიორი კომპანიებია: GML International, GIA Inc. და სხვა…

ირაკლი ტყებუჩავა: “დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან და უცხოელ ინვესტორებთან მჭიდრო კავშირი, ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა, პროფესიონალთა გუნდი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ჩვენი კომპანიის უპირატესობაა. სწორედ ესაა ჩვენი წარმატებისა და წინსვლის საწინდარი”.

“ალიანს ჯგუფი კაპიტალს” 4 ძირითადი მიმართულება აქვს. პირველი, ადგილობრივი კომპანიებისთვის ინვესტიციებისა და ფულადი სახსრების მოზიდვაა როგორც სესხის, ასევე კაპიტალში ინვესტიციის სახით. მეორე, საკონსულტაციო მომსახურება – ბიზნესგეგმების შედგენა, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბაზრის კვლევები, კომპანიების შეფასება… მესამე, უძრავი ქონების მიმართულებაა, რაც გულისხმობს პერსპექტიული პროექტების დაფინანსებას ამ მიმართულებით. 2009 წელს კი კომპანიამ ახალი მიმართულება დანერგა – ენერგეტიკის პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა და მართვა.

იხილეთ სრულად

თბილღვინო

თარიღი June 28, 2011
კატეგორია: სარეკლამო სტატიები | Comments Off on თბილღვინო

დაარსებიდან დღემდე…

დაარსდა 1962 წლის მაისში. რიგით მესამე და ყველზე დიდი ღვინის ქარხანა საქართველოში იმ დროისთვის უახლესი ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ “თბილღვინო” გაიყო რამდენიმე სხვადასხვა კომპანიად. დღეს ეს რთული პერიოდი წარსულს ჩაბარდა, მდგომარეობა საქართველოში შეიცვალა და მთავრობის ხელშეწყობით ს.ს “თბილღვინომ” უწინდელი ბრწყინვალება დაიბრუნა.

რაც შეეხება სახელს, “თბილღვინო” კომპანიას პირველად 1974 წლის სექტემბერში ეწოდა. 1996 წელს კი ქარხანა ზურაბ და გიორგი მარგველაშვილებმა ჩაიბარეს, რის შემდეგაც მოხდა კომპანიის რეკონსტრუქცია.

დაარსების დღიდან მოყოლებული კომპანია მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული სხვადასხვა დიპლომებითა და მედლებით ღვინის მსოფლიო კონკურსებზე. 2009 წელი კი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა და ნომერ პირველ ღვინის ექსპორტიორ კომპანიად დასახელდა.

2009 წელს კომპანიამ ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემა) და ISO 22000 (საკვების უვნებლობის მართვის სისტემა) სერტიფიკატები მიიღო. კომპანიის სასერტიფიკატო აუდიტი მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა აუდიტორულმა და მაინსპექტირებელმა კომპანია SGS-Societe Generale de Surveillance-მა ჩაატარა. მასერტიფიცირებელი ორგანო UKAS – The United Kingdom Accreditation Service, ასევე მსოფლიოში აღიარებული და გავლენიანი საერთაშორისო სტანდარტების მაკრედიტებელი ორგანო გახლდათ.

იხილეთ სრულად

გახდი მსოფლიოს წევრი!

თარიღი June 28, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on გახდი მსოფლიოს წევრი!

• ინტეგრირება საერთაშორისო სივრცეში;

• თქვენი რეკლამა საერთაშორისო ბაზარზე;

• 200 ქვეყანაში, 150 მილიონ კომპანიაში გაიგებენ თქვენს შესახებ!

ყოველი კომპანიისთვის აუცილებელია, იცოდეს რა ხდება ადგილობრივ და საზღვარგარეთის ბაზრებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად გახდეს ცნობადი. ამიტომ NCIB დაგეხმარებათ საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში გაწევრიანებაში, რათა თქვენი კომპანიის პროფილი ხელმისაწვდომი გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის. საერთაშორისო მონაცემთა ბაზებსა და NCIB-ის მონაცემთა ბაზაში განთავსებული კომპანიების ინფორმაციები უკვე თავისთავად წარმოადგენს მათ რეკლამას საერთაშორისო ბაზარზე.

ინფორმაციის სანდოობა და უტყუარობა ბიზნესში მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ NCIB-ის საერთაშორისო მონაცემთა ბაზები სანდო და კვარტალურად განახლებადია.

