როგორ შეიძლება დავკარგოთ საუკეთესო თანამშრომელი

თარიღი January 27, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ შეიძლება დავკარგოთ საუკეთესო თანამშრომელი

    ყველას ჰყავს გამორჩეული კადრი, ვისთან ერთადაც შეუძლია გვიანობამდე შეყოვნდეს დარჩენილი სამუშაოს შესასრულებლად ან ბოლო წუთში მისცეს მნიშვნელოვანი დავალება პრეზენტაციის წარმატებით ჩასატარებლად. მსგავსი თანამშრომლის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდებოდა, ამიტომ ხელმძღვანელები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და კომფორტის შექმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გარეშე მოუწევთ მოქმედება.

            როგორც CAP კვლევამ აჩვენა, მხოლოდ საშუალო დონის კადრის შეცვლა მისი წლიური ანაზღაურების 20% ჯდება, საუკეთესო თანამშრომლის შემთხვევაში კი ხარჯები, შესაძლოა, 213%–ც კი გაიზარდოს. ამას ემატება ისიც, რომ ახალ თანამშრომელს სრული პროდუქტიულობის მისაღწევად 1 წელი მაინც სჭირდება (2012 Allied Workforce Mobility Survey).

           ამ მაჩვენებლებს თუ გავითვალისწინებთ, არავინ ისურვებდა საუკეთესო კადრის დაკარგვას. ამიტომ ეცადეთ თავი აარიდოთ შემდეგ შეცდომებს: იხილეთ სრულად

რაზე გავამახვილოთ ყურადღება ახალ, 2015 წელს

თარიღი January 13, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რაზე გავამახვილოთ ყურადღება ახალ, 2015 წელს

თუ არ გსურთ ეს წელი ისეთივე ჩვეულებრივი იყოს, როგორც გასული, მიჰყევით სტატიას და გაიგეთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

 1.    განათლება

ტრეინინგი, სწავლა და განათლება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დამსაქმებლები საკმარისად არ ცდილობენ  საუკეთესო კადრების შენარჩუნებას და მათ განვითარებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენეთ შემდეგი გზები: იხილეთ სრულად

PRexchange – 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში

თარიღი January 9, 2015
კატეგორია: ინფოგრაფიკები, კომპანიის სიახლეები | Comments Off on PRexchange – 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში

რა არ უნდა გააკეთოთ კორპორაციულ საღამოზე, ხუმრობითაც კი

თარიღი December 26, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა არ უნდა გააკეთოთ კორპორაციულ საღამოზე, ხუმრობითაც კი

მოვიდა დრო, როცა ყველა მოუთმენლად ელოდება საოცარ კორპორაციულ საღამოს. ალბათ ყველას მოგისმენიათ შოკისმომგვრელი ისტორია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თანამშრომლის ზღვარგადასული ქმედების და ფეხშიშველი სეირნობის შესახებ, რომელიც ორშაბათს სირცხვილის კორიდორის გავლით სრულდება.

ნუ მისცემთ დღესასწაულებს სანანებელი ქმედების პროვოცირების უფლებას. წარმოგიდგენთ ქცევებს, რომლისგანაც შორს უნდა დაიჭიროთ თავი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოსი ხართ.

იხილეთ სრულად

რა უნდა იცოდეთ გასაუბრებისას

თარიღი December 18, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა იცოდეთ გასაუბრებისას

   დამსაქმებელთან გასაუბრებაზე კანდიდატები ხშირად ბევრს საუბრობენ, შესაბამისად იქცევა ინტერვიუერიც, თუმცა წარმოგიდგენთ იმ საკითხებს, რომელზეც რეალურადაა საჭირო ყურადღების გამახვილება. იხილეთ სრულად

მარტივი წესები ბედნიერებისთვის

თარიღი December 12, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მარტივი წესები ბედნიერებისთვის

გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც გაცილებით გაგიადვილებთ ცხოვრებას.

1.    ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს

უკლებლივ ყველა ადამიანი განსხვავებული ადგილიდან იწყებს ცხოვრებაში მოგზაურობას, თუმცა არავინ იცის, საით წაიყვანს მათ გზა. ამიტომ საკუთარი თავის ვინმესთან გაიგივება მხოლოდ დროის ფუჭი ფლანგვაა. იხილეთ სრულად

რა უნარებს მოითხოვენ დამსაქმებლები ახალგაზრდებისგან 2015 წელს

თარიღი December 5, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნარებს მოითხოვენ დამსაქმებლები ახალგაზრდებისგან 2015 წელს

 კარგად გამოგდით გუნდში მუშაობა, გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაწყვეტა? ეს ის აუცილებელი უნარებია, რომელსაც დამსაქმებლები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ახალი კადრების შერჩევისას. გარდა ამისა, ითვალისწინებენ თანამშრომლებთან და ორგანიზაციებთან ვერბალური კომუნიკაციისა და პოზიციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ უნარებსაც, თუმცა ისინი ნაკლებად გადამწყვეტია პირველ სამეულსა და საქმის დამოუკიდებლად დაგეგმვის შესაძლებლობასთან შედარებით. იხილეთ სრულად

უფროსობა გსურთ?! იაზროვნეთ ბოსივით

თარიღი November 26, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on უფროსობა გსურთ?! იაზროვნეთ ბოსივით

ადამიანთა უმრავლესობას უყვარს უფროსობა და ბიზნესის მართვა, თუმცა მხოლოდ მცირედი ნაწილი ახერხებს სურვილის ასრულებას, დანარჩენები კი რიგით თანამშრომლებად რჩებიან. გახდებით თუ არა ჯგუფის მთავარი წევრი, თქვენს მენტალიტეტზეა დამოკიდებული. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მეწარმე.

 

იხილეთ სრულად

15 გაუმართლებელი მიზეზი, თუ რატომ არ იწყებთ საკუთარ ბიზნესს

თარიღი November 17, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 15 გაუმართლებელი მიზეზი, თუ რატომ არ იწყებთ საკუთარ ბიზნესს

ჯეფ ჰედენის აზრით, დროის სიმცირის გარდა, არაერთი არარეალური მიზეზი არსებობს საკუთარი ბიზნესის არქონის გასამართლებლად. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. „მეშინია“

შემოუერთდით კლუბს! ყველა მეწარმეს ეშინია, თუმცა არჩევანის გაკეთების საშუალება გაქვთ: მისცეთ შიშს თქვენი შეფერხების უფლება ან გამოიყენოთ წარმატების მიღწევის მოტივატორად. თვითკმაყოფილება წინსვლის მტერია, თუმცა, საბედნიეროდ, საკუთარი ოცნებების ვერგანხორციელების შიში აკავებს მას.

იხილეთ სრულად

როგორ წავახალისოთ თანამშრომლები?!

თარიღი November 7, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ წავახალისოთ თანამშრომლები?!

გსურთ, შეინარჩუნოთ თანამშრომელთა პროდუქტიულობა და სამუშაოს მიმართ კეთილგანწყობა?!  ამ კითხვამ განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც დამსაქმებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ ნაკლები რაოდენობის თანამშრომლებით მეტი შედეგის მიღწევას.

ენერგიული, კრეატიული და გონებაგახსნილი ადამიანების დასაქმების შემდეგ, საჭიროა, სწორად შეირჩეს წახალისების პირობები გონებრივი შესაძლებლობების და პიროვნების შინაგანი ბუნების გათვალისწინებით, რათა მენტალურად და ემოციურად მოტივირებული კადრები არ დავკარგოთ. მოტივაციაზე საუბრისას არ შეიძლება დანიელ პინკის ყველაზე გაყიდვადი წიგნის “Drive” გვერდის ავლა. მასში ხაზგასმულია ადამიანთა დამოუკიდებლად მუშაობის უპირატესობები და დაფასების დადებითი შედეგები. პინკის თქმით, არა ხელფასი, არამედ დაფასებაა საუკეთესო მოტივატორი – ის, რომ იყვნენ რეალური მოთამაშეები და არა „პაიკები“. პინკის აზრით, Google–ის მიერ თანამშრომლების თავისუფლებისათვის გამოყოფილი სამუშაო დროის 20% ნათელი მაგალითია, როგორ მოქმედებს შინაგანი მოტივაცია ადამიანზე. იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი