Google+ ყველა მსურველისთვის გაიხსნა

თარიღი September 22, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Google+ ყველა მსურველისთვის გაიხსნა

Google-მა საკუთარ სოციალურ ქსელ Google+ ში დარეგისტრირების საშუალება ყველა მსურველს მისცა. კომპანიამ ქსელს ახალი ფუნქციებიც დაამატა. ესაა ძებნა თავად ქსელის შიგნით, რაც კომპანიის კონკურენტ Facebook-ს არ აქვს. იხილეთ სრულად

წელს მცხეთა 150 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა

თარიღი September 21, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on წელს მცხეთა 150 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა

წელს მცხეთა 150 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა. როგორც commersant.ge-ს მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი რევიამ განუცხადა, ვიზიტორების 40% უცხოელი, 60% კი ადგილობრივი ტურისტია. იხილეთ სრულად

Apple-ი ჯობსის წასვლის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა

თარიღი September 21, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Apple-ი ჯობსის წასვლის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა

ამერიკულმა კომპანია Apple-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად მოწყობილობებს – სმარტფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს უშვებს, საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით კვლავ გაუსწრო სანავთობო გიგანტ Exxon Mobil-ს. იხილეთ სრულად

მეცნიერებმა მობილური სამზარეულო გამოიგონეს

თარიღი September 21, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on მეცნიერებმა მობილური სამზარეულო გამოიგონეს

მეცნიერებმა  მობილური სამზარეულო გამოიგონეს. Electrolux Mobile Kitchen სამ ისეთ ფუნქციას აერთიანებს, რომელთა გარეშე თანამედროვე სამზარეულო წარმოუდგენელი იქნებოდა – ინდუქციური ფილა, გამყოფი დაფა და სენსორული ეკრანი. მობილური სამზარეულო ელემენტზე მუშაობს, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ დატენოთ მზადების პროცესშიც კი. იხილეთ სრულად

კონკურენციის სააგენტო მხოლოდ კომერციული საიდუმლოს კონფიდენციალობას დაიცავს

თარიღი September 20, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on კონკურენციის სააგენტო მხოლოდ კომერციული საიდუმლოს კონფიდენციალობას დაიცავს

ე.წ. ანტიმონოპოლიურ სამსახურს მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ექნება. ამის შესახებ საუბარია “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის” კანონპროექტში, რომელიც განსახილველად პარლამენტშია შესული.

იხილეთ სრულად

კახეთში 10 ტონა ყურძენია გადამუშავებული

თარიღი September 20, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on კახეთში 10 ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთში ყურძენი ახმეტის გარდა ყველა რაიონში იკრიფება. რადიო “კომერსანტთან” ინტერვიუში “რთველი 2011-ის” შტაბის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროცესი პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. უკვე გადამუშავებულია 10 ათას ტონამდე ყურძენი. მათ მიღებას 17 ქარხანა ახორციელებს. რთველი ოქტომბრის 20-მდე გაგრძელდება.

იხილეთ სრულად

საკონსერვო კომპანიები პროდუქციას აძვირებენ

თარიღი September 20, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on საკონსერვო კომპანიები პროდუქციას აძვირებენ

ქართული საკონსერვო ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშე “ბაზი” პროდუქციის გაძვირებას გეგმავს. როგორც რადიო “კომერსანტს” “ბაზში” განუცხადეს, ნედლეულის მკვეთრი გაძვირების გამო პროდუქციაზე ფასის მატება მოუწევთ. მათი განმარტებით, წინასწარი დათვლებით პროდუქციის გაძვირება მინიმუმ 20 პროცენტით მოუხდებათ.

იხილეთ სრულად

რუსეთი ქართულ პატენტებს არ აღიარებს

თარიღი September 20, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on რუსეთი ქართულ პატენტებს არ აღიარებს

რუსეთი არ აპირებს აღიაროს საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა და სხვა პროდუქციის დაცვას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, “საქპატენტმა” 18 დასახელების ღვინო და 19 ქართული კერძი დაარეგისტრირა, მათ შორის – სულუგუნი, გუდის ყველი, ქართული “ჭაჭა” და ჩურჩხელა.

იხილეთ სრულად

Siemens-მა ატომური ინდუსტრიიდან გასვლის შესახებ განაცხადა

თარიღი September 19, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Siemens-მა ატომური ინდუსტრიიდან გასვლის შესახებ განაცხადა

Spiegel


გერმანულმა კონცერნმა Siemens-მა ატომური ინდუსტრიიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის მხარდასაჭერად მიიღო, რომელიც ქვეყნის მიერ ატომურ ენერგიის გამოყენებაზე უარის თქმას გულისხმობს. „ეს თავი ჩვენთვის დასრულდა,“ – განაცხადა კონცერნის ხელმძღვანელმა პეტერ ლოშერმა.

იხილეთ სრულად

Volkswagen-ს მსოფლიო ავტოწარმოების ლიდერობის ამბიცია გაუჩნდა

თარიღი September 19, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Volkswagen-ს მსოფლიო ავტოწარმოების ლიდერობის ამბიცია გაუჩნდა

თითქმის 62,5 მილიარდი ევრო – ასეთი გიგანტური თანხის ჩადებას აპირებს გერმანული Volkswagen-ი საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. ნომერ პირველმა ევროპულმა ავტომწარმოებელმა  ამბიციური მიზანი დაისახა: ახალი მოდელების წყალობით მსოფლიო ლიდერი გახდეს. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა VW-ს არასასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს. კონცერნის ხელმძღვანელის მარტინ ვინტერკორნის განცხადებით, კომპანია 2016 წლამდე 62,4 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს, რათა „ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით მსოფლიოში საუკეთესო ავტომწარმოებელი გახდეს.“

იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი