ათი შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ გასაუბრების დროს

Posted on October 17, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ათი შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ გასაუბრების დროს

გასაუბრების დროს პოტენციური მენეჯერის საკუთარი მჭერმეტყველობით მოხიბვლა ყველაზე ნაკლებად უნდა გადარდებდეთ. არის რამდენიმე შეცდომა, რომლის დაშვებამაც ძნელ შეკითხვაზე არანაკლები პრობლემა შეიძლება შეგიქმნათ.

გთავაზობთ კადრების მენეჯერების გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი გასაუბრების დროს  დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომების ჩამონათვალს. არ გაიმეოროთ, თუკი გსურთ, რომ გასაუბრების მეორე ეტაპზეც მიგიწვიონ.

1) არ დაიგვიანოთ. თუ იგვიანებთ, აუცილებლად დარეკეთ.

ყველანი ადამიანები ვართ: ხშირად ხდება თვითმფრინავის რეისების გადადება, საგზაო მოძრაობა ხშირად გადატვირთულია… ინტერვიუერებს ეს ყველაფერი ესმით. რაც უფრო მალე დარეკავთ და შეატყობინებთ თქვენი დაგვიანების შესახებ, სამსახურის დაწყების მეტი შანსი გაქვთ. საუკეთესო შემთხვევაში ათი წუთით ადრე უნდა მიხვიდეთ. Read more

HR მენეჯმენტის შეცდომები

Posted on October 17, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on HR მენეჯმენტის შეცდომები

ჩვენ ალბათ, ყველას გვსმენია ადამიანური რესურსების  მართვის  შესახებ. ისიც კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და ერთიანი გუნდი კომპანიისთვის.  ამ საკითხზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად მრავალი კვლევაა ჩატარებული. სტატიაში თავმოყრილია HR მენეჯერების მიერ დაშვებული შეცდომებიდან  ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი.

1. დაფასების დავიწყება: ალბათ უკვე ბევრი გაქვთ წაკითხული თანამშრომლების მოტივაციაზე, მაგრამ იმავდროულად არ უნდა დაივიწყოთ მათი ყოველდღიური მუშაობის დაფასება. ზოგჯერ რაღაცები, რაც ერთი შეხედვით ტრივიალურად გეჩვენებათ,  კომპანიის გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ განსხვავებას ქმნის. –  HR აღმასრულებელი დირექტორი,  BPO

2. განუსაზღვრელი ამოცანები: ისწავლეთ ამოცანების ზუსტად და მარტივად განსაზღვრა. შეეცადეთ რაც შეიძლება ნათლად ახსნათ დავალება. უმეტეს შემთხვევაში, ამოცანა რჩება შეუსრულებელი არა იმიტომ, რომ თანამშრომელი არასაკმარისი ძალისხმევით ეკიდება საქმეს, არამედ იმიტომ,  რომ მან ვერ გაიგო, რა უნდა გაეკეთებინა. – გრაფიკული დიზაინერი, Ecommerce

ცნობილი ინდოელი კრეატიული  დირექტორი ამას შემდეგნაირად განმარტავს: ”თუ წერილის 3–ჯერ გადაკითხვის შემდეგაც ვერ გავიგე რა უნდოდათ ეთქვათ წერილში, ეს წერილიც უაზრობაა და შესამაბისად, შესრულებული დავალებაც დიდი უაზრობა იქნება”. Read more

მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა

Posted on October 17, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა

კარგი კადრები კონკურენტ კომპანიებში მიდიან მაშინ, როცა მათ კომპანიაში არასასიამოვნო გარემოა.  ამიტომ აუცილებელია, თავი ავარიდოთ შეცდომებს, რომლებიც კადრების დაკარგვას იწვევს. ჟურნალმა „Computerwoche“ მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა გამოაქვეყნა.

შეცდომა 1: საკუთარი იდეების აკრძალვა

მენეჯერები ხშირად ფიქრობენ, რომ  მათი გადაწყვეტილება ყოველთვის სწორია. ამ დროს ისინი ვერ ხვდებიან და არ ითვალისწინებენ იმას, რომ კადრებსაც ბევრი კრეატიული იდეა აქვთ. მენეჯერების ასეთი ქმედება არამარტო თანამშრომლების იდეებს ბლოკავს, არამედ ზეგავლენას ახდენს კომპანიის გარემოსა და პოტენციალზე.  როდესაც კარგ კადრს არ ეძლევა საშუალება  იფიქროს მუშაობისას, ის აუცილებლად მოძებნის სხვა სამუშაოს.

