ინტერვიუს 10 კითხვა, რომელმაც შესაძლოა მახეში გაგაბათ

თარიღი July 31, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ინტერვიუს 10 კითხვა, რომელმაც შესაძლოა მახეში გაგაბათ

დიდი ხნის უმუშევრობის ან ცვლილების ძიების დროს ინტერვიუმ შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა იქონიოს როგორც თქვენი, ისე დამსაქმებლის გადაწყვეტილებებზე.  გასაუბრებას ყოველთვის ახლავს დაძაბულობა, რადგან ხშირ შემთხვევაში კითხვები ორმაგი ბუნებისაა და დაფარული მიზანი გააჩნია. ისინი ემსახურება რაც შეიძლება მცირე დროში დაბალკვალიფიციური კადრებისაგან კანდიდატების გაფილტვრას. იცით როგორ ამოიცნოთ ინტერვიუს კითხვების ქვეტექსტი?

ქვემოთ მოცემულია 10 ძირითადი კითხვა, რომელიც თქვენს შეცდომაში შეყვანას ემსახურება:

1.    „რატომ იყავით ამდენი ხნის განმავლობაში უმუშევარი და თქვენთან ერთად კიდევ რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს?“

ამას შესაძლოა მოსდევდეს უფრო კონკრეტული კითხვა: „რატომ გაგათავისუფლეს“. აღნიშნული ემსახურება იმის გარკვევას, გაქვთ თუ არა ისეთი პრობლემა, რომლის შესახებაც წინა სამსახურში უკვე აღმოაჩინეს. მასზე მცდარი ან ემოციური პასუხის ნაცვლად, უმჯობესია აღნიშნოთ, რომ  ერთ–ერთი საუკეთესო თანამშრომელი იყავით, რომელიც იმაზე ბევრს აკეთებდა დღის განმავლობაში, ვიდრე ანაზღაურებას იღებდა და განთავისუფლების მიზეზი უცნობია თქვენთვის.

იხილეთ სრულად

მხარჯველობა და მისი თავიდან აცილების გზები

თარიღი July 25, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მხარჯველობა და მისი თავიდან აცილების გზები

ბოლო პერიოდის კვლევები კრედიტების მოცულობასთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. არსებობს თუ არა ბერკეტი, რომელსაც ამ პროცესის შეჩერება შეუძლია?! პირველ რიგში მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, კერძოდ, საჭიროა ხარჯვის უნარის გადამოწმება.

 შევეცდებით უფრო ახლოს გაგაცნოთ ის მიზეზები, რომელიც საკრედიტო ბარათების გამოყენების აუცილებლობას ქმნის და ფულის არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს.

იმაზე მეტი თანხის დახარჯვა, ვიდრე შემოსავალი გაქვთ – ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, შეუძლებელია 1200 ლარის გასავალი გქონდეთ მაშინ, როდესაც შემოსავალი მხოლოდ 1000 ლარია. თუმცა, ეს არც თუ ისე რთულია მეგობრებისათვის ფულის თხოვნის, საკრედიტო ბარათების გამოყენების და ა.შ. წყალობით.

ნუ გამოიყენებთ საკრედიტო ბარათს როდესაც ნაღდი ფული გაქვთ – შესაძლებელია ყველას სურდეს იყიდოს ნივთი გადახდის გარეშე, მაგრამ გაითვალისწინეთ – იმას, რისი გადახდაც არ გინდათ დღეს, ვერასდროს დაფარავთ მომავალში. იხილეთ სრულად

როგორ ავიცილოთ კრედიტი

თარიღი July 23, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ავიცილოთ კრედიტი

ფინანსური პრობლემები, გაკოტრების საშიშროება თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. არასწორი დაგეგმვა, რესურსების გადახარჯვა, დანაზოგების შემცირება, მზარდი კრედიტები, დაზღვევის არარსებობა – ის ფაქტორებია, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. დანახარჯების მუდმივი კონტროლი საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ გაკოტრების საფრთხე და მშვიდად იყოთ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამაში დაგეხმარებათ შემდეგი ქმედებები:

დაგეგმეთ ბიუჯეტი – წინასწარ განსაზღვრული ხარჯების ლიმიტი დაგიცავთ იმპულსური და გაუაზრებელი ქმედებებისგან და  დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ თანხა გადასახადებზე, საკვებზე, გართობაზე და ა.შ.

