როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა

Posted on September 16, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა

იმის მიუხედავად, ახალ ბიზნესს იწყებთ თუ არსებულის განვითარებას გეგმავთ, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ბიზნეს გეგმის, წარმატების მიღწევის გზის დასახვა. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არა ის, დაწეროთ თუ არა ბიზნეს გეგმა, არამედ როგორ შეადგინოთ ის ისე, რომ სასურველი მიმართულებით წაიყვანოთ საქმიანობა. ბიზნეს გეგმა წარმოადგენს პასუხს მთელ რიგ შეკითხვებზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია–რა არის ბიზნესის პროგრამა მაქსიმუმი, ანუ საით მიგყავთ საქმე? რას ელით სამი, ხუთი ან თუნდაც ათი წლის შემდეგ? რა შემოსავალი და მოგება გიფიქსირდებათ მოცემულ მომენტში? რამდენი ადამიანია დასაქმებული? გაქვთ თუ არა ფილიალები და ა.შ.

სწორედ ამ და სხვა არაერთ კითხვას უნდა პასუხობდეს ბიზნეს გეგმა, თუმცა შედარებით მოკლევადიან პერიოდში, ჩვეულებრივ ერთ წელზე გაანგარიშებით. ჩამოწერეთ ის მიზნებიც, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც ჩათვლით თავს წარმატებულად. გთავაზობთ საკითხებს, რომელთა განხილვაც გარდაუვალია ნებისმიერი ბიზნესის გეგმის შედგენისას: Read more

მანამ, სანამ ანაზღაურების მომატებას მოითხოვთ

Posted on September 11, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on მანამ, სანამ ანაზღაურების მომატებას მოითხოვთ

მიუხედავად იმისა, საქმე რამდენიმე თვის კადრს ეხება თუ დიდი ხნის თანამშრომელს, ანაზღაურებაზე საუბრისას მთავარი კომუნიკაციის სწორი მეთოდის შერჩევაა.  Salary.com–ის გამოკითხვამ გამოავლინა, რომ დასაქმებულთა მხოლოდ 37% საუბრობს მენეჯმენტთან ამ თემასთან დაკავშირებით, 18% კი ყოველთვის თავს არიდებს მას. მართალია, კომუნიკაცია გარკვეულ უხერხულობას ბადებს, თუმცა მისგან თავის შორს დაჭერა გაცილებით ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ლინდა ბაბქოკის კვლევის თანახმად, ქალბატონების მხოლოდ 7%, მამაკაცების შემთხვევაში კი 57% საუბრობს დამსაქმებელთან ანაზღაურების დეტალებზე, რასაც შედეგად 7%–იანი ზრდა მოსდევს. მართალია, ეს არც ისე ბევრია, თუმცა იმდენივეთი ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანს რამდენიმე წლით მეტით მუშაობა მოუწევს პენსიაზე გასვლისას იდენტური დანაზოგი მოსაგროვებლად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, საქმე პირველ სამსახურს ეხება თუ მეხუთეს, გაბედეთ მენეჯმენტთან გასაუბრება. გთავაზობთ რჩევებს, რომელიც ამ დროს დაგეხმარებათ: Read more

რჩევები დროის სწორად გადასანაწილებლად

Posted on September 3, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რჩევები დროის სწორად გადასანაწილებლად

კარიერის დასაწყისში და არამარტო დროის სწორად გადანაწილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაშინაც კი, თუ გულდასმით მუშაობთ, უამრავ დროს შეიძლება გართმევდეთ რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება ან 1–წუთიანი დეტალები. ასაკის და გამოცდილების მატებასთან ერთად, დროის მართვის უნარები გამომუშავებადია. მანამდე კი გთავაზობთ იმ მნიშვნელოვან პუნქტებს, რომელიც დროის სწორად გადანაწილებაში დაგეხმარებათ.

Read more

რჩევები ახალგაზრდა ლიდერებს

Posted on August 21, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რჩევები ახალგაზრდა ლიდერებს

ადამიანთა უმრავლესობა ნაკლებად მოიაზრება ხელმძღვანელის პოზიციაზე კარიერის დასაწყისშივე. ამის მიზეზი მათდამი ნდობის დაბალი დონე და გამოცდილების ნაკლებობაა, თუმცა სწორი მიდგომით, დაკვირვებითა და სწავლის სურვილით, ახალგაზრდა ლიდერსაც შეუძლია შესაფერისად გაუძღვეს გუნდს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დამწყები ლიდერებისთვის: Read more

რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად დასაქმებულებს?

Posted on August 12, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად დასაქმებულებს?

ნაკლებად გსიამოვნებთ სამსახურში მისვლა? ეს ხშირად ბუნებრივია, რადგან მრავალი ადამიანი მუშაობს ზეგანაკვეთურად ნაკლები ანაზღაურების და მომატებული სტრესის ფონზე. უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება საზოგადოების განვითარებასთან ერთად. ამასთან, ასაკოვანი ადამიანები გაცილებით პესიმისტურად არიან განწყობილი და დაუცველად გრძნობენ თავს. რეალურად მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ღირებულ კადრად მიაჩნდეს დამსაქმებელს.  ქვემოთ წარმოდგენილია 10 ყველაზე გავრცელებული ჩივილი დამსაქმებელთა მიმართ. Read more

საუკეთესო ლიდერების ეფექტური კომუნიკაციის 9 საიდუმლო

Posted on August 7, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on საუკეთესო ლიდერების ეფექტური კომუნიკაციის 9 საიდუმლო

კარგი კომუნიკაციის უნარის გარეშე წარმოუდგენელია წარმატებული ლიდერების საქმიანობა. მათი ყოველი გამოსვლა ემოციურ დონეზე უკავშირდება თითოეულ ადამიანს და იმაზე მეტის გაკეთებისკენ უბიძგებს, ვიდრე წარმოედგინათ. გთავაზობთ მათ მიერ გამოყენებულ 10 საიდუმლოს, რომელიც ხელს უწყობს მსმენელში მესიჯის ადეკვატურად აღქმას. გამოიყენეთ თქვენც და დააკვირდით საზოგადოების რეაქციას.

Read more

რა უფრო მნიშვნელოვანია, საბოლოო შედეგი თუ მიზნის მიღწევის ეტაპები?!

Posted on July 22, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უფრო მნიშვნელოვანია, საბოლოო შედეგი თუ მიზნის მიღწევის ეტაპები?!

ცხოვრების ყველაზე დიდ სირთულეს არა მიზნის დასახვა, არამედ მისი შესრულების პროცესის სწორად დაგეგმვა წარმოადგენს. ყველას სურს ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევა, თუმცა ხშირად ნაკლებ ყურადღებას უთმობენ გასავლელი ეტაპების მკაფიოდ განსაზღვრას, რომელსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.

რა განსხვავებაა მიზნის მიღწევის პროცესსა და დასახულ მიზანს შორის?! Read more

უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

Posted on July 13, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

იმის მიუხედავად, სტუდენტი ხართ თუ კარიერის მწვერვალზე იმყოფებით, მომავლის გეგმებზე დაფიქრება ცხოვრების ნებისმიერ საფეხურზე მოგიწევთ. მთავარი ამ დროს ისაა, რამდენად კონკურენტუნარიანი ხართ ამა თუ იმ პოზიციაზე.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ისეთი გიგანტი კომპანიების თანამშრომლებიც კი, როგორებიც არიან Google, Amazon და Facebook, პერსონალისთვის აუცილებელ მახასიათებლად გონებრივ შესაძლებლობებს ნაკლებად მიიჩნევენ. მათი აზრით, უმთავრესი ქვემოთ წარმოდგენილი უნარები და თვისებებია, რომელიც ნებისმიერ სფეროსა თუ პოზიციაზე სასურველ კანდიდატად გაქცევთ. Read more

რჩევები ბაყაყის მირთმევისას

Posted on June 24, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რჩევები ბაყაყის მირთმევისას

ერთხელ მარკ ტვენმა თქვა, თუ ყოველ დილით თავდაპირველად ცოცხალ ბაყაყს მიირთმევთ, მთელი დღე შეგიძლიათ მშვიდად გაატაროთ იმაზე ფიქრით, რომ ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა დღის განმავლობაში. სინამდვილეში „ბაყაყი“ ის მნიშვნელოვანი და რთულად მოსაგვარებელი დავალებაა, რომლის გადადებასაც პირველ რიგში ისურვებდით. Read more

შეცდომები, რომელსაც ინტელექტუალები ხშირად უშვებენ

Posted on June 8, 2015
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on შეცდომები, რომელსაც ინტელექტუალები ხშირად უშვებენ

კარგია, როცა ჭკვიანი ხარ, რადგან ცხოვრება გაცილებით მარტივია და სამყაროსთვისაც მეტი ღირებულების შექმნა შეგიძლია. ამის გათვალისწინებით, ყველას უნდა შეეძლოს ინტელექტის განვითარება, თუმცა არსებობს გარკვეული შეცდომები, რომელსაც ხშირად უშვებენ მსგავსი ადამიანები.

Read more

« go backkeep looking »

Recently


Categories


Archives