იხილეთ სრულად

საინფორმაციო მომსახურების ბაზარი საქართველოში

თარიღი June 18, 2011
კატეგორია: სარეკლამო სტატიები | Comments Off on საინფორმაციო მომსახურების ბაზარი საქართველოში



საუკუნეების წინ, ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს გროვდებოდა ინფორმაციები და მონაცემები საქართველოში მაცხოვრებლებისა და მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. მაშინ კი, როდესაც საქართველოს ანექსირებული ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, მონაცემები შეგროვდა და შეუერთდა რუსეთის მონაცემებს. საბჭოთა დროს ყველაფერი სისტემატიზირებული იყო და მას მხოლოდ არქივის სახე ჰქონდა; ინფორმაცია არ იყო ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. 1926 წელს კი დაარსდა საინფორმაციო ცენტრი ”09”, რომელსაც იმ პერიოდში ”ცნობარი 09“ ეწოდა და ნუმერაციაც მაშინ მიენიჭა. ეს უკვე იყო სატელეფონო მომსახურება, რომელიც ყველა დიდ ქალაქში გახდა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს აბონენტების ტელეფონის ნომრებსა და მისამართებს სთავაზობდა. მაშინ არ იყო არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი და, შესაბამისად, არც ელექტრობული მონაცემებთა ბაზა არსებობდა. იქ მომუშავე ადამიანები კი გამუდმებით საქაღალდეებსა და არქივებში ეძებდნენ ინფორმაციას მომხამრებლებისთვის.

2001 წელს „09“ კერძო მფლობელმა შეისყიდა და დღეს ის მომხმარებელს 40-ზე მეტ სერვისს სთვაზობს.

ინგა კურცხალია, საინორმაციო ცენტრ „09“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე: “ახალ სერვისებს მომხმარებელს, ძირითადად, მოთხოვნის შესაბამისად ვთავაზობთ. ბაზა კომპიუტერიზებული გვაქვს და ეს საშუალებას გვაძლევს, აბონენტს ოპერატიულად მოვემსახუროთ. ოპერატიულობაში იმას ვგულისხმობ, რომ კარგი ოპერატორი აბონენტს ამომწურავ ინფორმაციას 40 წამამდე დროში უნდა აწვდიდეს, ხოლო თუ ოპერატორი ინფორმაციის მიწოდებას 40-დან 60 წამამდე ანდომებს, ის დამწყებად ითვლება და სწავლების პროცესშია“.

იხილეთ სრულად

როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია Power Point-ში

თარიღი June 17, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია Power Point-ში

“There’s something in the air.” სწორედ ამ სიტყვებით გახსნა სტივ ჯობსმა 2008 წელს მაკმსოლფიო პრეზნეტაცია. ჯობსს ხშირად იხსენიებენ ამერიკის საუკეთესო პრეზენტატორებს შორის, ამას თავის მიზეზიც აქვს: მან იცის, როგორ მოყვეს ამბავი. კარგმა პრეზენტაციამ აუდიტორიაში ემოციები უნდა აღძრას, თუნდაც საუბარი ფინანსურ საკითხებს ან ვალებს ეხებოდეს. მთავარია იცოდე, როგორ აიყოლიო ხალხი და როგორ გააფორმო მასალა ვიზუალურად. არ აქვს მნიშვნელობა, ინვესტორებს ახალ პროდუქტს წარუდგენთ თუ თქვენი კომპანიის წლიურ მუშაობას მიმოიხილავთ-კარგი POWER POINT პრეზენტაცია ყოველთვის დაგჭირდებათ.

ამის გაკეთება კი იმაზე ადვილია, ვიდრე ფიქრობთ. კარგი პრეზენტაციის გასაკეთებლად არ არის აუცილებელი კარგი დიზაინერი, მწერალი ან ორატორი იყოთ. მთავარია იცოდეთ, თუ როგორ მიიპყროთ აუდიტორიის ყურადღება და გააღვიძოთ ფანტაზია. ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

იხილეთ სრულად

როგორ ჩავატაროთ ეფექტური შეხვედრები

თარიღი June 16, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ჩავატაროთ ეფექტური შეხვედრები

ხშირი თათბირები არამარტო დიდი კორპორაციებისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაცაა დამახასიათებელი. როგორ ჩავატაროთ ეს შეხვედრები ისე, რომ დრო ტყუილად არ დავკარგოთ? ამისთვის რამდენიმე რჩევა არსებობს.