კადრის კრეატულობას ხელი უნდა შეუწყოს ნებისმიერმა კომპანიამ და მისცეს მას თავისი შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალება. ასე იქცევა უმსხვილესი კომპანია Google: იქ მომუშავე ინჟინრები სამუშაო დროის 20%-ს  საკუთარი იდეების განვითარებაზე ხარჯავენ. Read more

7 მომაკვდინებელი სიტყვა, რომელთა ამოღება თქვენი ლექსიკონიდან ცხოვრებას უკეთესს გახდის

Posted on October 11, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 7 მომაკვდინებელი სიტყვა, რომელთა ამოღება თქვენი ლექსიკონიდან ცხოვრებას უკეთესს გახდის

 


უკეთესი ცხოვრების შექმნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება მცირე ძალისხმევის შედეგადაც შესაძლებელია, თუმცა თუ გინდათ მეტი შემოსავალი, თუ გსურთ იყოთ უფრო ჯანმრთელი, მოიპოვოთ წინსვლა კარიერაში, გქონდეთ უკეთესი ურთიერთობები და ა.შ. – უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ამ ყველაფრის მიღწევაში კი ქვემოთჩამოთვლილი სიტყვების ლექსიკონიდან ამოღება  ძალიან დაგეხმარებათ:

1. როცა... ეს ისეთი სიტყვაა, რომელიც ზემოთჩამოთვლილი მიზნების მიღწევაში აუცილებლად ხელს შეგიშლით. გეცნობათ მსგავსი ტიპის  ფრაზა?

„როცა 5 კილოგრამს დავიკლებ, მერე წავალ პაემანზე“ და ა.შ…

ძირითადად „როცა“ იმდენად დიდხანს გრძელდება და გვაშორებს მიზანს, რომ ხშირად გვავიწყდება კიდეც ჩვენი სურვილები. ამიტომ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „იქნება თუ არა ჩემი ქმედება არასამართლებრივი, არაეთიკური ან ამორალური?“ თუ პასუხია­  „არა“, მაშინ არ დაელოდოთ „როცას“.

2. ოდესმე… რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ სამომავლო გეგმები გქონდეთ… მაგრამ თუკი შენიშნეთ, რომ დღევანდელი დღის განრიგი ცარიელია, აუცილებლად გადმოიტანეთ რომელიმე სამომავლო გეგმა დღეისთვის და გააკეთეთ რამე საინტერესო. „ოდესმე“ ძალიან მაცდური სიტყვაა და ხშირად შეცდომაში შევყავართ, ამიტომაა რომ ჩვენი სურვილები თვეობით და ზოგჯერ წლობითაც განუხორციელებელი გვრჩება.

Read more

Pixar-ის დნმ

Posted on October 10, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on Pixar-ის დნმ

ჰო­ლი­ვუდ­ში სტივ ჯობ­სის ბი­ო­პი­კის  გა­და­ღე­ბას გეგ­მა­ვენ

ყო­ველ­თ­ვის ასეა – დი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ კვალს მხო­ლოდ იმ სფე­რო­ში არ ტო­ვე­ბენ, რო­მელ­შიც მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბას მო­ი­პო­ვე­ბენ, რად­გან მხო­ლოდ ერ­თი გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი მათ­თ­ვის არას­დ­როს კმა­რა. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ნამ­დ­ვილ გე­ნი­ოს­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვ­ლილ სტივ ჯობ­ს­ზეც, რო­მე­ლიც უკ­ვე იქ­ცა ჩვე­ნი ეპო­ქის სიმ­ბო­ლოდ, კა­ცობ­რი­ო­ბას კი უდი­დე­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და­უ­ტო­ვა. უკ­ვე სა­უბ­რო­ბენ სტივ ჯობ­სის შე­სა­ხებ ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებთ.

მა­ნამ­დე კი გე­ნი­ო­სის ცხოვ­რე­ბის იმ დე­ტალ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა ბევრს არ სმე­ნია (უფ­რო სწო­რად, არ სმე­ნია მათ კავ­შირ­ზე) – ეს გახ­ლავთ სტუ­დია Pixar-ი, თა­ნა­მედ­რო­ვე ანი­მა­ცი­ის ჯა­დოს­ნუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მელ­მაც სწო­რედ ჯობ­სის მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო დი­დე­ბა და უამ­რა­ვი ჯილ­დო, მათ შო­რის 13 “ოს­კა­რი”.

Read more

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

Posted on October 6, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

დაივიწყეთ მისი სამსახურში დაბრუნების შესახებ! დაივიწყეთ Macintosh, iPod და iPad… დაივიწყეთ ყველაფერი, რის შესახებაც Apple-ი მომავალში განაცხადებს! Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივენ პოლ ჯობსის ცხოვრება პრაქტიკულად მთელი ისტორია იყო, ბრწყინვალე ისტორია – შეიძლება ასეც ითქვას. ეს ისტორია დასრულდა ოთხშაბათს… ჯობსი 56 წლის იყო.

„სტივი ოჯახის გარემოცვაში მშვიდად გარდაიცვალა“, – განაცხადა ჯობსის ოჯახმა კომპანია Apple-ის მეშვეობით, – „მისი საზოგადოებრივი ცხოვრება ცნობილი იყო, როგორც სამაგალითოდ აქტიური, ხოლო პირად ცხოვრებას რაც შეეხება, სტივ ჯობსი სათუთად უვლიდა და უფრთხილდებოდა საკუთარ ოჯახს.“

ჯობსი სან ფრანცისკოში დაიბადა 1955 წლის 24 თებერვალს. მისი ბიოლოგიური მშობლები იყვნენ იოანა შიბლი და აბდულფატა ჯანდალი. შემდეგ კი პატარა სტივენი პოლ და კლარა ჯობსებმა იშვილეს. მოგვიანებით ისინი სტივთან ერთად საცხოვრებლად სან მატეოში (კალიფორნია) გადავიდნენ.

ჯობსს სიმდიდრის მისაღწევად ტრადიციული გზებისთვის არ მიუმართავს. Oregon’s Reed College-ში ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ, სტივმა მიატოვა კოლეჯი და კალიფორნიაში დაბრუნა. 1976 წელს მან ავტოფარეხში Apple-ის პირველი კომპიუტერი ააწყო თავის მეგობარ სტივ ვოზნიაკთან ერთად, რომელიც ასევე კოლეჯიდან იყო გამოქცეული.

1980 წელს ჯობსმა აქციები საზოგადოებას მიჰყიდა. ბიჭების შემდეგი შექმნილი კომპიუტერი Macintosh კი უკვე კომპანიის პირველი ჰიტი გახდა. Macintosh პირველი კომპიუტერია, რომელიც ფართო ბაზარზე გრაფიკული ინტერფეისით და ე.წ. „მაუსით“ მოევლინა მომხმარებელს.

Read more

ხელფასით მილიარდერი

Posted on September 15, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ხელფასით მილიარდერი

“მაიკროსოფტის” გენერალურ დირექტორ სტივ ბალმერს აღმოსავლეთევროპული ფესვები და ამერიკული მიზანდასახულობა აქვს. მას მსოფლიოში ყველაზე შრომისმოყვარე მილიარდერი შეარქვეს და ჭეშმარიტად ერთადერთია, ვინც ნამდვილად დაიმსახურა ეს სახელი.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ნუსხაში “მაიკროსოფტის” გენერალური დირექტორის, სტივ ბალმერის ფიგურა გამორჩეულია: ის პირველი და ერთადერთია მსოფლიოს მილიარდერთა კლუბიდან, ვინც უზარმაზარი ქონება, არც მეტი, არც ნაკლები, იმ ხელფასით დააგროვა, რომელსაც კერძო კომპანიაში დაქირავებულ მენეჯერად მუშაობისთვის უხდიდნენ; მით უფრო, რომ ის არც ამ კომპანიის დამფუძნებელი ყოფილა და არც დამფუძნებლის ნათესავი.

ყველაფერი 1980-იანი წლებიდან დაიწყო. სწორედ მაშინ მიხვდა ბილ გეიტსი, რომ მის სწრაფმზარდ ბიზნესს პროფესიონალი ბიზნესმენეჯერი სჭირდებოდა და ყოფილ მეზობელს ჰარვარდის საერთო საცხოვრებლიდან წინადადება შესთავაზა. “მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა 24 წლის ბალმერი წლიურ 50-ათას დოლარსა და აქციების 7%-ზე დაიყოლია. ბალმერმა სტენფორდის ბიზნესსკოლა უყოყმანოდ მიატოვა.

იმხანად კომპანიაში სულ რაღაც 23 თანამშრომელი იყო, გაყიდვის წლიური მოცულობა კი $12,5 მლნ-ს არ აღემატებოდა. ახალბედა მენეჯერის პირველი ნაბიჯი იყო კომპანიის ხანგრძლივი სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შტატების გაორმაგება. ასე დაიბადა ერთ-ერთი უშესანიშნავესი პარტნიორობა თანამედროვე ბიზნესის ისტორიაში: გეიტსის ტექნოლოგიური გაქანებები, პლუს ბალმერის ბიზნესსტრატეგია და ფინანსური პოლიტიკაა.

