როგორ ავიცილოთ კრედიტი
Posted on July 23, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ავიცილოთ კრედიტი
ფინანსური პრობლემები, გაკოტრების საშიშროება თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. არასწორი დაგეგმვა, რესურსების გადახარჯვა, დანაზოგების შემცირება, მზარდი კრედიტები, დაზღვევის არარსებობა – ის ფაქტორებია, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. დანახარჯების მუდმივი კონტროლი საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ გაკოტრების საფრთხე და მშვიდად იყოთ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამაში დაგეხმარებათ შემდეგი ქმედებები:
დაგეგმეთ ბიუჯეტი – წინასწარ განსაზღვრული ხარჯების ლიმიტი დაგიცავთ იმპულსური და გაუაზრებელი ქმედებებისგან და დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ თანხა გადასახადებზე, საკვებზე, გართობაზე და ა.შ.
მუდმივად აკონტროლეთ კომპანიის თუ პირადი ფინანსური შედეგები და გადახდების გრაფიკი – სწორად აღრიცხვა თავიდან აგაცილებთ გადასახადთა ზრდას. ამისათვის ერთ–ერთი ხერხია მათი დაფარვისთანავე გაიაროთ კონსულტაცია ფინანსისტებთან და დაადგინოთ ყოველთვიური საშუალო მაჩვენებელი. Read more
როგორ გავუმკლავდეთ კომუნიკაციის პრობლემას
Posted on July 17, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავუმკლავდეთ კომუნიკაციის პრობლემას
1. თანამშრომლები გულგრილად უყურებენ ყველა თქვენს წამოწყებას?!
2. თქვენი დავალებები არ სრულდება?!
3. სერიოზულად არ აღგიქვამენ?!
4. თქვენს სიტყვებს უარყოფითი რეაქცია მოსდევს?!
5. თქვენი გაკეთებული საქმეებიდან არაფერია ცნობილი?!
თუ აღნიშნული საკითხებიდან ერთ–ერთი მაინც გაწუხებთ, ე.ი. კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს.
არ არსებობს საუკეთესო ლიდერი კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარის გარეშე, რაც მხოლოდ გამართულ მეტყველებასა და მდიდარ ლექსიკურ მარაგს არ გულისხმობს. ეფექტური კომუნიკაციის გასაღები საკმაოდ რთულად მოსაპოვებელია, რადგან მისი აკადემიურ დონეზე შესწავლა შეუძლებელია. გადახედეთ მსოფლიოში აღიარებულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარი იდეების შესახებ ისე საუბრობენ, თითქოს თქვენს ემოციებსა და შთაგონებას გამოხატავენ. მათთვის ცნობილია, რომ სიტყვა მაშინაა სწორად გაგებული, თუ აუდიტორიაში ღრმად გაიდგამს ფესვებს.
სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორგანიზაციული პრობლემების საკმაოდ დიდი ნაწილი არასწორი კომუნიკაციითაა გამოწვეული და ლიდერთა უმრავლესობა ბევრს ფიქრობს მის გამოსწორებაზე როგორც შიდა პერსონალურ, ისე ჯგუფურ დონეზე. საუკეთესო ლიდერებს ერთი რამ აერთიანებთ – ზუსტად აღიქვამენ სიტუაციას, საუკეთესო მსმენელები არიან და გონივრულ დასკვნებს აკეთებენ. ეს მიიღწევა აუდიტორიის განწყობის, დინამიკის, დამოკიდებულების, ღირებულებების შესწვლით, მათი საჭიროებებისა და მოლოდინის გამოვლენით.
რა არის საჭირო კარგი კომუნიკაციისათვის? ამაში ქვემოთ მოცემული 10 ქმედება დაგეხმარებათ: Read more
10 გზა უფროსის მოსატყუებლად
Posted on July 6, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 გზა უფროსის მოსატყუებლად
ყველა ადამიანი განსხვავებულად მოქმედებს შედარებით მაღალ საფეხურზე მყოფ და მეტი ძალაუფლების მქონე პირებთან. ამ დროს დამახასიათებელია: უფროსების შეუპოვრად დაცვა, თავის არიდება მათ შესახებ უარყოფითი მოსაზრებების მოსმენისაგან, განსაკუთრებული ინტერესი უფროსის ყოველი მოძრაობისადმი, გადაწყვეტილებებზე შეწინააღმდეგების გარეშე დათანხმება და ა.შ. ეს ყველაფერი გაუაზრებლად ხდება, რადგან ქვეცნობიერად იგრძნობა შიში და ზეწოლა ხელმძღვანელობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, სამუშაო პროცესში პატივისცემის გამოხატვა საკმაოდ ყალბი გამოდის.