მოსაწყენი, უაზრო თათბირი ცუდი ორგანიზებისა და კომუნიკაციის სიმცირის შედეგია. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის არცერთ მონაწილეს არ სურს დროის კარგვა მათზე, რადგან არაეფექტურად მიიჩნევს.

ძალიან ბევრ მენეჯერს არარეალური წარმოდგენები აქვს თათბირის შედეგების შესახებ. მათი აზრით, ასეთ შეკრებებზე მცირე ბრეინშტორმინგის შედეგად ძვირფასი იდეები იბადება. გლენ პარკერის, გუნდური მუშაობის კონსულტანტის მიხედვით, თუკი კრეატიული ადამიანების შეკრება გვინდა რაიმე რეკლამის დასაგეგმად, ამისთვის შესაბამისი დრო და გარემო უნდა შევარჩიოთ. ცუდი ორგანიზება ცუდ იდეებს მოგვცემს. თათბირებს შეიძლება სხვადასხვა სახე მიეცეს: თავისუფალი, ღია საუბრებისგან დაწყებული, ერთი ადამიანის მსჯელობით დამთავრებული, რომელიც სამომავლო სტრატეგიას თანამშრომლებთან ერთად განიხილავს.

ზოგიერთი კომპანიისთვის ხშირი თათბირები არაპროდუქტიული მუშაობის შედეგია.ზოგერთისთვის კი ეფექტური კომუნიკაციისთვის აუცილებელი კომპონენტი. ყოველ შემთხვევაში, უამრავი გზაა იმის გასარკვევად, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენს მიერ ჩატარებული თათბირი.

იხილეთ სრულად

15 რჩევა, რაც ნებისმიერმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს

თარიღი June 16, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 15 რჩევა, რაც ნებისმიერმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს

ბიზნესის მართვა ბევრ უნარ-ჩვევას მოითხოვს: სამომავლო გეგმების დასახვიდან დაწყებული საუკეთესო შედეგების შენარჩუნებით დამთავრებული. არსებობს რამდენიმე ძირითადი რჩევა, რომლებიც ბიზნესის მფლობელებმა მხედველობაში უნდა იქონიონ.

მცირე ბიზნესის წარმოება მცირე შრომა არ არის და ნებისმიერი ბიზნესმენი გეტყვით, რომ საკმაოდ მძიმე ტვირთია: ოჯახსა და ინვესტორებზე ზრუნვა, კლიენტების მომსახურება და თანამშრომლებისთვის ყურადღების მიქცევა, საკუთარი მიზნებისა და იდეალების შენარჩუნება და ა.შ. იმისთვის, რომ ბიზნესის წარმატებული მეპატრონე გახდეთ, ჩვენ 15 რჩევა მოგიმზადეთ.

1. ყოველთვის გახსოვდეთ: ფული მეფეა

მოგება დრო და დრო იცვლება, მაგრამ თუ თქვენს კომპანიას მუდმივად ამის პრობლემა აქვს, მაშინ ბიზნესის წარმოების ხერხები უნდა შეცვალოთ. ამას რამდენიმე ახსნა აქვს: თქვენი gross margins ძალიან დაბალია, რასაც დაკლებული ფასები ან არაპირდაპირი ხარჯები იწვევს… შეიძლება გადასახადები ან ქირა გაქვთ საკმაოდ დიდი, თქვენი გადახდის მეთოდები ძალიან ლიბერალურია, ან საბილინგო სისტემა გაქვთ სუსტი… შეიძლება არაგადამხდელ მომხმარებლებს საკმაოდ დიდი ვალები აქვთ დაგროვილი და ა.შ. ბოლოსდაბოლოს, ისიც შესაძლებელია, რომ საკმარისზე მეტი ინვენტარი გაქვთ… თუ თანხებთან პრობლემები შეგექმნათ, ამ საკითხებს გადახედეთ და გაარკვიეთ, რომელი მათგანი უთხრის ძირს თქვენს საბანკო ანგარიშს.

იხილეთ სრულად

როგორ შევქმნათ ერთიანი გუნდი

თარიღი June 16, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ შევქმნათ ერთიანი გუნდი

როდესაც პირველად იწყებთ ბიზნესს და ქმნით კომპანიას, მცირე ბიუჯეტის გამო ხშირად ყველა პოზიციის დაკავება თავად გიწევთ, იქნება ეს მარკეტინგის, ბუღალტერიის, კვლევა/განვითარების თუ სხვა. თქვენ იკავებთ მენეჯერის პოზიციას, თქვენვე შეიმუშავებთ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რეკლამირებასაც თქვენ უკეთებთ და საბოლოოდ თქვენვე ყიდით.

ამ დროს თქვენ გჯერათ, რომ შესანიშნავად უმკლავდებით ყველა ამ საქმეს და უკეთესად ამას ვერავინ შეასრულებდა. მაგრამ თქვენი ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, თქვენ ხვდებით, რომ დამოუკიდებლად ყველაფრის მუდმივად კეთება შეუძლებელია. ამიტომ, თუ გსურთ გქონდეთ კომპანია, რომელიც დიდ ხანს იარსებებს, უნდა დაიქირავოთ ადამიანები და თქვენ გარშემო შეკრიბოთ თანატოლების გუნდი.

შესანიშნავი გუნდის შექმნა მართლაც რომ ძნელია და იშვიათად გეძლევათ შესაძლებლობა, თავიდანვე შექმნათ გუნდი, ასე რომ გამოიყენეთ ეს შანსი.

არ შეგეშინდეთ, თქვათ „არა“ – როდესაც სამსახურში აგყავთ ვინმე, რთულია შეხვდეთ იდეალურ კანდიდატს, ეს იგივეა რაც შეგიყვარდეთ. ამ დროს უნდა წარმოიდგინოთ, როგორ გაგყავთ მთელი დღეები ამ ადამიანთან ერთად. თუ ვერ შეძელით იმის წარმოდგენა, როგორ მუშაობთ ერთად, როგორ მიდიხართ ლანჩზე, ან ერთად სადილობთ, უბრალოდ უარი უთხარით. აჯობებს იმ „ერთს“ დაელოდოთ, ვიდრე დაიქირავოთ ის, ვისაც სამ თვეში მაინც დაემშვიდობებით.

იხილეთ სრულად

5 ნაბიჯი წარმატებული ბიზნესის დასაწყებად

თარიღი June 16, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 5 ნაბიჯი წარმატებული ბიზნესის დასაწყებად

ბიზნესის დაწყება მარტივი საქმე არაა. მაგრამ სანამ ბიზნესს წამოიწყებდეთ, უნდა გაითვალისწინოთ 5 საკვანძო ნაბიჯი, რომელთა მეშვეობითაც წარმატების მიღწევა უფრო ადვილია: თქვენი ბიზნესის დაფინანსების წყარო, ეფექტური მარკეტინგული გეგმის შექმნა, ფინანსების განკარგვა, მარკეტინგული კვლევის ჩატარება, წარმატებისკენ სწრაფვა.

თუ გაიგებთ და შეასრულებთ შემდეგ ნაბიჯებს, თქვენ უკვე წარამეტბისკენ მიმავალ ბილიკზე აღმოჩნდებით.

ყველაზე მთავარია სამოქმედო გეგმის შესრულება მანამ, სანამ კარს გაუღებთ თქვენს ახალ წამოწყებას. ეს ნიშნავს იპოვოთ განსხვავება ჰობისა და წარმატებულ ბიზნესს შორის.

ბიზნესის ჩავარდნის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ არასაკმარისი დაფინანსება ხდება. მნიშვნელობა არა აქვს იწყებთ ბიზნესს თუ მის განვითარებას აპირებთ, თქვენ უნდა მოიაზრებდეთ სხვადასხვა წყაროებს თქვენი ბიზნესის დაფინანსებისთვის და აცნობიერებდეთ თითოეულის დადებით და უარყოფით მხარეებს. უმჯობესია, თუ არ გარისკავთ და ბიზნესში საკუთარი ფულის ჩადებას მოერიდებით. ნუ შეიზღუდებით დაფინანსების მხოლოდ ერთი წყაროს მოპოვებით, მოიაზრეთ კაპიტალისტები, კომერციული ბანკები, ინვესტორები, მეგობრები, ოჯახი… ყველა შემთხვევაში სოლიდური ბიზნეს გეგმა აუცილებელია.

იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი