ქვემოდან რომ მეტი ინიციატივა მოდიოდეს!

Posted on September 12, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ქვემოდან რომ მეტი ინიციატივა მოდიოდეს!

ქართულ ორგანიზაციებში მენეჯმენტის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ინიციატივების ნაკადის მიმართულების ცვლილება წარმოადგენს. უკვე ბევრი ხელმძღვანელი ხვდება, რომ თუ ქვემოდან წამოსული ინიციატივის რაოდენობა არ გაიზრდება, მენეჯმენტის მიერ გენერირებული იდეები არც საკმარისია, არც ხარისხითა და ორიგინალურობით გამოირჩევა და რაც მთავარია, მათი განხორციელება ძალიან ჭირს. მათ, ვისაც ზემოდან წამოსული იდეების იმპლემენტაცია უწევთ, ან არ მოსწონთ, ან არ ესმით ეს იდეები. ამის გამო იდეის ავტორ ხელმძღვანელს მთელი ძალისხმევის, ნებისყოფის, ავტორიტეტის და ძალაუფლების დახარჯვა უწევს წელიწადში სულ ორი-სამი მეტ-ნაკლებად ღირებული იდეის განსახორციელებლად. Read more

ბიზნეს ეტიკეტის სტანდარტები

Posted on August 7, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ბიზნეს ეტიკეტის სტანდარტები

საქმიანი შეხვედრების დროს ხშირად ჩნდება უხერხული სიტუაციები, რომელიც მოქცევის სტანდარტების არცოდნითაა გამოწვეული. ბიზნეს ურთიერთობები განსხვავდება ყოველდღიური კონტაქტისგან, თუმცა პროფესიული ეტიკეტის წესების შესახებ საკმაოდ იშვიათად საუბრობენ ბიზნეს სკოლები. ბარბარა პექტერი წიგნში „ბიზნეს ეტიკეტის საფუძვლები“ განმარტავს ქცევის აუცილებელ სტანდარტებს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, თავის წარდგენის მანერასა და რესტორანში შეკვეთის კულტურასაც კი. გთავაზობთ რამდენიმე ნიუანსს, რომელიც გასათვალისწინებელია ბიზნეს ურთიერთობებისას.

Read more

როგორ მოვხიბლოთ ხელმძღვანელი სამსახურის დაწყებისთანავე?!

Posted on May 19, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ მოვხიბლოთ ხელმძღვანელი სამსახურის დაწყებისთანავე?!

არავინ ელის თქვენგან ყველაფრის ცოდნას სამსახურის დაწყებიდან პირველივე დღეს ან თუნდაც თვის განმავლობაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს კვლევა–ძიების პროცესში, კოლეგების მოხიბვლის შესაძლებლობას. მაშ ასე, პროფესიონალიზმი თუ არა, მაშინ რის დანახვას ელიან ახალი თანამშრომლებისგან საწყის ეტაპზე?

სტატიაში გაეცნობით 15 ახალგაზრდა მეწარმის პოზიციას კითხვაზე: „რის გაკეთებას ელით ახალი თანამშრომლისგან პირველ დღეებში იმაში დასარწმუნებლად, რომ გარანტირებულია მისი გრძელვადიანი წარმატება?“

Read more

როგორ ვიმუშაოთ ზედმეტი გადატვირთვის გარეშე?!

Posted on March 18, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ვიმუშაოთ ზედმეტი გადატვირთვის გარეშე?!

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა დღითიდღე ვითარდება, უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცით: დამსაქმებლები თავს არიდებენ თანამშრომელთა დაქირავებას და სურთ მეტად პროდუქტიული, რაც შეიძლება მცირე რაოდენობის თანამშრომლები. ეს ხდება იმ დასკვნის ფონზე, რომ ხანგრძლივი სამუშაო დღე სერიოზულად ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. დღევანდელი 24/7–ზე გრაფიკით მუშაობის პირობებში, როგორ შეგვიძლია გავამართლოთ კომპანიის მოლოდინი ისე, რომ არ უგულებელვყოთ პირადი ცხოვრებაც? ეს ის კითხვაა, რომელიც ყველას აინტერესებს.

ღრმად ჩაისუნთქეთ და გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი მიზნები დაისახოს კომპანიამ, ის მხოლოდ თქვენი მისაღწევი არაა. მუდმივად იმეორეთ, რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ზრუნავს თქვენზე, დილით სარკიდან გიყურებდათ. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც კვირის განმავლობაში ნაკლებად დატვირთვაში დაგეხმარებათ.

Read more

რატომ არ სჯერათ ლიდერების?!

Posted on January 28, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რატომ არ სჯერათ ლიდერების?!

სულ ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიო ნელსონ მანდელას, როგორც შესანიშნავი ლიდერის დაკარგვას გლოვობდა. მას ბევრი მიმდევარი და მიმბაძველი ჰყავდა ღირსეული თვისებების და მიზანდასახულობის გამო, რადგან ზუსტად იცოდა, რისი მიღება სურდა ცხოვრებისაგან: სიმშვიდის, კეთილდღეობისა და ერთიანობის არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მანდელას შესწევდა უნარი გაეკეთებინა ის, რაც ბევრისათვის წარმოუდგენელი იყო. მისი ცნობილი გამონათქვამის თანახმად „ყველაფერი შეუძლებელია მანამ, სანამ გაკეთდება“.

სამწუხაროდ, რწმენა ნაკლებად მომგებიანი გახდა თანამედროვეობაში, რადგან ადამიანებს ერთმანეთის ნდობის პრობლემა გაუჩნდათ. იგივე დამოკიდებულება მოქმედებს სამსახურშიც, ლიდერებსა და მათ დაქვემდებარებულთა შორის. ამას თან სდევს ხშირი უკმაყოფილება მოულოდნელ შედეგებთან დაკავშირებით, რადგან საქმის დეტალებს მხოლოდ ფაქტის დადგომის შემდეგ ეცნობიან და არა მანამდე. მათ სურთ იცოდნენ რას მოელიან ხელმძღვანელები და იმსახურებდნენ გამოსწორების შანსს იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან კვალიფიკაციის ან პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო. Read more

რა მნიშვნელობა აქვს ფერებს ლოგოს დიზაინის შექმნის დროს?!

Posted on November 4, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on რა მნიშვნელობა აქვს ფერებს ლოგოს დიზაინის შექმნის დროს?!

ჩვენი გონება დაპროგრამებულია ფერების აღქმაზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემოციებსა და ფიქრებზე. კვლევების თანახმად, მან ყიდვის გადაწყვეტილებაც კი სხვა მიმართულებით შეიძლება წაიყვანოს. ეს განსაკუთრებით ინტერნეტით ვაჭრობის, რეკლამებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების შემთხვევაში მოქმედებს.  ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი ფერები და მათი მნიშვნელობა: Read more

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

Posted on October 22, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

თავდაჯერებულობა ესაა სხვაობა მოსაზრებების გამოთქმისაგან თავშეუკავებლობასა და არსებულ კომპლექსებს შორის. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება სხვების მიერ თქვენი შეფასების უმთავრესი ინდიკატორია. რეალობაა, რომ რაც უფრო თავდაჯერებული ხართ, მით  მეტია წარმატების შანსი.

თვითშეფასებაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთაგან უმრავლესობის კონტროლი შესაძლებელია. ქვემოთ მოცემული 10 სტრატეგია დაგეხმარებათ მენტალური მხარდაჭერის მოპოვებაში, რაც საბოლოო ჯამში პირდაპირ აისახება თქვენს პოტენციალზე. Read more

15 ფრაზა, რომელიც ადამიანებს აახლოებს

Posted on October 10, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 15 ფრაზა, რომელიც ადამიანებს აახლოებს

ბიზნესი იცვლება…  ასე ფიქრობენ ექსპერტებიც.  ყოველ დღე რამდენიმე ახალი სტატია ჩნდება ადამიანთა გახსნილობისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე,  თუმცა ეს ადვილად  გასათვალისწინებელი მხოლოდ მაღალი პოზიციების მენეჯერებისთვისაა. სხვა დანარჩენი სამყარო კვლავ „ბრძანება–კონტროლისა“ და  „ყველაფერი გამარჯვებულს“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ასე იყო ძველად და უახლოეს მომავალშიც ნაკლებად მოსალოდნელია დამაიმედებელი პროგნოზი. რეალურად, როდესაც სიტუაცია მწვავდება და ლიდერების რეპუტაციას საფრთხე ემუქრება, ისინი ნაკლებად ლმობიერები ხდებიან თანამშრომლებისადმი. უფრო ხშირად წყდება ლიბერალური ურთიერთობები და საკითხის მოგვარება „დახურულ კარს“ მიღმა მიმდინარეობს.

აქედან ჩნდება ეჭვი, რომ ბიზნესი მხოლოდ მცირედით შეიცვალა. სამუშაო ძირითად შემთხვევებში კვლავ არაპერმანენტული ხასიათის მცირე გამარჯვებებსა და პროგრესს გულისხმობს, თუმცა ყველაფერი კომუნიკაციით იწყება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სხეულის ენა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მესიჯია, თუმცა სიტყვები – უმთავრესია. ქვემოთ მოცემულია ფრაზები, რომელიც ადამიანების დაახლოებას უწყობს ხელს: Read more

14 მავნე ჩვევა, რომელმაც შეიძლება სამსახური დაგაკარგვინოთ

Posted on September 24, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 14 მავნე ჩვევა, რომელმაც შეიძლება სამსახური დაგაკარგვინოთ

ყველას გვაქვს მავნე ჩვევები. ზოგი საქმის შესრულებას აგვიანებს, ზოგს ჭორაობა უყვარს, ზოგი კი ნაკლებად პუნქტუალურობით ხასიათდება. მართალია აღნიშნული ჩვევები საშინელ ადამიანად არ გაქცევთ, თუმცა დასაქმების შემთხვევაში, შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს იმიჯზე და სამსახურიც კი შეიწიროს.  როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კარიერის დანგრევის ამ მიზეზს იშვიათად აქცევენ ყურადღებას.

ქვემოთ მოცემულია იმ მავნე ჩვევების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს: Read more

10 რჩევა საყიდლებზე სიარულის მოყვარულთათვის

Posted on September 4, 2013
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 რჩევა საყიდლებზე სიარულის მოყვარულთათვის

1. ნუ მოექცევით კონსულტანტის გავლენის ქვეშ

ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება კონსულტანტის დაჟინებულ მოთხოვნას ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვასთან დაკავშირებით. ისინი ხომ ხშირ შემთხვევაში იმის მიხედვით იღებენ გასამრჯელოს და ბონუსებს, რა რაოდენობის პროდუქციასაც შეიძენენ მომხმარებლები. ასე რომ, მათ ინტერესებშია რაც შეიძლება მეტი ტანსაცმელი გაყიდონ, მიუხედავად იმისა, გიხდებათ თუ არა კონკრეტული მოდელი. მაგ. როდესაც რჩევას აძლევთ მომხმარებელს სხვა ვარიანტის მოსინჯვასთან დაკავშირებით, 1 წუთის შემდეგ კონსულტანტი გადაწყვეტილებას აუცილებლად მოუწონებს და აღნიშნავს, რომ „შესანიშნავად გამოიყურება“. ვინ არის ამ დროს მართალი?! Read more

« go backkeep looking »

Recently


Categories


Archives