გირჩევთ, იყოთ გულწრფელები ნებისმიერი პროფესიული ურთიერთობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბოსი მოულოდნელად გამოჩნდება და „ფსიქოლოგიური ბუნკერის“ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არის – ტყუილი. თუმცა, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ბოროტი და კეთილი ტყუილი, რადგან მათ შორის არსებითი განსხავებაა. Read more
გაყიდვის უნარი – წარმატების საწინდარი
Posted on June 20, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on გაყიდვის უნარი – წარმატების საწინდარი
ბევრისათვის გაყიდვის პროცესი მანიპულაციებთან, მლიქვნელობასა და ტყუილთან ასოცირდება. თუმცა, როგორც ლოგიკური, სასარგებლო და გონივრული მოქმედებების ნაკრები – ის ყველა ბიზნესისათვის უმთავრესი საქმიანობაა.
გაყიდვების ცოდნა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციის უნარი, რომლის სწავლაც ყველაზე უკეთ ამავე სფეროში მუშაობითაა შესაძლებელი. იგი ხელს უწყობს ინვესტორებისა და მომხმარებლების მოძიებას და დაფინანსების მოპოვებას.
არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობთ, მთავარია ფლობთ თუ არა ამ უნარს. 20 გამოკითხული ბიზნესმენიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ ის დაასახელა საკუთარი წარმატების საიდუმლოდ.
გაყიდვების უნარის დადებითი მხარეებია: Read more
როგორ გავხადოთ გაყიდვების პროცესი სასიამოვნო
Posted on June 12, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავხადოთ გაყიდვების პროცესი სასიამოვნო
ხშირად გვსმენია დამწყები ბიზნესმენებისგან, რომ სძულთ გაყიდვების პროცესი. სინამდვილეში მათი წარმატება დიდად არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ გაყიდიან საკუთარ იდეებს, ფირმას და პროდუქტს.
ეფექტური გაყიდვებისთვის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია მყარი ურთიერთობის დამყარება, როგორც პოტენციურ კლიენტებთან, ასევე ინვესტორებთან და პარტნიორებთან. ამ შემთხვევაში პროდუქტის და მომსახურების ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. კომპანიაში ზედა რგოლის თანამშრომლების ძირითადი მიზანია გვერდით ჰყავდეს სანდო თანამშრომელი და მომავალი პარტნიორი.
თუ გაყიდვებში კომპანია კარგად ვერ მუშაობს, შედეგი შესაბამისად უარყოფითად აისახება მის შემოსავალზე, უარეს შემთხვევაში კი კომპანიის ფინანსურ კრიზისის გამომწვევი მიზეზიც შეიძლება გახდეს. ზოგადად გაყიდვების სფეროში წარმატებას ისინი აღწევენ, რომლებსაც მართლა უყვართ თავიანთი საქმე. მაგალითისთვის ამერიკელ ბიზნესმენს, დიზაინერს და გამომგონებელს სტივ ჯობსს გააჩნდა განსაკუთრებული უნარი მიეზიდა და დაეენტერესებინა კლიენტი. ჯობსის მიერ გაკეთებულ განცხადებებში საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი თითოეული პროდუქტი, ამასთანავე იგრძნობა მისი ხალისიანი დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი. შესაბამისად, მისი პროდუქცია ერთ–ერთი ყველაზე მაღალგაყიდვადია ტექნოლოგიის სფეროში.
ზოგადად გაყიდვებისადმი სიძულვილი გამომდინარეობს რამდენიმე შეხედულებისგან:
პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია
Posted on June 4, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია
პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია გამოიყენება პროდუქტის და ინდუსტრიის სიმწიფის ეტაპების გასაგებად და გასაანალიზებლად. პროდუქტის ინოვაცია და გავრცელება ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ვაჭრობის ნიმუშებზე. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია პირველად გამოიყენა თეოდორ ლევიტმა, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტატიაში „გამოიკვილიე პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი“ 1965 წელს.
ყველაფერს რაც აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას ჰქვია პროდუქტი. ბაზარზე გამოტანილი ყველა პროდუქტი და ასევე თვითონ ბაზრებიც გადის ამ სასიცოცხლო ციკლს. იმის გასაგებად თუ რას მოიცავს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, მოდით შევხედოთ მის განმარტებას.
განმარტება
სასიცოცხლო ციკლი არის პერიოდი, რომელიც იწყება პროდუქტის ბაზარზე შესვლიდან და გრძელდება იქამდე, სანამ ის არ გავა ბაზრიდან. ეს ციკლი იყოფა განსხვავებულ 4 ეტაპად.
როგორ უნდა აუმაღლო მოტივაცია თანამშრომლებს
Posted on May 30, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ უნდა აუმაღლო მოტივაცია თანამშრომლებს
მოტივაცია აუცილებელი დეტალია ადამიანის ცხოვრებაში. ყველას გვქონია პერიოდი, როდესაც ამოგვეწურა იმედი, ინტერესი და ნებისყოფა, ვმუშაობდით არაეფექტურად და არ ვიყენებდით ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ასეთ დროს მოტივაციას შეუძლია შემოატრიალოს თქვენი და თქვენი გუნდის განწყობა 180 გრადუსით.
დღეს, ძალიან ბევრ კომპანიას სურს გაიგოს, თუ როგორ აუმაღლოს მოტივაცია თანამშრომლებს მათი პროდუქტიულობის და ინტერესის გამოსასწორებლად. მოტივაცია ორმხრივია და ეხმარება როგორც დაქირავებულებს, ასევე მთელ კომპანიას.
გაგაცნობთ მოტივაციის ამაღლებისკენ მიმართულ რამდენიმე გზას: Read more
სოციალური მედიით შემოსავლის გაზრდის 5 გზა
Posted on May 23, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on სოციალური მედიით შემოსავლის გაზრდის 5 გზა
იყენებთ თუ არა სოციალურ მედიას არსებული კლიენტების დასაკმაყოფილებლად?
გსურთ გაარკვიოთ თუ როგორ მიიღოთ მოგება კლიენტებისგან სოციალური არხის საშუალებით?
ამ სტატიაში გაეცნობით 5 გზას, თუ როგორ შეიძლება მიიღოთ შემოსავალი არსებული კლიენტებისგან სოციალური მედიის საშუალებით.
რატომ ხდება ფოკუსირება არსებულ მომხმარებლებზე?
ბევრი კომპანიისთვის კავშირი კლიენტებთან სოციალური მედიის საშუალებით ყოველდღიური რუტინაა. ეს კომპანიები ცდილობენ გაიგონ ხალხის აზრი ბრენდზე, კონკურენტებსა და დარგზე, აძლევენ არსებულ და მომავალ კლიენტებს საშუალებას ჩაერთონ დიალოგში.
არსებობს ორი ტიპის სტრატეგია, რომლებიც მოქმედებენ არსებულ კლიენტებზე სოციალურ მედია არხებში. ამის შესანიშნავი მაგალითებია Comcast და Boingo, რომლებმაც წარმატებით დაამყარეს კავშირი სოციალურ მედიასა და კლიენტებს შორის.
Comcast უზრუნველყოფს კლიენტების სერვისს Twitter–ზე. Read more
SEO–ს მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში
Posted on May 8, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on SEO–ს მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში
SEO მოიცავს ყველანაირ ტერმინს, რომელიც აერთიანებს ყველა მოქმედებას, რაც საჭიროა ვებ საიტის ინტერნეტში ეფექტურად წარმოჩენისთვის. ეს პროცესი შეიძლება ძალიან ადვილი გვეგონოს, მაგრამ მაღალი კონკურენციის პირობებში ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს. ყველაზე ეფექტურმა მარკეტინგულმა გეგმამაც კი შეიძლება კრახი განიცადოს, თუ საიტის გაუმჯობესება ხდება საჭიროების გარეშე.
გასული საუკუნის ყველაზე დიდ რევოლუციად, როგორც იცით, ინტერნეტი არის აღიარებული. მან დააკავშირა და დააახლოვა სამყარო. ინტერნეტმა გახსნა ფიზიკური საზღვრები ქვეყნებს შორის და შესაძლებელი გახადა კომუნიკაცია და კავშირი ყველასთვის ერთი კონტინეტიდან მეორეზეც კი. ასევე დიდი საქმე გააკეთა ბიზნესის შესაძლებლობების განვითარებისთვის. ყველა კომპანიამ შექმნა თავისი საიტი ინტერნეტში, ხოლო “Search Engine Optimization” (SEO)–ს ექსპერტების საქმეა, მოახვედროს საიტები საძიებო სისტემის შესაბამის რეზულტატებში . Read more
როგორ უნდა შეიქმნას ლოგო
Posted on May 3, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ უნდა შეიქმნას ლოგო
ლოგო უმნიშვნელოვანესია კომპანიის კორპორატიული იმიჯის შექმნაში. ის არამარტო შთაბეჭდილებას ქმნის კომპანიაზე, არამედ განიხილება როგორც ღირებული ინვესტიცია, ვინაიდან ეს არის ის, რასაც ხედავენ პოტენციური მომხმარებლები ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მიიღებენ თქვენი სერვისით სარგებლობის გადაწყვეტილებას.
კლიენტის აღქმის გათვალისწინების ოთხი გზა ლოგოს შექმნისას
- ყველას უნდა, ჰქონდეს ისეთი ლოგო, რომელიც დატოვებს დადებით და ხანგრძლივ შთაბეჭდილებას. ადამიანებს მოსწონთ ადვილად ამოსაცნობი, კომპანიის იდენტობასთან გაიგივებული ლოგოები. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი ერთი შეხედვისთანავე უნდა ცნობდეს თქვენს ლოგოს, რომელსაც გააიგივებს თქვენს პროდუქტთან ან მომსახურებასთან. ლოგო უნდა იწვევდეს პატივისცემას თქვენი კომპანიის მიმართ.
- კლიენტის მეხსიერება და აღქმა თქვენს კომპანიაზე დამოკიდებულია ლოგოს დიზაინზე. ლოგო არის ის, რის მიხედვითაც მომხმარებელი განგასხვავებთ კონკურენტებისგან. კომპანიის ლოგო ყოველთვის უნდა ატარებდეს ინფორმაციას თქვენს ნიშაზე და პროდუქტზე რასაც ყიდით. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლოგო შეუმჩნეველი არ დარჩება თუ მას კარგი დიზაინი აქვს.
- დიდი და პატარა კომპანიების ლოგოს შექმნისას წესები იცვლება, მაგრამ ძირითადი კონცეფცია იგივე რჩება. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდ კოპანიებს ბიუჯეტი მეტი აქვთ ვიდრე მცირე კომპანიებს. ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია ისიც, რომ არასდროს არ უნდა დაკარგოთ საკუთარი კომპანიის იდენტობა ლოგოს შექმნისას.
- ლოგოს დიზაინის დაწყებას დაგეგმვის გარეშე ფატალურ შედეგამდე მივყავართ. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ მიზანი, უნდა ჩამოწერეთ იდეები, ამ დროს ავტომატურად გიჩნდებათ კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს ზედმიწევნით. ეს კი დაგანახებთ ნათელ სურათს და დაგიცავთ სავალალო შეცდომებისგან.დიზაინერები ამ სავარჯიშოს „creative brief”-ს ან “brainstorming”–ს ეძახიან. არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდებთ ამას, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს დიზაინის დაწყებამდე.
მოდით გავარკვიოთ, თქვენი ლოგოს დიზაინი აკმაყოფილებს თუ არა შემდეგ კითხვებს: Read more
« go back — keep looking »Recently
- სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე
- რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!
- დროის მართვის ხელოვნება
- კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
- რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!
- იმეილ მარკეტინგის უპირატესობები
- თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი
- როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად
- პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
- ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს
Categories
- ბიზნეს სიახლეები
- ინფოგრაფიკები
- კომპანიის სიახლეები
- საინტერესო სტატიები
- საკონკურსო ნამუშევრები
- სარეკლამო სტატიები
Archives
- November 2016
- October 2016
- September 2016
- July 2016
- June 2016
- May 2016
- April 2016
- March 2016
- February 2016
- January 2016
- December 2015
- November 2015
- October 2015
- September 2015
- August 2015
- July 2015
- June 2015
- May 2015
- April 2015
- March 2015
- February 2015
- January 2015
- December 2014
- November 2014
- September 2014
- August 2014
- May 2014
- March 2014
- January 2014
- November 2013
- October 2013
- September 2013
- July 2013
- May 2013
- February 2013
- January 2013
- December 2012
- November 2012
- October 2012
- September 2012
- August 2012
- July 2012
- June 2012
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- June 2011