Read more

რაში გვეხმარება ინფოგრაფიკები

Posted on September 1, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რაში გვეხმარება ინფოგრაფიკები

დღესდღეობით ინფოგრაფიკა ახალი ხილია მედიასა და ინტერნეტსივრცეში, მაგრამ ამ ფერადი აღნიშვნებისა და ილუსტრაციების პოპულარობა თანდათან იმატებს, რადგანაც ის ნამდვილად ამართლებს ბიზნესის სფეროში და არასდროს რჩება ყურადღების მიღმა.

სწრაფი ვებ ძიების ფუნქცია მომავალში გაზრდის ინფოგრაფიკის მრავალფეროვნებას ნებისმიერ საკითხში. როგორც ვიზუალური საკომუნიკაციო სქემა, ინფოგრაფიკები საჭირო ხდება სტატისტიკური მონაცემებისა და რთული სქემების ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ არავინ იცის სად მთავრდება მათი მნიშვნელობა. ფაქტობრივად, ინფოგრაფიკებს შეუძლია ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადმოცემა ფოტოს სახით გაცილებით უკეთესად და ზუსტად, ვიდრე ყველაზე გამართულ ტექსტსაც კი.

ინფოგრაფიკებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმატის სახეც. განლაგება, მიმართულება და სტილი დამოკიდებულია დიზაინერის კრეატიულობაზე. მომავალში თანდათან დაიხვეწება მოძრავი ინფოგრაფიკაც (მოძრავი ინფოგრაფიკა მოძრავი ელემენტებით, რაც აუდიტორიის მეტ ჩართულობას იწვევს).

ზოგისთვის შესაძლოა დამაბნეველი იყოს ინფოგრაფიკების შექმნის პროცესი, მაგრამ საქმე გაცილებით მარტივია: შექმენით რაიმე მიმზიდველი და შესაფერისი, რაც თქვენს აუდიტორიასთან დაგაკავშირებთ და გაცილებით მარტივად მიაწვდით ინფორმაციას. სწორედ კომუნიკაციის სტილი და სიმარტივე მეტყველებს ორგანიზაციის ან ბრენდის ხარისხზე.

აი, რით უნდა იწყებოდეს ყველა ინფოგრაფიკა – კომუნიკაციით. ყოველ დღე ჩვენ ვიყენებთ კომუნიკაციის საკმაოდ ბევრ მეთოდს, რათა სრულვყოთ ჩვენი გეგმები, გავიუმჯობესოთ ცოდნა და სხვებს გავუზიაროთ იდეები. ამრიგად, ყველა ინფოგრაფიკიკის მესიჯი უნდა იყოს ნათელი და სწორად მორგებული კონკრეტულ მიზანზე.

Read more

აღმოჩენა,რომელმაც მსოფლიო გააოცა!

Posted on July 13, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on აღმოჩენა,რომელმაც მსოფლიო გააოცა!

21-ე საუკუნის ადამიანებს თითქმის არაფერი გვიკვირს,  ინდოეთში მომხდარმა აღმოჩენამ მთელი მსოფლიო გააოცა!

საგანძური, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქალაქ კერალას ტაძრის მიწისქვეშა სარდაფებში ინახებოდა, აღმოჩენილია.

Read more

ყველა წარმატების საიდუმლო ერთად !!!

Posted on June 29, 2011
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველა წარმატების საიდუმლო ერთად !!!

პერიოდულად NCIB წარმატების საიდუმლოს გიმხელდათ. ცნობილი და წარმატებული ადამიანების გამონათქვამები და რჩევები დაგეხმარებათ, დასახულ მიზანს მიაღწიოთ – გნებავთ პირად ცხოვრებაში, გნებავთ – თქვენს საქმიანობაში

წარმატებისკენ მიმავალი გზა შეიძლება ეკლიანიც აღმოჩნდეს, მაგრამ აქ თავმოყრილი გამონათქვამები გაგამხნევებენ და ძალას შეგძენენ, შეგაძლებინებენ თამამად დაძლიოთ ყველა წინაღობა და იმისგანაც დაგიცავთ, რომ მარცხმა გული არ გაგიტეხოთ.

გაეცანით რამდენიმე მათგანს :)

Read more

« go backkeep looking »

Recently


Categories


Archives