მუდმივად აკონტროლეთ კომპანიის თუ პირადი ფინანსური შედეგები და გადახდების გრაფიკი – სწორად აღრიცხვა თავიდან აგაცილებთ გადასახადთა ზრდას. ამისათვის ერთ–ერთი ხერხია მათი დაფარვისთანავე გაიაროთ კონსულტაცია ფინანსისტებთან და დაადგინოთ ყოველთვიური საშუალო მაჩვენებელი. იხილეთ სრულად

როგორ გავუმკლავდეთ კომუნიკაციის პრობლემას

თარიღი July 17, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავუმკლავდეთ კომუნიკაციის პრობლემას

1. თანამშრომლები გულგრილად უყურებენ ყველა თქვენს წამოწყებას?!
2. თქვენი დავალებები არ სრულდება?!
3. სერიოზულად არ აღგიქვამენ?!
4. თქვენს სიტყვებს უარყოფითი რეაქცია მოსდევს?!
5. თქვენი გაკეთებული საქმეებიდან არაფერია ცნობილი?!

თუ აღნიშნული საკითხებიდან ერთ–ერთი მაინც გაწუხებთ, ე.ი. კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს.

არ არსებობს საუკეთესო ლიდერი კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარის გარეშე, რაც მხოლოდ გამართულ მეტყველებასა  და მდიდარ ლექსიკურ მარაგს არ გულისხმობს. ეფექტური კომუნიკაციის გასაღები საკმაოდ რთულად მოსაპოვებელია, რადგან  მისი აკადემიურ დონეზე შესწავლა შეუძლებელია. გადახედეთ მსოფლიოში აღიარებულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარი იდეების შესახებ ისე საუბრობენ, თითქოს თქვენს ემოციებსა და შთაგონებას გამოხატავენ. მათთვის ცნობილია, რომ სიტყვა მაშინაა სწორად გაგებული, თუ აუდიტორიაში ღრმად გაიდგამს ფესვებს.

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორგანიზაციული პრობლემების საკმაოდ დიდი ნაწილი არასწორი კომუნიკაციითაა გამოწვეული და ლიდერთა უმრავლესობა ბევრს ფიქრობს მის გამოსწორებაზე როგორც შიდა პერსონალურ, ისე ჯგუფურ დონეზე. საუკეთესო ლიდერებს ერთი რამ აერთიანებთ – ზუსტად აღიქვამენ სიტუაციას, საუკეთესო მსმენელები არიან და გონივრულ დასკვნებს აკეთებენ. ეს მიიღწევა აუდიტორიის განწყობის, დინამიკის, დამოკიდებულების, ღირებულებების შესწვლით, მათი საჭიროებებისა და მოლოდინის გამოვლენით.

რა არის საჭირო კარგი კომუნიკაციისათვის? ამაში ქვემოთ მოცემული 10 ქმედება დაგეხმარებათ: იხილეთ სრულად

10 გზა უფროსის მოსატყუებლად

თარიღი July 6, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 გზა უფროსის მოსატყუებლად


ყველა ადამიანი განსხვავებულად მოქმედებს  შედარებით მაღალ საფეხურზე მყოფ და მეტი ძალაუფლების მქონე პირებთან.  ამ დროს დამახასიათებელია: უფროსების შეუპოვრად დაცვა, თავის არიდება მათ შესახებ უარყოფითი მოსაზრებების მოსმენისაგან, განსაკუთრებული ინტერესი უფროსის ყოველი მოძრაობისადმი, გადაწყვეტილებებზე  შეწინააღმდეგების გარეშე დათანხმება და ა.შ.  ეს ყველაფერი გაუაზრებლად ხდება, რადგან ქვეცნობიერად იგრძნობა შიში და ზეწოლა ხელმძღვანელობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, სამუშაო პროცესში პატივისცემის გამოხატვა საკმაოდ ყალბი გამოდის.

გირჩევთ, იყოთ გულწრფელები ნებისმიერი პროფესიული ურთიერთობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბოსი მოულოდნელად გამოჩნდება და „ფსიქოლოგიური ბუნკერის“ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არის – ტყუილი. თუმცა, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ბოროტი და კეთილი ტყუილი, რადგან მათ შორის არსებითი განსხავებაა. იხილეთ სრულად

გაყიდვის უნარი – წარმატების საწინდარი

თარიღი June 20, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on გაყიდვის უნარი – წარმატების საწინდარი

ბევრისათვის გაყიდვის პროცესი მანიპულაციებთან, მლიქვნელობასა და ტყუილთან ასოცირდება. თუმცა, როგორც ლოგიკური, სასარგებლო და გონივრული მოქმედებების ნაკრები – ის ყველა ბიზნესისათვის უმთავრესი საქმიანობაა.

გაყიდვების ცოდნა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციის უნარი, რომლის სწავლაც ყველაზე უკეთ ამავე სფეროში მუშაობითაა შესაძლებელი. იგი ხელს უწყობს ინვესტორებისა და მომხმარებლების მოძიებას და დაფინანსების მოპოვებას.

არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობთ, მთავარია ფლობთ თუ არა ამ უნარს. 20 გამოკითხული ბიზნესმენიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ ის დაასახელა საკუთარი წარმატების საიდუმლოდ.

გაყიდვების უნარის დადებითი მხარეებია: იხილეთ სრულად

როგორ გავხადოთ გაყიდვების პროცესი სასიამოვნო

თარიღი June 12, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავხადოთ გაყიდვების პროცესი სასიამოვნო


ხშირად გვსმენია დამწყები ბიზნესმენებისგან, რომ  სძულთ გაყიდვების პროცესი. სინამდვილეში მათი წარმატება დიდად არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ გაყიდიან საკუთარ იდეებს, ფირმას და პროდუქტს.

ეფექტური გაყიდვებისთვის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია  მყარი ურთიერთობის დამყარება, როგორც პოტენციურ კლიენტებთან, ასევე ინვესტორებთან და პარტნიორებთან. ამ შემთხვევაში პროდუქტის და მომსახურების ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. კომპანიაში ზედა რგოლის თანამშრომლების ძირითადი მიზანია გვერდით ჰყავდეს სანდო თანამშრომელი და მომავალი  პარტნიორი.

თუ გაყიდვებში კომპანია კარგად ვერ მუშაობს, შედეგი შესაბამისად უარყოფითად აისახება მის შემოსავალზე, უარეს შემთხვევაში კი კომპანიის ფინანსურ კრიზისის გამომწვევი მიზეზიც შეიძლება გახდეს. ზოგადად გაყიდვების სფეროში წარმატებას ისინი აღწევენ, რომლებსაც მართლა უყვართ თავიანთი საქმე. მაგალითისთვის ამერიკელ ბიზნესმენს, დიზაინერს და გამომგონებელს სტივ ჯობსს გააჩნდა განსაკუთრებული უნარი მიეზიდა და დაეენტერესებინა კლიენტი. ჯობსის მიერ გაკეთებულ განცხადებებში საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი თითოეული პროდუქტი, ამასთანავე იგრძნობა მისი ხალისიანი დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი. შესაბამისად, მისი პროდუქცია ერთ–ერთი ყველაზე მაღალგაყიდვადია ტექნოლოგიის სფეროში.

ზოგადად გაყიდვებისადმი სიძულვილი გამომდინარეობს რამდენიმე შეხედულებისგან:

იხილეთ სრულად

პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია

თარიღი June 4, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია


პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია გამოიყენება პროდუქტის და ინდუსტრიის სიმწიფის ეტაპების გასაგებად და გასაანალიზებლად. პროდუქტის ინოვაცია და გავრცელება ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ვაჭრობის ნიმუშებზე. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია პირველად გამოიყენა თეოდორ ლევიტმა, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტატიაში „გამოიკვილიე პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი“ 1965 წელს.

ყველაფერს რაც აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას ჰქვია პროდუქტი. ბაზარზე გამოტანილი ყველა პროდუქტი და ასევე თვითონ ბაზრებიც გადის ამ სასიცოცხლო ციკლს. იმის გასაგებად თუ რას მოიცავს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, მოდით შევხედოთ მის განმარტებას.

 განმარტება

სასიცოცხლო ციკლი არის პერიოდი, რომელიც იწყება პროდუქტის ბაზარზე შესვლიდან და გრძელდება იქამდე, სანამ ის არ გავა ბაზრიდან. ეს ციკლი იყოფა განსხვავებულ 4 ეტაპად.

იხილეთ სრულად

როგორ უნდა აუმაღლო მოტივაცია თანამშრომლებს

თარიღი May 30, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ უნდა აუმაღლო მოტივაცია თანამშრომლებს


მოტივაცია აუცილებელი დეტალია ადამიანის ცხოვრებაში. ყველას გვქონია პერიოდი, როდესაც ამოგვეწურა იმედი, ინტერესი და ნებისყოფა, ვმუშაობდით არაეფექტურად და არ ვიყენებდით ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ასეთ დროს მოტივაციას შეუძლია შემოატრიალოს თქვენი და თქვენი გუნდის განწყობა 180 გრადუსით.

დღეს, ძალიან ბევრ კომპანიას სურს გაიგოს,  თუ როგორ აუმაღლოს მოტივაცია თანამშრომლებს მათი პროდუქტიულობის და ინტერესის გამოსასწორებლად. მოტივაცია ორმხრივია და ეხმარება როგორც დაქირავებულებს, ასევე მთელ კომპანიას.

გაგაცნობთ მოტივაციის ამაღლებისკენ მიმართულ რამდენიმე გზას: იხილეთ სრულად

სოციალური მედიით შემოსავლის გაზრდის 5 გზა

თარიღი May 23, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on სოციალური მედიით შემოსავლის გაზრდის 5 გზა


იყენებთ თუ არა სოციალურ მედიას არსებული კლიენტების დასაკმაყოფილებლად?

 

გსურთ გაარკვიოთ თუ როგორ მიიღოთ მოგება კლიენტებისგან სოციალური არხის საშუალებით?

ამ სტატიაში გაეცნობით 5 გზას, თუ როგორ შეიძლება მიიღოთ შემოსავალი არსებული კლიენტებისგან სოციალური მედიის საშუალებით.

რატომ ხდება ფოკუსირება არსებულ მომხმარებლებზე?

 

ბევრი კომპანიისთვის კავშირი კლიენტებთან სოციალური მედიის საშუალებით ყოველდღიური რუტინაა. ეს კომპანიები ცდილობენ გაიგონ ხალხის აზრი ბრენდზე, კონკურენტებსა და დარგზე, აძლევენ არსებულ და მომავალ კლიენტებს  საშუალებას ჩაერთონ დიალოგში.

არსებობს ორი ტიპის სტრატეგია, რომლებიც მოქმედებენ არსებულ კლიენტებზე სოციალურ მედია არხებში. ამის შესანიშნავი მაგალითებია  Comcast და Boingo, რომლებმაც წარმატებით დაამყარეს კავშირი სოციალურ მედიასა და კლიენტებს შორის.

Comcast უზრუნველყოფს კლიენტების სერვისს Twitter–ზე. იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი